კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ გააბითურა სტალინმა მუსოლინი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი რომ უაღრესად მოხერხებული იყო, ამ ფაქტს მისი მტრებიც აღნიშნავდნენ. ტროცკი წერდა: „ლენინი სტალინს ხშირად გზავნიდა ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, სადაც ეშმაკური მიდგომა იყო საჭირო. ის თავს არავის მოატყუებინებდა, თავად კი, ნებისმიერს გააბითურებდა და თვით ეშმაკსაც კი ხახამშრალს დატოვებდაო“.
სწორედ ასეთი ხახამშრალი დატოვა სტალინმა იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი, რომელსაც 1940 წლის თებერვალში საიდუმლოდ შეხვდა ბორჯომში. ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „ჰიტლერთან დროის მოსაგები პაქტის ხელმოწერის შემდეგ ჯერი ბენიტო მუსოლინიზე მიდგა. სტალინი, როგორც ყოველთვის, ჩახლართულ, მრავალსვლიან პოლიტიკურ კომბინაციას ათამაშებდა და თამაშში ახალი ფიგურა – დუჩე შემოიყვანა. ერთი მხრივ, სტალინი ევროპის რეაქციულ ძალებთან სხვადასხვა ხერხით დროის მოგებას ცდილობდა, რომ ქვეყანა გაეძლიერებინა. მეორე მხრივ, კი მათივე დახმარებით მათ დამარცხებას და ჩემი აზრით, დიდი წარმატებით შეასრულა დასახული მიზანი. 1940 წლის 3 თებერვალს სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:
– დუჩესგან თანხმობა მივიღე საიდუმლო შეხვედრაზე. ის მზადაა, ჩამოვიდეს. მე უკვე განკარგულება გავეცი. ბორჯომში გაცხოველებული მზადებაა და ხუთ დღეში შევხვდები. შენც მოდიხარ და წინასწარ მოემზადეო.
1940 წლის 7 თებერვალს, სტალინის პირადი მატარებლით დათოვლილ ბორჯომში ჩავედით, სტალინი ჩინებულ ხასიათზე იყო. ხუმრობდა, იცინოდა და ანეკდოტებს ყვებოდა მთავრობის წევრებზე. მას ძალიან იშვიათად ვხედავდი ასეთ განწყობაზე და ვცდილობდი, გამომეცნო ამის მიზეზი. თითქმის შუაღამე იყო, როცა მან ბილიარდის თამაში შემომთავაზა.
– ვიაჩესლავ, შენზე ამბობენ, უზადო მოთამაშეაო. აბა, ერთი ვნახოთ, როგორ მოუგებ ცალხელა მოყვარულს? – მითხრა სტალინმა, რომელსაც მარცხენა ხელზე მძიმე ტრავმა ჰქონდა რამდენიმეჯერ მიღებული და ბილიარდის სათამაშოდ, ნამდვილად არ უვარგოდა.
– შევეცდები, – მივუგე სტალინს.
– იცოდე, არ იცუღლუტო და აცილება განგებ არ გაბედო, თორემ ყველაფერს მივხვდები და დაგსჯი, – მკაცრად მითხრა სტალინმა, რომელიც ასეთ რამეს ვერ იტანდა.
რის დანებება და აცილება, სტალინი ისე ოსტატურად თამაშობდა ცალი ხელით, რომ სამჯერ ვითამაშეთ და საერთო ჯამში, სულ ხუთი „შარი” ჩავუგდე. ის იწყებდა თამაშს და ფაქტობრივად, ამთავრებდა. ბოლოს კია დავდე და ვუთხარი:
– აღარ მინდა. შენთან თამაშს აზრი არ აქვს. ძალიან ძლიერი ყოფილხარ. სად ისწავლე?
– ტურუხანსკში. იქ ერთ გლეხს ძველებური ბილიარდი ჰქონდა და მაშინ დავოსტატდი. ფელიქსსა და სვერდლოვს გასაქანს არ ვაძლევდი, – ჩაეცინა სტალინს და დააყოლა, – არც შენ თამაშობ ცუდად, თუმცა ბერია უფრო ძლიერია.
– გიგებს? – ვკითხე სტალინს.
– არა. ვერ მიგებს, თუმცა ძალიან ცდილობს. უბრალოდ, შენზე მეტ „შარს” აგდებს ლუზაში, – მითხრა სტალინმა, – ხვალ მუსოლინის ჩიანოც უნდა ახლდეს თან და აბა, შენ იცი, იმას მაინც ჩაუყარე „შარებიო“.
