კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა საიდუმლოს შენახვას სთხოვდა ჯანსუღ ჩარკვიანი შვილს და რამდენჯერ გადაურჩა თაკო ჩარკვიანი ოჯახის წევრების გამო სიკვდილს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

არის სახლები, სადაც შესვლისას გრძნობ, წარსულში შეხვედი, მომავალში გადადგი ფეხი და აწმყოში გიწევს ყოფნა. სწორედ ეს განცდა გეუფლება, როდესაც თაკო ჩარკვიანის ოჯახში შედიხარ – ჯანსუღ ჩარკვიანი ფოტოდან იღიმის, მისი შვილიშვილი, ირმა გიგანი, ინსტრუმენტთან ზის და მუსიკის ჰანგებით „რთავს“ გარემოს, თაკო ჩარკვიანი კი, სასიამოვნო მასპინძლობას გიწევს.
თაკო ჩარკვიანი: ბავშვობაში, ყოველ კვირას, მამა მეგობრებთან და მათ შვილებთან ერთად დადიოდა ოპერაში და დედა გამომპრანჭავდა და, მიშვებდა. მამა მაფრთხილებდა, იქიდან სად გადავუხვევთ, არ თქვაო და მეც, ამ საიდუმლოს ვინახავდი. რომ დავბრუნდებოდით სახლში, დედა ეკითხებოდა მამას: ჯანუკი, კი მაგრამ, გაგიშვით ოპერაში და გამაგებინე, რატომ ასდის ბავშვს სოსისისა და ქაბაბის სუნი? (იცინის). ოპერის მერე, მამა და თავისი ძმაკაცები, აუცილებლად მიდიოდნენ ქაბაბის საჭმელად და ჩვენც, რასაკვირველია, მივყავდით. დაგვიდებდნენ შავ პურზე სოსისს და თან გვაფრთხილებდნენ, სახლში არ თქვათო. აი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი განებივრება, თორემ, დედა სულ წიგნების კითხვას გვაძალებდა მე და ჩემს ძმას (იცინის).  
– ამბობენ, მამა ქალიშვილს ანებივრებდა და ცდილოდა, სამყარო მისთვის მიეძღვანო. განებივრებული ბავშვი იყავი?
– ვცხოვრობდი ადამიანთან ერთად, რომელიც მიძღვნიდა ლექსებს და როგორ შეიძლება არ ვყოფილიყავი განებივრებული? მეგონა, ყველა მდინარეს, მთას და მინდორს თამარი ერქვა და ჩემი იყო, ფაქტობრივად, მთელი სამყარო მაჩუქა მამამ. არადროს მითქვამს და ახლა გაგანდობთ: გენეტიკურად, მუსიკალური სმენა ოჯახში ყველას დაგვყვა, ჯანუკიც კარგად მღეროდა და მეც მუსიკალური ათწლედი დავამთავრე. ბავშვობიდან ვწერდი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში და პირველი ჩემი მკითხველი დედა იყო. არასოდეს დამიწერია ლექსი, ვწერდი მოთხრობებს. მინდოდა, ჩამებარებინა უნივერსიტეტში, მამაც ამის მომხრე იყო. მოკლედ, გადაწყვეტილი იყო ჩემი მომავალი, მაგრამ დედას, ირმა ჩხეიძეს, კონსერვატორია უნდოდა, რადგან თავად ჰქონდა კარგი მუსიკალური განათლება. სწორედ, მისი დამსახურებაა და არა მამის, რომ არ ვარ პროფესიით ფილოლოგი. ბედნიერი ვარ, ჯანსუღის შვილი რომ ვარ, მაგრამ ეს თანდაყოლილი ტვირთიცაა, რადგან იმ ადამიანის შვილი ვარ, რომელიც უკავშირდება წერას, უნივერსიტეტს... ამის შინაგანი პროტესტი გამიჩნდა და ამიტომ, გადავწყვიტე, უნივერსიტეტზე უარი მეთქვა და კონსერვატორია ავირჩიე. დედა უკიდეგანოდ განათლებული ადამიანია და ერთადერთია, ვის გვერდითაც თავს უხერხულად ვგრძნობ. მასთან ურთიერთობა ერთი სკოლაა, ცოცხალი ენციკლოპედიაა და ამიტომ, სულ ცდილობდა, მე და მამუკას წიგნი გვეკითხა. მუსიკისთვის ცოტა დრო მრჩებოდა, უფრო მეტს ვკითხულობდი. მაინც, მთელი ჩემი ცხოვრება, სულ ვწერ და ვაქვეყნებ. ასე რომ, კონსერვატორიას, ჩემი წერისთვის ხელი არ შეუშლია და ხშირად, ისეთი სკანდალური სათაურით ვწერდი, ბევრი არ ელოდა ჩემგან.
