კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა იმარხულოს ორსულმა ქალმა?
პასუხი:
ამ საკითხის გასარკვევად ორსულმა ქალმა უნდა მიმართოს თავის მოძღვარს და მასთან დააზუსტოს, თუ როგორ იმარხულოს. რასაკვირველია, ორსულისთვის მარხვა უფრო მსუბუქი უნდა იყოს ან, შესაძლოა, მოძღვარმა მისცეს კურთხევა, რომ საერთოდ არ იმარხულოს.
კითხვა: როდესაც ადამიანი უკეთურ საქციელს სჩადის, ხშირად, სჯერა, რომ ცუდს არაფერს აკეთებს და მისი გადარწმუნებაც ძნელია. რატომ უჭირთ ადამიანებს საკუთარი ცოდვების დანახვა?
პასუხი:
ადამიანის ბუნება დასაბამიდან ცოდვებით დამძიმდა და შემდგომაც თანდათან ხდებოდა ცოდვების დაგროვება. ამიტომ, იმთავითვე, ადამიანი ადვილად მიიდრიკება ცოდვებისკენ. თუმცა, თანდათან დაშორდებით ცოდვებს, თუკი უფალთან მიახლოებას დაიწყებთ, შეუდგებით ეკლესიურ ცხოვრებას და მაცხოვრის თვალით შეხედავთ საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოდვათა გათავისება ხდება, ადამიანი ვერ ამჩნევს და უჭირს იმის აღიარება, რომ ვთქვათ, ხარბი და პატივმოყვარეა. უფალი კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცოდვები მოვინანიოთ და განწმენდილნი მივეახლოთ მას.
კითხვა: მირჩიეთ, რომელი ლოცვები წავიკითხო ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის?
პასუხი:
ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დილის ლოცვებს უფრო დიდი მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ყოველდღიურ ცხოვრებაში უძლურები ვართ, რომ დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარება გვწადია. სამაგიეროდ, ამ ადამიანებს ლოცვებში მოვიხსენიებთ და უფალს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ვევედრებით. ილოცეთ თქვენი სამშობლოსა და ხალხისთვის. ამით მათ დიდ სიკეთეს მოუტანთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, მარხვის დროს ის საკვები მივიღოთ, რომელიც ეკლესიურად დაშვებულია, მაგრამ განსაკუთრებულად გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს?
პასუხი:
მარხვის დროს უმჯობესია, ასეთი ცოდვებისგან თავი შეიკავოთ. გემოთმოყვარეობა ცოდვაა. გაძღომა კი ცოდვაა თვით სამარხვო კერძითაც.
კითხვა: გამიგია, რომ ნალს ბედნიერება მოაქვს. ამიტომ ჩემი სახლის კარზე მაქვს დამაგრებული. ამით ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?
პასუხი:
ოჯახისთვის და პიროვნებისთვის ნალს და ოქროს კი არ მოაქვს ბედნიერება, არამედ ბედნიერება დაკავშირებულია უფლის სიახლოვესთან და მისი მცნებების აღსრულებასთან. ნალის გაფეტიშება, ისევე როგორც სხვა ნივთის, წარმართული ჩვეულებაა და მას, ბედნიერების ნაცვლად, ბევრისთვის განსაცდელი მოუტანია. თუ გსურთ, რომ თქვენი ოჯახი დაცული იყოს, ნალისა და სხვა ნივთების ნაცვლად ნაკურთხი ჯვარი იქონიეთ შინ.скачать dle 11.3