კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№12 როგორ დადგეს ვაჟა-ფშაველას საფლავზე, ბერიას იდეით, უბრალო მთის ქვა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას შესახებ ამ ბოლო პერიოდში განსაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბჭოთა უშიშროების მარშალი ხშირად ისეთ ქმედებებს მიმართავდა, რაც სტალინურ სახელმწიფოში უპირობოდ სიკვდილით ისჯებოდა. ლაპარაკია პატრიოტიზმზე, რაც ნაციონალიზმად ირიცხებოდა.  ნაციონალიზმი კი ინტერნაციონალურ სახელმწიფოში მიუტევებელი ცოდვა გახლდათ. ბერიას თანაშემწე ვარლამ გოგელია იხსენებდა: „ბერია ძალიან განათლებული, ერუდირებული ადამიანი იყო და მიუხედავად უაღრესად დაკავებულობისა, წიგნების კითხვას მაინც ახერხებდა. სახლსა და სამსახურში მას სოლიდური ბიბლიოთეკა ჰქონდა. ხშირად შევსწრებივარ მომენტს, ბერია ამა თუ იმ წიგნს რომ ჩაჰკირკიტებდა. მან უამრავი ლექსი და პოემა იცოდა ზეპირად. განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველა უყვარდა და თითქმის მთელი მისი შემოქმედება დაზეპირებული ჰქონდა. ბერიას უყვარდა ამ სიტყვების გამოყენება ვაჟას შემოქმედებიდან: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა...“
სწორედ ბერიას დამსახურებაა, რომ დიდუბის პანთეონში დაკრძალული ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს და ქართველთა ამ დიდებულ სავანეში მიუჩინეს ადგილი. დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონის დირექტორი ივანე ენიკოლოფოვი ყვებოდა: „1915 წელს ვაჟა-ფშაველა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მაშინ, ჯერ კიდევ ჯეროვნად არ იყო შეფასებული ეს გენიოსი და ილიას „გვერდით არ მიუწვინეს“. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ლავრენტი ბერია იყო ის, ვინც ვაჟას მნიშვნელობა ქართველი ერისთვის ყველაზე უკეთ შეაფასა, დააფასა და მისი ძალისხმევის შედეგად მიაბარეს მთაწმინდის მიწას. ეს ისტორია კი ასე დაიწყო: 1935 წლის 6 ოქტომბერს დამირეკეს და მითხრეს – ბერია გიბარებსო. მართალია, ჯერ 37 წელი არ იყო, მაგრამ ბერიას ძალიან მრისხანე, დაუნდობელი ხელმძღვანელის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მეც ადამიანი ვარ და ნამდვილად შემეშინდა. თუმცა, ნებისყოფა მოვიკრიბე, მოვემზადე და შეხვედრაზე წავედი. საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტში რომ შევედი, მასპინძელი გულღიად შემხვდა. მაგრად ჩამომართვა ხელი. ოჯახზე გამომკითხა და ბოლოს მითხრა:
– ამხანაგო ივანე, არის მოსაზრება, რომ ჩვენი, ქართველების უდიდესი შემოქმედი – ვაჟა-ფშაველა, რომელიც დიდუბის პანთეონშია დაკრძალული, მთაწმინდის პანთეონში გადავასვენოთ. რადგან სწორედ თქვენ ხართ ამ ორი პანთეონის დირექტორი, ეს ღონისძიება თქვენი ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს. მოამზადეთ ადგილი მთაწმინდაზე, შეარჩიეთ დრო, ხალხი და იმოქმედეთ. რამდენ ხანში შეძლებთ ამის გაკეთებას?
– ათ დღეში, ამხანაგო ბერია, – მივუგე პირველს.
– კეთილი. მასე იყოს, იმოქმედეთ! – მითხრა ბერიამ და წამოვედი. ასეთ საქმეებში  არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ბერიასთვის დახმარებაც კი არ მითხოვია, ისე წამოვედი“.
