კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 სატყუარა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-11(898)



– დაწვრილებით მომიყევით ყველაფერი. არაფერი მომატყუოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილი არ აგცდებათ, – უთხრა მებრძოლმა ჯაბას.
მენაბდემ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი, ბოლოს კი დააყოლა:
– მაგათი სისხლი უნდა დავლიო. მე არაფერი მაქვს დასაკარგავი. ჩემი ცოლ-შვილი მიწაში წევს და მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების სურვილი მამოძრავებს. ამიტომ მოვედი თქვენთან. მზად ვარ, ნებისმიერი დავალება შევასრულო და გარწმუნებთ, რომ არავისზე ნაკლებად არ შევძლებ ამას.
– რაიმე საბრძოლო გამოცდილება გაქვთ?
– დიახ. და საკმაოდ დიდიც. „გრუს“ თადარიგის პოლკოვნიკი ვარ. გსმენიათ რამე „გრუზე“?
– რა თქმა უნდა, მსმენია. კონკრეტულად რას საქმიანობდით „გრუში“?
– დივერსია, გატაცება, ლიკვიდაცია... – თქვა ჯაბამ, – რამდენიმე წელიწადი ავღანეთში ვმსახურობდი. შემდეგ მოსკოვში დავბრუნდი და ჩემს ჯგუფთან ერთად, ზესაიდუმლო დავალებებს ვასრულებდი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში. ბოლოს კი დაგვშალეს და სამსახურის დატოვება მომიწია.
– რატომ დაგშალეს?
– ავღანეთში ერთი მისია უნდა შეგვესრულებინა, მაგრამ ჩავფლავდით. ექვსი კაცი დამეღუპა. დანარჩენებთან ერთად ძლივს გამოვედი იქიდან და ალბათ, ამიტომ, – მხრები აიჩეჩა ჯაბამ და დააყოლა, – შინაურმა გაგვყიდა და ღმერთი რომ არ დაგვხმარებოდა, ვერც ჩვენ გადავრჩებოდით.
– მუსლიმანი ხართ?
– არა, მართლმადიდებელი ქრისტიანი.
– ქრისტიანი ხართ? – ლამის თვალები გადმოუცვივდა მებრძოლს, – მერე და, როგორ გაბედეთ ჩვენთან მოსვლა. ჩვენ, ყველანი აქ, ალაჰის მებრძოლი მუსლიმები ვართ. ქრისტიანები კი ჩვენი მოსისხლე მტრები არიანპ.
– მე თქვენი მტერი არ ვარ და ვთქვი უკვე, რისთვისაც მოვედი აქ, და თუ ეს აუცილებელია, შემიძლია, რჯულიც კი შევიცვალო. თუმცა, სიმართლეს გეტყვით, რომ ამის გაკეთება არ მინდა.
– რატომ?
– თუნდაც იმიტომ, რომ არავინ თქვას, რჯულსა და რწმენას უღალატაო. მე აქ შურის საძიებლად ვარ მოსული და ჩემს მუსლიმ ძმებს დახმარებას ვთხოვ ამაში. აშკარაა, რომ ერთი საერთო მტერი გვყავს, რომელსაც არც ღმერთი სწამს და არც რჯული.
– კეთილი. თქვენ საკითხს უფროსობას მოვახსენებ. ჯერჯერობით კი, მოისვენეთ, ისადილეთ და შეგიძლიათ, დაიძინოთ, – უთხრა ჯაბას მებრძოლმა და ოთახიდან გავიდა.
***
ჯაბას სადილი მიუტანეს და რომ დანაყრდა, დასასვენებლად წამოწვა, თუმცა ძალიან დაღლილი იყო და ჩაეძინა. თვალი რომ გაახილა, მის წინ ის მებრძოლი იდგა, ვისაც პირველად შეხვდა. მან ჯაბას გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
– მე რაშიდი მქვია, ვიცნობდეთ ერთმანეთს.
– ჯაბა მენაბდე, – მიუგო ჯაბამ რაშიდს და ხელი მაგრად ჩამოართვა.
– დანაყრდით?
– დიახ. მადლობა. ცოტა მეძინა კიდეც.
რაშიდმა კი კვლავ გაიღიმა და თქვა:
– გეტყობათ, ძალიან დაღლილი იყავით. თორმეტი საათი გაუნძრევლად გეძინათ.