– შენგან თუ როგორც ჯანსუღის შვილისგან?
– ჩემგან არ ელოდნენ, რომ ასეთ სტატიებს გამოვაქვეყნებდი და დედამაც არაერთხელ მითხრა, სათაურებს რომ ვიხსენებ, შენგან ეს ერთგვარი წინასწარმეტყველება იყოო. მამას რომ უჩივლეს, არჩილ გომიაშვილმა გადაარჩინა ციხეში ჩასმას და ფაქტობრივად, სიკვდილს. ხელმოწერები გივი კარბელაშვილმა შეაგროვა და მახსოვს, იმ პერიოდში, 80-იან წლებში, რომ არა არჩილის გავლენები მოსკოვში, მამა დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა, ისეთი გამანადგურებელი წერილი იყო კრემლის კანცელარიაში შეტანილი. მამას და ნოდარ დუმბაძეს სულ იმას აყვედირდნენ, შევარდნაძის მეგობარი ხარო.  არც არასდროს დაუმალავთ ეს. შევარდნაძის გადადგომის დროს ვირთხები რომ გარბოდნენ გემბანიდან, ჯანსუღი ბოლომდე მის გვერდით იდგა. მახსოვს, რევოლუციის მერე, ერთი ჟურნალისტი მოვიდა ინტერვიუზე მამასთან და კითხვა დაუსვა: შევარდნაძე მართლა თქვენი ყოფილი მეგობარიაო? მამამ უპასუხა: შვილო, მე ყოფილი მინისტრი ვიცი, ყოფილი მეგობარი – არაო. ძალიან რთული პერიოდები გამოიარა მამამ და ბევრჯერ შემთხვევითაც გადაურჩა ციხესა და სიკვდილს. როცა გამსახურდიას პირველად ჩაუდგა თავდებში, იმ პერიოდში მიიღო პირველი ინფარქტი. მერე კი, გენერალური პროკურორი მოვიდა ჩვენთან სახლში და ჯანსუღს უთხრა, გამსახურდიას დასაჭერთა სია აქვს და იქ თქვენი გვარიც არისო. დიდი ძალა მუშაობდა „გადაკიდებაზე“ და მოახერხეს კიდეც. არა მარტო ჯანსუღს, ბევრ მის ნიჭიერ 60-იანელ მეგობარს მიაყენეს ჩრდილი. ეს გზა მეც გავიარე, მეც შემეხო, მეც ძალიან მეტკინა და მამასთან ერთად, მეც რამდენიმეჯერ გადავურჩი სიკვდილს. დღეს გავაპროტესტე წერილი, რომელსაც ბევრმა მოაწერა ხელი, იცით, რატომ მოვიქეცი ასე? გამაგებინეთ, სახედარი ერთხელ გადის ტალახში და მეორედ ერიდება. ჩვენ რა დაგვემართა? არავის ბრალს არ ვდებ, უბრალოდ, ვეკითხები: თუ წარსული გახსოვს, როგორ აღმოჩნდი რუსეთის მომხრე? დიახ, რომ მეტკინა, იმიტომ ვამბობ ხმამაღლა. ბევრს სწყინს ჩემი ნათქვამი, მაგრამ არა უშავს, სჯობს ეწყინოს, გაიგოს და მიხვდეს. გულწრფელობისა და სინდისის გარდა, არაფერი გამაჩნია და ამიტომ, როცა ბევრი რამ ვიცი, ვერავინ გამაჩუმებს. გაიგეთ, ხალხნო, მე არც ნაციონალი ვარ და არც ოცნებისტი, მე საქართველოისტი ვარ, გენეტიკით. ბევრი მეუბნება, დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ და სტაჟი მაქვსო. პოლიტიკოსობის სტაჟი კი არა „პოლიტიკანობისა“ და თაღლითობის სტაჟი აქვთ და მე ვერ გამაჩუმებენ!
