კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ მიაჩნია ნიკა ობოლაძეს სავალდებულო სამხედრო სამსახური მონობად და რამდენ ათას ადამიანს მისცა მან მღვდელმსახურის სტატუსის მინიჭებით, მისგან თავის არიდების საშუალება

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება „გირჩის“ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა, გამოსავალი იპოვეს – დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ.
ნიკა ობოლაძე („ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური): ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი ბუნებით თავისუფალი იბადება და სახელმწიფოს ის გაგება, რომელიც დღეს აქვთ საქართველოში, მას ბევრი მიმართულებით უზღუდავს თავისუფლებას. „გირჩს“ უნდოდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებულიყო, სწორედ ამისთვის შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი, მაგრამ პარლამენტმა არ მიიღო. რეალურად, სავალდებულო სამხედრო სამსახური ქვეყანაში არც არსებობს, ეს არის საყარაულო სამსახური, იმიტომ რომ გაწვეული ახალგაზრდების ორ მესამედზე მეტი საერთოდ არ მიდის თავდაცვის სამინისტროში. ისინი მიდიან დარაჯებად შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანების თავისუფლების შეზღუდვაა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ეწერა, რომ მისი გადავადების ერთ-ერთი საფუძველი მღვდელმსახურებაა. ამიტომ, ზუსტად ერთი წლის წინ, ჩვენ გადავწყვიტეთ კანონის სრული დაცვით დაგვეფუძნებინა რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც ექნებოდა საკუთარი რელიგიური მიზნები და რწმენა.
– მართმადიდებლობასთან თანხვედრაში როგორ მოდიხართ? აქ გაერთიანება ნიშნავს მართლმადიდებლობაზე უარის თქმას?
– როგორც „გირჩის“, ისე „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენ ადამიანი თავისუფალ არსებად მიგვაჩნია. არ ვფიქრობთ, რომ ვინმეს აქვს უფლება, ადამიანებს განუსაზღვროს, როგორ იაროს ღვთისკენ მიმავალ გზაზე. თუ ადამიანი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად აიდენტიფიცირებს, ამავდროულად, ფიქრობს, რომ ჯარში არ უნდა წავიდეს და იზიარებს თავისუფლების იდეას, მას შეუძლია, იყოს ჩვენი წევრი. ერთადერთი იდეა, რასაც უნდა დაემორჩილონ, არის თავისუფლებისა და არა ძალადობის იდეა. ადამიანი არ უნდა იყოს ჰომოფობი, ფაშისტი და მას არ უნდა უნდოდეს სხვისი უფლებების შეზღუდვა. სხვა შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია, ჩვენი კურთხევით, გახდეს მღვდელმსახური და იქადაგოს თავისუფლებასა და სიყვარულზე, ასევე, გამოიყენოს სავალდებულო საყარაულო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად. ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც თავს აიდენტიფიცირებენ ისლამისტებად, მართლმადიდებელ ქრისტიანებად, ათეისტებად და ასე შემდეგ. თავი სრულფასოვან რელიგიურ ორგანიზაციად მიგვაჩნია, რომელსაც უკვე სამი ათასი მღვდელმსახური ჰყავს.
– რატომ უწოდებთ მონობას სავალდებულო სამხედრო სამსახურს?
– ჩვენ შეიარაღებულ ძალებში 42 ათასი კაცი ირიცხება, თუმცა, მთელი ბიუჯეტის 90 პროცენტი ხელფასებში, კვებასა და ადმინისტრაციულ ხარჯებში მიდის. უსაფრთხოებისთვის ელემენტარული სახსრები არ გვაქვს.  ოცდაათჯერ მეტი თანხა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი არმია შევინახოთ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გვყავს, საუბარი მაქვს საკონტრაქტო ჯარზე, რომ ის რეალურად ქმედითუნარიანი იყოს. ჩვენი პრობლემა არაა ცოცხალი ადამიანების ნაკლებობა, რომლებსაც ხელში ავტომატი უჭირავთ, პრობლემა ფინანსებია. ასე რომ, სავალდებულო სამხედრო სამსახური არანაირად არ უზრუნველყოფს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, იმ შემთხვევაშიც კი, ყველა გაწვეული რომ თავდაცვის სამინისტროში მიდიოდეს. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის უსაფრთხოებას საერთაშორისო ურთიერთობები, ტექნოლოგიები და ფინანსები უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სავალდებულო ჯარში გაწვეულთა ორ მესამედს საერთოდ არ აქვს შეხება ჯართან და მხოლოდ ყარაულში დგანან. იმ ერთ მესამედს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში იწვევენ, ასევე აყარაულებენ და ტომრებს აზიდინებენ, ანუ რეალურიად უფასო მუშებად იყენებენ.
– გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია და არც უახლოეს მომავალში იძლევა იმედიანი პროგნოზის საფუძველს, ხომ არ ჯობია, მდგომარეობის გაუმჯობესება მოვითხოვოთ და არა საერთოდ გაუქმება. გასაუმჯობესებელი და გამოსასწორებელი რომ ბევრია, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ რატომ აკრძალვა? ჩვენი მდგომარეობა გვაძლევს ამის „ფუფუნებას“?
