კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 სამი განსხვავება ჩვენ შორის

თათია ფარესაშვილი ნონო წულუკიძე


ამბობენ, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან. ალბათ, ეს ასეცაა. ნამდვილად არსებობს სამი განსხვავება, რომლებიც ხშირად იწვევენ პრობლემებს და რომელთა შესახებაც ყველა ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს.  ამის ცოდნა კი, გართულებების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

განსხვავება პირველი
– საკუთარი სივრცე

კაცები განზე დგებიან, როცა უნდათ, თავი დამოუკიდებლად იგრძნონ. ქალები კი ამას ნეგატიური ემოციების განცდისას აკეთებენ.
მამაკაცებს საკუთარი სივრცე სჭირდებათ. ამიტომ, თუ თქვენი რჩეული უკან იხევს, ნუ ჩავარდებით პანიკაში. ეს იმიტომ არ ხდება, რომ აღარ უყვარხართ. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის რთულად გასაგებია ეს ყოველივე. კაცები ჩვენგან განსხვავდებიან. ისინი დროებით გვერდზე დგებიან და გაემიჯნებიან, ხოლმე საყვარელ ქალბატონებს, რათა კვლავ იპოვონ საკუთარი თავი.
ქალებს ემოციურად უფრო მეტის დატევის უნარი შესწევთ. უფრო ღრმა და აზრიანი ურთიერთობებისკენ მიილტვიან და არა მხოლოდ მამაკაცებთან, არამედ – მეგობარ ქალებთანაც.
კაცებისთვის მათი ავტონომია ხელშეუხებელია. თუ ქალი მის სივრცესა და თავისუფალ დროს აფასებს, მამაკაცის თვალში უფრო მაღლდება და მეტად იმსახურებს სიყვარულს. დისტანცია ყოველთვის ცუდი არ არის.
განსხვავება მეორე –  
კონტროლის სურვილი

კაცების თავდაჯერებულობა მატულობს, როცა ქალებს ბედნიერებას ანიჭებენ. პრობლემა ისაა, რომ ქალები ხშირად კაცების ფუნქციებს იმდენად ითავისებენ, რომ არ აძლევენ თავის პარტნიორებს სივრცეს, ამ სივრცეში წინ წამოწევისა და მათთვის სიამოვნების მინიჭების საშუალებას.
ქალები განუწყვეტლივ ადგენენ გეგმებს, აკონტროლებენ განრიგს და ზრუნავენ იმაზე, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. კაცებისთვის ბევრი არაფერი რჩება. თითქოს საშუალება არ ეძლევათ, გამოიჩინონ ზრუნვა და დამკვირვებლის როლში გადადიან. ამ დროს ქალებიც იღლებიან, ღიზიანდებიან და იწყება დიდი გაუგებრობა.
თუ გინდათ, კაცთან ურთიერთობაში ყველაფერი წესრიგში იყოს, დათმეთ მცირეოდენი კონტროლი და აცადეთ მამაკაცს საკუთარი თავის გამოვლენა. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

განსხვავება მესამე –  პრობლემების მოგვარების სურვილი
კაცებისა და ქალების სამყარო სხვადასხვაგვარადაა მოწყობილი. მამაკაცები უფრო მეტად რაციონალურები არიან, ქალები – ემოციურები. ამიტომ, ხშირად, ერთმანეთის კარგად არ ესმით.
ქალი ორიენტირებულია წამოჭრილი წინაღობების მოგვარებაზე. მისი ემოციები ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება, ამიტომაც, დამაბნეველად მოქმედებს მამაკაცზე. მასში შიშის გრძნობასაც იწვევს.
პატივი ეცით ამ განსხვავებებს.
შესაძლოა, კაცმა კარგად ვერ გაიგოს, რა გაწუხებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ადარდებთ და თქვენი დახმარება არ უნდა. უბრალოდ, არ იცის, რა მოიმოქმედოს მაშინ, როცა ძლიერი ემოციური რეაქცია გაქვთ.
მიუთითეთ, რა გააკეთოს. მაგალითად, უთხარით – ჩემ გვერდით იყავი, ჩამეხუტე, მისმინე და თუნდაც არაფერი თქვა...
როცა ერთმანეთს ვერ გაუგებთ, გაიხსენეთ, რომ თქვენ განსხვავებულები ხართ – ამიტომაც გიყვართ სწორედ ის. რაც მეტად დააფასებთ ამ განსხვავებებს, მით უფრო ადვილად მიაღწევთ ჰარმონიასა და მშვიდობას პარტნიორთან ურთიერთობაში.

