კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ დასაჯა მამაკაცმა 21 წლის გოგონა, მასზე ძალადობის დროს გაწეული წინააღმდეგობისთვის და როგორ აღასრულა საკუთარი ხელით სამართალი მსხვერპლის ავღანეთიდან დაბრუნებულმა ძმამ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„ლიკა ნატრიაშვილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს. პატიმრობის პირველი დღიდანვე ვერ აიტანა  ციხის მძიმე ცხოვრება. მან ხომ შრომის მეტი არაფერი იცოდა. თბილისი პირველად სატუსაღოს ჭუჭრუტანიდან ნახა. ციხეში მოხვედრა მისთვის ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა. ერთხელ მითხრა, ამას ვერ გადავიტანო. მძიმე დეპრესია დაემართა და ფსიქოთროპული წამლებით დაუწყეს „მკურნალობა“.
იჯდა სკამზე ჩაფერფლილი და თავისთვის ბუტბუტებდა, ღვთის გულისათვის ნუ მასმევთ ასეთ წამლებს, ცუდად ვარო. დახმარების ნაცვლად, კარცერში მიჰყავდათ, ზეწრებით კოჭავდნენ, სცემდნენ, მერე კი, ფსიქოთროპული ინიექციისგან გათიშულს, ბეტონის იატაკზე შიშველს აგდებდნენ.
ხან მთავარ ექიმთან დავრბოდი, ხან ციხის უფროსთან, რატომ კლავთ ამ საცოდავს, რა დაგიშავათ-მეთქი, მაგრამ იქ დანდობა არ იციან... ლიკამ სამი წელი კარცერში გაატარა, ცივ ბეტონზე გდებისგან დაავადმყოფდა. გოგონას ყველა ქალური ორგანო ამოაჭრეს. ბევრი ველაპარაკეთ უფროსმა ქალებმა, ვუთხარით, რომ ციხეზე საშინელი რამეებიც არსებობდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. მითხრა, ამ ტვირთით (ნაციხარის სახელს გულისხმობდა) ვერ ვიცხოვრებო. ეს იყო ერთადერთი გოგონა, რომლისგანაც ერთ უხამს სიტყვას ვერ გაიგონებდით ვერც მაშინ, როცა ტკივილით იკრუნჩხებოდა და ექიმებს ემუდარებოდა, კარცერში მაინც ნუ წამიყვანთო; ვერც მაშინ, როცა ლანძღავდნენ, აგინებდნენ და სცემდნენ. ნეტავ გენახათ, როგორი ზიზღით ამბობდნენ ექიმები, ეს კიდევ გათიშული გდიაო. მიუხედავად ამისა, ლიკას საყვედურიც არ დასცდენია. ერთ დღესაც უთხრეს, „სვაბოდაზე“ გადიხარო და ვითომ შიზოფრენიის იძულებითი მკურნალობის მიზნით ქვიტირის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ თვეში ლიკა ნატრიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე“.
ეს ყოფილი პატიმრის, ჟურნალისტ ნანა სულავას დღიურებიდან ამონარიდია, რომელიც წლების წინ პრესაში გამოქვეყნდა.  
დავით ნემსაძე (საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე): ამ ამბის შესახებ ემიგრანტმა ქალბატონმა ლეილა ჯიჯიაშვილმა და ინგლისის დედოფლის არმიის თადარიგის ოფიცერმა არან როტერმა გამაგებინა, რომელიც ახლა ციხეებში ჯარისკაცების მონახულების მისიითაა დაკავებული. ამ საქმიდან კარგად ჩანს, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს არასწორად გამოტანილმა განაჩენმა. თადარიგის სერჟანმტმა, დავით მახარეიშვილმა, რომელიც ავღანეთის ომის ინვალიდია და ახლა ჩემი ორგანიზაციის წევრია, მითხრა, რომ გაესაუბრებოდა იუზა ნატრიაშვილს, რომელიც ამ ისტორიის მთავარი გმირია და შეეცდებოდა მისი შემდგომი რეაბილიტაციისთვის ჩემთან დაეკავშირებინა. დავითი მას კარგად იცნობს და ამიტომ გადაწყვიტა ჩვენი დაკავშირება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იუზა ნატრიაშვილი თავად შემეხმიანა და მის ცხოვრებაში მომხდარი საზარელი ამბის დეტალები მომიყვა. ყოფილმა ჯარისკაცმა ღირსეულად მომმართა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც წერდა, რომ ამაზე საუბარი არ სურდა, მაგრამ იძულებული იყო. ამბავი სულისშემძვრელია. იუზა ნატრიაშვილი 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი იყო. მე ხელზე მაქვს საქმის დოკუმენტები და არამცთუ მკვლელობა და ამგვარი სასტიკი დანაშაული, არამცთუ ადმინისტრაციული სასჯელი, არამედ სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არ მიუღია სამხედრო სამსახურის დროს. უბედურება, რომელიც მის ოჯახში დატრიალდა ნაციონალების მმართველობის დროს მოხდა. მისი და – ლიკა ნატრიაშვილი, 21 წლის გოგო, საკუთარ სოფელში, საკუთარ სახლში იყო, როდესაც მასზე მეზობელმა სექსუალური ძალადობა სცადა. ამ გოგონამ მოძალადისგან თავი ხელში მოხვედრილი პურის საჭრელი დანით დაიცვა, რომლითაც რეალურად ხელზე უბრალო ნაკაწრი მიაყენა. იმის მაგივრად, რომ ამ დანაშაულის გამო გენადი გუბელაძე დასჯილიყო, რომელიც გოგონას ავიწროებდა, ადგა და პირიქით, იქით უჩივლა ლიკა ნატრიაშვილს, რომელზეც სექსუალურად ძალადობდა. პროკურორმა, იმის მაგივრად, რომ საქმის დეტალური გამოძიება დაეწყო და გაეგო, რა მოხდა სინამდვილეში,  ლიკა ნატრიაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას ლეგალიზება მისცა და გოგონა ქალთა კოლონიაში დაატუსაღეს. დაიჭირეს იმის გამო, რომ თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების გარემოება საერთოდ არ გაითვალისწინეს. ვინ იყო ლიკა ნატრიაშვილი? მას არ ჰყავდა სამართლებრივი მექომაგე, რომელიც დაიცავდა, თუნდაც, ელემენტარულ დონეზე. ამიტომ საქმე მარტივად „შეიკერა“ და ანგელოზივით გოგო მოძალადის სტატუსით გაუშვეს ციხეში. მოძალადის მაგივრად მსხვერპლი დაისაჯა, იმისთვის, რომ თავს იცავდა ძალადობისგან.
