კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ გაუთეთრდა თმა მარიკო ებრალიძის მეუღლეს ცოლის მშობიარობაზე და რატომ დასდევდა მარიკოს მარინა ბერიძე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნიჭიერი მომღერალი მარიკო ებრალიძე ფართო საზოგადოების წინაშე ძველებურად აღარ ჩანს. თუმცა, ის დღემდე თავის სფეროში აქტიურად მოღვაწეობს და არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო სიახლე აქვს. რაც მთავარია, ის სიმპათიური და საყვარელი დემეტრეს დედაა და მის აღზრდაშიც თავიდან ბოლომდეა ჩართული. გარდა ამისა, მარიკომ მუსიკის წერა დაიწყო, რომლის სტუდიურ ნამუშევრად გადაქცევასა და ალბომის გაკეთებას გეგმავს, რასაც მომავალში სოლო კონცერტი მოჰყვება. თუმცა, მარიკოს ამ ყველაფრისთვის სპონსორი სჭირდბა, რომელიც უნიჭიერესი მომღერლის საინტერესო შემოქმედებასა და ოცნებებს გააცოცხლებს.
მარიკო ებრალიძე: ვცდილობ, სამღერი არის თუ არ არის, მაინც ვიმღერო. არ გავჩერდე, განვავითარო საკუთარი თავი. ამაში ისიც მეხმარება, რომ „ანა-ბანაში“ პატარებს ვასწავლი. თავიდან ძალიან ვიკავებდი თავს. მარინა ბერიძე დამდევდა: მოდი და მოდიო. მე ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ამ ყველაფრისთვის, ალბათ, მეშინოდა. სხვისი სწავლება კიდევ სხვა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. მით უმეტეს, პატარების, რომლებიც გზაზე უნდა დააყენო, რელსები უნდა შეუცვალო: ცუდიდან კარგზე გადმოიყვანო, კარგიდან – კიდევ უკეთესზე, უკეთესიდან  სრულყოფილებამდე მიიყვანო. ეს ძალიან რთულია. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობდი, რომ დავწვრილმანდი: თავი დამანებე, მარინა, არ არსებობს, კარგად იყავი-მეთქი. გამოხდა ხანი, მარინა მეუბნება: საქმე მაქვს შენთან და მომყვებიო. ნებისმიერ საქმეში მოგყვები-მეთქი და ამ სიტყვამ დამღუპა. ხომ მითხარი, ყველა საქმეში მომყვებიო და მოკლედ, ეს საქმე ყოფილა „ანა-ბანა“. ჩემამდე ნინი წიკლაური მუშაობდა, რომელიც უნიკალური ადამიანია, ძალიან მიყვარს.
– შვილთან ურთიერთობაში მიღებული გამოცდილება ცოტათი დაგეხმარა?
– ამაზე არ დავფიქრებულვარ. შეიძლება, რადგან უკვე დედა ვარ. თუმცა, ყველა ქალი დაბადებიდანვე დედაა. მაგრამ ჩემს შვილთან სხვანაირი ვარ, მკაცრიც ვარ – სხვა ბავშვებს ისე ვერ მივცემ შენიშვნას, როგორც ჩემს შვილს. დემეტრეს რომ დავუბღვერ ხოლმე, თვალებში მიყურებს. ასეთი დაბღვერა მათთან არ გამომადგება. კარგი ახლა, ხანდახან გაბრაზებაც შემიძლია – ცოტა არასტანდარტულ ფრაზებსაც ვეუბნები ხოლმე. საერთო ენა გამოვნახე.
– როგორი იყო პირველი გაკვეთილი?
– ძალიან ვინერვიულე, ახლაც ხელები მიკანკალებს. მოსმენებზე ისე ვინერვიულე – მარინა იყო იქ, პედაგოგები. ბავშვებზე მეტად ვინერვიულე: ავღაჟღაჟდი, ხელები მიკანკალებდა. შვიდწლედი კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მე და ფორტეპიანო დიდად არ ვმეგობრობთ. გამიშეშდა ეს ხელები, დამავიწყდა, თან არ უნდა შეიმჩნიო, ვაიმე... ბოლოს მარინამ მითხრა: ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც მთავარია, ბავშვები სწორ გზაზე დგანანო. სახლში რომ მოვედი, უარესად გავხდი, მწვანე ჩაი დამალევინეთ, წნევა დამივარდეს-მეთქი. სასტიკად ვინერვიულე. ახლა აბსოლუტურად აღარ ვნერვიულობ, არ ვღელავ, მეც ბევრს ვსწავლობ.
