კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ უნდა შეინარჩუნოს ჭკვიანმა ქალმა ღალატის შემდეგ ოჯახი

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ყოველთვის დავაა იმაზე, უნდა შენარჩუნდეს თუ არა ოჯახი ღალატის შემდეგ. ანუ, უნდა ეპატიოს ქმარს სხვა ქალის ცხოვრებაში შემოშვება თუ არა?! საქმე ისაა, რომ ღალატი ყველა ადამიანისთვის ერთნაირად მტკივნეულია. იმ მომენტში ყველა ამბობს, რომ არ აპატიებს, რომ მოღალატეს მეორე შანსს აღარ მისცემს, აჯობებს, ყველაფერი დაამთავრო და ტკივილის მიუხედავად, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოო. მაგრამ, რეალობა სხვანაირია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანთა მხოლოდ 11 პროცენტი არ აპატიებს ღალატს პარტნიორს. ანუ, ოჯახს უფრო ხშირად სხვა ფაქტორები ანგრევს და არა ღალატი.

თეონა (31 წლის): განქორწინებისთვის საბუთებიც კი მოგროვილი მქონდა, რომ უცებ, გადაწყვეტილება შევცვალე. თუმცა უმჯობესია, ყველაფერი თავიდან დავიწყო. არ ვაპირებდი მომეყოლა ჩემი ცხოვრების შესახებ – ეს ხომ ისეთი პირადულია. მაგრამ, ერთბაშად გავიფიქრე, რომ ძალიან ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში და იქნებ, რამით დავეხმარო-მეთქი. ვისთვის არ არის ნაცნობი ღალატის თემა? რომელ ცოლს არ უეჭვიანია ქმარზე და არ უნერვიულია? მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მე არასდროს მინერვიულია და მიფიქრია ამაზე-მეთქი.
– ანუ, ელოდებოდით, რომ ქმარი გიღალატებდათ?
– მიღალატებდა – ცოტა ისეთი ნათქვამია. როცა ქვეცნობიერში რაღაც დევს, ის გაფიქრებინებს კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ქმარი მოღალატე იყო ბუნებით ან თვალებს მუდმივად აქეთ-იქით აცეცებდა. ანდა, როდესმე შემიმჩნევია, რომ ქალებს კაბის ქვეშ უვარდებოდა. არ ყოფილა ასე, მაგრამ...
– მაგრამ, რას ნიშნავს?
– მაგრამ მოსახდენი მოხდა... ჩემამდე მოვიდა ასეთი ინფორმაცია, ერთი სიტყვით, ჩემს ქმარზე გავიგე, რომ მიღალატა. ეს ისეთი შოკი იყო, რომ ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი. ლამის გული გამისკდა და გამიჩერდა. ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, მოვკვდები-მეთქი. არ დამიწყია იმის ძიება, ვისთან მიღალატა ან რატომ?
– არ გაინტერესებდათ?
– როგორ არ მაინტერესებდა, მაგრამ რაღაც შინაგანი მექანიზმი ჩამერთო. გნებავთ, თავდაცვის ინსტინქტი დაარქვით ამას, გნებავთ, საღი აზრი. მე ვერ მოვიწონებ თავს და ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ. ეს ყველაფერი თითქოს ბუნებრივად მოხდა. უცბად რაღაც შინაგანი ძალა მომეცა. პანიკის შემდეგ რაღაცნაირად დავმშვიდდი და საკუთარ თავს ვკითხე: რა გინდა – ოჯახის შენარჩუნება თუ ქმარზე უარის თქმა-მეთქი. მივხვდი, რომ თუნდაც მართალი ყოფილიყო ქმრის ღალატი, მაინც არ მინდოდა მისი დაკარგვა და მარტო დარჩენა. ვიცი, თავმოყვარეობაც უნდა მახსოვდეს და ღირსებაც, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები. აი, ასე უნდა მივუდგეთ საკითხს. ანუ, იმისი თქმა მინდა, რომ ვინ არის შეცდომისგან დაზღვეული? ხომ შეიძლებოდა, იგივე მეც დამმართნოდა.
– ქმრისთვის გეღალატათ?
