კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ვინ და როგორ გაძარცვა პირველი კერძო ბანკი თბილისში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ეს კრიმინალური ისტორია „პერესტროიკის“ დროს მოხდა. მასში ნახსენები პირების ვინაობა შეცვლილია და ვინმესთან მათი მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

                                 გრანდიოზული ძარცვა

43 წლის უშანგი ხოფერია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საბჭოთა კავშირში კერძო შემნახველი ბანკი დააარსა. ეს დაწესებულება ორთაჭალაში მდებარეობდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავდა. იყო ორსართულიანი, მიწაში კი მყარი, იმ პერიოდისთვის თანამედროვედ აღჭურვილი ბუნკერი ჰქონდა, რომელსაც საცავად ხმარობდნენ. შენობას ოთხი შეიარაღებული მილიციელი იცავდა. მთავარი კი ის იყო, რომ ეს კერძო ბანკი იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე დაცვის ელექტრონული სისტემით გახლდათ აღჭურვილი. ეს სისტემა 1988 წლის 16 იანვარს კოოპერატივმა „სირენიუმმა“ დაამონტაჟა. ზუსტად ექვსი თვის შემდეგ კი – 1988 წლის 16 ივლისს, ბანკი პირწმინდად გაიძარცვა. შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას, ოთხივე მცველი დაძინებული დახვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოიყენეს სპეციალური პულვერიზატორი, რომელიც ოთხი საათით თიშავდა ადამიანს. სასიგნალო სისტემა გამართულად მუშაობდა და როდესაც დილის 8 საათზე, ხოფერიას მოადგილემ ანზორ ჯაშმა, დაძინებული მცველები აღმოაჩინა, უპირველესად, საცავი შეამოწმა და იქაურობა პირწმინდად „გასუფთავებული“ დახვდა. ბანკის მეპატრონემ, უშანგი ხოფერიამ კი განაცხადა, რომ წაღებული იყო 920 ათასი მანეთი, 57 ათასი დოლარი და 65 ათასი გირვანქა სტერლინგი. იმ პერიოდში, ეს იყო უზარმაზარი თანხა, თავად დანაშაული კი, გრანდიოზული ძარცვის რანგში გადიოდა. ამიტომ ამ საქმეს პროკურატურა და მილიცია ერთად იძიებდნენ.

                                                                          კვალი

თავდაპირველი ეჭვი გამოძიებამ მორიგე მილიციელებზე მიიტანა. ოთხივე სათანადოდ „დაამუშავეს“, მაგრამ მათი უდანაშაულობა ეჭვს არ იწვევდა და გაუშვეს. შემდეგ, კოოპერატივ „სირენიუმს“ მიადგნენ და გაირკვა, რომ მერაბ კოვზირიძე, ლომერ გუჩუა და კახი ლოსაბერიძე, ანუ ის თანამშრომლები, რომლებმაც ბანკში სასიგნალო ელექტრომოწყობილობა დაამონტაჟეს, ჯერ კიდევ მარტში საკუთარი განცხადებით წავიდნენ სამსახურიდან. კადრების განყოფილებაში მათი ბინის მისამართები რომ მოიძიეს, აღმოჩნდა, ყალბი იყო. სამაგიეროდ, კადრების განყოფილებაში არსებული ფოტოებიდან დადგინდა, რომ კოვზირიძე, გუჩუა და ლოსაბერიძე, შესაბამისად, ანდრო მიქაუტაძე, ბეჟან მონიავა და კოტე გურული იყვნენ. სამივე არაერთგზის ნასამართლევი გახლდათ თაღლითობისა და ქურდობისთვის. მცველების ჩვენებით, მათი აღწერილობა დაემთხვა და სამივეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მილიცია მათ ინტენსიურად ეძებდა, ისევე, როგორც ბანკის მეპატრონე უშანგი ხოფერია...
ხოფერია მძარცველების მიგნების მიზნით, ავტორიტეტულ კანონიერ ქურდს, ომარ ქაჯაიას, მეტსახელად „პლატოს“ შეხვდა და უთხრა:
– თუკი მათ მომიძებნი და შემახვედრებ, მთელი ფული ერთმანეთში გაიყავით და მე კაპიკიც არ მინდა. მხოლოდ სამკაულების კოლექცია დამიბრუნონ, რომელსაც ვერ გაყიდიან და მე კი დიდ შარში ჩავვარდებიო.
„პლატო“ მძარცველების ძებნას შეუდგა და „შავ სამყაროში“ ხმა დააგდო, ქურდული „ობშჩიაკი“ იყო დასაბრუნებელიო, რაც ყველა პატიოსანი „შავის“ მოვალეობას წარმოადგენდა. მანვე თქვა, რომ თუკი მძარცველები უკლებლივ ყველაფერს არ დააბრუნებდნენ, სამივე „ბოზად“ გამოცხადდებოდა. ეს კი სიკვდილზე მეტს ნიშნავდა „შავისთვის“. თუმცა, მიმალულები ყურსაც არ იბერტყავდნენ და „ფსკერზე“ იწვნენ. მიუხედვად ღრმა კონსპირაციისა, „პლატოს“ ერთმა ახალგაზრდა კოლეგამ, ქურდის ტიტულის მაძიებელმა 24 წლის ზურაბ ხომერიკმა, ანდრო მიქაუტაძის კვალს მიაგნო და ამის შესახებ ქაჯაიას აცნობა.
                                                                  დიდი დაპატიმრება

