კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რით უნდა ჩავანაცვლოთ მარხვაში ხორცი და ყველი და რომელი სამარხვო პროდუქტია ჯანმრთელობისთვის საზიანო

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად მარხვის დროს, რამდენად საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის გენური ინჟინერიით მოყვანილი სამარხვო პროდუქტები, რომელი პათოლოგიების დროს დგებიან მარხული ადამიანები დილემის წინაშე და როგორ უნდა დავუბრუნდეთ კვების ჩვეულ რიტმს მარხვის დასრულების შემდეგ, ამ კითხვებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვიპასუხებს.
– მარხვის პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: სამარხვო ყველი, სამარხვო კარაქი, სამარხვო ნაყინი და ასე შემდგომ. რამდენად საზიანოა ეს პროდუქტები ჩვენი ჯანმრთელობისთვის და შესაძლებელია თუ არა მათ შორის შედარებით ნაკლებ საზიანოს გამორჩევა?
– პროდუქტები, რომლებიც მოყვანილია გენური ინჟინერიით, არ შეიძლება ჯანსაღი იყოს. თუ ჩვენ საკითხს განვიხილავთ სამედიცინო კუთხით, ასევე მართლმადიდებლური კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ სამარხვო კარაქი, ყველი, ნაყინი, მაიონეზი და ასე შემდეგ კარგის მომატანი ვერ იქნება ორგანიზმისათვის. ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესის თანახმად, აუცილებელია მარხვის დაცვა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა. შესაბამისად, მარხვა არის გარკვეულ სიამოვნებაზე უარის თქმა, იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი სული და რწმენა, მსგავსი პროდუქტები როგორც სულის, ასევე ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო არ არის.
– ხანგრძლივი მარხვების დროს კონკრეტულად რით ავინაზღაუროთ ხორცისა და რძის პროდუქტებით გამოწვეული დანაკლისი და ზოგადად, როგორ ვიკვებოთ სწორად?
– საინტერესო საკითხია, რადგან ხშირად ჩნდება კითხვა: ვიკვებებით კი ჩვენ ჯანსაღად მარხვის დროს, როცა არ ვიღებთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა რძე და რძის ნაწარმი ან ხორცი, რომლებიც მდიდარია ცილებითა და ცხიმებით? დიახ. სწორი კვება შესაძლებელია მარხვის დროსაც., რადგან ცხოველური წარმოშობის ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტები ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით. მაგალითად, თუ საკვებიდან ამოვიღებთ ქათმის ხორცს, 100 გრამ პროდუქტზე დავკარგავთ 20,8 გრამ ცილას და 8,8 გრამ ცხიმს, რომელიც შეგვიძლია, ჩავამატოთ ლობიოთი, საიდანაც 100 გრამ პროდუქტზე მივიღებთ 22,3 გრამ ცილას და 1,7 გრამ ცხიმს, რაც სასარგებლოა ასევე ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ვიღებთ უფრო მეტ საშენ მასალას და ნაკლებ ცხიმს. ასევეა რძის ნაწარმზეც. მაგალითად: თუ ჩვენ კვების რაციონიდან ამოვიღებთ ყველს, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 23,4 გრამ ცილას და 30,0 გრამ ცხიმს შეგვიძლია, უფრო დიდი რაოდენობით მივიღოთ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 2,5 გრამ ცილას და საერთოდ არ შეიცავს ცხიმს, რაც უმჯობესია, ორგანიზმს სიმინდის ან ზეითუნის ზეთის სახით მივაწოდოთ.
– მარხვაზე მყოფი ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ უჭირთ მცენარეული საკვებით დანაყრება და ამიტომ დიდი დოზით მიირთმევენ მათ. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამან ორგანიზმს და როგორ დავიცვათ ოქროს შუალედი?
–  რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვა მნიშვნელოვანია ყოველთვის, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. თუ მარხვის პერიოდს გავითვალისწინებთ, მართლმადიდებულ სამყაროში ნაყროვანება (ძღომა) ცოდვად ითვლება და შესაბამისად, დოზირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
– როგორ უნდა მოიქცნენ მარხვის დროს შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისა და რიგი დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებიც ისედაც იცავენ სპეციალურ კვების რეჟიმსა და რაციონს?
– მარხვა არ არის მხოლოდ კვების შეზღუდვა, ეს არის ცხოვრების წესი და გარკვეულ ცხოვრებისულ სიამოვნებაზე უარის თქმა, ამიტომ, როდესაც დიეტა დანიშნულია მკურნალობის თვალსაზრისით, შესაბამისად, მოძღვარიც აძლევს კურთხევას ამა თუ იმ საკვებზე, რადგან მთავარია, დაიცვას ქმედითი და არა მხოლოდ კვების წესები. თუმცა, ზოგჯერ სამკურნალო დიეტის დროსაც მოდის გარკვეული წინააღმდეგობები მოძღვრებისგან, როდესაც პაციენტი დილემის წინაშე დგას და ფაქტობრივად, არჩევნის გაკეთება უწევს – ექიმს დაუგდოს ყური თუ მოძღვარს.
