კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№12 როგორ გახდა ხატია ქობალია გაეროს ასამბლეის ქართველი მონაწილე და რატომ შექმნა საქართველოში გაეროს მოდელირების ასოციაცია

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია



27 წლის ხატია ქობალია წარმატებული გოგონაა. მას შემდეგ, რაც დიდი გამოცდილება დააგროვა – ორჯერ იყო გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ინგლისში, კითხულობს ლექციებს ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ხატიამ დააარსა „საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია”, რომელიც უამრავ საინტერესო პროექტს, ახორციელებს როგორც თბილისში, ასევე რაიონებში. აქვთ გაცვლითი პროგრამებიც... თუ როგორ მუშაობს ეს ორგანიზაცია და როგორ შეუძლიათ მსურველებს გაწევრიანება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ


ხატია ქობალია: ” საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია” 2014 წელს დავაფუძნე. ამ ორგანიზაციის დაარსების იდეა, სხვადახვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების შედეგად, გაცილებით ადრე ჩაისახა, დაახლოებით იმ პერიოდიდან, როდესაც 2014 წლის ჩათვლით თვითონ ჩავდიოდი და ვკითხულობდი ლექციებს ამერიკაში, ნიუ-იორკში. თავად ვიყავი ორგანიზატორიც, დელეგატიც და კომიტეტის ხელმძღვანელიც. ორჯერ  ვიყავი გაეროს ასამბლეის მონაწილე ინგლისში. პირველად მე გავაგზავნე „სივი“, მეორედ უკვე იგივე უნივერსიტეტმა მიმიწვია, რომ ჩამეტარებინა ლექციები სოფიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ეს გამოცდილება გაეროს გარეშე დაგროვდა, მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება, რომ პასუხისმგებლობა ამეღო. თუ არ შემიძლია, არ ვგრძნობ, რომ მზად ვარ, ისე არაფერს ვაკეთებ.
– რა არის ამ ორგანიზაციის მთავარი მოტივაცია?
– გადავწყვიტე, საქართველოშიც შემექმნა პლატფორმა მოსწავლეებისთვის, სტუნდენტებისთვის, რომ ამ არაფორმალური განათლების სფეროში ეკეთებინათ საქმე, შეეძინათ ახალი მეგობრები, მიეღოთ ინფორმაცია, გასულიყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე და იქაც მოეხდინათ საკუთარი თავის რეალიზაცია, ჩართულიყვნენ სხვადასხვა საქმეებსა და აქტივობებში, უკეთესად წარმოეჩინათ თავი. ძირითადი იდეა ის იყო, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო მოდელირება საქართველოში გაკეთებულიყო, რადგან აქამდე მსგავსი რამ არც ყოფილა და არც არასდროს ჩატარებულა. ამის გაკეთება, ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ სხვადასხვა პროექტებს მივყევით. გაზაფხულის შემდეგ სესიაზე ამასაც გავაკეთებთ. მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ახალგაზრდობას ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი თავი.
– რა ასაკიდან შეუძლიათ ახალგაზრდებს თქვენთან გაწევრიანება?
– თავიდან ზღვარი 16-17 წელი იყო, მაგრამ რადგან მინდა, რომ პატარა ასაკშიც დაინერგოს ინფორმაცია არაფორმალურ განათლებაზე, ჩამოვწიეთ ზღვარი და ახალგაზრდებს მონაწილეობის მიღება, უკვე, 14 წლიდან 25 წლამდე შეუძლიათ. ახალგაზრდა ევროპაში 35 წლის ჩათვლით მოიაზრება, თუმცა ჩვენთან მსგავს პროექტებში 25 წლამდეც აღარ იღებენ მონაწილეობას. ძირითადი გათვლა სკოლის ასაკის სეგმენტზე მაქვს, იმიტომ რომ თუ რაღაცის შეცვლა გვინდა,
ვფიქრობ, რომ ადამიანმა პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები. ამ ასაკში უნდა მიეწოდოს მას ახალი ინფორმაცია, სხვა ალტერნატივა. კარგია კომპიუტურელი თამაშები, მაგრამ როდესაც პატარა ასაკიდან იწყება სხვა სამყაროსთან კომუნიკაცია, მერე უფრო და უფრო მარტივია, გაითავისო თუ რა გინდა ცხოვრებაში მიიღო, საერთოდ, რის მიღწევას ცდილობ, რა პროფესია გინდა აირჩიო. სხვადასხვა თემებთან ჩამოაყალიბო ურთიერთობა, რაც დღეს გლობალურად დგას მსოფლიოს წინაშე. ადამიანებს პატარა ასაკიდან ეძლევათ იმის საშუალება, რომ იყვნენ ორგანიზატორები, გარდა იმისა, რომ შეუძლიათ იყვნენ მონაწილეები და წარმოადგინონ სახელმწიფოები, ეკისრებათ პასუხისმგებლობა, როგორც ორგანიზატორებს. მათ უწევთ კომუნიკაცია სპონსორებთან – ეს არის გამოცდილება, რაც შემდგომში უფრო დაეხმარებათ პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში.
