კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 პინოლანი – ფიჭვის მტვერი უნიკალური სასარგებლო თვისებებით თქვენი ჯანმრთელობისთვის

თათია ფარესაშვილი თამარ ჩხენკელი

ფიჭვის მტვრის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. მეცნიერები, მედიკოსები, ბიოლოგები ერთხმად ადასტურებენ, რომ ფიჭვის მტვრის მიღებით შესაძლებელია სრულად დავაკმაყოფილოთ უჯრედები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დეფიციტური ბუნებრივი ელემენტებით. დიდი ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ჩინეთში, კანადაში, საფრანგეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში, ფიჭვის მტვერი შეუცვლელი გახდა. მისი გამოყენების შედეგად საგრძნობლად იზრდება  სხეულის ამტანობა და რეაქცია, გონების კონცენტრაციის უნარი, სწრაფად ხდება დახარჯული ენერგიის აღდგენა. საქართველოში წარმოებული „პინოლანი“ – ფიჭვის მტვერი კაფსულებში არის გამოცდილი საშუალება, რომელიც ქართულ ბაზარზე წლებია, რაც დამკვიდრდა.  მომხმარებლები აღიარებენ მის საუცხოო შედეგს და ეფექტურობას.  „პინოლანის“ უნიკალური თვისებების შესახებ პროფესორ ნინო ჯანდიერს გავესაუბრეთ.
ნინო ჯანდიერი:
„პინოლანი“ ბუნებრივ ნივთიერებათა დაბალანსებული ნაერთია, რომელსაც მეტოქეობას დღემდე ცნობილი ვერც ერთი  მცენარეული პროდუქტი ვერ უწევს. თანამედროვე ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის მაღალი სტანდარტის მიუხედავად, არ არსებობს ისეთი მაღალტექნოლოგიური  ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია ფიჭვის მტვრის მსგავსი უვნებელი სამკურნალო ნაერთის შექმნა. ფიჭვის მტვერი დაფასოებულია კაფსულებში ევროპული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. მეცნიერულად დასაბუთებული დოზირება, შეფუთვის ხელსაყრელი ფორმა და შენახვის სტერილური პირობები პრეპარატს უნარჩუნებს უნიკალურ თვისებებს და ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. ფიჭვის მტვერი მოპოვებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, 1 300-1 500 მეტრ სიმაღლეზე, დამუშავებულია სპეციალური ტექნოლოგიით და არის 100%-იანი სისუფთავის. „პინოლანის“ შემადგენლობაში შედის იდეალურად დაბალანსებული 200-ზე მეტი ბიოაქტიური საკვები ნივთიერება, რაც ამაღლებს ადამიანის საერთო ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას.
– რა შემთხვევებში გამოიყენება „პინოლანი“ და რისთვის არის სასარგებლო?
– „პინოლანი“ საკმაოდ მრავალმხრივი საშუალებაა: კურნავს სასუნთქი გზების დაავადებებს, ეფექტურია ქრონიკული ბრონქიტისა და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს, აწესრიგებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ინსულტის რისკს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ხელს უწყობს მახსოვრობისა და მხედველობის შენარჩუნებას, აწესრიგებს ენდოკრინულ სისტემას, წარმოადგენს პროსტატის მკურნალობის ეფექტურ საშუალებას, აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობას. პინოლანი ებრძვის სიმსივნური პროცესების წარმოშობას და განვითარებას, არეგულირებს ნივთირებათა ცვლას; აუმჯობესებს კანის, ფრჩხილების, თმის მდგომარეობას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დოპინგის კონტროლის ცენტრის მიერ მისი მიღება ნებადართულია სპორტსმენთათვის, საქართველოს  ოლიმპიური ნაკრების წევრები რეგულარულად მოიხმარენ „პინოლანს“ ენერგიის აღსადგენად.
– როგორია  პინოლანის მიღების წესი და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე?
– 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „პინოლანის“ მიღება გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმი განიცდის ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტს. „პინოლანის“ მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც.  მოზრდილთათვის – ერთი კაფსულა ორჯერ დღეში, ჭამის დროს. ქრონიკული დაავადებებისას და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას დაშვებულია დოზის გაზრდა – სამი კაფსულა სამჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს სამ თვეს.  ბავშვებში „პინოლანის“ მიღება დასაშვებია 2 წლის ასაკიდან, ერთი კაფსულა – ერთხელ დღეში. გაიცემა რეცეპტის გარეშე, არ გააჩნია უკუჩვენება.
„პინოლანის“ შეძენა შეგიძლიათ მწვანე აფთიაქში, რომელიც მდებარეობს თბილისში კოტე აფხაზის ქ. N53  (ყოფილი ლესელიძე)  ტელ.:  272 43 55.  ასევე, მოქმედებს საკურიერო მომსახურება.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონებზე:
ტელ: 599 56 14 70;   599 44 57 77.
www.Pinolan.ge
Facebook:  პინოლანი-ფიჭვის მტვერი

скачать dle 11.3