კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ გახდა გურამ შეროზია მეუღლის გინეკოლოგის მარჯვენა ხელი და რა ბრძოლების გადატანა მოუწია მას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ბლოგერი, ლექტორი გურამ შეროზია ზაფხულში პატარა გოგონას მამა გახდება. ის და ხატია ჯოხარიძე ივნისში შვილს ელოდებიან. გურამს ერთი სული აქვს, როდის დაიბადება მისი გოგონა.
გურამ შეროზია:
ხატიას ვეღადავებოდი: შვიდთვიანი ბავშვებიც ხომ იბადებიან და მოდი, შვიდ თვეზე იმშობიარე, ამდენი აღარ მოვიცადოთ-მეთქი. გოგოა, თან ძალიან ძროხა – უკვე 1 კილოგრამდე იწონის, არადა, 6 თვის გავხდებით. ცოტა მეშინია, რადგან მეც ასეთი ცხოველი ვიყავი, 5 კილოგრამი დავიბადე. როგორც ჩანს, ეს ჩემს გენეტიკაში ზის და ხატია მეცოდება. არც ხატია არ არის პატარა გოგო, თან, მეორე მშობიარობაა, მაგრამ ცოტნეს დაბადებიდან უკვე 10 წელია გასული. დიდი მოლოდინი გვაქვს.
– მახსოვს, წერდი სტატუსს სესილია შეროზიაზე. ყველას გვეგონა, რომ მომავალ შვილს სესილიას არქმევდი.
– ლეკვი დაიბადა 2 კვირის წინ, მალტეზი. უსაყვარლესია, 180 გრამი. ხალხი მიწერდა: გილოცავ ანგელოზის დაბადებასო. მალტეზი თუ თქვენთვის ანგელოზია, თქვენ შეგეძინოთ-მეთქი. მამაოები მიწერდნენ: მოვნათლოთო და  ერთი არ მოგინათლიათ-მეთქი, პირობა პირობაა. ახლა სესილიაც არ მომწონს, ლაივში რომ ვნახე უფრო მიმია. სრული სახელი ექნება მარიამი, შემოკლებით – მიმი.
– ბოლო პერიოდში, შენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა.
– ზოგადად, ასე მალმალე ხდება ხოლმე სიახლეები, უბრალოდ, ახლა სხვა მიმართულებით – გავმრავლდით ოჯახში. სამსახურის, მოგზაურობის მხრივ, სულ სიახლეებია, ამიტომ, ზოგჯერ, მგონია, რომ 50 წლის ვარ და მემუარები უნდა ვწერო. ყოველი წლის ბოლოს ვწერ შეჯამებას: მოხდა ეს, ეს... ასე 20 ფაქტი და იმდენი მაგარი რამე ხდება ხოლმე, რომ ბოლოს ვამბობ: ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს. რომ იცი, რა გინდა, მერე უფრო იოლად კეთდება და გამოდის. მე უკეთესი ტიპი ვიყო „ ეს არ არის მიზანი, ოცნებაა და რომ ვიცი: წლის ბოლომდე ეს უნდა გავაკეთო, ამდენი ფული უნდა შევაგროვო, ამდენ ადგილას უნდა ვიმოგზაურო – ეს უკვე გეგმაა. არ მომწონს ბავშვების ფუფუნებაში გაზრდა. ხელის გულზე ნატარები ბავშვები ძალიან სუსტები არიან, ყველაფერს მის მაგივრად რომ აკეთებენ, რაღაცნაირად დებილდებიან.
– შენ არ იყავი ხელის გულზე გაზრდილი ბიჭი?
– პირიქით, არახელისგულზე გაზრდილი ბიჭი ვიყავი, იმიტომ რომ ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობები, დაბალშემოსავლიანი ოჯახი მქონდა. ვიცოდი, თუ უფასოზე ვერ მოვხვდებოდი, მე მომიწევდა ჩემი სწავლის საფასურის გადახდა. ამიტომ ავიღე გრანტი. ამ ყველაფერმა კი ბრძოლის უნარი ჩამომიყალიბა: რატომ უნდა ვიყო ვინმეზე ნაკლები. ვიღაცას თუ მამიკოსგან აქვს ეს ყველაფერი, მე ჩემი ხელით მექნება. ისე კარგად ავკრიფე ტემპი, რომ 17 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, „მიტყდებოდა“: ამხელა ბიჭი ვარ, თავი კაცი მგონია და – მამიკო, მომეცი ბინის ქირა... 23 წლის ლექტორი ვიყავი.
