კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რის გამო აარჩიეს „ვოგი იტალიას“ პრესტიჟული გამოცემისთვის მარიამ ნასყიდაშვილის ფოტო და აპირებს თუ არა ის საქართველოში იმიჯმეიკერად დაბრუნებას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

22 წლის მარიამ ნასყიდაშვილი მილანის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის Haute Future Fashion Academy-ის Fashion styling–ის ფაკულტეტის სტუდენტია, პარალელურად კი, ინტენსიურ კურსებს Nouva accademia di belle art-ში გადის. მისი ფოტო, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი ჟურნალის Vouge italia-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და ამბობს, რომ ამას თავადაც არ ელოდა. ფოტოსესიაში მასთან ერთად, მონაწილეობდნენ  ქართველი ვიზაჟისტი - თამთა გვარელი, იტალიელი ფოტოგრაფი არიანა გეორგინი და  იტალიელი მოდელი ბიანკა კოზეტა ბურინი.
მარიამ ნასყიდაშვილი:
დედა იტალიაში ცხოვრობდა და  ხშირად მიწევდა მასთან ჩასვლა, რამაც განაპირობა ჩემი სასწავლებლად წასვლა ამ ქვეყანაში. მაგრამ, ამხელა წარმატებას, რომ „ვოგში” მოხვდებოდა ჩემი ფოტო, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. დაახლოებით, სამი წელია, აქ ვცხოვრობ. თავიდან ენის კურსზე ვსწავლობდი „დანტე ალიგიერში.” შემდეგ ჩავაბარე მილანის სახელმწიფო უნივერსტეტში სოციოლოგიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია და სფერო არ იყო და სწავლა Haute Future Fashion Academy-ში Fashion Styling-ზე დავიწყე, იმიჯმეიკერის განხრით. პარალელურად, NABA-ში გავდივარ კურსებს. ჩემი, როგორც იმიჯმეიკერის მასწავლებელი უნივერსიტეტში, ვერონიკა მაზიოტაა, Vogue Art-ის კრეატიული დირექტორი. ზოგადად, რაც გავიზარდე, მოდის სამყაროს, თვალყურს ვადევნებ. თუმცა, გადაწყვეტილი არ მქონდა ამ განხრით სწავლა, მით უმეტეს, იმაზე არც მიფიქრია, რომ ჩემი ფოტო, ერთ დღეს „ვოგის“ გვერდზე მოხვდებოდა (იცინის).
– გაგიჭირდა უცხო მხარეში შენი ადგილის დამკვიდრება და ზოგადად, ურთიერთობები?
– თავიდან გამიჭირდა. ვერ ვეჩვეოდი უცხო გარემოს, უცხო ადამიანებს. მაგრამ, მერე, ნელ-ნელა შევეჩვიე.  ახლა დაკავებულიც ვარ და ვერ ვიცლი ფიქრისა და ნოსტალგიისთვის (იცინის). მაგრამ, საქართველოში ყველაზე მეტად მენატრება ჩემი შეყვარებული, ოჯახი და მეგობრები. ხანდახან, ისე მინდა თბილისის ქუჩებში გავლა, ლამის ჩავალაგო ჩემოდანი და წამოვიდე (იცინის). ისე, რომ ვაკვირდები, მილანი რაღაცით თბილისს ჰგავს.
– იტალიელი თაყვანისმცემლები თუ გაიჩინე?
– იტალიელი თაყვანისმცემლები არ მყავს, ძირითადად, გოგოები ვართ კურსზე (იცინის). თბილისში მყავს შეყვარებული – ცოტნე მესხი, რომელიც  ფეხბურთელია.  მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩვენ-ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული, დილიდან საღამომდე ტელეფონზე ვართ ჩამოკიდებული (იცინის), თუმცა, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, რომ მომავალში წარმატებული კარიერა გვქონდეს. ამიტომ, იტალიელი თაყვანისმცემელი მამაკაცებისთვის არ მცალია, უკვე დაკავებული ვარ (იცინის). ზოგადად, თავისუფალი დროც ნაკლებად მრჩება,  ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. მოდის სფეროში მოღვაწე ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, თუმცა მეგობრებთან ყოფნასაც ვახერხებ – ძალიან მიყვარს მათთან ერთად დროის გატარება და სეირნობა. ფოტოსესიაც ხშირად გვაქვს და გადაღებებიც, მოგეხსენებათ, ეს რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჩემს იტალიელ მეგობრებს, ხშირად ვუყვები საქართველოზე და ძალიან უნდათ ჩამოსვლა. ალბათ, ამ ზაფხულს ჩამოვლენ და დავათვალიერებინებ ჩემს ქვეყანას, რომელიც ჩემთვის ნამდვილად ყველაზე ლამაზია და სულ მენატრება. საქართველოს შესახებ იტალიაში, ბევრმა იცის. ვინც არა,  ვეუბნები, რუსეთთანაა ახლოს-მეთქი და ეგრევე, ხვდებიან (იცინის). აქ ქართველებს იშვიათად ვხვდები, მაგრამ მყავს რამდენიმე მეგობარი.
