კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ჭეშმარიტი რწმენა

დედებისა და ყრმების შესახებ
„... როცა დასრულდა მისი (ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამის) მსახურების დღენი, შინ წავიდა. იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა: „ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში“. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ“ (ლკ. 1,23-25,58).
როგორი საოცარი სურათია! მართალი ელისებადი, დედა უფლისა წინამორბედისა და ნათლისმცემლის – იოანესი, რომელიც მთელი ცოლქმრული ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა და ევედრებოდა უფალს შვილის ყოლას, ღვთის მოწყალებით, იღებს ნანატრს. იგი გამოუთქმელი სიხარულით ხარობს და თავის ბედნიერებას ხუთი თვე მალავს სხვისგან. როცა კი ცნობილი ხდება ეს ამბავი, ხარობენ მეზობლებიცა და ნათესავებიც. ეს მხოლოდ მართალ ელისაბედთან არ მომხდარა, ასევე ხარობდა ანნა წინასწარმეტყველი, სამოელ წინასწარმეტყველის დედა, ასევე ხარობდნენ მართალნი იოაკიმ და ანნა, ღვთისმშობლის მშობლები; ამგვარად ხარობდნენ ძველი აღთქმისეული ქალები. უშვილოდ ყოფნა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა, მრავალშვილიანობა კი – ღვთის კურთხევად. უშვილოები ზოგჯერ სხვადასხვა ხრიკებსაც მიმართავდნენ, ოღონდ დედობას ღირსებოდნენ. გავიხსენოთ, თუნდაც, თამარი, რუთი, რომელნიც თვით მაცხოვრის გენეალოგიაში შევიდნენ. მართალია, ეს უკავშირდებოდა აღთქმული მესიის იდეას, თითოეული დედაკაცი ცდილობდა, წილი ჰქონოდა აღთქმულთან, შობადობა ღვთის წყალობად და კურთხევად მიაჩნდათ. უფლის მცნების თანახმად, თუ ქმარი მოკვდებოდა და არ დატოვებდა შთამომავლობას, მის ძმას უნდა აღედგინა მისთვის თესლი. დედის მუცელში ბავშვის მოკვლა უდიდეს დანაშაულად მიაჩნდათ. უფალი წმიდა წერილით ამბობს: „თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ. რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ “ (გამოსვლ. 21,22-23).
ასე რომ, მუცლის მოშლა, თუნდაც უნებლიე, მძიმე დანაშაულად იყო მიჩნეული და ამის მქმნელი სიკვდილით ისჯებოდა.
ახალ აღთქმაში დედობასთან ერთად იწყნარებენ ქალწულებასაც. მათ შორის შუალედური მდგომარეობა დაუშვებელია. ეკლესიის ისტორიიდან ჩვენ ვიცით საკვირველი ქალები – დედები და საოცარი ქალწულები. ახალ აღთქმაში, ისევე როგორც ძველში, მუცლის მოშლა უდიდესი ცოდვა იყო, უმძიმესი დანაშაული. წმიდა მამათა და საეკლესიო კრებების დადგენილებებით, მსგავსი დანაშაული მკვლელობის ტოლფასია და განისაზღვრება 20-წლიანი ეპიტამიით. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების 91-ე მუხლი იუწყება, რომ მუცლის მომშლელს განუკუთვნებდნენ კაცისმკვლელის ეპიტამიას. ამასვე ამბობს წმიდა ბასილი დიდი მე-20 მუხლში „განზრახვით ნაყოფის მკვლელი კაცისმკვლელის განაჩენს იმსახურებს“. ასე მკაცრადაა განსაზღვრული ღვთის სიტყვითა და წმიდა მამათა დადგენილებებით დედებისა და ჩვილების ურთიერთმიმართება.
სამწუხაროდ, ამაზე მრავალი ადამიანი როდი ფიქრობს, რომლებიც ყოველგვარი შიშის გარეშე აგრძელებენ მკვლელობას, მუცელში უსპობენ რა ჩანასახს სიცოცხლეს. ქორწინდებიან არა იმისთვის, რომ ბავშვები გააჩინონ, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის. ქალები თანხმდებიან აბორტზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობიარობა ტკივილებთანაა დაკავშირებული, არამედ, თქმაც კი სასირცხვილოა, თავიანთი ფიგურის მოსაფრთხილებლად, იმიტომ, რომ არ გაისარჯონ შვილების აღზრდით და არ მოაკლდნენ გართობასა და სიამოვნებას.
უფალო! დე, აღმოიფხვრებოდეს ჩვენში შენთვის მიუღებელი ეს მძიმე ცოდვა – ნაყოფის მოწყვეტა, ჩვილთა კვლა, – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყველა წმიდანის ლოცვით! ამინ!скачать dle 11.3