კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ცოლად ძმაკაცის შეყვარებული მოვიყვანე და საძმაკაცო გადავიმტერე


ხანდახან, ცხოვრებაში, ისეთი რამის გაკეთება გიწევს, რასაც ვერ წარმოიდგენ. სწორედ, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში და ამის გამო, საძმაკაცო, რომლის გარეშეც ერთი დღეც კი ვერ ვძლებდი, ისე გადავიმტერე, ჩემი დანახვაც აღარ უნდათ. როცა გოგამ თავისი შეყვარებული, ნანუკა, გაგვაცნო, საძმაკაცო ძალიან გაგვახარა. პირველ ცოლთან ურთიერთობა ვერ აეწყო და მალევე გაშორდა. ამის გამო დიდხანს იყო დეპრესიაში და გვერდით ჩვენ ვედექით. ნანუკას გამოჩენამ და მასთან სიახლოვემ, თითქოს მეორედ დაბადა – გახალისდა, სულ ხუმრობის ხასიათზე იყო და ისე შეიცვალა, ვხუმრობდით, ამ ბიჭს რა აჭამა ასეთი ამ გოგომო. უბრალო და ნაზი გოგო ჩანდა, მაგრამ მისგან იმხელა ენერგია და შარმი მოდიოდა, ეს ერთი შეხედვითად შეიგრძნობოდა. მოკლედ, გოგას უცხოეთში მოუწია სამსახურიდან წასვლა და მთხოვა, ხომ იცი, შენთან ყველაზე ახლოს ვარ და ნანუკას მიმიხედეო. რასაკვირველია, შევპირდი: სანამ შენ არ ჩამოხვალ, ცივ ნიავს არ მივაკარებ. მაგაზე არ ინერვიულო-მეთქი. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ნანუკასთან ხშირმა შეხვედრამ და მასთან ურთიერთობამ, ჩემში სასიყვარულო გრძნობა გააღვიძა და იმდენი „ვიჩალიჩე“, სანამ ხელში არ ჩავიგდე. ისე შემიყვარდა, გოგა და საძმაკაცო აღარც კი მახსოვდა. მივხვდი, ეს იყო ქალი, ვისთვისაც თავს გავწირავდი და სხვა არაფერი მაინტერესებდა. მოკლედ, ჩემთან სახლში ავიყვანე და აღარ გავუშვი, ცოლად გამოვაცხადე. თვითონაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, უბრალოდ, ამბობდა, გოგას რა ვუთხრათ, ორივეს დაგვხოცავსო. არც გოგას და არც სხვა ძმაკაცების ზარებს არ ვპასუხობდი. ქალაქგარეთ ვიქირავეთ ბინა და საცხოვრებლად იქ გადავედით. ვიფიქრე, დრო რომ გავა, სიტუაცია ჩაწყნარდება-მეთქი, მაგრამ პირიქით, უფრო დაიძაბა. ისიც კი ვიფიქრე, მოვკიდებ ნანუკას ხელს და უცხოეთში წავალ-მეთქი, მაგრამ ასე ადვილი არ არის, აიყარო და უცხო მხარეში გადაბარგდე. თან ამას თანხებიც სჭირდება. თბილისი პატარა ქალაქია და როდის გადავეყრები მტრად გაჩენილ ძმაკაცებსა და გადარეულ გოგას არ ვიცი. ამის შიში მაქვს, მაგრამ სულ სახლში გამოკეტილი ხომ არ ვიჯდები, ცოლთან ერთად? მესმის, შეცდომა დავუშვი, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, შემიყვარდა და ნანუკამაც მე ამირჩია. ამას წინათ, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, სახლთან არ გამოჩნდე, ბიჭები „გისატკავებენ“ და რომ დაგინახონ, იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებაო. ნანუკა მექაჩება, ცოტა ხნით რაიონში, ჩემს ბებია-ბაბუასთან წავიდეთო, მაგრამ იქ ვერ გავჩერდები. მოკლედ, საყვარელი ქალის გამო შარში გავყავი თავი. მაგრამ არ ვნანობ. ახლა ვხვდები, რომ ამბობენ, სიყვარული ისეთი რამაა, თუ შემოგიჩნდა, თავსაც დაგაკარგვინებს და ახლობლებსაცო, მართალია. მართალია, ახლა ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე, მაგრამ გავა დრო და გადაუვლით. მანამდე კი, მომიწევს დამალვა და ქალაქგარეთ ცხოვრება, სხვა გზა არ არის. თუ მომაგნეს, ვეტყვი, რომ ნუნუკას გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, მიყვარს, მას ნურაფერს დაუშავებენ და მე, თუ უნდათ, მომკლან. სხვა რა გავაკეთო? მესმის, გოგას ძალიან ცუდი რამ გავუკეთე, მისი ნდობით ბოროტად ვისარგებლე და საყვარელი ქალი წავართვი, მაგრამ ეს არ მინდოდა, უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა. უარესებიც ხდება, მაგრამ დრო რომ გადის, აღარავის ახსოვს. და, თუ ჩემი საძმაკაცო ამ საქციელს არ მაპატიებს, რა ვქნა, ვიცხოვრებ ჩემთვის, მათ გარეშე. მთავარია, ახლა ბედნიერი ვარ და ამ წუთებისთვის მიღირს სიცოცხლე.
ნიკუშა, 26 წლის.скачать dle 11.3