– სწავლის დამთავრების მერე, აპირებ საქართველოში დაბრუნებას და როგორ ფიქრობ, აქ შენი პროფესიით შეძლებ მუშაობას? თუ უცხოეთში უფრო ბევრს მიაღწევ და წარმატებული იქნები?
– საქართველოში მოდის სფერო ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა და უკვე დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. ვიმედოვნებ,  სანამ სწავლას დავამთავრებ, ჩემი პროფესიაც პოპულარული გახდება ჩვენს ქვეყანაში და დავბრუნდები. ასე რომ, სხვა ქვეყანაში არ ვაპირებ ცხოვრებას. მინდა, აქ ყველაფერი გავაკეთო და შემდეგ საქართველოში დავბრუნდე. ზოგადად, იმიჯმეიკერი აუცილებელია ყველა ბრენდისთვის, თუნდაც იმის გამო, რომ უფრო მეტად საინტერესო და გაყიდვადი გახადო  შენი პროდუქცია.  თუმცა, მე სხვა კუთხით მინდა, წარმოვაჩინო ჩემი ხედვა, უფრო სხვა ინტერესით ვუდგები ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ვიმუშავებ ბრენდებთან, მაგრამ, როცა ჩემს გადაღებას გავაკეთებ, უპირატესობას ინდივიდუალიზმსა  და ფერების შეხამებას მივანიჭებ. სწორედ ამ კრიტერიუმით ვიხელმძღვანელებ და მიხარია, რომ მე ვიყავი იმ მოდელის იმიჯმეიკერი, რომლის ფოტოც „ვოგი იტალიამ” გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ზოგადად, ყოველდღიურად ვამოწმებ VOGUE ITALIA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს და ერთ დღესაც, რომ შევედი, სრულიად მოულოდნელად, იქ ჩემი მოდელის ფოტო დამხვდა. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა და დაუჯერებელი ფაქტია, იმიტომ რომ, ძალიან რთულია, ასეთმა ცნობილმა ჟურნალმა შენი ფოტო გამოაქვეყნოს, ამას წლები სჭირდება და შეიძლება ვერც მოახერხო. ვფიქრობ, ჩემი ფოტო იმის გამო შეარჩიეს, რომ ნამდვილად საინტერესოა. იგრძნობა, რომ განსხვავებულია და ინდივიდუალური მიდგომაც ჩანს.
– ანუ, ეს მოულოდნელი იყო შენთვის? რა ემოცია გქონდა?
–  ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც, რომლებიც გადაღებაში მონაწილეობდნენ. არც ამხელა გამოხმაურებას ველოდი, რაც ნამდვილად სასიამოვნოა და ჩემს სფეროში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს ჩემი მეორე გადაღება იყო და საერთოდ არ ვფიქრობდი თუ Vogue Italia გამოაქვეყნებდა. რომ ვნახე, უბედნიერესი ვიყავი. ასე მეგონა, დედამიწაზე კი არ ვიდექი, დავფრნავდი (იცინის). თან, მოდელიც და ფოტოგრაფიც, თვითონ ვიპოვე, ავარჩიე და ყველაფერი ჩემებურად დავგეგმე. ნამდვილად რთულია თავის დამკვიდრება მოდის ჯადოსნურ და საოცარ სამყაროში, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთო, რომ, რაც შეიძლება, მეტი გამოცდილება მივიღო, ვისწავლო და ვიმუშაო. სხვათა შორის, ამაში ჩემი შეყვარებული ძალიან მეხმარება და შორიდანაც კი, უდიდეს სტიმულს მაძლევს. ახლა გავთამამდი და ვამბობ, მარჯიელას იმიჯმეიკერად მინდა მუშაობა-მეთქი (იცინის). თუმცა, ვიცი, ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ეტაპი დამრჩა გასავლელი. მაგრამ მე, ყველაფერს გავაკეთებ. 22 წლის ვარ და ბედი ნამდვილად მწყალობს. დედაჩემიც ხელს მიწყობს – ყველაფერს აკეთებს იმისთვის, წარმატებული ვიყო. ახლახან, დამიკავშირდა რუსი გოგონა და გადაღება მთხოვა. ძალიან საინტერესო ფოტოსესია გამოვიდა და ახლა ველოდებით, რა რეზონანსი მოჰყვება.
скачать dle 11.3