– თაკო, ხშირად ჩანხარ ტელეეკრანზე და განიხილავ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ვიცი, რომ არაერთხელ გქონდა შემოთვაზება, პოლიტიკური პარტიებისგან, მათი სახე გამხდარიყავი. რატომ თქვი უარი?
– მთელი ცხოვრება ტელევიზიაში, „პირველ არხზე“ მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი და მქონდა ჩემი საავტორო, შემეცნებით-მუსიკალური გადაცემა „კოლაჟი“. თამარ კინწურაშვილის დროს მივხვდი, რომ არ უნდა მემუშავა – საკუთარი ინიციატივით დავტოვე სამსახური და წამოვედი. კარგა ხანს, სხვადასხვა გაზეთებში ვიბეჭდებოდი და ვიბეჭდები. 2012 წელს გაქანებულ ოპოზიციაში ვიყავი. დავდიოდი აქციებზე და „ნაციონალების“ წინააღმდეგ ვიბრძოდი. მივეცი ხმა „ოცნებას“ და ეჭვი მაშინაც მღრღნიდა. ყოველთვის, როცა რამეს ვიტყვი, ამას ფაქტებით ვამყარებ. ინტუიცია საკმაოდ გამძაფრებული მაქვს და ეს თვისებაც მამისგან დამყვა. დიახ, ბევრჯერ მქონია პარტიებისგან სერიოზული შემოთავაზება, მათი სახე გავმხდრიყავი და უარი მითქვამს. პარლამენტში რომ მდომოდა ჯდომა, შევარდნაძის პერიოდშიც მოვახერხებდი ამას. პოლიტიკა ჩემი თვითმიზანი არ არის, თორემ, რა პრობლემა იყო – გადავიხდიდი გარკვეულ თანხას და დეპუტატი გავხდებოდი. ეს არ გამიჭრდებოდა, ჩემი ქმარი ბიზნესში იყო და მამა კიდევ – შევარდნაძის მეგობარი, მაგრამ თავად არ მოვინდომე. ამას წინათ, ჯონდი ბაღათურიამ პირდაპირ ეთერში მითხრა, ალბათ, ამერიკის გრანტს დაიმსახურებ ამ შენი გამოსვლებითო. გამეცინა, ხალხნო, რა ამერიკა, რა გრანტი? ბევრი მეუბნება, ტელევიზიებიდან და პრესიდან აზრის გამოთქმას არ გერჩივნა, პარლამენტში შესულიყავი და იქ დაგეფიქსირებინა შენი აზრებიო. დამიჯერეთ, პოლიტიკაში წასვლა, ჩემს სიცოცხლეში არ მდომია. კიდევ ვამბობ, ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე და რა მიშლიდა ამაში ხელს? მამის გავლენას და ქმრის ფინანსებს ვერ გამოვიყენებდი?
– აღაირებული მამა, ცნობილი ძმა, წარმატებული შვილი, ბიზნესმენი ქმარი... ასეთი ადამიანები, ცოტა კაპრიზულები და მომთხოვნები არიან.  რთულია, ასეთი ადამიანების შვილობა, დობა, დედობა და ცოლობა?
