კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რის შელახვას არ აპატიებს არავის ნოდიკო ტატიშვილი და რა შემთხვევაში დაამთავრებს ადამიანი მასთან ურთიერთობას ცუდად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნოდიკო ტატიშვილის მუსიკალურ კარიერაში სიახლეებია: მან 19 მარტს ახალი ალბომის პრეზენტაცია გამართა. ცოტა ხნის წინ კი, პარიზში ახალი კლიპი გადაიღო, რომელსაც საზოგადოება სულ მალე იხილავს. გარდა ამისა, ნოდიკომ ვენაში ჩაატარა სოლო კონცერტი, რის შემდეგაც შვედეთში გაემგზავრა, სადაც, ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალზე, ჟიურის წევრად იყო მიწვეული. მაისში კი ჯერ ავსტრიაში იმღერებს, შემდეგ ამერიკის სამ ქალაქში ექნება კონცერტები.
ნოდიკო ტატიშვილი: ჩემი პროფესია ისეთია, სულიერად და მორალურად ცუდად ვგრძნობ თავს, როცა, თუნდაც, ორი დღე ვარ უფუნქციოდ. რომ ამბობენ: ჩემს ნაჭუჭში ვერ ვარო, ზუსტად ასე ვგრძნობ ხოლმე თავს. „ჯეოსტარის“ შემდეგ არცერთი დღე არ დამისვენია, ანუ საქმის გარეშე არ ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გინდოდეს და თუ გინდა, აუცილებლად გააკეთებ. ჩვენი პროფესია პირდაპირ კავშირშია მსმენელთან: თუ ის მიხვდება, რომ მოდუნდი, უყურადღებოდ დატოვე, მერე ისიც უყურადღებოდ გტოვებს. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, მოვკვდები. ხალხის სიყვარულის, ტაშის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. თუ არ ვიმღერებ, სცენაზე არ გავალ, ალბათ მოვკვდები. არასდროს მქონია პაუზა და არც მექნება. ეს არის ჩემი საქმე, ჩემი სულიერი საზრდო და ჩემი მატერიალური შემოსავალი. იდეალური მდგომარეობაა, როცა მომღერალს აქვს ხალხის სიყვარული, ყურადღება და პლუს, აქედან შემოსავალი. მგონი, ყველაზე კარგი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ „ჯეოსტარის“ შემდეგ ჩემი პირველი ალბომი ჩავწერე. ქავერებზე არ დავიწყე მუშაობა, რადგან მომღერალს, საბოლოოდ, მაინც რჩება მისთვის დაწერილი სიმღერები, რომლებიც შემდეგ ჰიტდება. იმხელა ბედნიერებაა, როცა კონცერტზე გადიხარ, გაცხადებენ, მღერი და შენთან ერთად მსმენელიც მღერის. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და ამას ვერაფერს შეადარებ – ეს არის ბედნიერების პიკი. ამიტომაც ვცდილობ, ჩემი პროფესიის გარდა სხვა არაფრით დავკავდე. მეორე მშვენიერი პროფესია მაქვს: სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ, მაგრამ მე ამ პროფესიით რომ დავკავდე, სიმღერას უნდა მოვაკლო ყურადღება და ეს გამორიცხულია. ხშირად იმასაც მეუბნებიან: რატომ არ ქმნი ოჯახს, უკვე დრო არისო. „დრო არის“ – ამაზე, საერთოდ, ვცოფდები.
– არასდროს გიგრძნია, რომ დადგა ოჯახის შექმნის დრო?