– რამდენად აქვთ თქვენთან მოხვედრის საშუალება ახალგაზრდებს რეგიონებიდან?
–  ერთ-ერთი მიმართულება, რაც გვაქვს, რეგიონებია. ვფიქრობ, რომ თუ ქვეყანაში რეგიონები არ არის განვითარებული, რაც არ უნდა აკეთოთ ერთ პატარა ცენტრში – დედაქალაქში, ეს ქვეყანას ვერ უშველის და წინ ვერ წავა. ამიტომ, ის ბავშვები, რომლებიც რეგიონებიდან არიან ან, უბრალოდ, თბილისში ცხოვრობენ და რომელიმე რეგიონში აქვთ საკუთარი მიწა, სახლი ან ძირი ვაძლევთ პლატფორმას – წადი და ჩაატარე პროექტი, მე გვერდით გიდგავარ. არ ვერევი  საერთოდ, არ ვჩანვარ. ვცდილობ, რომ ისინი ჩავიდნენ საკუთარ რეგიონში, საქმე აკეთონ, მე ასე მწამს, ასე ვაკეთებ და დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ რამდენიმე სესია  უკვე ჩატარდა ყაზბეგში, ქუთაისში, იმერეთის მასშტაბით. ახლა კიდევ ორი ემზადება. იგეგმება ფოთი, ბათუმი და შემდეგ სვანეთი. სესია ჩატარდა ნიშნავს ტარდება მოდელირებული სესიები, ნაწილდებიან დელეგატები კომიტეტებში. თითოეულ კომიტეტში შედის შესაბამისი თემა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შეიძლება, ავიღოთ ნებისმიერი თემა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. არის ქალთა დაცვის კომიტეტი, ეკონომიკისა და ფინანსების კომიტეტი. ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ, სხვადასხვა კონფერენციებში, ფორუმებში, საზამთრო სკოლებში, სადაც ტრენინგები უტარდებათ, სხვადასხვა სახის თემატიკაზე.
თვითონ პროცესი ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი კომიტეტი არის კრიზისების საბჭო, რომელიც ძალიან დატვირთულ და ამოუცნობ რეჟიმში მუშაობს. მაგალითად, ერთ-ერთი სესიის შემდეგ ყველა მონაწილე სახლში გავუშვით, ღამის სამ საათზე კი მივაკითხეთ ამ კომიტეტის ყველა წევრს და უკან, ლოკაციაზე დავაბრუნეთ. ვუთხარით, რომ არის კრიზისი და ამ კრიზისზე დილის ათ საათამდე ვამუშავეთ. ნამდვილად ჩავაგდეთ ისეთ სიტუაციაში, რაც შეიძლება, რეალურად მოხდეს. გაეროში ელჩებს, სწორედ, მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარება უწევთ.
– როგორ შეიძლება, თქვენთან მოხვდნენ ახალგაზრდები?
– ჩვენს „ფეისბუქ-გვერდზე“ იდება სააპლიკაციო განაცხადი იდება. მსურველებს შეუძლიათ, ეს აპლიკაციები შეავსონ. სკოლებში ტარდება პრეზენტაციები, ასევე, შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ან პირდაპირ დირექციაში ავიდნენ და უთხრან, რომ სიაში ჩაწერონ. აგვყავს საორგანიზაციო ჯგუფი და ყველას თავის საქმე აქვს განაწილებული. ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ ის, რომ მენეჯმენტი განხორციელდეს, ყველამ თვის საქმე აკეთოს: მონიტორინგი, შეფასება, შედეგზე გასვლა – ამ ყველაფერს მე ვკურირებ.