ვაჟა-ფშაველასთვის ადგილის მოძებნასა და სხვა, საჭირო პროცედურებს ათი დღე დასჭირდა. 16 ოქტომბერს კი, ისე მოხდა, რომ დიდუბიდან მთაწმინდაზე ვაჟას ნეშტი კუბოში კი ჩაასვენეს, მაგრამ შესაბამისი მანქანა არ ჰყავდათ. ამიტომ, „ფორდში“ მოათავსეს, კუბოს სამი-მეოთხედი გარეთ იყო და ისე აასვენეს მთაწმინდაზე. ამ პროცესმა ყოველგვარი საჯაროობის გარეშე ჩაიარა. თუმცა, დიდი ვაჟას ნეშტს ცნობილი ქართველი მწერლები მაინც აცილებდნენ. მათ უამრავი ყვავილი მიიტანეს იქ და ეს ყველაფერი შუაღამეს, ხელოვნური განათების ქვეშ განხორციელდა. იმ პერიოდში ბერია მოსკოვში იყო საქმეებზე. ვაჟას საფლავი ოფიციალურად ორი დღის შემდეგ, 18 ოქტომბერს გაიხსნა, რასაც უამრავი ადამიანი დაესწრო და მხოლოდ ბერია აკლდა. „პირველი“ (ბერია) თბილისში 19 ოქტომბერს დაბრუნდა და იმავე საღამოს კვლავ თავისთან დაიბარა ივანე ენკოლოფოვი, რომელიც ასე იხსენებდა ბერიასთან მეორე შეხვედრას: „ბერიასთან მეორე შეხვედრაზე ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მივედი.  თუმცა, ბერია საკმაოდ მკაცრი მეჩვენა. მან დაჯდომა შემომთავაზა და მითხრა:
– ამხანაგო ივანე, თქვენ ჩემი დავალება საკმაოდ ზერელედ შეასრულეთ.
– რას გულისხმობთ, ამხანაგო ბერია? – კითხვითვე ვუპასუხე მას.
– იმას, რომ ვაჟა-ფშაველას არ ეკადრებოდა ასეთი არაორგანიზებული გადასვენება. როგორც შევიტყვე, მისი კუბო მანქანაში შეგიჩხერიათ და ღამით აგიტანიათ მთაწმინდაზე. ამ ყველაფრის გაკეთება კი დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში შეგეძლოთ და თანაც, ჩემთვის გეთხოვათ დახმარება.
მე ენა დამება. ბერიამ კი პაუზის მერე დააყოლა:
– რა გაეწყობა. ჩემი ბრალიცაა, რომ დახმარება არ შემოგთავაზეთ. თუმცა, მეგონა, რომ ამ საქმეში გამოცდილება გქონდათ.
– ასეთი პროცედურა პირველად ჩავატარე, ამხანაგო ბერია, – აკანკალებული ხმით ვთქვი მე.
– კეთილი. რაღა გაეწყობა. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და ყურადღებით მოეკიდეთ.
– დიახ, ბრძანეთ, – ვთქვი მე.
– ჩემი აზრით დიდ ვაჟას უბრალო საფლავი უფრო შეეფერება და რას იტყვით, რომ მის საფლავზე მთის ქვა დავდოთ?
– დიახ. კარგი აზრია, – დავეთანხმე ბერიას.
– მაშინ, პირადად მოიძიეთ შესაფერისი ქვა და მაჩვენეთ. კარგი?
– დიახ. ამხანაგო ბერია, –  ვთქვი მე.
მეორე დღეს, ბერიას მითითებით, სატვირთო მანქანით მთისკენ გავემგზავრეთ და თბილისში ათი ქვა ჩამოვიტანეთ. ყველა პანთეონში ავიტანეთ და 21 ოქტომბერს იქ ბერიაც ამოვიდა. ქვები დაათვალიერა. ერთ-ერთი მოეწონა და მითხრა:
– რას იტყვით ამ ქვაზე?
– კარგია, – მივუგე მე.
– მაშინ, ეს ქვა დავადოთ საფლავს.
ქვა საფლავზე დავდეთ. ბერია ამ პროცესს ბოლომდე დაესწრო და პროცედურა რომ დასრულდა, მასზე ყვავილების დიდი თაიგული დაადო, რომელიც მანქანაში ჰქონდა შენახული“.
სწორედ ლავრენტი ბერიას საქართველოში მმართველობის პერიოდში დაიწყო ვაჟა-ფშაველას შემოქმედების პოპულარიზაცია. გამოიცა მისი ნაწარმოებების სრული მრავალტომეული. სახალხოდ აღინიშნებოდა მისი დაბადების დღე და გარდაცვალების თარიღი. სასკოლო პროგრამებში კი, ვაჟას ლექსები, პოემები და მოთხრობები ჩართეს. როგორც ბერიას თანამედროვენი იხსენებდნენ, ბერია დიდი ოსტატობით, ზეპირად კითხულობდა ვაჟას და საამისოდ მთიულურ კილოკავს იყენებდა.
скачать dle 11.3