ჩიანო, საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, დუჩეს ახლო ნათესავი და ეშმაკი დიპლომატი. მან რიბენტროპზე უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინა. პედანტ გერმანელთან შედარებით, სამხრეთელი ჩიანო ღვინისა და ლამაზმანების მოყვარული აღმოჩნდა. თავისუფლად იქცეოდა და საკმარისი იყო, ყურადღება მოგედუნებინა, რომ აუცილებლად შენს მოტყუებას შეეცდებოდა. შედარებით ზომიერი გახლდათ მუსოლინი. თუმცა, საუბარი რომ „გახურდებოდა“, სამხრეთულად მოძრავი ხდებოდა და ეს იყო მისი ერთ-ერთი მინუსი.
სტუმრები დილის 11 საათზე მოვიდნენ. 13-ზე კი უკვე ორი ორზე შევხვდით ერთმანეთს და ზოგადად ვისაუბრეთ. 14 საათზე სტალინი და მუსოლინი პირისპირ დავტოვეთ და რადგან მე და ჩიანოს არაფერი გვქონდა შესათანხმებელი, ბილიარდის თამაში შევთავაზე. სხვათა შორის, კარგი მოთამაშე აღმოჩნდა. ოთხჯერ ვითამაშეთ და ფრედ დავასრულეთ ჩვენი პაექრობა. საღამოს 5 საათზე, მუსოლინი ერთი საათით დასასვენებლად განმარტოვდა. 6-ზე ვახშამი იყო დანიშნული. სტალინმა მიხმო და მკითხა:
– რაო, რა თქვა ჩიანომ?
– არაფერი. ბილიარდი ვითამაშეთ.
– მერე?
– ორი მან მოიგო, ორიც – მე.
სტალინმა გააბოლა და მითხრა:
– მე მგონი, დუჩე ანკესზე წამოვაგე: თანახმაა, რომ ერთ კვირაში ხუთი ტონა ოქრო გადმოგვცეს.
– რისთვის? – გავოცდი მე.
– იმისთვის, რომ ჰიტლერს დაასწროს ჩვენთან ერთად მაღალსიზუსტიანი იარაღის შექმნაში. ამიტომ, სანამ ცხელია, რკინა უნდა გამოვჭედოთ, – მითხრა სტალინმა.
1940 წლის 22 თებერვალს, რომიდან მოსკოვში სპეციალური მატარებელი ჩამოვიდა და იტალიის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 5 ტონა ოქრო ჩამოიტანა...“
სტალინმა დუჩეს პირისპირ საუბარში საიდუმლო სამხედრო თანამშრომლობა შესთავაზა. იცოდა რა საბჭოთა ბელადმა, რომ მუსოლინი ისწრაფვოდა, ჰიტლერზე ძლიერი შეიარაღება ჰქონოდა, საბჭოთა ლიდერის ანკესზე წამოეგო. სტალინმა მას შესთავაზა, ერთობლივად ეწარმოებინათ მძლავრი, შორსმოქმედი სარაკეტო კომპლექსები, რომელიც უზუსტესი სანავიგაციო მოწყობილობით იქნებოდა აღჭურვილი. ვითომ, ეს კომპლექსები ოქროს დეტალებს საჭიროებდა და იტალიური ოქროც სწორედ ამიტომ ჩამოიტანეს მოსკოვში. სტალინის ეს კომბინაცია, ერთი მხრივ, დუჩესა და ჰიტლერს შორის ბზარის გაჩენას ისახავდა მიზნად, მეორე მხრივ კი, საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქროს ხელში ჩაგდებას, რაც სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ქვეყანას.
სტალინის მანევრმა მართლაც გააჩინა ერთგვარი ბზარი ორ ფაშისტურ სახელმწიფოს შორის და ჰიტლერი ცოფებს ჰყრიდა, რომ დუჩე სტალინს დაუახლოვდა. იტალიური 5 ტონა ოქრო კი საბჭოთა სამხედრო ეკონომიკაში ჩაიდო და მის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მართალია, ომის დასრულების შემდეგ, იტალიის ახალი მთავრობა სტალინს ოქროს დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ საბჭოთა ბელადისგან უარი მიიღო და ეს საკითხი მეორედ აღარც წამოჭრილა.
– მათი ოქრო, არაფერია იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც ჩვენ ომში გავიღეთ, – ამბობდა სტალინი და მართალიც იყო.
скачать dle 11.3