კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ იქცა ოთო ნემსაძე შეყვარებულისთვის დიდ ანაზღაურებად და რის გამო ვერ გამოდის ის დღემდე შოკიდან

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ოთო ნემსაძე მარტში ამერიკაში მიემგზავრება, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტს გამართავს. მისი პროდიუსერობა კი შეყვარებულმა, სოფო მეძმარიაშვილმა შეითავსა და ოცნების ქალაქში ორივე ერთად მიემგზავრება.
ოთო ნემსაძე:
მოკლედ, მე და სოფო ამერიკაში მივდივართ. ნიუ-იორკში ერთი კონცერტი უკვე დაგეგმილია, ცოტა ბილეთებია დარჩენილი. დიდი გამოხმაურება მოჰყვა კონცერტს და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემს საყვარელ ქართველ ემიგრანტებს. ჩემი პირველი ალმბომი მიმაქვს, რომელსაც „ფიქრების ზღვა“ ჰქვია. იქნება სხვადასხვა ქართული, ასევე, ინგლისური და უკრაინული სიმღერები. მრავალფეროვანი იქნება როგორც რეპერტუარი, ასევე მსმენელიც. რაც შეეხება ახალ ალბომს, მისი პრეზენტაცია ჯერ საქართველოში შედგება და შემდეგ წავა სხვა ქვეყნებში. ამერიკიდან ჩამოსული უკვე ახალ ალბომს დავაანონსებ საქართველოში. თითქმის ბოლოში გავედით და ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია. შემდეგ უკვე დავიწყებთ ტურნეს საქართველოში.
  როდის და რამდენი კონცერტი გაქვს ამერიკაში?
– 25 მარტს რესტორან „გესტ ჰაუზშია“ კონცერტი. გელოდებით ყველას. საუბარია მეორე და მესამე კონცერტზეც, თუმცა, ეს საკითხი ჯერ დამუშავების პროცესშია. როგორც ვიცი, ამერიკაში ორი კონცერტით მაინც უნდა ჩავიდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ყველა ქვეყანაში ჩავალ და ჩემს საყვარელ ქართველებს ჩავეხუტები. მოვესიყვარულები.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ საუბრობდი ამ თემაზე და პირდაპირ ამერიკიდან დაიწყე გეგმის განხორციელება...
– ხომ იცი, პირდაპირ მწვერვალებს ვეჯახები ხოლმე. საქართველო ძალიან მიყვარს და ჩვენი ქვეყნის გარეთ, სხვაგან ცხოვრებას არ ვაპირებ. მაგრამ, ჩემი მუსიკის მასშტაბებს აღარ ჰყოფნის ჩემი საყვარელი ქვეყანა. ამიტომ, მირჩევნია, საქართველოს საზღვრებს მიღმა უფრო მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის ვეცდები, ჩემი ქვეყნის სახელი ომახიანად წარვადგინო სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე და არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტების წინაშე.
– შენ, როგორც პიროვნებას, გყოფნის საქართველოს მასშტაბები?
– საქართველოს მასშტაბები, ალბათ, არცერთ ქართველ მომღერალს არ ჰყოფნის. უბრალოდ, ცოტანი ვართ და თუ გავმრავლდებით, დემოგრაფიულ წინასვლას განვიცდით, მერე გვეყოფა. სამმილიონიან ქვეყანაში ძნელია, რამე გაყიდო, მუსიკაზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, მე ჩემს ქვეყანაში კომერციული გათვლები არასდროს მქონია, ყოველთვის ვცდილობ, მუსიკა ვაკეთო.
– დემოგრაფია ახსენე და თავად ამ კუთხით ჯერ არაფერი გაგიკეთებია.
– როგორ არა, ნემსაძეების ოჯახში მატებაა. ძმისშვილი შემეძინა, რომელიც უკვე სამი თვისაა და ძალიან ბედნიერი ვარ. მეც, იმედია, მალე მოვიხდი ვალს, რაც ჩემმა ძმამ უკვე გააკეთა: ხე დარგო, ბავშვი ჰყავს, ერთი – სახლი არ აუშენებია.
