კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ბოროტების ელექსირი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


 არტურ კონან დოილი

ჰოლმსი ერთ მეტად ფაქიზ საქმეზე მუშაობდა, რომელიც სახელგანთქმულ მეცნიერსა და უმდიდრეს ადამიანს, პრესბერის ეხებოდა. დეტექტივს მეცნიერის შეშფოთებულმა ქალიშვილმა მიაკითხა და დახმარება სთხოვა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პროფესორს მისმა გერმანულმა ნაგაზმა, უსაყვარლესმა ძაღლმა მაიმ უკბინა. პრესბერი მაის ლეკვობიდან ზრდიდა და ძაღლის ასეთი მოულოდნელი რეაქცია წარმოუდგენელი იყო. ელიზაბეტა იმასაც ამბობდა, რომ მამამისს ცვლილებებიც შეამჩნია. ამაში ქალიშვილს მომავალი მეუღლე, მისი საქმრო, პროფესორის მარჯვენა ხელი და მისი მოსწავლე, ჯონ ბენეტიც ეთანხმებოდა.
– მისტერ ჰოლმს, ჩვენ ყოველდღე ერთად ვიყავით. ძალიან უცნაურად იქცევა მას მერე, რაც თავისზე ოცდაათი წლით უმცროს ქალზე იქორწინა. წარმოიდგინეთ, ერთხელ, ღამით ავდექი და დავინახე, როგორ მიცოცავდა ხეზე. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვართ? მისტერ ჰოლმს, ჯერ ერთი, რომ იძულებულები ვართ ჩვენი ქორწინება გადავდოთ. ხომ შეიძლება, სტუმრების თვალწინ ხეზე ან სახლის სახურავზე აძვრეს. კიდევ უფრო უარესი იქნება, თუკი ვინმე შეიტყობს პროფესორის ამ უცნაურობის შესახებ. საწყალი მაი – ძაღლი საჯინიბოში გამოვკეტეთ.
ჰოლმსმა ხელები მოიფშვნიტა.
– მდა, ერთი შეხედვით, მე აქ არაფერი მესაქმება, თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, ძალიან საინტერესო შემთხვევასთან და საკმაოდ დიდ ბოროტებასთან გვაქვს საქმე.
– მართლა, მისტერ ჰოლმს? – შეჰყვირა მის პრესბერიმ, – რა საშინელებაა! კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუკი ეს ამბავი გახმაურდება. მამაჩემს საქვეყნოდ მოეჭრება თავი. ეს... ეს... კატასტროფა იქნება. გარდა ამისა, უკვე სერიოზულად მეშინია. ერთ დილით მოულოდნელად გამეღვიძა და მისი სახე ჩემი ოთახის ფანჯრის მინაზე მობჯენილი დავინახე. ჩემი ოთახი კი საკმაოდ მაღლა, მესამე სართულზეა. კიბეც კი არ სწვდება. ერთი სიტყვით, მისტერ ჰოლმს, უნდა გვიშველოთ.
– ნებას მომცემთ, რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– პროფესორი ყოველთვის უცნაურად იქცევა თუ მხოლოდ კონკრეტულ პერიოდებში?
– დიახ. მის ასეთ საქციელს შეტევის სახე აქვს, – სასიძო ჩაფიქრდა, – თუ არ ვცდები, სამკვირიანი შუალედებით უმეორდება. შუალედებში ჩვეულებრივზე უფრო პირქუში ხდება. სიტყვაძუნწი და წარბშეკრულია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვეულებრივზე ჯანმრთელი და მხნეა.
– აჰა, გასაგებია. პროფესორის კორესპონდენციას ვინ იღებს?
– მე, მისტერ ჰოლმს. ვარჩევ და ყველაზე მნიშვნელოვანს პროფესორის მაგიდაზე ვტოვებ.
– ანუ, კითხულობთ წერილებს?
– დიახ. ზოგიერთის გამოკლებით. ეს ზოგიერთიც ახლა გამოჩნდა. დიახ, მისტერ ჰოლმს, ოთხი თვე იქნება, რაც პროფესორს პრაღიდან ბანდეროლები მოსდის. პირადად ხსნის და მათთან ახლოს მიკარებასაც მიკრძალავს. ძალიან გაბრაზდა, როცა ერთხელ, მისამართის წაკითხვა ვცადე.
– აბა, გაიხსენეთ – წერილების მოსვლის დრო ემთხვევა პროფესორის უცნაურობებს?
– ზუსტად ვერ გეტვით, – ჯონ ბენეტი დაფიქრდა, – სავარაუდოდ, ემთხვევა.
– ჰოლმსმა ხელები მოიფშვნიტა.
– ძალიან კარგი. კიდევ ერთი შეკითხვა – როგორ იქცევა მისი ცოლი ქმრის შეტევების დროს?