– მამობის პრიველი პერიოდები ცოტნეზეც გამოიარე.
– ცოტნე ძალიან კარგი მასალაა. რომ მიწერენ ხოლმე: დედამისი თუ გიყვარს, შვილიც გეყვარებაო – მედებილება. ცოტნე იმიტომ მიყვარს, რომ ასეთი კარგი ბიჭია. მე და ხატია რომ დავშორდეთ, ცოტნე მაინც ჩემი შვილი იქნება. ვღადაობთ ხოლმე: შენ მაინც ჩემთან დარჩები-მეთქი. ხატია გვეჩხუბება. ზოგჯერ მის წინააღმდეგ კოალიციებს ვკრავთ ხოლმე. ჩავიკეტებით და ჩვენი საიდუმლოებები გვაქვს, ხატიამ არ უნდა გაიგოს. ისე კი არ ვეკონტაქტები, როგორც ბავშვს, არამედ – როგორც დიდს. შეიძლება, რაღაც ემოცია გავუზიარო, კარგი რჩევა მომცეს.
 –  როგორი იყო ემოცია, როდესაც შეიტყვე, რომ შვილს ელოდებოდით?
– პირველად რომ გავიგე, დავმუნჯდი, ენა ჩამივარდა. სულ მქონდა ოცნება, რომ ბავშვი მყოლოდა და თან, გოგო. სულ მეგონა, რომ ვიყვირებდი, შეიძლება, მეტირა. თან, სადღაც წავედით, წერილი მომცა მომავალი შვილის მოწერილი. კი მივხვდი – ივნისში გავიცნობთ ერთმანეთსო, მაგრამ ვერ გავიაზრე. მთელი ღამე არ მიძინია, უცნაური შეგრძნება მქონდა.
– თუ დაჰყვები ხოლმე ექიმთან, ექოსკოპიაზე?
– კი, ყველგან. ვინმე რამეს რომ ეკითხება, ხატია ხუმრობს ხოლმე: გურამს ვკითხოთ. ზუსტად ვიცი, რამდენი გრამია, მერამდენე კვირაშია, სად რა უნდა ჭამოს, რა წამალი აქვს გამოწერილი. გინეკოლოგის მარჯვენა ხელი ვარ.
– ხატიას შეეცვალა ხასიათი?    
– მომიწია რაღაც ბრძოლების გადატანა, ოღონდ – „ლაითად“. გარკვეული პერიოდი რაღაც საკითხებზე მგრძნობელობა ჰქონდა გაზრდილი. მაგრამ მარტივად გადავაგორეთ. მე, ზოგადად, ძალიან გაწონასწორებული და არაკონფლიქტური ვარ. ხანდახან რესტორანში ან კაფეში რომ შევდივარ, გადაჩურჩულებები მიდის ხოლმე: რაღაც შეგვეშლება, პრობლემები შეგვექმენება... არადა არ ვარ ასეთი: შემთხვევით ყავა რომ გადამასხას ვინმემ  და დავინახო, ნანობს, ნერვიულობს, აქეთ დავამშვიდებ. მაშინ ვჭედავ, როცა რაიმე თავხედობას ვაწყდები. შესაბამისად, ოჯახში ძალიან რბილი და ლოიალური ვარ, ხატიაც ასეთია – მშვიდი, პოზიტივის მომხრე.
– ორსული მეუღლე კვიპროსზე რომ შენ გარეშე წავიდა, არ ინერვიულე?
– ვინერვიულე, რომ ჩარჩნენ. იმ დროს ინდოეთში ვიყავი და იქიდან ვიბრძოდი. ბოლოს კი წამოვიდნენ, მაგრამ საწვალებელი პროცესი იყო.
– მშობლებისთვის განსაკუთრებით ემოციურია ბავშვის გულისცემის მოსმენა.
