კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 სამხილი – ქვედა საცვალი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

რეიმონდ ჩენდლერი

მკვლელობა ყოველთვის უნიკალურია და ცოტათი არარეალურიც, უცხო ყურისთვის და თვალისთვის კი – მისტიკური.
რობერტ ებლეტის ერთი ძმა ჰყავდა – მარკი, რომელიც რედჰაუზში – სოფლურ, ლამაზ სახლში ცხოვრობდა. სახლს ასე იმიტომ ერქვა, რომ წითელი აგურით იყო ნაშენები და ყვავილებით მორთული. ულამაზესი ვარდების ხეივანი პარმაღს თავიდან ბოლომდე ჰქონდა შემოხვეული. მარკი ადგილობრივებს ძალიან უყვარდათ, განსხვავებით მისი ძმისგან. რობერტი ძმის სიკვდილამდე არც კი ჩასულა რედჰაუზში. ავსტრალიაში ცხოვრობდა და არავინ იცოდა, რითი იყო დაკავებული. ერთ დღეს კი გადაწყვიტა, მოეკლა ძმა და მისი ადგილი დაეკავებინა რედჰაუზში. ინგლისური პატარა სოფელი, მშვიდი და უშფოთველი  ცხოვრებით რომ არსებობდა,  სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი ტრაგედიისთვის. რედჰაუზში იმდენი ხანი არ ენახათ რობერტი, რომ ძნელად თუ ვინმე განასხვავებდა მას მარკისგან, მით უმეტეს, რომ პატარაობიდანვე ორი წვეთი წყალივით ჰგავდნენ ერთმანეთს. სამწუხარო ის იყო, რომ მარკმა თავად შეუწყო ხელი ძმის იდეის განხორციელებას, როცა მის, ერთი შეხედვით, მხიარულ წამოწყებას დათანხმდა. მოდი, ჩამოვალ, შენი მეგობრები და საცოლე გავამასხროთ. მე თავს მარკად გავასაღებ და შენ, ვითომ, გაუჩინარდი. ვნახოთ, რა მოხდებაო. საცოდავი მარკი, რომელიც ძმას ენდობოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა მისი მზაკვრული გეგმების შესახებ, ყველანაირად დაეხმარა რობერტს გეგმის განხორციელებაში. ტყუილმა გაამართლა და რობერტმა, მისი მდივნის დახმარებით, ძმა სიცოცხლეს გამოასალმა. რობერტის საეჭვო რეპუტაცია ვიღას გაახსენდებოდა, ის ხომ უკვე მარკი იყო. ახლა საჭირო იყო გვამი ისე მოემზადებინა, რომ ეჭვი არ გამოეწვია. რობერტმა გაგუდულ ძმას თავისი ტანსაცმელი ჩააცვა... მსახურმა ის კაბინეტში, იატაკზე ნახა – შუბლი ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი. რევოლვერი კი იქვე ეგდო. პოლიციას უნდა დაეჯერებინა, რომ „რობერტმა“ თავი მოიკლა. რობერტის მთელი მისია პოლიციისთვის გზის აბნევაში მდგომარეობდა. რედჰაუზში მარკის მეგობრები შეიკრიბნენ. შეუჩერებლად ტიროდა მოხუცი კამერდინერი, რომელსაც რობერტი თხუთმეტი წელი არ ენახა და დარწმუნებული იყო, რომ ახლა სწორედ მისი ცხედარი ესვენა წინ. მარკის საცოლე – სიფრიფანა, დახვეწილი ნაკვთების მქონე ქალიშვილი, არისტოკრატული მანერები რომ ჰქონდა, „საქმროს“ ხელზე ნაზად უჭერდა ხელს, თანაგრძნობის ნიშნად. რობერტი შესანიშნავად გრძნობდა თავის როლს, მისი „მწუხარება“ უსაზღვრო იყო. ალბათ, მკვლელობაც შერჩებოდა, უფრო ხშირად რომ არ ჰქონოდა კონტაქტი ქალს საქმროსთან და ყველა დეტალი, მისი ხასიათის ნიუანსი არ გაეთვალისწინებინა. მაგალითად, ის, თუ როგორ იცვამდა წინდებს მარკი ან როგორ ქვედა საცვალს ანიჭებდა უპირატესობას. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ჩვევებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს და მათი შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეიძლება. სწორედ ჩვევებით ხსნიდა ყველაზე რთულ საქმეებს დიდებული შერლოკ ჰოლმსი. ჩვევები ხომ ჩვენი ხასიათის ის ნაწილია, რომლებსაც ვეღარც კი ვამჩნევთ, ყველაზე ძნელად ვიცილებთ და შეიძლება, სწორედ ჩვევებმა გაგვყიდონ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში. მოკლედ, წინდის ჩაცმის ჩვევამ გაყიდა რობერტი თუ მარკისეული ქვედა საცვლების უგულვებელყოფამ, ფაქტია, რომ მის მიმართ ეჭვი გაჩნდა. ჯერ მარკის საცოლე დაეჭვდა, მერე რამდენიმე მეგობარი და ბოლოს – მსახურები. რობერტს, ალბათ, არავინ ასწავლიდა ავსტრალიაში ეტიკეტის იმ წესებს, რომლებსაც მარკი დიდ ყურადღებას უთმობდა. ინგლისელი ჯენტლმენი ქალაქშიც ჯენტლმენია და სოფელშიც. რობერტი კი ძალიან დაშორდა მშობლიურ ფესვებს. ის აღარც ჯენტლმენი იყო და აღარც ეტიკეტში ერკვეოდა კარგად. შეიძლება, სჯეროდა თავისი მისტიკური შესაძლებლობების, მაგრამ პოლიცია ასე არ ფიქრობდა. ისინი დედუქციურ მეთოდებს იყენებდნენ. ეყრდნობოდნენ ლოგიკას და რაც მთავარია – ფაქტებს.  მკვლელობის მოტივს ძებნა არც სჭირდებოდა. ის შავით თეთრზე იყო დაწერილი მარკისა და რობერტის მამის მიერ, რომლის თანახმადაც, თუკი მარკი ისე გარდაიცვლებოდა, რომ შვილი არ დარჩებოდა, სახლი, მამული და მთელი ქონება რობერტს რჩებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის...