– რას ამბობთ, მართლა? – გულწრფელად გაუკვირდა ჯაბას.
– დიახ. სწორედ მასეა. ახლა კი ცოტა ვისაუზმოთ და შემდეგ უნდა წავიდეთ. გველოდებიან.
– რაშიდ, რომელი საათია?
– დილის ათი საათი, – სრულიად გარკვევით უთხრა რაშიდმა ჯაბას, რადგან მიხვდა, რომ მას დროის აღქმა დაკარგული ჰქონდა.
საუზმეს რომ მორჩნენ, რაშიდმა  ჯაბას სერიოზული სახით უთხრა:
– ახლა ერთ ადგილზე გველოდებიან და უნდა წავიდეთ, მაგრამ თვალები უნდა აგიხვიოთ და არ გეწყინოთ. ასეთი წესი გვაქვს.
– წესი წესია, – მშვიდად თქვა ჯაბამ და რაშიდს უკან გაჰყვა.
რაშიდმა ჯაბას თვალები შავი სახვევით აუკრა, ხელკავი გამოსდო და ადგილიდან დაიძრნენ. შემდეგ ასიოდე ნაბიჯი გაიარეს, კიბით ჩავიდნენ და კიდევ ოციოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ მანქანით გაემგზავრნენ. დაახლოებით, ათი წუთი იარეს. ბოლოს მანქანიდან გადმოვიდნენ და მიხვეულ-მოხვეულ დერეფნებს გაუყვნენ. ჯაბა მიხვდა, რომ სარდაფში ან ბუნკერში იყვნენ. ამას კი გამოცდილი პოლკოვნიკი სუნითა და სიწყნარით მიხვდა.
– აქ შევჩერდეთ, – თქვა რაშიდმა და ჯაბას სახვევი მოხსნა.
მენაბდემ დაინახა, რომ მართლაც ბუნკერში იყო, რომელსაც ხორკლიანი, სქელი კედლები ჰქონდა. დაკლაკნილი დერეფნის ბოლოს, ათიოდე მეტრში კი დაჯავშნილი, სქელი კარი მოსჩანდა, სადაც ორი შეიარაღებული გუშაგი იდგა. რაშიდმა უხმოდ ანიშნა ჯაბას, – წამომყევიო. კართან რომ მივიდნენ, რაშიდმა გუშაგებს რაღაც უჩურჩულა და ისინი განზე გადგნენ, თან, მძიმე კარი გამოაღეს.
– აი, იქ შედით. გელოდებიან, – უთხრა რაშიდმა ჯაბას და დაჯავშნილი კარისკენ მიუთითა.
ჯაბამ ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, მის უკან კარი მძიმედ მიიხურა. შემდეგ ხუთიოდე ნაბიჯი გადადგა და შეიარაღებულ მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელმაც ჩვეულებრივი ხის კარი გაუღო და ხელით ანიშნა, შედიო. ჯაბა მდიდრულად მორთულ ოთახში აღმოჩნდა, რომელიც ინგლისურ სტილში იყო მოწყობილი. ინკრუსტრირებულ მაგიდასთან გრძელწვერიანი, თეთრ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა, რომელსაც მაგიდაზე ავტომატი ედო და ახალმოსულს კეთილგანწყობილად უცინოდა. ჯაბამ ეგრევე იცნო ჯიმშერ ბუზოღლი, იგივე ჯავად ახმად-შაჰი, მაგრამ გაოცება უნდა გაეთამაშა და კაბინეტის მასპინძელს მიაშტერდა. ბუზოღლი სკამიდან წამოდგა და ჯაბასკენ გაემართა, თან, სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა. ორიოდე ნაბიჯით რომ მიუახლოვდა, შეჩერდა და სტუმარს რუსულად ჰკითხა:
– ვერ მიცანი?
– ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ, მაგრამ ვერ გცნობთ, – რუსულადვე მიუგო ჯაბამ.
– ვერც ახლა მცნობ? – უკვე ქართულად თქვა მასპინძელმა და დაამატა, – მეთხუთმეტე სიმაღლე ხომ გახსოვს?
– ჯიმშერ, შენ?! – თქვა ჯაბამ და თვალები გაუფართოვდა.
– მიცანი, მეგობარო? როგორც იქნა, მიცანი, – თქვა მასპინძელმა ღიმილით. ჯაბამ კი ჩაილაპარაკა:
– კი მაგრამ, შენ და ბიჭები ხომ სპეცოპერაციის დროს დაიღუპეთ ავღანეთში?
