კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ჩაძინებულსინდისიანები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „მეფის სიტყვა კანონია“?!

პრემიერ-მინისტრის მიმართვამ რუსეთის ხელისუფლებისადმი საზოგადოების ერთი ნაწილი დაატკბო (ჩვენებური აღტკინებით რუსთმოტრფიალენი ღმერთს მადლობას სწირავდნენ, ყინული დაიძრა, გვეშველაო), მეორე ნაწილი აღაშფოთა (დასავლეთის აღტკინებული მოტრფიალენი განგაშის ზარებს არისხებდნენ, კაპიტულაციააო), ამ ორს შუა დარჩენილები კი ბჭობდნენ, რით ვიხეირებთო.  
ისეთი ვნებათაღელვა დატრიალდა სხვადასხვა მხარეს აღტკინებულთა შორის, ლამისაა ერთმანეთს საღვთო ომი გამოუცხადეს, როგორც ჩანს, ვითარების დრამატულობა აშშ-ს საელჩოშიც იგრძნეს.
ჰოდა, რაკი იგრძნეს, აშშ-ს ელჩმა (საქართველოში) ჟურნალისტებს (შეხვედრაზე) განუცხადა, არც მეტი, არც ნაკლები, „თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს“.
მხოლოდ ამ ერთი ფრაზით არ შემოფარგლულა ბ-ნი კელი და საკითხი, შეიძლება, ითქვას, „დაღეჭა“ (მომყავს ციტატა): „ვფიქრობ, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებლობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა გვქონდეს ურთიერთობა რუსეთთან. აშშ-ს რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე აშორებს რუსეთს. თქვენ რუსეთთან გრძელი საზღვარი გაქვთ. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას... საჭიროა, ფართოდ გახელილი თვალებით, რეალისტურად მივუდგეთ საკითხს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან.“
უფრო მეტიც, ჟენევის ფორმატის მონაწილეთა დონის გაზრდასაც მიესალმა და ამ ჩვენს საზოგადოებას მოუწოდა, მოუსმინეთ პრემიერ-მინისტრსო.
ვინც გეოპოლიტიკაში ერკვევა, მისთვის იმთავითვე ცხადი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ტიპის განცხადებას პარტნიორებთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა (თუ პარტნიორმა აქეთ არ ურჩია), ცხადია, პოლიტიკოსებმა იციან, რომ ეს ასეა (თუ არ იციან და კიდევ ერთი ტრაგედიაა), თუმცა მომენტი მაინც არ გაუშვიათ ხელიდან, რომ ესარგებლათ (რაც ამ ჩვენი ქვეყნის უდიდესი პოლიტტრაგედიაა), ოღონდ ისაა, რომ აშშ-ს ელჩმა ცივი წყალი გადაასხა (ნებსით თუ უნებლიეთ) და, რა თქმა უნდა, ოპონენტებიც ჩაჩუმდნენ (არადა, მანამდე ისე ამკობდნენ პრემიერის მიმართვას, რომ იტყვიან, ყურიდან ყურში არ გაიშვებოდა).
აქედან გამომდინარე კი, ნათელზე ნათელია, რაც ყველაზე მეტად გაქვს სანატრელი: საკუთარი ტვინით მოქმედება (სინდისზე უკვე აღარაფერს ვამბობ).
скачать dle 11.3