კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ აწყენინეს მარიკო ლეჟავას საკუთარი ბენდის წევრებმა და როდის დაენგრა მას ყველაფერი თავზე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ცოტა ხნის წინ მარიკო ლეჟავამ საკუთარი ბენდი დატოვა, რადგან მათთვის უმნიშვნელო ნაბიჯი მარიკოსთვის საწყენი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, მათთან საქმიანი ურთიერთობა გაეწყვიტა. ამ ეტაპზე კი, რადგან მუსიკალურ სფეროში ნაკლებად აქტიურია, ძალები ბიზნესში მოსინჯა და ჩანთების საკუთარი ხაზი შექმნა.

მარიკო ლეჟავა
: ჩემმა მეგობარმა ფოტო გამომიგზავნა, რომელზეც ჩემი ბენდის წევრები სხვა ვოკალისტთან – ცნობილ მომღერალთან ერთად იყვნენ. მე ამის შესახებ საქმის კურსში არ ვიყავი. რომ მცოდნოდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ რადგან არ გამაფრთხილეს, ძალიან მეწყინა. მითხრეს, ეს ერთჯერადი შემთხვევა იყო და განსაკუთრებული არაფერიაო, მაგრამ ვიღაცისგან რომ გავიგე, მეწყინა და მათთან საქმიანი ურთიერთობა შევწყვიტე. ახლა მათ ბენდში – „ნონსტოპში“ აღარ ვარ, თუმცა ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. ერთ სფეროში ვართ და ალბათ, აუცილებლად გადაიკვეთება ჩვენი გზები. ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან და მათთან ურთიერთობას, რომ არა ეს შემთხვევა, დიდხანს გავაგრძელებდი.
– სანამ ამ ბენდთან დაიწყებდი თანამშრომლობას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდა და შენი მუსიკალური კარიერა საფრთხის წინაშე იდგა...
– საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღე მიწევდა სიმღერა სამსახურში, რამაც ყელზე დიდი პრობლემა შემიქმნა. პირდაპირ სახმო იოგზე გამიჩნდა კისტა, რომელიც ისეთ ადგილას იყო, ან სასწაულებრივად უნდა გამქრალიყო, ან ამოეკვეთათ. ამოკვეთა ძალიან რთულია, რადგან სახმო იოგი ოდნავაც რომ დაზიანებულიყო, სისხლდენა წავიდოდა და მისი ბრმად ამოჭრა მოუწევდათ. მოკლედ, ძალიან რთული ოპერაცია მელოდა და შეიძლებოდა, ჩემი მუსიკალური კარიერა წარსულს ჩაჰბარებოდა. საერთოდ, როცა რამე მჭირს, ამას წინასწარ, ექიმთან მისვლამდე ვგრძნობ, მაგრამ შიშის გამო, არ მივდივარ. სანამ ამ დიაგნოზს დამისვამდნენ, ვიცოდი, რომ სერიოზული პრობლემა მქონდა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ხმა არ მქონდა, ფაქტობრივად, ვერ ვმღეროდი, ვხაოდი. მაგრამ, ექიმთან არ მივდიოდი. მეშინოდა, რომ მეტყოდა: „ვსო, შენ აღარ უნდა იმღერო“. თუმცა, ერთ დღეს სიმღერა კი არა, ლაპარაკიც რომ ვეღარ შევძელი, იძულებული გავხდი, ექიმთან მივსულიყავი. მითხრა, რომ სახმო იოგზე უზარმაზარი კისტა მქონდა და ორი შანსი არსებობდა: ან სიმღერას გავაგრძელებდი და რვა თვეში კარიერას დავასრულებდი, ან სიმღერას შევწყვეტდი განუსაზღვრელი დროით და მკურნალობას დავიწყებდი. მინახავს მომღერლები, სხვა პროფესიაც რომ აქვთ და თავს კომფორტულად გრძნობენ, რაც ჩემს შემთხვევაში, გამორიცხულია. სიმღერა ჩემთვის ცხოვრებაა და უცებ მას რომ გართმევენ, ეს დამანგრეველი აფეთქებაა. ყველაფერი თავზე დამენგრა. მომიწია