კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 გადაშლილი წიგნები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ „თქმითაც დაშავდების“

სანამ ჩვენ სოციალური ქსელების სიამით ვსარგებლობთ, ოღონდ ისეთი ბოღმა და ბალღამი დავატრიალეთ, რომ უფრო სიავეს დავამსგავსეთ, The New York Times-მა და The Guardian-მა გაზაფხულის პირველ თვეს გვაცნობეს (საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით), რომ 2015 წელს კომპანია Cambridge Analytica-მა 50 მილიონი ამერიკელის ფეისბუქმონაცემების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და პოლიტიკურ რეკლამაშიც დააბანდა (ანუ გაყიდა ფეისბუქაქტივობების მიხედვით მომხმარებელთა ფსიქოლგიური პორტრეტების შესახებ მონაცემები).
„ფეისბუქის“ მამა (მარკ ცუკერბერგი) დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მას კონგრესში გამოძახებით ემუქრებიან და მისი აქციების ფასიც დაეცა, რის გამოც ექვსი მილიარდი დოლარიც დაუკარგავს.
მთელი ფოკუსი კი შემდეგნაირია: 2014 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელ კოგანს შეუმუშავებია ფსიქოლოგიური ტესტი (აი, იმის მსგავსი, ფეისბუქმომხმარებლები მოცალეობის ჟამს რომ ყოველდღიურად ერთობიან). ამ ტესტის გასავლელად ავტორიზაცია „ფეისბუქით“ ხდებოდა (როგორც თითქმის ნებისმიერი ტესტის შემთხვევაში). საინტერესო ისაა, რომ ტესტი ფასიანი იყო და მომხმარებლებს პიროვნების ტიპის განსაზღვრას სთავაზობდა. და ვიდრე „ფეისბუქის“ ცნობისმოყვარე მომხმარებლები ლამობდნენ, გაეგოთ თავიანთი პიროვნული ტიპები, აპლიკაცია მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა, ამუშავებდა და პიროვნების პორტრეტს განსაზღვრავდა არა მარტო მისი, ვინც ტესტი ჩაიტარა, არამედ მისი მეგობრებისაც. შესაბამისად, 270 000 ცნობისმოყვარე ამერიკელის დახმარებით, 50 მილიონი ამერიკელის შესახებ მოგროვდა ინფორმაცია, რომელიც ზემონახსენებმა Cambridge Analytica-მა, არც მეტი, არც ნაკლები, გაყიდა. შედეგად კი, ვარაუდობენ, რომ ამ მონაცემების ფლობამ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ზეგავლენის მოხდენის საშუალებაც მისცა დაინტერესებულებს.
როგორც უნდა იყოს, აშშ თავის საქმეს მიხედავს (ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ამბით ევროპაც გვარიანადაა შეშფოთებული და საქმეები იქაც აღძრეს), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სახელდობრ, ჩვენ გადაშლილი წიგნივით ვართ (იმდენად ინტენსიურად და მონდომებით გავცემთ ჩვენ შესახებ ინფორმაციას სოცქსელებით), ადვილი წარმოსადგენია, რა იოლად მანიპულირებენ ამ ჩვენი ისედაც ცხელ-ცხელი თავებით, კეთილისმოსურნეებს ვინ ჩივის, ავისმოსურნეები?!
скачать dle 11.3