–  შენ ამ სამი პუნქტიდან რამდენი შეასრულე?
– ხე დავრგე, სახლიც მიშენდება ბათუმში, რომელიც ოქროს ადამიანმა მაჩუქა და დიდი მადლობა ბატონ რამაზს. ვიცი, ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დამეხმარება. წარმოუდგენელი საჩუქარია და დღემდე შოკირებული ვარ, ვერ გამოვედი შოკიდან. დამრჩა მესამე პუნქტი – ბავშვი. ეგეც იქნება. ძალიან მინდა, შვილი მყავდეს. უბრალოდ, ჯერჯერობით, ფიზიკურად ვერ ხერხდება. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილს არაფერი გაუჭირდება, რადგან ჩემ ირგვლივ ყველაზე ვზრუნავ, გარდა საკუთარი თავისა. როცა რაღაცაზე პასუხისმგებლობას  იღებ, ის უნდა შეასრულო. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.
– გიფიქრია ან წარმოგიდგენია, როგორი მამა იქნები და როგორი შვილი გეყოლება?
– წარმოდგენებით არ ვცხოვრობ. რეალობას რომ ვეჯახები, მერე ვფიქრობ ხოლმე ამ რეალობაზე. ჯერ თავი ისევ ბავშვი მგონია, 28 წლის ჯორი კი ვარ, მაგრამ მაინც. ზოგადად, რეალისტი ვარ და ოდნავ ოპტიმისტი. ძალიან ოპტიმისტი ვიყავი, მაგრამ რეალობას შევეგუე, რადგან იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბოლომდე ვეღარ ვიქნები ოპტიმისტი. ბევრჯერ მწყენია რაღაც, იმედიც გამცრუებია, მაგრამ უფრო მეტი, მაინც კარგი მომხდარა. 28 წლის ასაკამდე ბევრი რამ მოვასწარი და ყველაფერი წინაა.
– საკუთარ თავზე რომ არ ზრუნავ, ამაზე არ გეჩხუბება სოფო?
– სოფო ზრუნავს ჩემზე და თან, ძალიან კარგად გამოსდის. ჩემი პროდიუსერობაც მოირგო. სოფომ გააკეთა ამერიკაში ჩემი კონცერტი. იქიდან დაინტერესდნენ და დანარჩენს უკვე სოფო აგვარებს. ეს ძალიან მიხარია, რადგან საორგანიზაციო საკითხების მოგვარება არასდროს მიყვარდა. სოფოს კი მშვენივრად გამოსდის. მიუხედავად თავისი გადატვირთული გრაფიკისა, პროდიუსერობა კარგად შეითავსა.
– მომღერლებს პროდიუსერებთან ხშირად აქვთ კონფლიქტი და თქვენს შემთხვევაში, როგორ მიდის საქმე?
– არა, ჩვენ არ გვაქვს კონფლიქტები, მშვენივრად ვთანამშრომლობთ.
– ანაზღურება დაუნიშნე?
– სოფოს ანაზღაურება მე ვარ. მე და სოფო ერთად მივფრინავთ ამერიკაში, ვიზაც მოგვცეს და ამერიკასაც ვნახავთ. დღემდე ოცნებების ქვეყანაა არა რუსეთი, არამედ ამერიკა.
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აზარტულ თამაშებსა და კაზინოების რეკლამირებას აკრიტიკებდი.
– ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი მკვეთრად უარყოფითია. სადაც უნდა წავიდე, ყველგან კაზინოების რეკლამირება მიდის. არ შეიძლება ამდენი რეკლამა და ამდენი კაზინო ქალაქის ცენტრში. კაზინოშიც ვარ ნამყოფი. ყველას გვიყვარს გართობა, მაგრამ არ შეიძლება, ახალგაზრდობას, რომელსაც ძალიან უჭირს, თვალებში ატენიდე დაბალპროცენტიან, მდაბიო კაზინოებსა და საიტებზე სწრაფი სესხების რეკლამირებას. ეს არ შეიძლება. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანებზე და ამის გამო, ძალიან ბევრი იღუპება,  უამრავი ფინანსური პრობლემა აქვთ. ეს ყველაფერი ძალიან მიშლის ნერვებს და ამის წინააღმდეგი ვარ. ჩემ ირგვლივ ბევრია, ვინც ამ ყველაფრის გამო დაღუპულა, ძალიან დიდ შარში გახვეულა. ფული არ არის ცხოვრებაში მთავარი და ეს ადამიანის ფსიქოლოგიაზე ზეწოლა, წიხლის დაჭერაა. არ დამიწყოს ვინმემ მტკიცება, რომ ადამიანმა თავად უნდა იხმაროს ჭკუაო. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილის მოტყუება ძალიან მარტივია. ამიტომ, არ შეიძლება, კაზინოების ამდენი რეკლამირება და ამდენი ადამიანის დაღუპვა.
– დღეს, ასევე, აქტუალურია და რეკლმირება ხდება მარიხუანის დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციაზე. როგორია ამ საკითხისადმი შენი დამოკიდებულება?
– ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, ალბათ, უნდა მოხდეს, რადგან ნარკომანი ჩემთვის არ არის კრიმინალი. პირიქით, საჭიროებს დახმარებას, მკურნალობას, გვერდში დგომას. ასეთი რამ ხდება ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ვისგანაც მაგალითი უნდა ავიღოთ. რაც შეეხება ლეგალიზაციას, ალბათ, არ შეიძლება. მე არ მჭირდება არანაირი ნარკოტიკი ამ ცხოვრებაში თავის გასატანად. საქართველოში ნარკოტიკის ლეგალიზება, არ მგონია, კარგი იყოს. მოსაწევი ბევრს უყვარს, ყველას გაუსინჯავს, მაგრამ არავინ თქვას, რომ დამოკიდებულებას არ იწვევს. ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და ზოგადად, ყველაფერს აქვს ნორმა და საზღვრები. არ ვიცი, ქართველებს რამდენად გვაქვს ნორმები და შეგვიძლია თუ არა საზღვრების დაცვა. მე ათი ხელით მომხრე ვარ ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით, დეკრიმინალიზაციის. ამ ადამიანებს ვუდგავარ გვერდში, მაგრამ ლეგალიზაციის წინააღმდეგი ვარ.
–  მოსაწევი ყველას მოუწევიაო და შენ მოგიწევია?
– მომიწევია, მაგრამ არ მიყვარს, არ მომეწონა. ზოგადად, არ მომწონს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ამიტომ არც სასმელს ვეტანები. ზოგჯერ ცოტას თუ მოვწრუპავ ხოლმე. სიფხიზლესა და სიჯანმრთელეში ბევრად უფრო მეტი კაიფია, ვიდრე ნებისმიერ ნარკოტიკში.
– კაზინოში გითამაშია?
– აზარტული ვარ, მაგრამ ზომიერად. მეგობრებთან ერთად რამდენჯერმე კაზინოშიც გავრთობილვარ, მაგრამ ვფიქრობ, ქალაქში არ უნდა იყოს კაზინოები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ქალაქგარეთაა. ვისაც უნდა, წავა იქ და თვალში კი აღარ შეეჩხირებათ. ასე, გაცილებით ცოტა ივლის კაზინოში. ბევრისთვის ეს სამსახურიცაა. უბრალოდ, დამღუპველია საიტებზე კაზინოების ამდენი რეკლამირება.
– სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ყოფილხარ?
– არასდროს და ყველას ვეუბნები, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. თავი უნდა აიყვანოთ ხელში და მობილიზდეთ. მე ასე მოვედი დღემდე და ასე ვიქნები მომავალშიც.

скачать dle 11.3