კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, სანამ ბავშვს სტომატოლოგთან მიიყვანენ

იცით თუ არა, რომ ბავშვთა სტომატოლოგია გაცილებით რთულია, ვიდრე დიდების. ბანალური კარიესიც შეიძლება, პრობლემად იქცეს, ამიტომ  ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა ბავშვებში ისეთივე აუცილებელია, როგორც დიდებში. ყველა სტომატოლოგს არ აქვს ბავშვებთან მუშაობის არც ცოდნა და არც გამოცდილება. ამიტომაც არსებობს ბავშვთა სტომატოლოგი. ბავშვებისთვის არის სპეციალური ბჟენები და სამკურნალო საშუალებები. ბავშვთა სტომატოლოგია ერთ  ადგილზე არ დგას, ის ვითარდება. ძირითადი პრობლემები მოსდევს ცუდ ჰიგიენას და კბილების გახეხვის უცოდინარობას.
გვესაუბრება ექიმი სტომატოლოგი, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი, ელენე სახლთხუციშვილი.


– რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენასა და კბილებზე ზრუნვა?

– სტომატოლოგია, ისევე როგორც მედიცინის სხვა დარგები,  ძალიან განვითარდა. დამკვიდრდა ახალი სტანდარტები. ახალი რეკომენდაციებით, პირველი კბილების ამოჭრამდე ვიწყებთ ჩვილის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვას. კერძოდ, ვასუფთავებთ ღრძილებს გამდინარე წყლით და ძალიან მსუბუქი სტერილური ლილვაკით, რათა შევუმსუბუქოთ ბავშვს კბილის ამოჭრასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ვასუფთავებთ ღრძილებს და როგორც კი ერთი კბილი ამოვა, არამარტო დილა-საღამოს, არამედ ყოველი ჭამის შემდეგ ვასუფთავებთ პირის ღრუს. მას შემდეგ, რაც ყველა სარძევე კბილი ამოიჭრება – დაახლოებით 2.5-3 წლის ასაკიდან, პატარები, ჩვეულებრივად,  იყენებენ არა მარტო ჯაგრისს, არამედ ფლოსსაც (სტომატოლოგიური ძაფი).
– რამდენად სწორია მოსაზრება, რომ სარძევე კბილებზე ზრუნვა აუცილებელი არ არის, რადგან ბავშვმა ის მაინც უნდა მოიცვალოს?
– სარძევე კბილები მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდა-განვითრებისთვის. ჯანმრთელი სარძევე კბილები ეხმარება ბავშვს თავისუფლად ღეჭვასა და საჭმლის გადამუშავებაში. გარდა ამისა, დაუზიანებელი კბილები მნიშვნელოვანია ბგერების სწორად გამოთქმისთვის. მაგალითად, თუ კბილებს შორის ძალიან დიდი სივრცეა ან დაშლილია კბილის გვირვინი კარიესის გამო, ბავშვს უჭირს მეტყველება. ენა ეჩვევა ბგერების არასწორად გამოთქმას და ბავშვი სიტყვებს ამახინჯებს. რისი გამოსწორებაც შემდგომში უფრო რთულია. გარდა ამისა,  სარძევე კბილები მნიშვნელოვანია ჯანმრთელი, მუდმივი კბილების ამოჭრისთვის. ხშირად სარძევე კბილების დაზიანების გამო ანთება სცდება კბილის ქსოვილებს და  ყბაზეც ვრცელდება. ამის გამო, შეიძლება, მუდმივი კბილის ჩანასახიც დაზიანდეს და დაიკარგოს. მოდი, ასე ვთქვათ – ჯანსაღი სარძევე კბილები არის ჯანსაღი მუდმივი კბილების საწინდარი.
– რომელ ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი პირველად სტომატოლოგთან და მომავალში რა პათოლოგიების თავიდან აცილებაა შესაძლებელი?
– ბავშვი პირველად სტომატოლოგთან უნდა მივიყვანოთ პირველი კბილის ამოჭრისთანავე, რადგან უკვე არსებობს კარიესის გაჩენის საფრთხე. პირველ ვიზიტზე ექიმი-სტომატოლოგი გირჩევთ, როგორ მოუაროთ ბავშვის კბილებს სწორად. ასევე, მოგცემთ რჩევებს, მავნე ჩვევებთან და კვებასთან  დაკავშირებით. პირველ ვიზიტს აქვს უფრო გაცნობითი ხასიათი და ექიმი დეტალურად გაძლევთ რჩევა-დარიგებებს პირის ღრუს მოვლის შესახებ. დაახლოებით, 6-7 წელი (პირველი მუდმივი კბილების ამოჭრის შემდეგ) არის ასაკი, როცა ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალება გვაქვს. დროული დიაგნოსტიკა კი საშუალებას გვაძლევს, შემცირდეს მკურნალობის ვადები და სწორად ჩამოყალიბდეს ყბა-კბილთა სისტემა.
