კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ჭეშმარიტი რწმენა

                                            გეშინოდეს ღვთისა!
სიბრძნის სათავე – უფლის შიშია. არაფერია მასზე უკეთესი და იმაზე ტკბილი, ვიდრე ღვთის მოშიშების ყურადღება. თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.
უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს. ღვთის მოშიშს არ მიემთხვევა ბოროტი, განსაცდელში უფალი დაიხსნის. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა. გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო? რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს.
უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.

                                               გაექეცი ცოდვას
შვილო ჩემო! თუ შესცოდე, ნუ მიუმატებ, არამედ ადრინდელთა მიტევებისთვის ილოცე.
გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს.
ნუ აყოვნებ მოქცევას უფლისკენ და სახვალიოდ ნუ გადადებ, რადგან მყისვე გადმოვა უფლის რისხვა და შურისგების ჟამს წარწყმდები.
ნუ გვეიმედება უსამართლოდ მონახვეჭი, რადგან განსაცდელის დღეს სარგებლობას ვერ მოგიტანს.
ადამიანის დღეთა რიცხვი თითქოს ბევრია – ასი წელი. მაგრამ, როგორც ზღვაში წყლის წვეთი და ქვიშის მარცვალი, ასევე მცირეა მარადისობისთვის მისი წლები.
ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი, განუდექი უსამართლობას და ისიც მიიქცევა შენგან.
ადამიანის წინაშეა სიცოცხლეც და სიკვდილიც. რომელსაც აირჩევს, მასვე მიიღებს.
ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება, ცოდვის ჩადენისა, იცის მან ყოველი საქმე კაცისა.

                                                                პატივი ეცი ღვთისმსახურთ და საკუთარ მშობლებს
მთელი სულით მოკრძალებული იყავი ღვთის წინაშე და პატივი ეცი მის მღვდლებს: მთელი ძალით გიყვარდეს შენი შემოქმედი და ნუ მიატოვებ მის მსახურებს.
გეშინოდეს ღვთისა, პატივი ეც მღვდელს და მიეცი მას მისი წილი, როგორც ეს უფალმა გამცნო.
მთელი გულით ეცი პატივი შენს მამას და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს, რაც მან შენი შობისას იწვნია.
გახსოვდეს, რომ შენ მშობლებისაგან ხარ და არ ძალგიძს, რომ სანაცვლო მიაგო. სიტყვით და საქმით პატივი ეცი მათ, რომ მათი კურთხევა იყოს შენზე. მამის კურთხევა განამტკიცებს შვილთა სახლებს, წყევლა დედისა კი, საძირკველითურთ აღმოფხვრის.
                                                                                   სიმდაბლისთვის
სიმდაბლის არსი ისაა, ქრისტიანმა შეიგნოს, რომ არაფერი აქვს საკუთარი, არამედ აქვს ის, რასაც უფალი უბოძებს, და რომ არანაირი კეთილის ქმნა არ შეუძლია ღვთის შემწეობისა და მადლის გარეშე. ამას აცნობიერებს ქრისტიანი და ყველაფერში ღვთის მეოხებას ეძიებს.
სიმდაბლის მაგალითებია: აბრაამი, რომელიც საკუთარ თავს ფერფლსა და ნაცარს უწოდებს; დავითი, რომელიც ამბობს: „მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა“ (ფს. 21,7); ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, რომლის სიმდაბლეში ჩაისახა მაცხოვარი; და მრავალი სხვა წმიდა ადამიანი, რომლებიც სათნო ეყვნენ უფალს, სიმდაბლის უმაღლესი მაგალითი თვით უფალმა იესო ქრისტემ გვიჩვენა, რომელიც ჩვენი ხსნისთვის ჯვარზე სიკვდილამდე დამდაბლდა.
სიმდაბლე ყოველი კეთილი საქმის საწყისია. აი, რატომაც არის, რომ მაცხოვარი, მიუთითებს რა ზნეობრივი სრულყოფილების გზას, პირველ საფეხურად ამ ნიჭს სახელდებს, როცა ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 5,3). აი, რატომ ასწავლიდნენ წმიდა მამები სიმდაბლის შესახებ, რომ ეს ნიჭია ყველა სათნოების საცავი.
არ გვიხსნის არც მოსაგრეობა, არც მღვიძარება, არც სხვა რამ ღვაწლი, თუ იმავდროულად, არ გვექნა ჭეშმარიტი სიმდაბლე, რომელიც მოიპოვება სიამაყის ცოდვის გააზრების საფუძველზე. სიამაყე ღუპავს ადამიანის სულს, ამიტომაც ხამს ჩვენი ბუნების უძლურების ხსოვნა, ხსოვნა იმისა, რომ ყველანაირად ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი.
მაშ, მოვიპოვოთ სიმდაბლე, ძმებო, დედა ყოველი კეთილი საქმისა. ამინ!

скачать dle 11.3