არ უთხრათ
 მამაკაცს...


ყველა ქალს უნდა, რომ ბედნიერი  იყოს. ამისათვის ყველაფერს აკეთებს და ხშირად, ურთიერთობის შესანარჩუნებლად, მამაკაცის როლსაც ირგებს.  სამწუხაროდ, ამას უარყოფით შედეგებამდე მივყავართ, რადგან მამაკაცებს ძალიან არ მოსწონთ, როცა ქალი მის სივრცეში იჭრება.  
ერთი სიტყვით, არ გირჩევთ:
* მის მაგივრად გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა, მაშინაც კი, თუ თქვენს პარტნიორს მუდმივი ფინანსური პრობლემები აქვს ან სამსახურიდან დაითხოვეს. პირიქით, მიეცით საშუალება, თავად მოაგვაროს პრობლემა. მამაკაცს უნდა შეეძლოს ოჯახის შენახვა. თქვენ მხოლოდ დროებით შეგიძლიათ, დაეხმაროთ. თუ მუდმივად თქვენს იმედზე   იქნება, არ ეცდება თავად გაიუმჯობესოს ფინანსური მხარე.
* მუდმივად ანებივრებდეთ ძვირფასი საჩუქრებით. უმჯობესია, თუ ორივე გაანებივრებთ ერთმანეთს სიურპრიზებითა და საჩუქრებით. მისგან მეტი მცდელობა უნდა იყოს გასიამოვნოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რას გაჩუქებთ: სამზარეულოს ნაკრებს, საფულეს თუ ავტომობილს, მთავარია, ეს სიყვარულით გააკეთოს. მცდელობა  – მამაკაცის გული ძვირფასი საჩუქრებით მოიგოთ, ყოველთვის კრახით დასრულდება.  სხვა გზითაც შეძლებთ მისი სიყვარულის მოპოვებას.
* ნუ იქნებით მისი ბალიში – გონიერი ქალი ყოველთვის მოუსმენს, გაამხნევებს, რჩევასა და ძალას მისცემს მამაკაცს. თუმცა, თუ ქალი მუდმივად  იქნება მამაკაცის საყრდენი, დიდ შეცდომას დაუშვებს. ეს კაცს არასრულფასოვნების კომპლექსს გაუჩენს და სხვასთან ურთიერთობის დაწყებისკენ უბიძგებს. ასე რომ, არ ღირს – ნუ შეასრულებთ ბალიშის ფუნქციას.
*  ნურასოდეს დაელაპარაკებით მამაკაცს ნიშნისმოგებით. ნუ აგრძნობინებთ, რომ შეცდა. „ხომ გეუბნებოდი“ – ეს სიტყვები მისთვის ასე ჟღერს: „მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე შენ“. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენც ხშირად ცდებით. ყველა მამაკაცს უნდა, რომ ურთიერთობაში ის იყოს მთავარი.
*  უარი თქვათ პირად ცხოვრებასა და კარიერაზე – თუ თქვენ დაქორწინებული ხართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა თქვათ მეგობრებსა და სამსახურზე. მამაკაცებს იზიდავთ ქალები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, საკუთარი საქმე აქვთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენენ. რთულია, მაგრამ ეცადეთ, ოჯახი და კარიერა ერთმანეთს შეუთავსოთ.
* შეიცვალოთ მის გამო –  როდესაც მამაკაცი გთხოვთ, ყველა თქვენი სურვილი, თვისება და მისწრაფება მისი აზრის შესაბამისად შეცვალოთ, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ადამიანს ისეთი უნდა უყვარდეთ, როგორიც ხართ. შეყვარებული მამაკაცი არ მოგთხოვთ რადიკალურ ცვლილებებს.скачать dle 11.3