– ოჯახი რომ შექმნა, შეიძლება, ამან რამე დააზიანოს კარიერაში. თუმცა, ოჯახს აუცილებლად შევქმნი. ჩემთვის მაშინ იქნება დრო, როდესაც მივხვდები, რომ ძალიან შემიყვარდა, მზად ვარ, მასთან ერთად ვიცხოვრო, მასთან ერთად გავიღვიძო, ჩემი ნაწილი გახდეს. შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. მხოლოდ შენს ბედს არ წყვეტ, მეორე ადამიანის ბედსაც წყვეტ და ეს ძალიან რთულია. შემეძლო, 500-ჯერ მომეყვანა ცოლი, მაგრამ ემოციებს ან გრძნობებს რომ ავყოლოდი, შეიძლება, ერთ დღესაც გამეღვიძა და მივმხვდარიყავი, რომ „ის, ის არ იყო“. პატარა ასაკში უფრო მარტივად შემეძლო მეთქვა: როგორ მიყვარხარ, მენატრები. უკვე რამდენიმე წელია, ასე სწრაფად არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას და ბოლო პერიოდში არც მითქვამს სწრაფად: მიყვარხარ. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ ურთიერთობას, თუნდაც ერთჯერადს, თავისი სახელი დავარქვა. ჯობია, ადამიანებმა თავიდანვე იცოდნენ, ერთმანეთთან რა აკავშირებთ, ვიდრე ილუზიებში ცხოვრობდნენ.
– რამ შეიძლება, გაიძულოს ასეთი ურთიერთობა?
– ზოგჯერ, შვილების გამო ვერ აკეთებენ ამას და მესმის. ბავშვებს დედაც უნდათ, მამაც. მაგრამ ბავშვმაც არ უნდა იცხოვროს ტყუილში და არ უნდა უყუროს დედისა და მამის ნაძალადევ, ცოტა აგდებულ ურთიერთობას. როცა აღარ გიყვარს, ყველაფერი უფასურდება. აღარ ხარ სრულფასოვანი მამა, სრულფასოვანი მეუღლე, დედა. დღეს ჩემი ოჯახი, სიყვარული ჩემი კარიერა, მთელი ჩემი გეგმა სიმღერას უკავშირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ შემიყვარდება და ეს ის ნამდვილი სიყვარული იქნება, უარს ვიტყვი.
– ცოტა ხნის წინ პარიზში იყავი, სადაც კლიპი გადაიღე.
– სიმღერა, რომელზეც კლიპი გადავიღე, რუსა მორჩილაძისაა, ლექსი – ირინე სანიკიძის. პირველად სოფო ხალვაშმა მომასმენინა. გავგიჟდი, ისე მომეწონა და დიდი ხნის შემდეგ გადავწყვიტე მისი ჩაწერა. ბორიკო შხიანმა საოცრად გააორკესტრა. შემდეგ ალეკო ბერძენიშვილმა ჩამაწერინა „ბრავო რექორდსში“. სიმღერას ჰქვია „ნუ განიკითხავ“. ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო კლიპი. საბოლოო ჯამში, პატარა კინო გამოვიდა, თავისი ისტორიით, სიუჟეტით. მე და ნესტანი სიმღერის მოსმენის შემდეგ მივხვდით, რომ კლიპი უნდა გადაგვეღო პარიზში, რადგან პარიზის ფერები, სიტუაცია მოუხდებოდა. თაკო დოლაბერიძე ჩაერთო საქმეში, როგორც პროდიუსერი და „კაპიტან პლუსთან“ ერთად გავაკეთეთ ეს პროექტი. პარიზში მინუს ორი გრადუსი დაგვხვდა, ვიფიქრე: სასტუმროდან ვერავინ გამიყვანს-მეთქი. მაგრამ ისეთი მაგარი დამდგმელი ოპერატორი გვყავდა – ბუდა, იმხელა სტიმული მქონდა, რომ მეორე დილასვე გავედით გადაღებებზე. პირველი დღე რკინიგზის სადგურში ვიღებდით, სადაც გაუთვალისწინებელ სიტუაციებში მოვხვდით. დაგვადგა უშიშროების სამსახური – ისე ვიქცეოდი, ეჭვი გაუჩნდათ. რკინიგზის სადგურის დაცვამ, პოლიციამ, უშიშროების სამსახურმა შეკრა ჩვენ გარშემო წრე და გვეუბნებიან: ვინ ხართო. გავუღიმე, ნოდიკო ვარ ტატიშვილი, მომღერალი, კლიპს ვიღებთ-მეთქი. ვინ მოგცათ უფლებაო. მოკლედ, ვაჩვენე პირადობის მოწმობა, ვაჩვენე ჩემი კლიპები და ასე შემდეგ. დამშვიდდა სიტუაცია, თუმცა გაგვაფრთხილეს, ძალიან დიდხანს ნუ გაჩერდებითო. ორი საათი კიდევ ვიმუშავეთ, ისევ დაგვადგნენ: ახლა გეყოთო. ჩემთან ერთად თამაშობს არაჩვეულებრივი გოგონა, ძალიან ცნობილი ქართველი მსახიობის შვილი. მეორე დღეს წავედით სხვა სადგურზე, როგორც კი შევედით და კამერით დაგვინახეს, მომენტალურად დაგვადგა პოლიცია, უშიშროება. ბოლოს ორი საათით გადაღების უფლება მოგვცეს. შემდეგი ორი დღე უკვე ვიღებდით ქუჩებში.