– მათი შვილობა, დედობა, დობა და ცოლობა ჩემთვის ბედნიერებაა. რასაკვირველია, გარკვეულწილად მომიწია მამისა და ქმრის გამო ნერვიულობა, ძმის ავადმყოფობასთან შეჭიდება და ბრძოლა, შვილის წარმატებაში ხელის შეწყობა, მაგრამ ამით პრობლემას არ ვქმნი. ზოგადად, ჩარკვიანები,  თავისებური ხასიათების ხალხია, მაგრამ კაპრიზულები არ არიან. ბოჰემური ტიპის ოჯახი ვიყავით, თუმცა, მოთხოვნები არასდროს ყოფილა. დედაც, იმერელი, ჩხეიძის ქალია და საოცარი კულინარი, მაგრამ რომ გითხრათ, სულ ხაჭაპურების ცხობაში იყო-მეთქი, მოგატყუებთ. დედას, სახლში „პატარა მენშევიჩკას“ ვეძახით და მან ის ბრძოლა ხმამაღლა თუ ჩუმად, მამასთან ერთად, ღირსეულად გადაიტანა. ურთულესი იყო, ჯანსუღისთვის პარტნიორობა გაგეწია და ფაქტობრივად, დედა გმირია. მისგან, გენეტიკურად თავშეკავება დამყვა, მამისგან კი – პირდაპირობა. ზღვარს არასდროს გადავალ და უხეშად შეურაცხყოფას ვერავის მივაყენებ. დედას კიდევ იმაში ვგავარ, რომ მასავით ფანტასტიკური კულინარი ვარ, მაგრამ არ მიწევს ხშირად კეთება. ძალიან უყვართ ოჯახში ჩემი გაკეთებული ჭვიშტარი, ჩემი დედამთილისგან ვისწავლე მისი ნამდვილი, სვანური რეცეპტი. მამუკა ცხრა წლით დიდია ჩემზე და ბავშვობაში, გულს ვუწყალებდი, „ვეტენებოდი“, ყველაფერი მისი მინდოდა და  მეზობლის ბავშვები მაბრაზებდნენ, მამუკა ჩემიაო... აი, აქ იწყებოდა ჩემი ისტრიკა, მეგონა მართმევდნენ (იცინის). მამუკაზე, მაბოდებდა და დღესაც, მაბოდებს. მეც ხასიათიანი ადამიანი ვარ და საბედნიეროდ, ქმარიც ისეთი შემხვდა, რომ ხელი შემიწყო. ახლაც, სულ მეხვეწება: წერე, გამოეცი მოთხრობების მეორე კრებულიო. პირველი ჩემი კრებული რომ გამოვიდა, მამუკას დამსახურებაა. ზოგადად, ჯონი დიდ სტიმულს მაძლევს და ეს არის ადამიანი, ვისაც ვენდობი და გულს ვუშლი, ის ჩემი მესაიდუმლეა. ბევრისთვის წარმოუდგენელია ორი სვანის ტანდემი, მაგრამ ფაქტია, სახლში ჩვენი მიკრო-სამყარო გვაქვს შექმნილი და ერთმანეთს ვუძლებთ (იცინის). რომ ამბობენ, სვანები უხეშები არიან და იუმორთან ცივებიო, ვინც ჯანსუღს იცნობდა, ამას ვერ იტყვის. სვანები ნიჭიერი ხალხია, ჯერ მარტო იმ კოშკს რომ აააშენებ და იმ ბუნებას გასცქერი, გინდა არ გინდა, წერას იწყებ.
– შენმა ქმარმა თუ აგიშენა სვანეთში კოშკი?
– კოშკი არ აუშენებია ჩემთვის ქმარს სვანეთში, მაგრამ, სულ იქით მექაჩება (იცინის). ბევრი მეუბნება, აუ, იქაურობას როგორ ეგუებიო. სვანეთი არის ფილოსოფია და ძალიან გოიმი თუ არ ხარ, ლაპარაკს იქ ნიცშეზე არ დაიწყებ, უნდა მიხვდე, რომ იმ მომენტში გაჩუმდე, პრანჭვა არ დაიწყო და უბრალოდ, დატკბე იმ სილამაზით. ჯონი 15 წლის იყო, როცა ჩამოვიდა თბილისში და სნობური ოჯახიდან არ გახლავთ. დღემდე დედას მეგობარია და მამას დიდი გულშემატკივარი იყო. არაჩვეულებრივი მამაა და მისი დიდი წვლილია, ირმა რომ ასეთი წარმატებულია. მისი ყველაფერი იცის და შვილიც არაფერს უმალავს. რომ ამბობენ, სიყვარული ნელ-ნელა ნელდებაო, ჩემს შემთხვევაში, უფრო იზრდება და ტემპერატურა და ტემპერამენტი ჩვენს, ორ სვანს შორის, თანდათან იმატებს (იცინის). ათასჯერ შეუქმნეს პრობლემები ბიზნესში, წართმევა სცადეს, დაჭრეს, მაგრამ ძლიერი სვანი ვერ გატეხეს. ქმართან ერთადაც, არაერთხელ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. მაგრამ ძლიერია და მისი სიძლიერე, ჩემზეც გადმოდის.