– ჩემთვის უფრო ემოციური იყო, როდესაც ბავშვი პირველად დავინახე. თვენახევრის რომ ვნახე, პატარა წერტილი იყო. მეორე ექოსკოპიაზე მივედი და ვხედავ – ზის ვიღაც, დათვის ბელივით. ცოტა შემეშინდა, მაშინ მქონდა ყველაზე დიდი ემოცია. კიდევ, როცა პირველად მომარტყა ხელზე. ისეთი შევხტი, გადავხტი, დამცინა მთელმა ოჯახმა.
– სქესს არ ექნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ რადგან სულ გოგო გინდოდა, ალბათ, კიდევ უფრო მეტად გაგიხარდა.
– ორმაგი სიხარული და ბედნიერება იყო. თან, ბიჭი უკვე გვყავს. სულ ვამბობ: ორი შვილი გვყავს, ერთი გზაში და მესამე ვნახოთ. მგონია, რომ გოგონას გაზრდა უფრო მარტივია. ქართველი ბიჭები მეტი პრობლემის წინაშე დგანან: უბანში ჩხუბი, კანონის ძალით იჩხუბებ – „ტეხავს“ და ასე შემდეგ. გოგონების შემთხვევაში, ადრეულ ასაკში უფრო მარტივია – სხვადასხვა ზემოქმედების, დანებისა და ჩხუბის ნაკლები შანსია.
– ალბათ, ძალიან გაინტერესებს, როგორი დაიბადება შენი გოგონა.
– მინდა, რომ მებრძოლი და ჭკვიანი გოგო დაიბადოს, გარეგნობით ვის დაემსგავსება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არ იყოს სულელი გოგოშკა: პრინცი მოვა და გავთხოვდები, ამაზე არ უნდა ფიქრობდეს. თუმცა, ესეც აღზრდაზეა დამოკიდებული. მე ისეთს გავზრდი, რომ მაგალითი გახდეს, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი. მაგრამ, კაცმა არ იცის, რა იქნება. ვფიქრობ, რომ კარგად გავზრდი და ბუნებაც უშველის.
– რატომ ვერ შეჯერდით ბავშვის სახელზე?
– ხატიას ცუდი სახელები მოსწონს და ვერ შევთანხმდით. თან, მე და ცოტნე ერთი მიმართულებით ვართ, ხატია უმცირესობაშია, მაგრამ გვეუბნება: თქვენ ვინ გეკითხებათ, მე ვაჩენ ბავშვსო. ბავშვს ორი სახელი იქნება: ჩემი პირველი სახელი იქნება, ხატიასი – მეორე. ჩემი გოგო შეიძლება იყოს პრეზიდენტი, ლიდერი და მოფერებითი სახელები არ ივარგებს, უფრო გრაციოზული, გრძელი სახელი მოუხდება. ხატია უფრო პატარა, საყვარელ სახელს არქმევს. შესაბამისად, ორივე ექნება. გურამი რომ დამარქვეს, ამ სახელისთვის ყურის შეჩვევაზე დრო დამჭირდა. არ მემთხვეოდა გურამი, არ მიხდებოდა, უბრალოდ, ახლა შევაჩვიე ყური. 23 წლის უკვე ლექტორი ვიყავი, სანამ სტუდენტები გამიცნობდნენ, ვიღაც ხელჯოხიანი კაცი ვეგონე. ახლა მივეჩვიე, დავბრენდე გურამი. აღარ მხვდება ცუდად ყურში. შვილს თანამედროვე, ინტერნაციონალურ, ადვილად დასამახსოვრებელ და მელოდიურ სახელს დავარქმევ. სადამდეც შემიძლია, ბრენდინგში შევუწყობ ხელს.
– ინდოეთში იყავი ცოტა ხნის წინ.
– ისე მოხდა, რომ სამი თვის ორსული ცოლი დავტოვე და ეს იყო ემოციური ინტელექტის კიდევ ერთი გამოვლინება, რადგან მას ამაზე არ ჰქონია პრობლემა. მოგზაურობის პერიოდის განცდა რომ გავიდა, მერე არ მესიამოვნა: არც თუ ისე სუფთა ადგილი, საჭმელები – ცხარე, ხორცები – სანატრელი, ბევრი რაღაცის გადალახვა მომიწია და როგორც ადამიანი, გავიზარდე.
скачать dle 11.3