– ბიჭები დაიღუპნენ, მე კი – გადავრჩი და როგორც მხედავ, ახლა აქ ვარ.
– ჯიმშერ, ძმაო! – წამოიძახა ჯაბამ და მასპინძელს გადაეხვია.
– ჯაბა, ძმაო! ნუთუ ჩემზე არაფერი გსმენია? – ჰკითხა ჯაბას ჯიმშერმა.
– არაფერი, ძმაო. დაღუპული მეგონე და აბა, რა ვიცოდი, თუ ცოცხალი გადარჩი. თანაც, ათი წელი ციხეში ტყუილად მაყურყუტეს. რუსეთის აგენტობა ამკიდეს.
– ჯაბა, ძმაო, ნუთუ არაფერი გაგიგონია ჯავად აჰმად-შაჰზე, ძებნილ ტერორისტზე, რომელსაც გასანადგურებლად დაეძებენ ამერიკელები, ებრაელები, ფრანგები და ბრიტანელები?
– ეგ, ალბათ, შენ ხარ, ხომ, ჯიმშერ?
– დიახ. სწორედ მე ვარ.
– ნამდვილად არაფერი გამეგონა შენზე. აქამდე არც პოლიტიკა მაინტერესებდა და არც სხვა რამ, ჩემი ბიზნესის გარდა. ტელევიზორსაც კი არ ვუყურებდი. ახლა კი აქ შურის საძიებლად ჩამოვედი და შენ შეგხვდი. საიდან გაიგე, რომ აქ ვიყავი?
– რაშიდმა მითხრა. სიმართლე გითხრა, მე რომ არ გამეგო, შენ იყავი, ჯერ გაწამებდნენ და შემდეგ კი, მოგკლავდნენ. ქრისტიანებს ჩვენ არ ვწყალობთ და, საერთოდ, ყველა მოგზავნილი გვგონია. უკვე ოთხი ჯაშუში გავშიფრეთ ამ ბოლო ორ თვეში და ოთხივეს თავი მოვაჭერით.
– იქნებ, მეც ჯაშუში ვარ? – ირონიით თქვა ჯაბამ.
– არა, – თავი გააქნია ჯიმშერმა, – შენი ამბავი ვიცი. ტელევიზორში ამის მეტს არაფერს ლაპარაკობენ.
– ჰო, – სინანულით თქვა ჯაბამ.
– შენ კი, ალბათ, ჩემი ამბავი არ გეცოდინება.
– რა ამბავი?
– ძმები რომ დამიხოცეს მათ ცოლ-შვილთან ერთად.
– რას ამბობ?! გოჩა და ხვიჩა?
– კი. ეგენი.
– ეჰ, ხომ გითხარი, არც პოლიტიკით ვინტერესდები და არც ტელევიზორს ვუყურებ-მეთქი, თორემ ხომ მეცოდინებოდა.
– ეს ამბავი არ გაბაზრებულა. ერთი სიტყვით, ძალიან ბურუსითაა მოცული. ჩემი ძმები მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. ჩემთან და ჩემნაირებთან, საერთოდ, არანაირი შეხება არ ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელებმა განგებ მოაწყვეს ეს ყველაფერი.
– რატომ განგებ?
– იმიტომ, რომ გამომიტყუონ და მომიხელთონ. რამდენიმეჯერ მომიწყვეს თავდასხმა, მაგრამ ვერ მომკლეს. თავიდან მეგონა, რომ ეს ოპერაცია ქართველებმა ჩაატარეს და თბილისს ფართომასშტაბიანი ტერაქტით დავემუქრე. სამი კაცი მოვუკალი კიდეც. თუმცა, შემდეგ სიმართლე შევიტყვე.
– რა სიმართლე?
– რაც გითხარი – ამერიკელებმა რომ ჩაიდინეს ეს საშინელება. ერთი სიტყვით, საშინელ დღეს გავუთენებ მაგ ნაძირლებს და შენი თავი, მართლაც რომ, ღმერთმა გამომიგზავნა. ვიცი, რომ თავი გადადებული გაქვს და შურისძიება გწყურია. მეც მასეთ დღეში ვარ და მოგანიჭებ ბედნიერებას, რომ ამ ნაძირლებს შენი ცოლ-შვილის გამო აზღვევინო. ახლა კი ჩემთან დარჩები და ერთად მოვემზადებით შურისძიებისთვის.
