კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა მოხდა ამ დღეს

12 მარტი
1913 – ავსტრალიის დედაქალაქი გახდა კანბერა (მანამდე იყო სიდნეი).
1917 – აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
13 მარტი
1781 – ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ გერშელმა, თავისი შექმნილი ტელესკოპით აღმოაჩინა პლანეტა ურანი.
1930 – ამერიკელმა ასტრონავტმა, კლოდ ტემბომ აღმოაჩინა მზის სისტემის მე-9 პლანეტა პლუტონი.
1947 – დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად აკრძალა კვირის სამუშაო დღეებში სპორტული შეჯიბრებების გამართვა.
14 მარტი
1875 – გერმანიაში დაარსდა იმპერიის ბანკი – რაიხსბანკი.
1895 – ლონდონში ხელი მოეწერა შეთანხმებას პამირის, ინგლისისა და რუსეთის გავლენის სფეროების, საზღვრების დადგენის შესახებ.
15 მარტი
1907 – ფინეთის სეიმში აირჩიეს პირველი ქალი პარლამენტარები.
1933 – ჰიტლერმა გერმანია გამოაცხადა მესამე რაიხად და ახალ სახელმწიფოს წმიდა რომის იმპერიისა და კაიზერის გერმანიის მემკვიდრედ მიიჩნევდა.
16 მარტი
1802 – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის აქტით დაარსდა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია.
1962 – საბჭოთა კავშირში დაიწყო კოსმოსის შესწავლის ფართო პროგრამა რაკეტებისა და ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით.
17 მარტი
1959 – ტიბეტის ქალაქ ლხასში ჩინეთის ხელისუფლება მხეცურად გაუსწორდა მრავალათასიან მიტინგს, რასაც მოჰყვა აჯანყება მთელ ტიბეტში, დაიღუპა 65 ათასი ადამიანი.
1991 – ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფედერაციის, შენარჩუნების შესახებ. მას მონაწილეთა 76 პროცენტმა  დაუჭირა მხარი.
18 მარტი
1921 – დაიდო რიგის ზავი, რითაც პოლონეთს ერგო უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთი მიწები.
1965 – ადამიანი პირველად გავიდა კოსმოსში. ალექსეი ლეონოვმა 10 წუთით დატოვა „ვოსხოდ 2-ის“ ბორტი, რასაც მილიონობით ადამიანი ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს.скачать dle 11.3