– რამდენად არიან ახალგაზრდები დაინტერესებულნი?
– ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა – თაობებს ვზრდით. რამდენიმემ საკუთარი მიმართულება შექმნა, პატარა არასამთავრობოები გააკეთეს და არჩეულ საქმეს ახორციელებენ. სკოლებში შეიქმნა გაერთიანებები, სადაც ასევე საკუთარი მიმართულებით, გარკვეულ პროექტებზე მუშაობენ, რაც, მე ვფიქრობ, ჩვენი გუნდის ძალიან დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ ადამიანი რომ მოვიდა შენთან ერთხელ, მეორედ, მესამედ და მერე უკვე საკუთარი ინიციატივით პროექტებს აკეთებს, ეს უკვე ორგანიზაციის გუნდის დამსახურებაა. ჩვენ მოვახერხეთ და დავსახეთ მიზანი, ჩავდეთ ნაპერწკალი და ის გაღვივდა. მაგალითად, ყაზბეგში რომ ჩავედით, 50 ადგილობრივი ახალგაზრდა შევკრიბეთ, 50 კი –  თბილისიდან ჩავიყვანეთ. მათ შეძლეს მსგავსი ტიპის პროექტის ორგანიზება და განხორციელება. ვფიქრობ, რომ ესეც ორგანიზაციის წარმატებაა.
– გაცვლითი პროგრამები თუ გაქვთ?
– რა თქმა უნდა. ჩვენ დელეგაციებს ვუშვებთ საზღვარგარეთ, რათა სხვადასხვა უნივერსიტეტის მოდელირებულ სესიაში მიიღონ მონაწილეობა. მსგავსი გამოცდილება გვაქვს იმ ქვეყნებშიც, რომლებშიც მე თავად ვიყავი წასული. ეს მკითხეს გასაუბრებაზე უნივერსიტეტში. ვუთხარი ვიცი, რომ შესაცვლელია, მაგრამ რომ გითხრათ, რამეს შევცვლი ასე ვერ მოვიქცევი, იმიტომ რომ, ჩემი განცხადება უსამართლო იქნება, რადგან კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ახლა რა არის შესაცვლელი. მაგალითად, თუ საზღვარგარეთ, სამი დღის განმავლობაში ორი განსახილველი თემა შემაქვს და ორ რეზოლუციას მიწერენ, საქართველოში ჩვენ სამ დღეში ორ თემას ვამუშავებთ. საქმე ისაა, რომ ისინი დიდი ხანია ამ სფეროში არიან ჩართულები, ჩვენთან კი მხოლოდ რამდენიმე წელია, წამოიწია და ალბათ, რამდენიმე წელში ჩვენებიც შეძლებენ, სამ დღეში ერთი კი არა ორი-სამი თემა დაამუშავონ. ჩვენთან ბევრად სიღრმისეული სწავლებაა, იქ ასეთი სიღრმისეული სწავლება არ არის. რაღაც კონკრეტული მიმართულება აქვთ აღებული და კონკრეტულ რაღაცას სწავლობენ. უფრო უნარების გამომუშავებაზე არიან ორიენტირებული, ვიდრე განათლების. გასწავლიან ლაკონურობას, კონკრეტიკას, იმ ინფორმაციის გაცემას, რაც საჭიროა – ეს უფრო მომგებიანია. თითო საგანს ვსწავლობთ ერთი კვირა, ამ ერთ კვირაში არის შუალედურიც და გამოცდაც.  რობოტებივით ვცხოვრობთ, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულად გამომიმუშავა უნარები. შემიძლია, სამსახურში დავალება იმაზე გაცილებით სწრაფად, ნაკლებ დროში შევასრულო, ვიდრე ამას ორი-სამი წლის წინ ვახერხებდი, იმიტომ რომ უკვე ვხვდები, აქ რა რა არის საჭირო, რაზე გავაკეთო აქცენტი და საით წავიყვანო – უფრო პრაგმატული განათლების სისტემა არის.
скачать dle 11.3