– დიახ. ქალებიც ხომ ღალატობენ ქმრებს. ჩვენი ცხოვრება ისეთი რამ არის, პროგნოზს წინასწარ ვერ გააკეთებ და ყველაფერსაც ვერ გათვლი. ვერ დავდებ თავს, რომ რაღაც სიტუაციაში სხვა კაცისკენ გული არ გამიწევს. ოღონდ, კარგად გამიგეთ, ამით იმას არ ვამბობ, რომ ქმარს ვღალატობ. მე ვხსნი, რომ ნებისმიერ მომენტში, შეიძლება, სიტუაცია უკონტროლო გახდეს. თუ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებ, გაცილებით სწრაფად შეაფასებ სხვის საქციელს. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ჭკუაც სწორედ ესააო. მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ ემოციების გარეშე შევხედე მოვლენებს. მივხვდი, რომ სულერთი იყო, ქმარმა ნამდვილად მიღალატა თუ უბრალოდ, ვიღაცას ჩემი ბედნიერება შეშურდა. აღარ დამიწყია ჩაძიება სწორედ იმიტომ, რომ გული უფრო მეტად მტკენოდა.
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღალატის შემდეგ ოჯახის შენარჩუნება საჭიროა?
– გააჩნია, რა ფასეულობებით ცხოვრობ. გააჩნია, რა არის შენთვის ოჯახი და რა ბედნიერება. კიდევ ვიმეორებ, შეცდომებს უშვებს ყველა და ყველას გვაქვს უფლება, დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. შანსი მივეცი ქმარსაც და საკუთარ თავსაც. ამაში არაფერია განსაკუთრებული. მე არ მომიწყვია ისტერიკა, არ გამილანძღავს და არ შემიჩვენებია ქმარი. მხოლოდ ვთხოვე, მშვიდად დავლაპარაკებოდით ერთმანეთს და ერთად, ურთიერთშეთანხმებით გადაგვეწყვიტა, როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას. ვკითხე, ვუყვარდი თუ არა და ვუღირდი თუ არა იმად, ჩვენი ურთიერთობისთვის ებრძოლა.
– მამაკაცები ყოველთვის უკან იხევენ, როცა საქმე ოჯახიდან წასვლას ეხება.
– იმის თქმა გინდათ, რომ შევცდი? რომ ქმარი იგივეს იზამს და არ დააფასებს ჩემს საქციელს? მე ასე არ ვფიქრობ. იმიტომ რომ, სულელი არ ვარ. ვაკვირდები ქმარს და ვხვდები, რომ მისთვის ძვირფასი ვარ. ნებისმიერი ქალი ხვდება, რა დამოკიდებულება აქვს მამაკაცს მის მიმართ. თუკი თვალებს არ იბრმავებს და თავს არ იტყუებს, რა თქმა უნდა. მე ახლა არ ვტყუვდები. ჩვენი ურთიერთობა ასეთი უშუალო და გულწრფელი არასდროს ყოფილა. მეორე სუნთქვა გაგვეხსნა, თითქოს გადავრჩით.
– დარწმუნებული არ ხართ, რომ ქმარმა გიღალატათ და ალბათ, ამიტომაც გაგიადვილდათ.
– არ გამადვილებია. პირიქით, კარგად ვიცოდი, რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდი. რეალისტი ვარ. თავს არასდროს ვიტყუებ. მაშინ შევცდებოდი, თუკი ვეცდებოდი, დამეჯერებინა, რომ ჩემი ქმრის გარეშე ადვილად გავძლებდი ან უკეთესად ვიქნებოდი. ხომ გითხარით, ადამიანი ვარ და სხვებისაც მესმის. მით უმეტეს, იმის, ვინც მიყვარს. დიახ. მე მიყვარს ჩემი ქმარი. რატომ უკვირს ეს ვიღაცას? ჩვენ ხომ უამრავი სხვადასხვა რამ გვაკავშირებს, სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
– ანუ, გიყვართ თქვენი მეუღლე?
– რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომაც ვეცადე, ურთიერთობა ნაკლები დანაკარგებით მომეგვარებინა. მიხარია, რომ ყველაფერი დალაგდა.
скачать dle 11.3