პოლიციამ გვამის ხელახალი დათვალიერება მოინდომა და საქმეში ლონდონიდან მოწვეული კრიმინალისტები ჩართო. რობერტი-მარკი ჯერ კიდევ მყარად „იჯდა“ თავის როლში და არ სჯეროდა, პოლიციას რამე თუ გამოუვიდოდა. ის კი არა, პირდაპირ განუცხადა, ყველაფერს გავაკეთებ, ეს სამარცხვინო, ყოვლად გაუგონარი და გაუმართლებელი ეჭვი რომ  გავაქარწყლოო. პოლიციამ გადაწყვიტა, რობერტზე ცნობები ავსტრალიაში შეეგროვებინა. ასევე, ეპოვა ადამიანი, რომელიც მას კარგად იცნობდა და შეეძლო აღეწერა არა მარტო გარეგნობა, არამედ დაეხასიათებინა მისი ჩვევებიც. რობერტი-მარკი ჯერჯერობით ვერ იქნებოდა ოფიციალურად ეჭვმიტანილი. ინგლისის კანონებით, მას შეეძლო, პოლიციისთვის ეჩივლა კიდეც მკვლელობაში ბრალის დადებისთვის. ექსპერტებმა იციან, რომ არსებობს ჰიპოთეზა გვამის შესახებ – ის, ძალიან ხშირად, ზედმიწევნით რეალურია – ადამიანის სიკვდილის შემდეგაც კი, სხეულს ბევრის თქმა შეუძლია. როცა რაღაცას გულდასმით ეძებ, პოულობ კიდეც. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტყვია როცა დაიხალა, მარკი-რობერტი ცოცხალი უკვე აღარ იყო. მართალია, ასი პროცენტით ამას ვერ ადასტურებდა, მაგრამ პოლიციას რაღაც ხელჩასაჭიდი უკვე ჰქონდა. ინსპექტორმა დანიელმა გადაწყვიტა, ავსტრალიაში გამგზავრებამდე, კიდევ ერთხელ დაეკითხა მარკის საცოლე:
– ელენ, რატომ ფიქრობთ, რომ ის მარკი არ არის?
– იმიტომ, რომ ამ კაცის ჩვევები და ქცევა არ ემთხვევა ჩემი მარკის ჩვევებს. წარმოუდგენელია, რომ ის მარკი იყოს.
– დამიკონკრეტეთ, აღარ გეფერებათ? თქვენ მიმართ სინაზეს აღარ იჩენს? არ გჩუქნით საჩუქრებს?
– საქმე ეს არ არის. ქვედა საცვლები... მან თავისი ყველა ქვედა საცვალი გადაყარა და მაღაზიიდან ახლები მოატანინა... ეს... ეს მარკი არ არის.
ინსპექტორმა ამოიოხრა.
– ესე იგი, მთავარი სახმილი ქვედა საცვალია? ბევრი არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი.
– პირიქით, სწორედ ამას უნდა ჩაებღაუჭოთ და ავსტრალიაში გაემგზავროთ.
ინსპექტორმა უხალისოდ დაუქნია თავი.
– მომიწევს, თუკი პათანატომი ძმების აგებულებებში თავისებურებებს ან რაიმე განსხვავებას ვერ აღმოაჩენს.
***
სასამართლოზე რობერტს საცვლების ამბავზე მხოლოდ ეცინებოდა. მას ვერ წარმოედგინა, მოსამართლე და ნაფიცი მსაჯულები, ამ თავისი აზრით, არასერიოზული ფაქტის მიმართ ასეთი ემოციურები თუ იქნებოდნენ. მათ ერთხმად გამოიტანეს ვერდიქტი – დამნაშავეა!.. ავსტრალიიდან ჩამოსულმა ერთ-ერთი ღამის ბარის მეპატრონემ მხოლოდ გაამყარა მათი რწმენა მკვლელის ვინაობის შესახებ.
თარგმნა
скачать dle 11.3