– შენს გამოსვლებს თუ ადევნებს თვალს ტელევიზიით და რას გეუბნება, როცა ოპონენტი შეურაცხყოფას გაყენებს? ამბობ, პოლიტიკაში არ მინდა მოსვლაო, თუმცა, სულ გიწევს ამაზე საუბარი და საკმაოდ პოპულარული რესპონდენტი ხარ.
– ჩემი ქმარი არასდროს მიშლის, საჯაროთ დავაფიქსირო ჩემი აზრი, არც არასდროს დაუშლია, მაგრამ გიჟდება იმაზე, რაღაცებს რომ მაბრალებენ. გაოცებული უყურებს ხოლმე, როცა ბინძურ ტყუილს მაბრალებენ. სულ იმას ამბობს, ამათ ბიზნესის კეთების თავი არ აქვთ და ბიუჯეტიდან მოპარული ხარჯებით ცხოვრება რომ უადვილდებათ, რა უნდა ვუთხრაო. გულწრფელობის, უანგარობის და კეთების დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში და ღმერთმა იცის, მე არანაირი ანგარება არ მალაპარაკებს და მამოძრავებს., მეგობრები მეუბნებიან, თაკო, ზედმეტად გულწრფელი ხარ ხანდახანო. მე კი ვპასუხობ: ზედმეტად გულწრფელი არ არსებობს – გულწრფელი ან ხარ, ან არა. ეს არის ჩემი პოპულარობის მთავარი საიდუმლო და ამაში ტაიმ-აუტს ვერ ავიღებ. დაიჯერეთ, ხალხნო, მე ვერც იმისტი, ვერც ამისტი ვერ ვიქნები.
–  ყველაზე მეტად, რას ნანობ ცხოვრებაში?
– წლების მატებასთან ერთდ, ცხოვრების გადაფასებაც ხდება, მაგრამ მე ჩემს ცხოვრებაში, უკან რომ დამაბრუნოთ, არც არაფერს შევცვლი და არც არაფერს ვნანობ – მე დავიბადე ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, ამ სახლში, პოეტის ოჯახში და ამით ბედნიერი ვარ, მადლობელი ვარ ყველა გათენებული დღის. ვდარდობ ყოველ წუთს და ყოველ წამს, რომელიც უხეშ ფიქრს და დარდს მოვახმარე, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. მამის გარდაცვალების მერე, რთული პერიოდი დადგა ჩემთვის. ახლახან, ირმამ, ორი კონცერტი ჩაატარა გერმანიაში. დარბაზი ფეხზე იდგა და ისე უკრავდა ტაშს. მე კი, ვერაფერს ვგრძნობდი, მარტო ვტიროდი – ეს პირველი კონცერტი იყო, როცა ბაბუა ვერ უსმენდა. თუმცა, ზუსტად ვიცი, იმქვეყნიდან, ყველგან გვადევნებს თვალს.
– ამბობენ, მამა ხშირად გესიზმრება და მისი იმქვეყნად წასვლა, შენც მასავით შეიგრძენი. ასეა?
– მამა ხშირად მესიზმრება და უფრო მეტიც, მის არსებობას სულ ვგრძნობ. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, მისი წასვლით ის უკვე მოხდა, თუმცა, სულ ვგრძნობ, რომ ჩემთანაა. ძალიან რომ გამიჭირდება, ჩამესმის მისი ხმა და ვგრძნობ მის შეხებას. მეუბნება: თაკუჩ, გაივლის. მე მჯერა, სიკვდილის მერე, სიცოცხლის გაგრძელების. მამის სიკვდილი, წინასწარ ვიგრძენი და მასავით შევიგრძენი. მიწოლილი ვიყავი და დედამ რომ დარეკა, უკვე ვიცოდი, რასაც იტყოდა და ჯონის ვუთხარი, მამა აღარ არის-მეთქი. შეიძლება, ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ, მამას სულ ვგრძნობ, თითქოს უკან დამყვება.
скачать dle 11.3