კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა მამაკაცური ფანდი ჩაუტარა მომავალ მეუღლეს ბექა ონიანმა და როგორ ზრუნავს მასზე სამი ქალი ერთდროულად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ბექა ონიანს ზედმეტი კილოგრამების დაკლება ძალიან უხდება. ამისთვის მას, უბრალოდ, კვების რეჟიმის შეცვლა მოუწია, რომელსაც დღემდე იცავს. როგორც თავად ბექა ამბობს, წონის კლებამ მის ხასიათზეც კარგად იმოქმედა. რაც მთავარია, მისთვის, როგორც ამ საკითხში, ასევე, თითქმის ყველაფერში, სტიმული და მუზა მისი საყვარელი ცოლია, რომელთან ერთადაც, ბექა უკვე 13 წელია, ცხოვრობს.
– ბექა, მშვენივრად გამოიყურები. ძალიან მოგიხდა გახდომა.
ბექა ონიანი: დიდი შრომა დამჭირდა, თუ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე, დიდხნიანი მცდელობა მქონდა. დავიწყებდი დიეტას, ცოტას დავიკლებდი და მერე საგრძნობლად მოვიმატებდი. ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად.
– წონასთან დაკავშირებით კომპლექსიც გქონდა?
– კომპლექსი არ მქონია და ახლა მიკვირს, რატომ არ მქონდა. არ მომწონდა საკუთარი თავი იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა, მაგრამ: „ვაიმე, რას ვგავარ” – ეს მომენტი არ მქონია. დისკომფორტი მქონდა სუნთქვის მხრივ, მალე ვიღლებოდი. ვიზუალურადაც – მინდოდა, თუნდაც, რაღაც ტანსაცმელი ჩამტეოდა.
– თათია სულუაშვილი დაგეხმარა ზედმეტი კილოგრამების დაგდებაში.
– თათიაა ამ ყველაფრის „მასტერი“. ჩემი მეუღლე კი – ხანგრძლივი შთაგონების წყარო. მეუღლეს უნდოდა, რომ ვყოფილიყავი ისევ ის ბექა, როგორიც ვიყავი და ვახსოვდი. თათიამ დაიწყო ერთ-ერთი კომპანიის დიეტა: საათობრივი კვება აქვთ, კალორიებს ითვლიან. მეც ვეკითხეობდი ხოლმე და ჩემებური რეჟიმი გამოვიყვანე – ვიცავდი კალორიებს. შემდეგ იმ კომპანიამ მეც დამირეკა, ბევრი კარგი რამ გამიკეთა ცხოვრებაში. თუმცა, იქ რომ მივედი, უკვე 23 კილოგრამი მქონდა დაკლებული, სულ 27 – დავიკელი. იცი, რა მიხარია ყველაზე მეტად? ჩვენ ვცხოვრობთ ძველ კორპუსში. მე და ჩემი მეუღლე რომ შევდიოდით და კიდევ ორი ადამიანი, ლიფტი ვერ მიდიოდა. ახლა რომ შევდივართ, მიდის, აღარ აქვს პრობლემა. მოკლედ, ბევრი კარგი რამ მოხდა: ჯანმრთელად ვგრძნობ თავს, უფრო მეტი ენერგია მაქვს, უფრო თავისუფალი და ლაღი ვარ. მოკლედ, ბენჯამინ ბატონივით ვარ.
– რას გეუბნებიან შვილები?
– შვილებს მოვწონვარ, მეუღლეს კი – განსაკუთრებულად. როგორც გითხარით, ჩემი შთაგონების წყარო და მუზა ჩემი მეუღლეა. ზოგადად, ასეა ცხოვრებაში, მაგრამ რადგან წონის დაკლებაზე ვსაუბრობთ: ეს განაპირობა მეუღლემ, თათიას ჩართულობამ და ჩემმა მონდომებამ.
– როგორ შეძელით, რომ ქორწინებიდან, 13 წლის შემდეგაც, ასეთი სიყვარულით საუბრობდეთ ერთმანეთზე?
– ამას ვერ გეტყვი, როგორ შევძელით. ეს ინდივიდუალურია. არ ვამბობ, რომ მაგარი ტიპი ვარ და ნახე, რა შემიძლია-მეთქი. მიყვარს და ვუყვარვარ. ჩვენი სიყვარული უფრო გაძლიერდა, უფრო მეტად აღვიქვამ, რომ გვერდით საყვარელი ქალი მყავს.
– თვალებში ემჩნევა, რომ მასაც არ განელებია ეს გრძნობა. როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მთავარი ოჯახური თანაცხოვრებისთვის?
– ურთიერთგაგება. სიყვარულიც ხომ ურთიერთგაგებაა. სიყვარული მხოლოდ ვნება და ლტოლვა არ არის. შეიძლება, ადამიანის მიმართ ვნება და ლტოლვა გქონდეს, მაგრამ მისი აზროვნება, ხასიათი არ მოგწონდეს. ჩვენ ერთმანეთს ვუგებთ. ხშირად ვჩხუბობთ, ვკამათობთ, საწინააღმდეგო აზრიც გვაქვს, თუმცა ბევრ რამეში ვთანხმდებით და ამიტომაც ვართ ერთად. თითქმის ერთად გავიზარდეთ. 13 წლის მე ვიყავი და 12 – ჩემი მეუღლე, როცა შემიყვარდა.
– მისი მხრიდან როგორი იყო შენდამი დამოკიდებულება?
– მაწვალა, მაწვალა, მაწუწუნა. სამი წელი მაწვალა და მეც ყველაფერს ვაკეთებდი, რაც მოცემულ სიტუაციაში შემეძლო გამეკეთებინა.