***
ჯაბა ჯიმშერთან, ბუნკერში დარჩა. თადარიგის პოლკოვნიკმა კარგად იცოდა, რომ მის სხეულში ჩაკერებული ჩიპი არ მოქმედებდა, რადგან ბუნკერში ტალღა იხშობოდა. მენაბდეს არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ჯიმშერ ბუზოღლიმ ნამდვილად ირწმუნა ჯაბას ლეგენდა და რომ ამერიკელებმა აბსოლუტურად ზუსტად გათვალეს ოპერაცია. მენაბდემ იცოდა, რომ თუკი ამერიკელები ჯიმშერის მოხელთებას ვერ შესძლებდნენ, მაშინ ავიაიერიშს გამოიყენებდნენ და „პრიკუპში“ მასაც მიაყოლებდნენ, თუმცა მცირე იმედი მაინც ჰქონდა, რომ ეს ასე არ მოხდებოდა და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
ბუნკერული ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიედინებოდა. ჯიმშერთან ყოველდღე მოდიოდნენ მისი ერთგული მებრძოლები, მისგან მითითებებს იღებდნენ და მიდიოდნენ. ჯაბა თავის მასპინძელს არაფერს ეკითხებოდა, რომ მასში ეჭვი არ აღეძრა. თუმცა, ძალიან აინტერესებდა, თუ რა შურისძიებას გეგმავდა ჯიმშერი ამერიკელების წინააღმდეგ.
ბუნკერში ყოფნის მეშვიდე დღეს, მას მერე, რაც ბუზოღლიმ რაშიდი  გაისტუმრა, ჯაბას უთხრა:
– მოემზადე, ძმაო, ხვალ შურის საძიებლად მივდივართ და შეიძლება, ცოცხლები ვერ გადავრჩეთ, მაგრამ გპირდები, რომ ჩვენი მტრების ჯავრს სრულად ამოვიყრით.
– მე სიკვდილის არ მეშინია. დაე, იყოს ნება ღვთისა. ცოცხლებიც მას ვეკუთვნით და მკვდრებიც.
ჯიმშერს ჯაბას სიტყვებზე გაეცინა და ჰკითხა:
– რატომ არაფერს მეკითხები, არ გაინტერესებს, რა ჩავიფიქრე?
– როცა საჭირო იქნება, თვითონ მეტყვი და ბევრი ყბედობა კი, მე არ მიყვარს.
– მართალი ხარ. შურისძიების შინაარსი სიურპრიზად შემოგინახე, – უთხრა ჯიმშერმა ჯაბას და გაუღიმა.
***
მეორე დღეს ჯიმშერი და ჯაბა, რვა მებრძოლის თანხლებით, ბუნკერიდან გამოვიდნენ. ჯაბას უკვე აღარ ჰქონდა თვალები ახვეული. ყველანი ორ „ჯიპში“  მოთავსდნენ და გაემგზავრნენ. ჯერ დანგრეული ქალაქის ქუჩებში იარეს, შემდეგ კი თვითმფრინავში გადასხდნენ და ჯაბა მენაბდისთვის გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდნენ.
– მოგწონს ჩემი თვითმფრინავი? – ჰკითხა ჯიმშერმა ჯაბას და დააყოლა,–  ერთ არაბს შეიხს ვაყიდინე. რვა მილიონი გადაიხადა.
– მდიდრულად ცხოვრობ, – ღიმილით უთხრა ჯაბამ ჯიმშერს. მან კი სრული სერიოზულობით მიუგო:
– რა ჯანდაბად მინდა სიმდიდრე, ეს თვითმფრინავი სპეციალურად ტერაქტისთვისაა მოწყობილი.
ჯაბას ცუდად ენიშნა და ჯიმშერს ჰკითხა:
– ეგ როგორ?
– როგორ, ჩემო კარგო, და შასის, ანუ ბორბლების, ზემოთ ორი ატომური ბომბის მოთავსება შეიძლება. ჩვენ ასეც მოვიქცევით, შემდეგ კი ნიუ-იორკისკენ გავფრინდებით და ავაფეთქებთ. რას იტყვი, ხომ მაგარია?
– შენ, ალბათ, ხუმრობ, ხომ, ჯიმშერ?
