კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 სიყვარული ფრანგულად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

და სანქციები ბრიტანულად

​გასული კვირის მიწურულს, ანუ რფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდ დღით ადრე დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გამოაძევა.
ეს გადაწყვეტილება ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა ბრიტანელ პარლამენტარებს სიტყვით გამოსვლისას აუწყა და მიზეზებიც აუხსნა: ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი (66 წლის სერგეი სკრიპალი) და მისი 33 წლის ქალიშვილი მოწამლეს (რომლებიც უგონოდ იპოვეს), ბრიტანელი სამართალდამცველების თქმით, ნერვების დამადამბლავებელი ნივთიერებით (ეს საშუალება ცნობილია, როგორც რუსული იარაღი).
საპასუხოდ ესეც არ აკმარა ქ-ნმა მეიმ პრ. პუტინს: რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტიც გამოუცხადა, გააუქმა დიდ ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი (მეტიც, სერგეი ლავროვს თანამდებობისთვის შეუფერებელიც კი უწოდა!) და გაწყვიტა უმაღლეს დონეზე ყველანაირი კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან.
საქმე ისაა, რომ ქ-ნმა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებები მოსთხოვა, ხოლო, რაკი მოსკოვმა დუმილის უფლება გამოიყენა, მოხდა ის, რაზეც მოგახსენეთ.
ჩვენ, ოფიციალურადაც დავუჭირეთ მხარი დიდი ბრიტანეთის სანქციებს, რადგან გული გვარიანად მოგვეფხანა (ან კი როგორ არ მოგვეფხანებოდა?!), მაგრამ აი, გაერომ თავი შეიკავა, თუმცა აშშ-სა და გერმანიის პირველმა პირებმა მხარი დაუჭირეს ბრიტანელ კოლეგას. ოღონდ, მაგალითად, საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გვაუწყა, რომ ბრიტანეთს მხოლოდ მაშინ შეუერთდებიან, თუკი რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები იარსებებს (ოჰ, ეს ფრანგული სიყვარული?!), წარმოსახვით პოლიტიკას არ მივყვებითო (ვითომ საქართველოს ოკუპაციაც წარმოსახვითია?!).
ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები და რით დასრულდება, მაგრამ დაზუსტებით ვგრძნობთ, რომ რფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კვირაში აგორებული სკანდალი უხვად დაასხამდა წყალს კანდიდატ პუტინის წისქვილზე: იმიტომ რომ ჩრდილოეთით დასავლეთი ისევ ეშმაკია და კაპიტალიზმი კი კვლავ ყარს
скачать dle 11.3