– სამი წლის მერე როგორ გამოგიტყდა სიყვარულში?
– ვაიძულე, ჩიხში მოვაქციე. საერთოდ დავტოვე, შევეშვი. არც მე ვიყავი დიდად გამოცდილი, მაგრამ ასეთი მამაკაცური ფანდი ჩავუტარე. გავაკეთე ის, რაც გონებამ მიკარნახა, რომ ჩემი ცხოვრებისთვის კარგი იქნებოდა. რაღაცებით არ მისარგებლია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გრძნობები გააჩნდა – ვერ მტოვებდა. არ მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ აღიარებდა, რომ ჩემ გარეშე არ შეეძლო ყოფნა. ბოლოს ისე მოვიქეცი, რომ საკუთარ თავს გამოტყდომოდა და ჩემთვისაც ეთქვა: მეც მიყვარხარ, დაბრუნდი, მოდი ერთად ვიყოთო.
– ხარ მზრუნველი, ყურადღებიანი მეუღლე ან რომანტიკული?
– სულ მსაყვედურობს, რომ რომანტიკული არ ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ ვარ. თუმცა, ის, ალბათ, იმდენად რომანტიკულია, რომ მეუბნება: მე შენზე მეტად რომანტიკული ვარო. ალბათ, ითხოვს, რომ უფრო გავაქტიურდე ამ მხრივ. მაგრამ, ვუყვარვარ და მოსწონს ჩემი არსებობა მის ცხოვრებაში.
– სირთულეებიც იქნებოდა ახალშექმნილ ოჯახში.
– იყო, რა თქმა უნდა, სირთულეები. ჯერ პატარა ხარ, ბევრი რამ არ გაქვს გააზრებული. როცა ცოლი მოვიყვანე, იმ პერიოდში არ ვმუშაობდი. თან, ცალკე გადავედით საცხოვრებლად. 2 წელიწადში შვილიც გვეყოლა, ფინანსური პრობლემებიც გვქონდა. არც ახლა გვაქვს მთლად დალაგებული ცხოვრება, მაგრამ მაშინ ისე ვიყავით, ერთი თეფშიც რომ არ გვქონდა. თუმცა, ყველაფერი გავაკეთეთ – „ნოვოსელია“ ხალიჩაზე გვქონდა და ერთი ტოსტერი, რომელშიც კვერცხი შევწვით. საპირფარეშოს კარი არ ჰქონდა, ფარდა იყო  ჩამოკიდებული. კიდევ გავამძაფრო, მოგიყვე დეტალები? ვინმე რომ შემოდიოდა, ფენს ვრთავდით ხოლმე.
– პირველი შვილი რომ გაჩნდა, მაშინ რა ხდებოდა?
– ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, ძალიან რთულ ამბებს მახსენებ. შვილი რომ გაჩნდა, საერთოდ არ გვეძინა 3 წლის განმავლობაში. ვმორიგეობდით. რომ ვერ ხვდები, რა ხდება: ხან ნევროპათოლოგთან დაგვყავდა, ხან სად. არ იძინებდა. ზოგჯერ დილის 5 საათზე დამირეკავს დედაჩემისთვის: გადმოდი, თორემ გადავაგდებ ამ ბავშვს-მეთქი. თან, ისეთ ასაკში ვიყავით, მაშინ გვინდოდა ყველგან სიარული და პატარასაც თან დავატარებდით. მანქანაში გავზარდეთ. მეორესაც მოუწია რაღაც პერიოდი მანქანაში გაზრდა. თუმცა, მის დროს ბევრად დაღვინებულ ასაკში ვიყავით. ახლა ბავშვებს არ სჭირდებათ: ვის დავუტოვოთ, სად დავტოვოთ. ადრე სულ ეს პრობლემა იყო. აბა, დედაშენს დაურეკე, აბა –  დედაშენს. ჩემს მეგობარ ბიჭსაც დაუტოვებია: ოღონდ თქვენ წადითო.
– როგორია, სამი გოგონა რომ გყავს სახლში? როგორ გაქვთ გენდერული უფლებები გადანაწილებული?
– ძალიან კარგია. მე სითბო მიყვარს, მოფერება და მეფერებიან ქალები. გენდერულ უმცირესობაში ვარ. თუმცა, ისეთი ტიპი არ ვარ: „მე ვარ უფროსი”. იმ დონეზე იქცევიან ჩემი გოგონები, რომ ამის აუცილებლობა აღარ არის. ყველაფერი შემიძლია, გავაკეთო. უბრალოდ, ჩემი გოგონები იმდენ რამეს აკეთებენ, ისინი უფრო არღვევენ გენდერულ თანასწორობას. ფიზიკური მუშაობა იქნება თუ მამაკაცური საქმე, ყველაფერს აკეთებენ. ვცდილობ, მე გავაკეთო, მაგრამ ჩემს მეუღლეს „ბალგარკაზეც” უმუშავია.  ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ. ახლა მშენებლობაზე ვუშვებ, იქ უნდა დავაწყებინო მუშაობა.
– შენთვის თქვენი ურთიერთობა იდეალურია?
– ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. რაღაცაში იდეალურია, რაღაცაში – არა. საშუალო არითმეტიკულს თუ გამოვიყვანთ, ჩემთვის იდეალურია ჩვენი ურთიერთობა. არ ვამბობ, ჩვენ მაგრები ვართ, უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთი და არ ვფიქრობთ, რომ ერთად არ უნდა ვიყოთ. პირიქით, ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა ვიყოთ სიცოცხლის ბოლომდე.
скачать dle 11.3