–  გარკვეული პერიოდი პაუზა გქონდა აღებული, არც ჟურნალისტებთან კონტაქტობდი. ასე რატომ გადაწყვიტე?

– როცა გავთხოვდი, ჩემს პირად ცხოვრებაზე ინტერესის ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა. პირად ამბებზე არ ვსაუბრობდი. სხვა ინტერესი აღარ იყო, რადგან შემოქმედებითად დიდად არ ვართ დატვირთულები. გაზეთებისთვის, ჟურნალებისთვის უინტერესო გავხდი. თან, ბავშვი რომ გავაჩინე, „სიტყვების თამაშშიც“ აღარ ვიყავი და ხალხს ეგონა, რომ გავჩერდი. არადა, ამ ყველაფრის პარალელურად, იყო მერიის „ბიგ ბენდი“, კორპორატიული საღამოები, ბარებში, რესტორნებში სიმღერა, ანუ, ჩემი პროფესიით დაკავებული ვიყავი. ტელევიზიით რომ არ ვჩანდი, რადგან პირად ამბებზე არ ვსაუბრობდი, ჟურნალ-გაზეთებშიც არ წერდნენ, ხალხი ცოტა დაიბნა: მარიკოს ოჯახში ხელი ხომ არ დაუქნიესო. პირიქით, არანაკლები ხელშეწყობა მაქვს  ჩემი ოჯახის მხრიდან.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ არ საუბრობდი პირად ცხოვრებაზე?
– ძალიან გამიმართლა. მგონი, ქმარზე მეტად დედამთილში გამიმართლა. სასწაული ქალია. პირად ცხოვრებაზე რომ არ ვსაუბრობ, ძალიან მშვიდად ვარ. უცებ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიმშვიდეა. მე ასე მირჩევნია, თუმცა, ერთხელ, შეიძლება, თავში რაღაც გადამიტრიალდეს და რეალითი შოუ გავაკეთო ჩემს ოჯახზე. ფანტასტიკური გამოგვივა. გიტარა, ჩქარი ტაში, სიმღერა – არაფერი ეშლებათ.
– შენი მეუღლე ექიმია. გინეკოლოგი კი არის, მაგრამ ბავშვის გაზრდის მომენტში, ალბათ, გეხმარებოდა.
– კი, გინეკოლოგია, ლაპარასკოპისტი-ქირურგი. პირველი შვილი ძალიან რთულია. ორსულობა ისე არ გამჭირვებია, როგორც მშობიარობა და ბავშვის გაზრდის პირველი ეტაპი. მართლა სტრესია, ნერვიულობა. ქმრის პროფესია ერთადერთი იმაში დამეხმარა, რომ ექიმებთან ვიყავი ახლოს: ვისთან მიმეყვანა, ვინ ამერჩია. რა თქმა უნდა, გიორგი ბავშვების საკითხში გათვითცნობიერებულია, მაგრამ ვინ უჯერებდა? ვუჯერებდი? არა, შენ გინეკოლოგი ხარ. მაგრამ საბოლოოდ ისე იყო, როგორც გიორგი ამბობდა. მეუბნებოდა: არ გინდა, დამშვიდდი. ვინ დამშვიდდა, დავმშვიდდი? რა თქმა უნდა, არა. ღამის 12 საათზე წამიყვანია ბავშვი პედიატრთან.
მშობიარობასაც დაესწრო?
– დაესწრო, მაგრამ მერე ძალიან ვინანე. ნახევარი თმა გაუთეთრდა. მინდოდა, ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ ზედმეტად ინერვიულა. ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ არ გამოხატავს ხოლმე ემოციას. განიცდის ყველაფერს, თან, არ გაჩვენებს. მე გამოვხატავ – ვყვირი, ვლაპარაკობ, ის ჩუმად არის.