– დღეს საქართველოს არმიის ბიუჯეტი, დაახლოებით, სამასი მილიონი დოლარია, რომლის აბსოლუტური უმეტესობა ხელფასებსა და კვებაში მიდის. ჩვენ გვაქვს თეთრები, რომ შეიარაღება შევიძინოთ, ჯარისკაცები გავწვრთვნათ და ასე შემდგომ. ჩვენი რეალური მოწინააღმდეგის, რუსეთის, თავდაცვის ბიუჯეტი კი, დაახლოებით, 70 მილიარდი დოლარია. სანამ ასეთი შეფარდება გვექნება, მანამდე, უბრალოდ, აზრი არ აქვს საუბარს. „გირჩის“ პოზიცია არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდოს, ასევე, უნდა ჩატარდეს ეკონომიკური რეფორმები. თუ თავდაცვის ბიუჯეტის ხუთჯერ და ათჯერ გაზრდას მოვახერხებთ, შემდეგ გვექნება რეალურ ჯარზე საუბრის უფლება. მანამდე, ეგრეთ წოდებუ,ლ საპენსიო სისტემაზე ვსაუბრობთ, სადაც ადამიანებს, უბრალოდ, ხელფასებს ურიგებენ. ამ სიტუაციაში იქნება თუ არა სავალდებულო სამხედრო გაწვევა, სადაც ცხრა ტყვიასაც კი ვერ ასროლინებენ ადამიანებს, იმიტომ რომ ტყვიის ფულიც კი არ გვაქვს, ამას ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
– გაუქმება რას მოგვცემს? თუ ეს სამი ათასი ადამიანი „გირჩის“ მღვდელმსახური გახდა და სამხედრო სამსახური თავიდან აირიდა, რა შეიცვალა უკეთესობისკენ?
–  ჩვენ რა რეალობაც გვაქვს, იმაში გვიწევს არჩევნის გაკეთება. დღეს ეს სისტემა ლახავს ადამიანის უფლებებს. ქვეყნის უსაფრთხოებას არ სჭირდება სავალდებულო გაწვევა.
– მოქალაქეებს, უფლებების გარდა, ვალდებულებებიც ხომ გვაქვს სახელმწიფოს წინაშე?
– ჩემი ვალდებულება არის ის, რომ დანარჩენი ადამიანების უფლებები არ შევზღუდო. სხვა ვალდებულება არ არსებობს.
– საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვის ვალდებულება და მის კეთილდღეობაში წვლილის შეტანის მოვალეობაც გვაქვს.
– საკუთარ ქვეყანაზე ყველა ზრუნავს. მათ შორის გადასახადების გადახდითაც. ქვეყანაზე ზრუნვა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ყარაული არ იქნები. ჩვენთან მოდიან ადამიანები, ვინც 26 წლისაა და გადასავადებლად ფულის გადახდაც კი არ შეუძლიათ. მათ აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი, არჩენენ ოჯახებს, აქვთ კრედიტები და ქვეყანა ეუბნება, რომ ყველაფერი უნდა მიატოვონ და ყარაულად წავიდნენ. ჩვენი დახმარებით ამ ადამიანების უფლებები აღარ შეიზღუდება. საყარაულო სამსახური უნდა გაუქმდეს და ეს რესურსი პროფესიული არმიისკენ უნდა მიემართოს. მთლიანად საკონტრაქტო ჯარზე უნდა გადავიდეთ, ის უნდა იყოს დაფინანსებული და ძლიერი.
– რამდენკაციანი საკონტრაქტო ჯარის შენახვას შევძლებთ მოცემული რეალობით?
– დაახლოებით ოთხიათასი კაცის.
– ეს ის რაოდენობაა, რომლითაც რაღაცის გაკეთებას შევძლებთ?
– ორმოცი ათასი რომ გვყავდა 2008-ში რა გავაკეთეთ? თავდაცვისუნარიანობას არა ადამიანების რაოდენობა, არამედ იარაღის ხარისხი და ათვისების უნარი განსაზღვრავს და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. გავიწვევთ თუ არა ადამიანებს ჯარში და იარაღს დავაკავებინებთ თუ არა ხელში, ამით ჩვენი თავდაცვისუნარიანობა არ იცვლება.
– თქვენ ხართ ნამყოფი ჯარში?
– არა.
– „ყარაული“, როგორც თქვენ მოიხსენიებთ, ბევრისთვის შეურაცხმყოფელი სულაც არ არის, ესეც წვრთნის ერთ-ერთი ნაწილია. ცხრაჯერ სროლაც ცოტაა, აჯობებდა, ასჯერ გაესროლათ, ამაზეც ვთანხმდებით, მაგრამ ელემენტარული რაღაცების სწავლა ხომ მნიშვნელოვანია?
– ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ის, რასაც თავად გადავწყვეტთ. თუ არ მინდა, ვიცოდე იარაღის ხელში დაჭერა, მაშინ მაქვს უფლება რომ არ ვიცოდე. თუ ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამისთვის ბიუჯეტში შეგვაქვს ფული. ჩემი ნება არის იარაღის გამოყენების სწავლაც და ქვეყნის დაცვაც, ამაში სხვა არ უნდა ჩაერიოს.
ასე, შეგვიძლია, გადასახადების გადახდაზეც უარი ვთქვათ და კიდევ ბევრ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე. გვქონდეს თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი უფლებები და უგულებელვყოთ ვალდებულებები. არა მგონია, ვინმეს სიამოვნებას ანიჭებდეს გადასახადების გადახდა.
– სახელმწიფო იმისთვის გვჭირდება, რომ დაგვიცვას და არა პირიქით.
– თუმცა ეს ხომ ორმხრივი პროცესია?!
– სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას ერთმანეთის აგრესიისაგან – იქნება ეს პოლიციის, იუსტიციის თუ სასამართლოს ძალით. მან, ასევე, უნდა დაგვიცვას გარე საფრთხეებისაგან. ამ სახელმწიფოს წარმოვადგენთ ჩვენ და ჩვენი გადასახადებით ვაფინანსებთ ჩვენივე უსაფრთხოებას, ეს ჩვენი ვალდებულებაა. მაგრამ არავინ უნდა გვაიძულოს ჩვენი სურვილის უგულებელყოფით გავხდეთ პოლიციელი, ექიმი თუ ჯარისკაცი.
– აქ ერთწლიან სამსახურზეა საუბარი.
– არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ წელზეა საუბარი. პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს იცავს ერთმანეთის აგრესიისგან. ჯარი მოქალაქეებს იცავს გარე აგრესიისაგან. ჩვენ არავინ უნდა განგვისაზღვროს, რა უნდა ვაკეთოთ. თუმცა, შეიძლება, ჩვენი ჯიბიდან გარკვეული თანხა ამოიღონ იმისთვის, რომ ჩვენივე უსაფრთხოება იყოს დაცული.
– ამ ლოგიკით, ამაზეც შეგვიძლია ვიდავოთ. მით უმეტეს, თუ საჯარო სამსახურში არ ვმუშაობ.
– კი. ამაზეც შეგვიძლია, ვიდავოთ, მაგრამ გადასახადის გადახდა თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად, ანუ ჩემივე უსაფრთხოების დასაცავად, გაცილებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე ის, რომ ხელი მომკიდონ, ერთი წელი ჯარში წამიყვანონ და განმიცხადონ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. თუმცა, პირადად ჩემთვის, რაც ნაკლები გადასახადი იქნება, უკეთესია.
– ესეც პიროვნული შეფასების საგანია. თქვენთვის, როგორც მამაკაცისთვის, შეიძლება სამხედრო სამსახური  უფრო დიდი ბოროტებაა. ჩემთვის, როგორც ქალისთვის – გადასახადები. მაგრამ თუ ასე, მხოლოდ თითოეული ინდივიდის კომფორტზე მორგებული ლოგიკა გვექნება, სადამდე მივალთ?
– იქამდე, რომ ადამიანის თავისუფლება მაქსიმალურად დაცული იქნება. დავუშვათ, თუ არ გვექნება ფული იმისთვის, რომ გვყავდეს სახელმწიფო პოლიცია, ადამიანები დაორგანიზდებიან და თვითონ დააფინანსებენ საკუთარ უსაფრთხოებას, შეიქმნება კერძო პოლიცია. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობაა. პრაქტიკულად, დღეს საქართველოში, ჯარისა და პატრიოტიზმის სახელით ადამიანებს იყენებენ ყარაულებად იმისთვის, რომ დაზოგილი ფული ჩინოვნიკებმა ჩაიდონ ჯიბეში. პარლამენტის150 წევრიდან, არცერთის შვილი არ ყოფილა ჯარში. არც მინისტრების შვილები ყოფილან იქ, იმიტომ რომ ჯარში მხოლოდ ღარიბები მიდიან, ისინი, ვისაც არ აქვს სწავლის საფასურის გადახდის საშუალება, მოსაკრებლის გადახდის საშუალება, არ ჰყავს ნაცნობი კომისართან და ვერ გაასწრო ამ ქვეყნიდან. ვისაც ჯარში არ უნდა და სხვა საქმეს აკეთებს, მათ ნუ ვაიძულებთ ვიღაცების ხუშტურისთვის თავიანთი ცხოვრების ერთი წელი დაკარგონ. ჩვენ გვყავს თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურიდან  მღვდელმსახურად ნაკურთხი ადამიანი ერთი მარტივი მიზეზის გამო, მას იწვევდნენ ჯარში. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს იწვევდნენ ჯარში – ეს სასაცილოა.
– მაღალჩინოსანი თუ იყო, რა პრობლემა იქნებოდა გადავადება. ხომ თქვით, რომ ღარიბებს არ შეუძლიათ ამისთვის თავის არიდებაო.
– ისე მოხდა, რომ მან, სხვებისგან განსხვავებით, ვერ ჩააწყო საქმე უფროსთან.
скачать dle 11.3