კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ჯაყოური

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„უსამართლო ძლიერებას მონურად ქედს არ უხრიდა“

ბევრი ივაჭრა თუ ცოტა, სეპარატისტულმა ცხინვალმა, არც მეტი, არც ნაკლები, მიცვალებულით (რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი ადგილი გამოქვაბულშიც კი არამია), ჩვენი არჩილ ტატუნაშვილი დაგვიბრუნეს. –
იმდენად ნაწამები, რომ თვით ოკუპანტთა (რუსმა) ექსპერტებმაც კი ვერ აუარეს გვერდი ამ ფაქტს და წამების ფაქტი თავიანთ დასკვნაშიც კი დაადასტურეს (თუმცა ჯაყო, აბა, რის ჯაყო იქნებოდა, ასს ერთ ტყვეზე ვერ ემარჯვა, თანაც – რუსის ტანკს ამოფარებულს?!).
სეპარატისტები გლოვასაც გვიძრახავენ: ჯაყუნა ამირან დიაკონოვი (ცხინვალის ვითომ პარალმენტის წევრი) შეგვაგონებს, რომ ამ ფაქტს ქართული მედია ანტიოსური ბაკქანალიის აგორებისთვის იყენებს.
სეპარატისტების (გინდა ოსის, გინდ აფხაზის) ადეკვატურობა იქით იყოს და (ისინი ლამის ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენებურებს ვითომ საზღვრების დარღვევისთვის, ოკუპანტები კი კვერს უკრავენ და რაც ძალა და ღონე აქვთ, გვაწვებიან ყველანაირი მიმართულებიდან), რაკი ძალა აღმართს ხნავს, ჩვეულებისამებრ, ისევ და ისევ იმ იმედით ვართ, რომ არჩილ ტატუნაშვილისნაირების სისხლი განგვბანს და ისევ და ისევ ერთი დაგვრჩენია: „უსამართლო ძლიერებას მონურად ქედს არ უხრიდა“.
скачать dle 11.3