– შენ რომ ხარ ემოციებში, ამ დროს შენი მეუღლე რას აკეთებს?
– მე ჩუმად ვარ, მე გავჩუმდები, – მეუბნება. ზოგჯერ ვაღებინებ ხმას, მტკივნეულ წერტილზე რომ დავაბიჯებ ფეხს. ხანდახან მომწონს ეს გაჩუმება, ხანდახან – არა. წადი და გაიგე ქალის ამბავი.
–  დემეტრემ შეცვალა შენი ცხოვრება?
– აბსოლუტურად. რადიკალურად იცვლება შენი ცხოვრება, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. იმ დღეს კანზე ვეხებოდი და ვფიქრობდი: ეს ყველაფერი ჩემია, ჩემს მუცელში იჯდა. რომ თამაშობს, დავუძახებ: დემე, შემომხედე და რომ შემომხედავს, ცუდად ვხდები, ვიშლები, ტანზე ბჟუილი მემართება. ვხვდები, რომ ეს ადამიანი პირველ ადგილზეა. თუმცა ისე არ უნდა მოხდეს, რომ შენი პირადი ცხოვრება დაივიწყო, მეუღლე, მეგობრები. ჩემს შვილზე რადიკალურად გადართული არ ვარ. თოთო ასაკიდან ვცდილობდი, დამეტოვებინა, გასტროლი თუ მქონდა, წავსულიყავი, არ მეთქვა უარი. არ მინდა, მეგობრებზე, საქმეზე უარი ვთქვა. გაიზრდება, შეყვარებული ეყოლება და მეტყვის: შენ ვინ გკითხავსო. მე ამ დროს შეიძლება სახე ჩამოვიხოკო.
– დღეს ძალიან აქტუალური გახდა საზოგადოებაში თემა, როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ოჯახში გენდერული უფლებები. თქვენთან რა ხდება ამ მხრივ?
– არ ვიცი რა არის გენდერული თანასწორობა. ვისთვის შეიძლება აქტუალურია, მაგრამ ჩვენთან ისე არის, როგორც უნდა იყოს ჯანსაღ ოჯახში. სადაც საჭიროა – მამაკაცია პირველი, სადაც საჭიროა – ქალი. სადაც საჭიროა მამაკაცი უჯერებს ქალს, ან პირიქით: ქალი – კაცს. ბუნებრივი, ჯანსაღი დამოკიდებულება გვაქვს, არ არის ის მომენტი, რომ კაცების მონები ვიყოთ ქალები. სადაც საჭიროა, ქალის სიტყვა გადის და სადაც საჭიროა, ჩუმდება.
– რა არის ოჯახურ თანაცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ურთიერთგაგება, ნდობა, პატივისცემა – ეს არის მთლიანად სიყვარული. ერთიც თუ აკლია, აღარ არის ჯანსაღი. მე სრულყოფილება მიყვარს, თუმცა, რაღაცაში არ გამომდის. საკუთარ თავზეც უნდა იმუშაო. როცა საჭიროა უნდა დათმო, ვთმობ კიდეც, მაგრამ ხანდახან არ ვჩუმდები და მაჩუმებენ.
– ოჯახურ ფერხულში ჩაბმა, რთული იყო?
– არ ვიცი, რადგან მე რომ გავთხოვდი, ჩვეულებრივ წავიდა ცხოვრება. არ დავმჯდარვარ სახლში. არ ყოფილა ისე, რომ მე ახლა გავთხოვდი და იმ კონცერტზე არ უნდა წავიდე, სირცხვილია. ორი კვირის გაჩენილი მყავდა დემეტრე, სიცხიანი, თბილისობაზე ბიგ-ბენდის კონცერტზე დავდექი. გათხოვების შემდეგ ჩვეულებრივი რიტმით წავიდა ჩემი ცხოვრება. სიახლეები მიყვარს, ადამიანებთან ურთიერთობა და თან, ჩემი ქმრისიანები ჩემზე გადარეულები დამხვდნენ. ეგვიპტეში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ტვინის შერყევა მივიღე და ჩემი მამამთილი მეუბნება: გურულების დონეზე დახვედიო. ვისთან უნდა მქონოდა პრობლემა – ხომ ხვდები, როგორი ხალხია.
скачать dle 11.3