– თუ ორმოცდღიანი მარხვის განმავლობაში მხოლოდ ბოლო კვირას – მძიმე მარხვას დავიცავთ, შეიძლება, ამით რამე დაავადების პროვოცირება გამოვიწვიოთ?
– რა თქმა უნდა, მძიმე მარხვის დაცვის დროს არასწორმა კვებამ, შეიძლება გამოიწვიოს როგორც რომელიმე დაავადების პროვოცირება, ასევე დაავადების გამწვავება. ეს ეხება ორგანოთა სისტემებს, ანუ შეიძლება გამოვლინდეს, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, ასევე, შარდ-სასქესო სისტემის მხრივაც. ამიტომ, როგორც ჭარბი წონის ან სიმსუქნის დროს სამკურნალო დიეტის წინ, ასევე მარხვის დაწყების წინაც რეკომენდებულია გარკვეული კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტირება, რადგან ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.
– რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს მარხვის დასრულების შემდეგ, ერთბაშად, ჭარბი რაოდენობისა და მრავალფეროვანი საკვების მიღება?
– რაც შეეხება მარხვის შემდგომ კვებას, ასეთ დროს ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ, ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დაუბრუნდეთ და არა – ერთბაშად. ამგვარად ორგანიზმი თანდათანობით შეეგუება კვების ახალ პირობებს. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რომ ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.  გარდა ამისა, საკვები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული. არ არის რეკომენდებული, მეორე დღესვე მიირთვათ ყველა სახის პროდუქტი. სასურველია, პირველ ეტაპზე საკვებ რაციონში ჩართოთ რძის პროდუქტები. ამ მხრივ, საუკეთესოა  – მაწონი, კეფირი, იოგურტი, შემდეგ კი, თანდათან გადადით რძეზე, ხაჭოზე, ნაღებზე, კარაქზე, ყველზე. რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველი. მარხვის შემდეგ, პირველ დღეებში, შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მძიმე მოსანელებელია, ასევე, მოერიდეთ ფრინველის ხორცს, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე არ მიიტანოთ დიდი დარტყმა. როცა  ვსაუბრობთ კონკრეტულად აღდგომის მარხვაზე, სადაც ერთ-ერთი „ატრიბუტი“ გახლავთ კვერცხი, შესაძლებელია, მიირთვათ ერთი მოხარშული კვერცხი. დაავადებულ ადამიანებს ადაპტაციისთვის 2-3 კვირა სჭირდებათ. მარხვის შემდეგ, პირველი სამი დღის განმავლობაში, რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად – ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ეს რჩევა, განსაკუთრებით, ხანში შესულებმა უნდა გაითვალისწინონ – ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება. არ არის სასურველი, მარხვის დასრულებისთანავე მიიღოთ ისეთი მძიმე საკვები, როგორიცაა: შემწვარი გოჭი, ხინკალი, ხორციანი ღვეზელი, ხაჭაპური, მწვადი, ღორის ცხიმიანი ხორცი, ნაღები, ყველი. ძნელი მოსანელებელია ხორცისა და სოკოს ან ხორცისა და პარკოსნების კომბინაცია. ხორცი გვაძლევს ცილას, რომლისგანაც წარმოიქმნება საჭირო ფერმენტები. სანელებლები ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამომუშავებას და თავადაც შეიცავს რამდენიმე მზა ფერმენტს, რაც საკვების დაშლაში გვეხმარება. ხორცი პირველ დღეებში უნდა იყოს მჭლე, დაქუცმაცებული, მოხარშული, ჩაშუშული ან გამომცხვარი. გარნირად შეგიძლიათ, მიირთვათ კომბოსტო, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, მჟავე კენკრა – შტოში, წითელი მოცვი. ხორცი არ შეიძლება, მაკარონსა და ბურღულის ფაფასთან ერთად ჭამოთ. პირველი ორი დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ მჟავე საკვებს.
ჯანსაღი, რაციონალური კვებისას აუცილებელია ორგანიზმს მივაწოდოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ცხოველმყოფელობისთვის, ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და წყალი, ზომიერება უნდა დავიცვათ, როგორც დიეტის სწორი კვების დროს, ასევე მარხვის პირობებშიც. აქედან გამომდინარე, დიეტა არ ეწინააღმდეგება მარხვას, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად გავაჯანსაღოთ, როგორც სული, ასევე სხეული.  
скачать dle 11.3