კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: დაგვეღუპა ცხრა წლის ბავშვი. ორმოცი დიდ ხუთშაბათს უწევს და გვაინტერესებს, თუ შეიძლება აღნიშვნა და ორმოცის სუფრაზე თევზეულის მიტანა?
პასუხი: ვინაიდან დიდი ხუთშაბათი ვნების კვირაშია, შესაბამისად, მძიმე მარხვა უწევს. თან, ვნების კვირის დღეები მზადებაა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის და ქრისტიანმა მოკრძალებულად – მარხვით, ლოცვით, თავშეკავებით უნდა აღნიშნოს. ამიტომ, სასურველია, ბავშვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ეკლესიაში გადაიხადოთ პანაშვიდი და ამ დღისადმი მიძღვნილი სუფრა შემდეგ კვირაში გადაიტანოთ, მარხვის გახსნილების შემდეგ.
კითხვა: წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი?
პასუხი:
მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირა დღეს აღევლინება წირვა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას უფლის სისხლი და ხორცი სიმბოლურად ეწირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველია, ქრისტიანი ყოველ კვირას ეზიარებოდეს, მაგრამ, რადგან ამას ვერ ვახერხებთ, ჩვენი სისუსტისა და მოუმზადებლობის გამო, ზიარება თვეში ერთხელ მაინც უნდა შევძლოთ. 7 წლამდე ბავშვებს ზიარებისთვის საგანგებო მომზადება და მარხვის დაცვა არ სჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, ისინი საზიარებლად ყოველ კვირა დღეს მიიყვანოთ.
კითხვა: უკვე წლებია, დაქორწინებული ვარ და მყავს სამი შვილი. მეუღლესთან ჯვარდაწერილი არ ვარ. მის მიმართ სიყვარულიც არ მაქვს, მაგრამ ოჯახის დანგრევაც არ მინდა. რა ვქნა, ახლა დავიწერო ჯვარი?
პასუხი:
როდესაც თქვენ მეუღლესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, გყავთ საერთო შვილები და ქრისტიანად მიიჩნევთ თავს, აუცილებელია, რომ ქრისტიანული წესით იყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან, ამიტომ უნდა დაიწეროთ ჯვარი. შესაძლოა, თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთდამოკიდებულება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ჯვარი არ გაქვთ დაწერილი. ჯვრისწერის შემდეგ კი შეიძლება, თქვენი დამოკიდებულებაც შეიცვალოს.
კითხვა: წლების წინ დავკარგე ჩემი ნათლობის ჯვარი, რასაც ძალიან განვიცდიდი. საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ შემთხვევით ვიპოვე. მაინტერესებს, ხომ არ დაკარგა მან თავისი ძალა?
პასუხი:
ჩვენი ნათლობის ჯვარი ჟამთა ვითარებაში ძალას არ კარგავს, ჩვენთვის ის ძალიან ძვირფასია და აუცილებელია, სათუთად მოვუფრთხილდეთ და შევინახოთ. მეორედ ჯვრის კურთხევა იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ რაღაც გარემოებების გამო გაჭუჭყიანდება (მაგალითად, მიწით დაისვრება და ასე შემდეგ). ასეთ შემთხვევაში ჯვარი უნდა გაიწმინდოს და თავიდან იკურთხოს.
კითხვა: შეიძლება თუ არა მორწმუნე ადამიანმა თვითონვე აკურთხოს საკუთარი ბინა და ამისთვის მოძღვარი არ მოიყვანოს?
პასუხი:
საერო პირს ბინის კურთხევა არ შეუძლია, როდესაც გვინდა, ვაკურთხოთ საცხოვრისი, მანქანა ან ნებისმიერი რამ, აუცილებელია ეს მღვდელმსახურის მეოხებით გავაკეთოთ.скачать dle 11.3