სამსახურიდან წამოსვლაც, რადგან ჩემი სიმღერა ტანჯვა-წამება უფრო იყო. ეს ფაქტიც ძალიან განვიცადე. უკვე მატერიალურადაც გამართული და თავდაჯერებული ვიყავი და ამ ორმა საშინელმა სიახლემ, ისეთი რთული ეტაპი მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. თან, ექიმი ისე მელაპარაკებოდა, იმედიც არ მქონდა, რომ ამ საშინელების მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა. ძალიან ბევრი პროცედურა ჩავიტარე, ყელში დენის გაყვანა, უამრავი წამალი, მაგრამ აბსოლუტურად – უშედეგოდ. ეს ყველაფერი სამი-ოთხი თვე გრძელდებოდა, მაგრამ ჩემი კისტა ერთი მილიმეტრითაც არ დაპატარავებულა. იმ პერიოდში ირაკლი ჩარკვიანის კონცერტზე უნდა მემღერა. რადგან დიდი ხანი გაჩუმებული ვიყავი, ექიმმა სიმღერის უფლება მომცა. ოღონდ უამრავი წამალი დამინიშნა. ადრენალინი და დექსამეტაზონი მივიღე იმისთვის, რომ ჩემი ხმა მომსვლოდა, რაც უკიდურესი საშუალება იყო. გავედი და შეძლებისდაგვარად, ვიმღერე, რის შემდეგაც მდგომარეობა გამიუარესდა. მაშინ გადავწყვიტე, წამლებზეც უარი მეთქვა, რადგან ამდენხნიანი მკურნალობის უშედეგობამ იმედი საშინლად გამიცრუა. მოკლედ, ყველაფერს თავი დავანებე. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, ერთ დილას ვიღვიძებ და თავს უცნაურად კარგად ვგრძნობ. მანამდე ყელში ისეთი შეგრძნება მგონდა, თითქოს უნდა ჩამეხველებინა. ლაპარაკის დროს სიმძიმის შეგრძნება მაწუხებდა. იმ დილით ვერ გავიგე, რატომ მქონდა ყელი კარგად. საღამოს წავიმღერე კიდეც და ჩემი ყელი „წამომყვა“. ექიმთან მივედი და აღმოჩნდა, რომ ჩემი კისტა სრულად გაქრა. არ ვიცი, რა მოხდა, ეტყობა, წამლებმა ცოტა მოგვიანებით იმოქმედა, ხმაც დავასვენე და საოცრად ბეჯითად ვიქცეოდი. ალბათ, ყველაფერმა ერთად თავის საქმე გააკეთა. უბედნიერესი ვიყავი, ამდენი ხნის ტანჯვა-წამებამ რომ შედეგი გამოიღო. ბენდთან ერთად პირველად რომ დავუკარი, იმდენი დადებითი და აღფრთოვანებული შეფასება მოვისმინე, რომ მივხვდი, მე აუცილებლად დავბრუნდებოდი და ასეც მოხდა.
– ახლა რა გეგმები გაქვს?
– ახლა ჩემი და ჩემი მეგობრის ჩანთების ხაზზე ვარ გადართული. მუსიკალური თვალსაზრისით, ჯერ, განსაკუთრებული არაფერი ხდება. მოლაპარაკებები მაქვს ბენდთან, მაგრამ საბოლოო პასუხამდე ჯერ არ მივსულვართ. რაც შეეხება ჩანთებს, ყოველთვის მქონდა მისი შექმნის სურვილი, მაგრამ განხორციელება აქამდე ვერ მოვახერხე. რამდენიმე თვის წინ, ჩემს ძალიან ახლო მეგობარს – ანოს გავუზიარე ჩემი სურვილი და აღფრთოვანდა. გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ თითოეულ დეტალში. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი მეგობრები მყოლია. უამრავ რამეში დამიდგნენ გვერდში, სრულიად უსასყიდლოდ. ჩვენი ბრენდის – „ბადეს“,  მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და იმედია, კიდევ უფრო გაიზრდება.
– მინდა, გარეგნობასთან დაკავშირებითაც გკითხო. შენი ახლანდელი ფორმები ჯანსაღი ცხოვრების დამსახურებაა, თუმცა იყო პერიოდი, როცა სასურველი ფორმისა თუ წონის მისაღწევად, სერიოზულ საფრთხეში ჩაიგდე თავი.