– ამ ამბავს აუცილებლად შეიტყობდნენ მისი ახლობლები, მეზობლები, სოფელი. როგორი იყო რეაგირება მათი მხრიდან?
– რა უნდა ექნათ, გაჭირვებული ნატრიაშვილები რას გახდებოდნენ სააკაშვილის მგელ პროკურატურასთან?
– იმ ადამიანმა ჩვეულებრივ გააგრძელა იმ სოფელში ცხოვრება?
– კი. ცხოვრება და რეალიზება. იმ საზოგადოებისგან დაგმობილი იყო, მაგრამ ეს კმარა? მის გამო ლიკა ქალთა კოლონიაში მოხვდა, სადაც ძალიან კარგად იცით, სააკაშვილის დროს როგორც ექცეოდნენ პატიმრებს.
ამ დროს, როცა ნატრიაშვილების ოჯახში ასეთი ტრაგედია ტრიალებდა და 21 წლის გოგოს სიცოცხლე არაადამიანის და პროკურორის დანაშაულს ემსხვერპლა, მისი ძმა, იუზა ნატრიაშვილი, ქვეყანას ემსახურებოდა ღირსეულად და პატიოსნად. ის წასული იყო ავღანეთში, ეგრეთ წოდებულ, მისიაში, სახელმწიფო ინტერესის დასაცავად. შეიძლება, საზოგადოების ყველა წევრმა არა, მაგრამ ვინც სამხედროა, მან ნამდვილად იცის, დახურულ სივრცეში რამხელა ფსიქოლოგიური რყევები მიმდინარეობს, როცა შენს ოჯახში ასეთი საშინელება ხდება – დას გიკლავენ, მით უმეტეს, იმ სახელმწიფოს სახელით, რომელსაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავ. ეს არის რეფრენი, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება, იმ დონეზე შეირყეს, რომ ავტომატს მოკიდოს ხელი და დედაბუდიანად გაანადგუროს ყველა. ასეთ უბედურებებს იცნობს სამხედრო ფსიქოლოგიის ისტორია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იუზა ნატრიაშვილი იმ დონის პატრიოტი ბიჭი აღმოჩნდა, რომ ამხელა უბედურების საკუთარ გულში დამარხვა მოახერხა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საკუთარი ოჯახისგან ასეულობით კილომეტრებს მოშორებული იყო. მერე ჩამოვიდა და მკვლელს მიაკითხა. მკვლელს იმიტომ, რომ გენადი გუბელაძე ნამდვილი მკვლელია პროკურორთან ერთად. მიაკითხა და სათანადოდ მოექცა. საკუთარი დის, ლიკა ნატრიაშვილის გამაუბედურებელ-შეურაცხმყოფელს ასზე მეტი ჭრილობა მიაყენა დანით. ფაქტობრივად, ღორივით დაკლა.
მე იუზა ნატრიაშვილს მკვლელს ნამდვილად ვერ დავუძახებ ერთი პატარა მიზეზით: ის იყო ჯარისკაცი, ჩამოვიდა საკუთარ სამშობლოში, თავი იგრძნო შეურაცხყოფილად და თვითონ აღადგინა სამართალი. ამ კომენტარს აკეთებს გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე და მე მას ვეთანხმები. ძალიან ცუდია, როცა მოქალაქე საკუთარ თავზე იღებს სამართლის აღსრულებას, ეს შემზარავი ფაქტია, მაგრამ შემზარავია, იმიტომ რომ სახელმწიფო არ დგას ეროვნული ღირსების დაცვის სადარაჯოზე. ასი ჭრილობა მიაყენა საკუთარი დის მკვლელს და ღორივით დაკლა, მაგრამ ზურგში არ დაურტყამს. იმ სახელმწიფომ კი, რომლისთვისაც ავღანეთში იბრძოდა, ჯერ და მოუკლა და მერე ზურგში დაარტყა დანა. ნატრიაშვილი მკვლელობის შემდეგ არსად გაქცეულა, ჩაბარდა და ეგრეთ წოდებული, დანაშაული აღიარა. ცხრა წელი მიუსაჯეს და ხუთი წელი მოიხადა. ახლა გამოუშვეს და ოთხი წელი პირობითი დაუტოვეს. ოთხი წელი პრობაციაში უნდა ირბინოს და სამოქალაქო ცხოვრებას სრულფასოვნად ვერ უნდა დაუბრუნდეს. ვერ უნდა იფიქროს სამსახურზე, რეალიზებაზე და სამხედრო სამსახურზე, ხომ, ზედმეტია საუბარი. მას მხოლოდ მშობლები დარჩა, რომელსაც სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს მას შემდეგ, რაც მათი შვილი ციხიდან გამოვიდა.
скачать dle 11.3