მართალია, 1988 წლის ცხელი ზაფხული იდგა და უზარმაზარი საბჭოეთი უფსკრულისკენ მიექანებოდა, მაგრამ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები ჯერ კიდევ გამართულად მუშაობდნენ. მათ „შავებში“ კარგად ორგანიზებული აგენტურული ქსელი ჰქონდა. სწორედ ერთ-ერთმა აგენტმა შეატყობინა მილიციას, რომ „პლატომ“ მიქაუტაძის კვალს მიაგნო და მის მონახულებას აპირებდა. როდესაც ქაჯაია, უშანგი ხოფერია და ექვსი „შავი“ კუნთმაგარი ახალგაზრდა მიმალულ მიქაუტაძეს გორში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ესტუმრა „დასაკაჩავებლად“ და ნაძარცვის წამოსაღებად, მათ მილიციის ოპერატიული ჯგუფი თავზე წამოადგა. დააკავეს ყველა, მათ შორის, დაზარალებული უშანგი ხოფერიაც და დაკითხვაზე მილიციაში გადაიყვანეს. თავდაპირველად, მიქაუტაძე ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, როცა მის „დამუშავებას“ შეუდგნენ, მან ყველაფერი აღიარა და მილიციას უთხრა: ბეჟან მონიავა და კოტე გურული კრასნოდარში გაემგზავრნენ ძვირფასეულობის გასაყიდადო.

                                                              რომანოვების საგანძური

თავდაპირველად, მილიციელებს უშანგი ხოფერიას გათავისუფლება უნდოდათ, რადგან ის დაზარალებული იყო. მაგრამ, როდესაც საქმეში ძვირფასეულობა „ამოტივტივდა“, რომლის დაკარგვის ფაქტი ხოფერიამ მილიციას დაუმალა, დაზარალებული ბანკირი საკანში შეაბრუნეს.
1988 წლის 27 ივლისს კრასნოდარში ბეჟან მონიავა და კოტე გურული დააკავეს. ტყავის ჩანთაში მათ ძვირფასი სამკაულები უპოვეს, რომლებიც 21 ნივთისგან შედგებოდა. მათი საერთო ღირებულება იმ დროს მილიონ 425 ათასი დოლარი იყო. დაინიშნა ექსპერტიზა და გაირკვა, რომ ეს, სწორედ ის ძვირფასი სამკაულები გახლდათ, რომელიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის სასახლეში ინახებოდა ლენინგრადის მახლობლად და 1917 წლის 6 დეკემბერს გაქრა.
გამოძიება ახალ ფაზაში გადავიდა. საქმე „კაგებემ“ ჩაიბარა. ხოფერია მოსკოვში, „ლუბიანკაზე” დაკითხეს და მან აღიარა, რომ ეს სამკაულები ბაბუისგან, ესტატე ხოფერიასგან ერგო მემკვიდრეობით. ესტატე ხოფერია ძველი ბოლშევიკი იყო. ზამთრის სასახლის აღებაშიც მონაწილეობდა და სწორედ მან გაიტაცა იმპერატორის საზაფხულო რეზიდენციიდან რომანოვების საგვარეულო ძვირფასეულობათა კოლექციის ნაწილი.
ბაბუის ნაბოძები ძვირფასეულობის შენახვისთვის 1988 წელს უშანგი ხოფერიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ, ის 1993 წელს გათავისუფლდა და თურქეთში გადაიხვეწა. ნაპოვნი სამკაულები კი დღესდღეობით კრემლის „ალმასის ფონდშია“ დაცული.
скачать dle 11.3