– უკიდურესად შეშფოთებულია, – თქვა მის პრესბერიმ, – ვერ ვიტყვი, რომ მასთან გულითადი ურთიერთობა მაკავშირებს. ასეთი ახალგაზრდა მამაჩემს ცოლად რატომ უნდა გაჰყოლოდა?
– მის პრესბერი, მესმის თქვენი. რომელ ქალიშვილს უნდა თითქმის მისი თანატოლი, ლამაზი დედინაცვალი, რომელსაც ქონებაზეც ექნება პრეტენზია. თუმცა, საქმე მარტო ამაში არ არის. წინასწარ არაფერს ვიტყვი. გაემგზავრეთ სახლში და მე და დოქტორ უოტსონი რამდენიმე დღეში ჩამოვალთ. გპირდებით. ესე იგი, გზავნილები პრაღიდან მოდის. კარგი, მის პრესბერი. მოვკიდებ ხელს ამ საქმეს.
როცა წყვილმა ბინა დატოვა, ჰოლმსი დოქტორ უოტსონს მიუბრუნდა.
– აბა, ექიმო, რას იტყვით ამ შემთხვევაზე?
– ხეზე და კედლებზე ცოცვა რომ არა, ვიტყოდი, პროფესორს ბიპოლარული აშლილობა სჭირს-მეთქი. თან, ეს ძაღლის მიერ გამოხატული აგრესია...
– ჰო. ძაღლებმა საოცარი ერთგულება იციან. რატომ უნდა  გადარეულიყო ძაღლი ისე, რომ პატრონზე საკბენად იწევდეს. თუ ნაგაზი შეიშალა, ოჯახის დანარჩენ წევრებსაც უნდა კბენდეს. ხომ ასეა?
– ჰოლმს, თქვენ უკვე იპოვეთ ამ საიდუმლოს გასაღები. ასე არ არის?
– პრინციპში, ასეა. მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი და რამდენიმე დღით ულამაზეს, საუნივერსიტეტო დაბაში მივემგზავრებით. იქ საუკეთესო ჩაი და პროტვეინია.
ორი დღის შემდეგ ჰოლმსმა ჯონ ბინეტისგან მოკლე დეპეშა მიიღო: „პროფესორი უკანასკნელ დღეშია. ძაღლმა აიწყვიტა და ლამის ყელი გამოღადრა. გელოდებით“.
პროფესორი გადარჩა. ძაღლს ეშვები მის საძილე არტერიას სულ ცოტათი ასცდა. ჰოლმსმა სთხოვა, ძაღლისთვის არაფერი დაეშავებინათ და ასევე, მოსთხოვა, საღამოს თათბირს პროფესორის ცოლი ერთ დეტექტივთან ერთად დასწრებოდა. მის პრესბერი ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა ქალი დაუფარავი აგრესიით შეხვდა ჰოლმსის მოთხოვნას.
– მისტერ ჰოლმსის ამ საქმეში ჩარევა ზედმეტად მიმაჩნია. ჩემი ქმარი შეიშალა. უკვე გამოვიძახე ფსიქიატრი, რომელიც მის შეურაცხადობას დაადასტურებს და ოფიციალურად მომეცემა უფლება, ოჯახის საქმეები განვკარგო.
– ძალიანაც ნუ იჩქარებთ, ქალბატონო. სიტუაცია, შეიძლება, ყოველ წუთს შეიცვალოს, – მოიღუშა ჰოლმსი.
საღამოს დეტექტივმა ყველა კაბინეტში შეკრიბა.
– დავიწყებ ძაღლთან დაკავშირებული ინციდენტით. ნაგაზი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა. ის მალევე მიხვდა, რომ მის პატრონს სხვა არსება ჩაუსახლდა. ახალგაზრდა ცოლმა გადაწყვიტა, ქმარი ორიგინალური ხერხით მოეცილებინა თავიდან – უთხრა, რომ პრაღაში არის ექიმი, ვინც ახალგაზრდობის ელექსირზე მუშაობს. საქმე ისაა, რომ ცდები ჯერ ცხოველებზე მიმდინარეობს და ადამიანებზე პრეპარატის გამოყენება კანონით ისჯება. მე მივწერე პროფესორ დილერიოს პრაღაში და დამიდასტურა, რომ მისის პრესბერი პირადად უგზავნიდა საკმაოდ სოლიდურ თანხას პრეპარატისთვის, პროფესორი კი ამას სვამდა. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ჰორმონი, რომელიც მაიმუნისგან მიიღება. ბოროტების ელექსირიც ამიტომ დავარქვი. სწორედ, აქედან იყო ის, რომ პროფესორმა ხეებზე, კედლებზე ცოცვა დაიწყო. ძაღლს კი ისე აბრაზებდა, როგორც მაიმუნი. მოკლედ, მისის პრესბერიმ დაარწმუნა ქმარი, რომ ეს პრეპარატი ახალგაზრდობას დაუბრუნებდა. სინამდვილეში, ის ძალზე მალე შეიშლებოდა ჭკუიდან და ფსიქიატრებიც ოფიციალურად სცნობდნენ უუნაროდ. მის პრესბერი ქმარსაც მოიშორებდა და ქონებასაც დაეპატრონებოდა. ბევრი არაფერი უნდა შეყვარებული კაცის მოტყუებას.


скачать dle 11.3