– პარიზის შემდეგ იყავი ვენაში სოლო-კონცერტით და შემდეგ უკვე – შვედეთში.
– ვენაში მქონდა კონცერტი, რისთვისაც დიდი მადლობა ია ხუროშვილს. სრული ანშლაგი იყო, ხალხი ფეხზე იდგა, საოცრად თბილად შემხვდნენ. დედა პირველად წავიყვანე გასტროლზე და გაოგნებული, გახარებული იყო ამდენი ემოციით. კონცერტის შემდეგ ბევრი ფოტო გადავიღეთ, თითქმის ყველასთან, ვინც იყო მოსული. რაც შეეხება შვედეთს, ვიყავი ძალიან პოპულარულ ფესტივალზე – „მელოდი ფესტივალ“, რომელიც ყოველ წელს ტარდება. მასში მხოლოდ ადგილობრივი ვარსკვლავები მონაწილეობენ, რომელთა შორის გამარჯვებული, შემდეგში, შვედეთს წარადგენს „ევროვიზიაზე“. იქიდან ჩამოვიდა მოწვევა, რომ მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, „ევროვიზიაზე“ უნდა ვყოფილიყავი ამ ფესტივალის ჟიურის წევრი. შვედეთში მე და სოფო რომ ვიყავით, ბევრმა გაგვიცნო და ახლაც კიდევ ახსოვთ. სასტუმროში „ევროვიზიის“ ფანები დამხვდნენ, ავტოგრაფები მთხოვეს. იქ „ევროვიზია“ სხვა რანგშია აყვანილი. ჩავერთე პირდაპირ ეთერში, გამოვაცხადე ქულები. საქართველო პირველად იყო მიწვეული ჟიურიში – სულ 11 ქვეყანა ვიყავით. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ჩვენი სიმღერა დღემდე ახსოვთ: „ნოდი, ფრომ ჯორჯია“. ზოგადად, ძალიან მიხარია, რომ „ჯეოსტარის“ შემდეგ, ამდენი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მადლობელი ვარ ღმერთისა და ყველა ადამიანის, ვისაც რაღაც წვლილი მიუძღვის ან, თუ არ მომეხმარნენ, ფეხიც არ დამიდეს. ადრე ფერადი სათვალე მეკეთა, მაგრამ მალევე დამემსხვრა სტერეოტიპი: ვინც გიღიმის, ყველა კარგია. ბევრი ხელშემშლელი პირობაც იყო, მუქარის ტონები. ვინც მემუქრებოდა, დღეს მისი ბუნდღაც აღარ არსებობს. ამიტომ, დღეს აღარავის ვაპატიებ ხელის შეშლას, მუქარას. არავის ცხოვრებას, კარიერას, პოლიტიკას – არაფერს ვეხები, მაქვს ჩემი ცხოვრება, პროფესია და ცუდად არავინ უნდა შეეხოს, თორემ თვითონვე დაამთავრებს ძალიან ცუდად. იმდენი რთული პერიოდი მაქვს გამოვლილი, ყველაფერი იმხელა შრომის, წვალების ფასად მოვიდა, რომ ამის შელახვას არავის ვაპატიებ, ვინც უნდა იყოს.
скачать dle 11.3