– როგორ დავაძლევინოთ ბავშვს სტომატოლოგისადმი შიში? ამბობენ, რომ თქვენთან ბავშვები არ ტირიან, როგორ ახერხებთ ამას?
– ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. მიმართულება კი უნივერსიტეტში ჩაბარებისას ავირჩიე. ჩემი მიზანი იყო, დამენგრია სტომატოლოგის, როგორც „ბოროტი ექიმის“, მითი.
ექიმი-სტომატოლოგის ყოველდღიურობა ჩემთვის, მძიმე სამუშაო რუტინისგან განსხვავებით, სასიამოვნო პროცესთან ასოცირდება. ეს პროცესი უფრო სასიამოვნო ხდება, თუ საქმე ბავშვებთან ურთიერთობას ეხება. მე მიყვარს ისინი და პატარებიც გრძნობენ ამას.
ძალიან მნიშვნელოვანია,  ბავშვი ექიმთან მივიყვანოთ მანამ, სანამ კბილი ასტკივდება, რათა მისთვის სტომატოლოგი არ ასოცირდებოდეს დისკომფორტთან, უსიამოვნო შეგრძნებებთან და ტკივილთან. სასურველია, თუ პირველ ვიზიტს გაცნობითი და პროფილაქტიკური ხასიათი ექნება. ბავშვები ეცნობიან გარემოს, უმეგობრდებიან ექიმს, ეხებიან და მათთვის უცხო აღარ არის ის ინსტრუმენტები, რომლებსაც შემდგომ მათი კბილების სამკურნალოდ ვიყენებთ. ამიტომ, პირველ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მაქსიმალურად პოზიტიური უნდა იყოს ბავშვისთვის.
– ზოგიერთი მშობელი ელოდება, როდის მოერყევა სარძევე  კბილი ბავშვს და ფიქრობს, სტომატოლოგი მის ამოსაღებად საჭირო არ არის. რა პრობლემა შეიძლება, ამან შექმნას?
– კბილის ამოღების ვადას ხშირ შემთხვევაში ექიმი-სტომატოლოგი წყვეტს. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა კბილი ვადაზე ადრე ირყევა და ამოღების შემდეგ პაციენტს რეკომენდაციები ეძლევა. ვადაზე ადრე კბილის ამოღების დროს, შეიძლება, მუდმივი კბილი არასწორ ადგილას ამოვიდეს, ან პირიქით, მისი შეკავება მოხდეს. ანდა, ნაადრევად ამოვიდეს და არ იყოს მისი მინერალიზაცია დასრულებული, ეს იწვევს პრობლემებს.
– როგორ ვასწავლოთ ბავშვს კბილებზე ზრუნვა და რა ასაკიდან?
– მცირე ასაკში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენური პროცედურების მიჩვევას და მშობლის პირად მაგალითს. 3 წლამდე ბავშვები მშობლების დახმარებას საჭიროებენ და მშობლებთან ერთად, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება ძალიან სახალისო და სასარგებლოა პატარებისთვის. 3 წლიდან კი ბავშვები უკვე დამოუკიდებლად იწყებენ საკუთარ კბილებზე ზრუნვას. გარდა ამისა, ბავშვები შეიძლება, დავაინტერესოთ სპეციალურად შექმნილი სხვადასხვა პროგრამითა და თამაშით. ასევე, სხვადასხვა დიზაინის კბილის ჯაგრისითა და გემრიელი პასტებით შეიძლება, შევაყვაროთ კბილების ხეხვა. მთავარია, ბავშვს ჰიგიენური პროცედურების ჩატარება ჩვევად გადაექცეს.
– ძირითადად, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, სანამ ბავშვს სტომატოლოგთან მიიყვანენ?
– უნდა აღინიშნოს, რომ მშობლები არანაკლებ და ზოგჯერ უფრო მეტადაც კი, ნერვიულობენ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, რაც ძალიან ადვილად გადადის ბავშვებზეც. მათ უჩნდებათ შიში, რომელიც მანამდე არ ჰქონიათ.  არ უნდა გამოვიყენოთ ფრაზები: „ნუ გეშინია“, „არ გეტკინება“,„მოითმინე”. ძალიან ხშირად მშობლები საკუთარ ნეგატიურ გამოცდილებას ბავშვებს უყვებიან, რაც არ არის სწორი და სასარგებლო. თანამედროვე სტომატოლოგიას ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ  სტომატოლოგთან ვიზიტი კომფორტული იყოს როგორც ბავშვისთვის,  ისე მოზრდილთათვის. მით უფრო, როცა ეს ვიზიტი დროულია.
P.S. თქვენთვის საინტერესო კითხვებით შეგიძლიათ, მიმართოთ ექიმს. ტ:  514-133-434.скачать dle 11.3