კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ბრძნული აზრები

ფრიმენი: ძლიერების დამტკიცება ძლიერი მოწინააღმდეგის გარეშე შეუძლებელია.
საადი: ადამიანს მხოლოდ ის ეძვირფასება, რაც წართმეული აქვს.
რაიანი: ცუდ ადამიანს კი არ უნდა ებრძოლო, არამედ ადამიანში ცუდს.
კანტი: სულიერი ბედნიერების ორი სახეობა არსებობს: სუფთა სინდისი და მუდამ მხიარული გული. პირველი უდანაშაულობის შეგრძნების ტოლფასია, მეორე – ბუნების საჩუქარი.
ჰიუგო: სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი – ქურდობა და ქალიშვილი – შიმშილი.
სიუნ ცზი: ის, ვინც შენს შეცდომებზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არ არის. ის, ვინც შენ მუდმივად გაქებს, ყოველთვის შენი მეგობარი არ არის.
ნიცშე: ტყუილი ლამაზია, მაგრამ ადრე თუ გვიან სიმართლე მწარე იქნება.
ჭაბუა ამირეჯიბი: არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.
ოელიო: ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც ჩვენ საკუთარი ჩვევების საწინააღმდეგო მიმართულებით ვიწყებთ სვლას.
ორველი: რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს იმათ, ვინც მას ამბობს.
ვოლტერი: თუ გწამს, ესე იგი, ღმერთი არსებობს, თუ არ გწამს – არ არსებობს.
მონტენი: სჯობს ერთხელ გააბრაზო, ვიდრე მუდმივად  ითმენდე წყენას.
ბალზაკი: ძალაუფლება მუდმივი შეთქმულებაა.
ფროიდი: ცოდვები უფრო ავიწყდება ადამიანს, ვიდრე სიკეთე. ადამიანს საკუთარი ცოდვების დავიწყების უნარი რომ არ ჰქონდეს, დილას რომ გაიღვიძებს, ლოგინიდან ვერ ადგება.
დოჩანაშვილი: დაწოლისას, დაძინებამდე, არის ერთი რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
ვედეკინდი: ჯობია, თქვა სიმართლე, რომელიც ჯერ გატკენს, შემდეგ განგკურნავს, ვიდრე თქვა ტყუილი, რომელიც დაგამშვიდებს, მერე კი დაგასნეულებს.
ტვენი: გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ.
ბეკონი: ცოლის მოტყუება – უზნეობაა, კოლეგების და ახლობლების – თაღლითობა, მთელი ერის მოტყუება კი – პოლიტიკა.
უაილდი: მეორედ ისეთი ქალი თხოვდება, რომელიც პირველ ქმარს ვერ იტანდა. მეორედ ისეთი მამაკაცი ქორწინდება, რომელიც ჭკუას კარგავდა პირველი ცოლისთვის. ქალები ბედს სცდიან, მამაკაცები რისკზე მიდიან.
მოლიერი: იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ქალი უნდა იყოს ბრძენი რომ არ შეიმჩნიოს მამაკაცის სისულელეები. მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი, რომ ქალს სისუსტე აპატიოს.скачать dle 11.3