რით იქნება გამორჩეული სილამაზისა და სტილის სახლი „ბელეცა“ და როგორ გაანებივრებს ის მომსახურების საუკეთესო ხარისხით თავის მომხმარებელს » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№12 რით იქნება გამორჩეული სილამაზისა და სტილის სახლი „ბელეცა“ და როგორ გაანებივრებს ის მომსახურების საუკეთესო ხარისხით თავის მომხმარებელს

„არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც რწმენა იმისა, რომ ის ლამაზია!“ – ამბობდა სოფი ლორენი. იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, ქალებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, სწორად შევარჩიოთ სივრცე, სადაც ჩვენს გარეგნობაზე პროფესიონალები იზრუნებენ, შეგვიქმნიან კომფორტს და სტილს, რომელიც  უფრო თავდაჯერებულებს  და მომხიბვლელებს გაგვხდის.  ყველა ქალს აქვს სურვილი, იგრძნოს საკუთარი განსაკუთრებულობა. სწორედ ეს გაითვალისწინეს სილამაზისა და სტილის სახლ „ბელეცას“  დამფუძნებლებმა.  „ბელეცა“ სულ ახლახან გაიხსნა ფალიაშვილის 65-ში   და  უკვე მოიპოვა   როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების ნდობა.    
ჩვენ გვიყვარს შედეგი, რომელსაც ვჩუქნით ჩვენს მომხმარებლებს, – ამბობს „ბელეცას“   დირექტორი  მაია კიკილაშვილი: ჩვენი სილამაზისა და სტილის   სახლი „ბელეცა“ მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო სერვისს და პრემიუმ კლასის  პროდუქციას იმისთვის, რომ  განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ. აქ ყველფერია იმისთვის, რომ გარეგნობაზე ზრუნვა კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცებისთვის.
თავიდანვე გადაწყდა, რომ „ბელეცას“ მთელი კოლექტივი იმუშავებდა პრინციპით – დავხმარებოდით ადამიანებს საკუთარი, განუმეორებელი სტილის პოვნაში. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ „ბელეცაში“ მოსულმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ჩვენთვის  მნიშვნელოვანია „ბელეცას“ თითოეული ვიზიტორის სურვილისა და მოლოდინების გამართლება.
– „ბელეცას“ განსაკუთრებულობა მხოლოდ ლამაზ, კომფორტულ გარემოში, პროფესიონალების ოსტატობასა და სრულყოფილ სერვისებშია?
– რა თქმა უნდა, არა.  ჩვენ  ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ძალიან მაღალი ხარისხით მიიღწევა ის კომფორტი, რომელსაც მომხმარებელი სილამაზის სალონისგან ელოდება. გვინდა, „ბელეცას“ დახმარებით სილამაზე  ერთეულების  ფუფუნება არ იყოს და ის თითოეული ჩვენგანის რეალობად იქცეს. „ბელეცაში“ მოსული მომხმარებელი იგრძნობს, რომ ჩვენ მისი სურვილების რეალიზებაზე ვართ ორიენტირებულები. ზოგჯერ მან არ იცის, რა უნდა, მაგრამ რაღაც ახლის მოთხოვნილება აქვს. ჩვენი მთელი პერსონალი პროფესიონალებით სწორედ იმიტომ დაკომპლექტდა, რომ ასეთ მომხმარებლებს საკუთარი, ახალი და ეფექტური სტილი შეუქმნას.  „ბელეცას“  სტილისტები, დერამტოკოსმეტოლოგი, ლაზეროთერაპევტი... ყველა პროფესიონალია მრავალწლიანი გამოცდილებით.   გვაქვს  თანამედროვე ტექნოლოგიები,  ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და ჩვენი  თანამედროვე  აპარატურა იმის გარანტია, რომ ყველა მომხმარებელი საუკეთესო სერვისს მიიღებს.
– დღეისათვის არასასურველი თმის მოშორების საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანია.  „ბელეცამ“  კი გადაწყვიტა საუკეთესო შესთავაზოს თავის პაციენტებს. რას გვეტყვით თქვენს ალექსანდრიტის  ლაზერზე?
– ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია სხვადასხვა სისტემებს შორის  იპოვოს ის განსხვავება, რაც  სწორედ მისთვის იქნება უნიკალური. ჩვენი ახალი, ალექსანდრიტის ლაზერის სისტემა, შეიქმნა სპეციალურად ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც რევოლუციურია ლაზერული  მეთოდით თმის მოცილებაში. ეს არის არასასურველი თმის მოცილების ყველაზე ეფექტური საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე თხელ, წვრილ  და ქერა  ფერის თმას ეხება. არც ერთ სხვა სისტემასა და სხივის ტალღის სიგრძეს არ შეუძლია,  ასეთ  შედეგს მიაღწიოს.  ახლა უკვე რეალობაა უმკურნალო მუქი ტიპის კანს,  ან ღია და თხელი ტიპის თმას. ხარისხსა და კომფორტს თითოეული პაციენტი საკუთარ თავზე გრძნობს. აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურაა და არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. გარდა ამისა, საკმაოდ ხელმისაწვდომია –  ვგულისხმობ პროცედურის ფასს.
– კიდევ რას სთავაზობთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ  გარეგნობაში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს და ეფექტურად გამოიყურებოდეს?
– „ბელეცას“ მთავარი უპირატესობა არის ის, რომ აქ ყველა სერვისი, რომელიც გარეგნობის უკეთესობისკენ შეცვლაში გვეხმარება, ერთ სივრცეშია თავმოყრილი. კომფორტს ქმნის ხარისხი და ჩვენც ხარისხზე   ვართ ორიენტირებული, რასაც „ბელეცაში“  მოსული თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს. გვაქვს რუჯისა და მასაჟის ოთახი, სადაც შესაძლებელია  მთელი სხეულის კორექცია ყოველგვარი ინვაზიური მეთოდების გარეშე. პროფესიონალი დერმატო-კოსმეტოლოგი შეგირჩევთ თქვენთვის ეფექტურ სახის კანის  გამაახალგაზრდავებელ  პროცედურებს.  ვიპ-ზონა განკუთვნილია განსაკუთრებული კომფორტის მოყვარული მომხმარებლისთვის. გვყავს საუკეთესო სტილისტები, მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტი, რუჯის ოთახი...
– არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი სტილისტების შესახებ, ისინი მათი განსაკუთრებული ხედვისა და პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩიეთ?
– დიახ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ხედვა აქვს სტილისტს, რომელმაც უნდა შეგირჩიოთ ვარცხნილობა და თმის ფერი. თმა ჩვენს გარეგნობაში ერთ-ერთი მთავარი დეტალია. ის უნდა იყოს ძალიან მოვლილი და ჯანსაღად გამოიყურებოდეს. სტილისტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ მხრივ, „ბელეცას“ სტილისტები ნამდვილი ჯადოქრები არიან (იღიმის).
„ბელეცას“ მომხმარებლებს საუკეთესო სერვისთან ერთად საჩუქრებიც ელით. გვაქვს სხვადასხვა ბენეფიტები, ფასდაკლების ვაუჩერები, სასაჩუქრე ბარათები, აქციები, ულიმიტო ჩაი, ყავა, წვენები და რაც მთავარია, ნებისმიერი კლიენტი ჩვენთვის განსაკუთრებულია და თითოეულზე განსაკუთრებულად  ვიზრუნებთ.

ფალიაშვილის #65 – „აქ თქვენი სილამაზე იქმნება“!
ტელ.: 2 14 14 18.
скачать dle 11.3