კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 შეუიარაღებელი თვალი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ კიბორგია ადამიანი?!

​მართალია, შეუიარაღებელი თვალითაც, ანუ ცხვირითაც ნათელია, რომ თბილისში სუნთქვა ისე ჭირს, მალე აირწინაღებიც ვეღარ შეგვეშველება, მაგრამ დადასტურებული ინფო მაინც სულ სხვაა (ისევ გოჭისა და ტყემლის არ იყოს).
ჰოდა, რაკი სხვაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.
სახელდობრ, დაბინძურება ნორმას თითქმის სამჯერ აღემატებაო. ნათელი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რა დღეში ვართ, გეტყვით, რომ, მაგალითად, ვაშინგტონში დაბინძურება ნორმაზე 10 პროცენტით დაბალია; მადრიდში ნორმაა, რიგაში 70 პროცენტით მეტია; ბრიუსელში კი, საერთოდაც, 80 პროცენტითო.
ერთი ისაა გულგასახარი, რომ ეს არამაც და არამც არ ნიშნავს, რომ მთელ საქართველოშიც ასეთივე სავალალო მდგომარეობაა, დაგვამშვიდეს, რომ, მაგალითად, აბასთუმანში ნორმას მხოლოდ 50 პროცენტით ვცდებით და ბონს უტოლდებითო (მეორე მხრივ, კარგად გვქონია საქმე, თუ აბასთუმანში ისევე მოვახერხეთ დაბინძურება, როგორც ბონში ახერხებენ).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინიციატივით („ისუნთქე სიცოცხლე“) გამოვიდა, ჰაერს რომ ჰაერის ფუნქცია დაუბრუნდეს, რაც მსურველთა ინფორმაციით უფასოდ დახმარებას გულისხმობს (ჰაერს რომ ინფორმაცია წმენდდეს?!), იმიტომ რომ დედამიწაზე 17 მილიონი ერთ წლამდე ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს.
ჩვენ არ ვიცით, დაზუსტებით, იმ 17 მილიონ ჩვილს შორის რამდენია ჩვენებური, მაგრამ, რაკი ვიცით, რომ, მიუხედავად კატასტროფული ეკოლოგიური ვითარებისა, თბილისში გაცხოველებული ჟინით ჩეხავენ ხეებსა და აშენებენ მრავალსართულიან სახლებს, ჩნდება ფრიად და ფრიად ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს ჩვენი თანამემამულეები, არც მეტი, არც ნაკლები, განა ადამიანები, კიბორგები არიან!
скачать dle 11.3