– სამწუხაროდ, ძალიან კარგი პიარი გაუკეთდა გასახდომ ტაბლეტებს, რაც ძალიან ცუდია. როცა ინფორმაცია არ გაქვს, ყველა წამალი კარგი გგონია. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი – ეს ის ასაკია, როცა ყველაზე მეტად იპრანჭები. მინდოდა, სწრაფად დამეკლო წონაში, რამაც ძალიან ცუდი შედეგი მომცა – თავი დავიავადმყოფე. კუჭი განადგურებული მქონდა, ლამის მოვკვდი. სწრაფად და ჯანსაღად გახდომა ერთდროულად, წარმოუდგენელია. თვალები ჩაცვენილი და ჩაშავებული მქონდა, საშინელებას დავემსგავსე და ბოლოს, მამაჩემმა ძლივს გადამარჩინა. ის ექიმია. რომ სცოდნოდა, რას ვიღებდი გასახდომად, აუცილებლად დამიშლიდა. მაგრამ, მაშინ გაიგო, როცა უკვე ყველაფერი გაკეთებული მქონდა. ჩხუბი უკვე უაზრობა იყო და პირდაპირ ქმედებაზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვრისკავ, ასეთ საკითხებში ძალიან მშიშარა ვარ. სულ მგონია, რომ კიბო მჭირს და მაშინაც მეგონა, რომ კუჭის კიბო მქონდა. ხანგრძლივი მკურნალობა დამჭირდა, რომ ჩემი კუჭი ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნებოდა.
– საბოლოოდ, რა გზით მოიშორე ზედმეტი კილოგრამები?
– დიეტას ამახინჯებენ ხოლმე და ის დღეში მხოლოდ წიწიბურასა და ერთი კიტრის ჭამა ჰგონიათ. დიეტა, რომელიც მინიმალურ საკვებზეა ორიენტირებული, არასწორია, რადგან, როგორც კი ერთი მილიგრამით მეტს შეჭამ, ორმაგად მოიმატებ. პირველად, აუცილებლად გაღვიძებიდან საათნახევარში უნდა ვჭამოთ და შემდეგ ოთხი საათის შუალედებით. ამ გზით, საერთო ჯამში, 25 კილოგრამი დავიკელი და დღემდე ასე ვინარჩუნებ ფორმას. თუ კალორიებს ითვლი და ოთხ საათში ერთხელ ჭამ, აუცილებლად დაიკლებ, მაგრამ როცა სასურველ წონამდე მიხვალ, მერე კალორიების თვლა საჭირო აღარაა, უბრალოდ, ოთხსაათიანი შუალედებით კვების რიტმი არ უნდა დაარღვიოთ.
– პირად ამბებში რა ხდება?
– არის ადამიანი, რომელიც ხუთი წელია, ჩემთან ერთადაა. მსახიობია – ძალიან კარგი და ნიჭიერი. ორივე ხელოვანები ვართ, ერთმანეთის პროფესიის სირთულეები კარგად გვესმის და ეს ძალიან გვეხმარება. მისი ვინაობის დასახელებას მოვერიდები, რადგან, როცა პირად ცხოვრებაზე ბევრს ლაპარაკობ, ამას ცუდი შედეგი მოაქვს. ეს ერთხელ უკვე გამოვცადე ჩემს თავზე. მე მჯერა კარმის, რაც უფრო ბევრს ლაპარაკობ შენს ცხოვრებაზე, მით მეტი განიხილავს მას. მეტი ინტერპრეტაცია ჩნდება შენი პირადი ცხოვრების შესახებ და ამიტომაც ვიკავებ თავს.
– ეჭვიანობა ახლავს თან თქვენს პროფესიას?
– მსახიობების მეუღლეებს ან შეყვარებულებს ყოველთვის აქვთ გართულება ეროტიკულ სცენებზე. მე, მაგალითად, როცა პარტერში ვზივარ და ვუყურებ, როგორ კოცნის ჩემი შეყვარებული სხვა გოგოს და ასეთი როლი საკმაოდ ხშირად აქვს, ვერასდროს ვცნობ მასში ჩემს შეყვარებულს. სულ მგონია, რომ ის სხვა ადამიანია – ვისაც თამაშობს და არა ის, ვინც ხუთი წელია, მიყვარს. ამას გულწრფელად ვამბობ და ამიტომ, არ მაქვს რეაქცია, როცა ის სხვას კოცნის. როცა ეს სცენაა, ჩემი და მისი მეგობრები ყოველთვის მე მიყურებენ.  მაგრამ, გულწრფელად ვამბობ, მე ნერვიც არ მიტოკდება.
– მას რა რეაქცია აქვს, თუ შენ ხარ სცენაზე და გამომწვევად გაცვია?
– იშვიათად, რომ მამაკაცი გიჟდებოდეს, თუ ქალს ნაფლეთები აცვია. მას შეიძლება, არ მოსწონდეს ჩემი ჩაცმულობა, მაგრამ თუ კონცერტი მაქვს და ვეუბნები, რომ ასეა საჭირო, რა თქმა უნდა, ესმის. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, რომ გაიგოს. ყოველდღიურად ნამდვილად არ მაცვია ისე, რომ მას დისკომფორტი შევუქმნა.
скачать dle 11.3