– მეტყობა რამე ხუმრობის? ხომ გითხარი, ამერიკელებს საშინელი დღე უნდა გავუთენო-მეთქი.
– ჰო, მაგრამ აეტომური ბომბის აფეთქება რა საჭიროა ან სად გაქვს ბომბი? ხუმრობ, ხუმრობ...
– სულაც არა. ბომბი უკვე ნიუ-იორკშია. ჩვენმა რუსმა ძმებმა მაცნობეს.
– გაგიჟდი?
– აბა, შენ რა გგონია, ძმაო? – გაეცინა ჯიმშერს, – ტყუილად გაქვს ჩიპის იმედი. ამერიკელებს არაფერი ესმით. უფრო სწორად, ცრუ კვალზე დგანან. ეს ჩიპი ჯერ კიდევ მაშინ ამოგაცალეთ, როცა თორმეტი საათი გეძინა. ახლა გაიგე?
– კი მაგრამ, როგორ მიხვდი, რომ შემოგზავნილი ვარ?
– ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ხომ გაგიგონია. თბილისში ხალხი გვყავს, ვინც ინფორმაციებით გვამარაგებს. შენ კი, ჩემო ძმაო, ჩემთან ერთად მოკვდები. ნიუ-იორკში რომ ჩავალთ, ერთად ავფეთქდებით თვითმფრინავში, ბომბებთან ერთად და ამერიკელებს ჯოჯოხეთის კარს გავუღებთ, – უთხრა ჯაბას ჯიმშერმა. მისმა ხელქვეითებმა კი, ჯაბა გაკოჭეს, რაღაც წამალი გაუკეთეს და გათიშეს.
***
გათიშულ ჯაბას მაშინ გაეღვიძა, როცა თვითმფრინავი ნიუ-იორკის აეროპორტიდან ჰაერში აიწია და ოკეანისკენ აიღო გეზი, რომ წრე გაეკეთებინა და ქალაქში დაბრუნებულიყო. ხელ-ფეხი გაკოჭილი ჰქონდა. სალონში მხოლოდ ჯიმშერი იმყოფებოდა და გაღვიძებულ ჯაბას რომ მოჰკრა თვალი, უთხრა:
– თხუთმეტ წუთში ყველაფერი დასრულდება.
– გაგიჟდი, ჯიმშერ? შეაჩერე ეს ტერაქტი! ატომური ბომბი არ უნდა აფეთქდეს, უდანაშაულო ხალხს რას ერჩი?
– მშვიდად იჯექი. ახლა ბომბებს გავააქტიურებ და თორმეტ წუთში ადგილზე ვიქნებით, – თქვა ჯიმშერმა და ჯიბიდან პულტი ამოიღო, რომ ბომბები გაეაქტიურებინა.
უცებ ხელფეხგაკოჭილმა ჯაბამ უცნაური მოძრაობით ჯიმშერი მოცელა და პულტი გააგდებინა. შემდეგ თავი ისე დაარტყა, რომ გათიშა. ბოლოს კი, რის ვაი-ვაგლახით წამოდგა და ხტუნვა-ხტუნვით მივიდა მაგიდასთან, სადაც ბასრ დანას მოჰკრა თვალი. როგორც იყო, დანით თოკი გადაჭრა, თავი გაითავისუფლა და გათიშულ ჯიმშერს იარაღი ააცალა. ბოლოს პილოტების სალონში შევიდა, იარაღი მიუშვირა და მშვიდად უთხრა:
– ზედმეტი მოძრაობა არ გაბედოთ. თვითმფრინავი დასვით!
პილოტები დაემორჩილნენ ჯაბას და დაშვება დაიწყეს. ჯაბა სალონში შებრუნდა, ჯიმშერი გამოაფხიზლა და სანამ გულში ტყვიას დააჭედებდა, უთხრა:
– ცოცხალი თუ მოგიხელთეს, ჯოჯოხეთს მოგანატრებენ. მშვიდობით, ძმაო!
– მშვიდობით, – ნაღვლიანი ღიმილით მიუგო ჯიმშერმა ჯაბას.
ყრუ გასროლა  გაისმა. ტყვიამ ბუზოღლის იმ დროს გაუხვრიტა გული, როდესაც გაუაქტიურებელი ატომურბომბებიანი თვითმფრინავი მშვიდობით დაეშვა ასაფრენ ბილიკზე.
დასასრულიскачать dle 11.3