კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 დედამთილის საქციელმა ქმარი შემაძულა


ბევრი მსმენია დედამთილების შესახებ, რასაკვირველია, ძირითადად, ცუდი. თუმცა, სანამ გავთხოვდებოდი, სულ იმას ვამბობდი, რა უბედურებაა, სულ ცუდს რომ ყვებიან დედამთილებზე და ეზიზღებათ, განა ასეთს რას აშავებენ, ქმრის ხათრი მაინც არ აქვთ-მეთქი. მოკლედ, ხომ იცით, ნათქვამია, სანამ შენს თავზე არ გამოსცდი, სხვას ნუ განიკითხავო. ისეთი დედამთილი შემხვდა, თავი ხომ შემაძულა, ოჯახური ცხოვრება ყელში ამომიყვანა და ქმარზეც თანახმა ვარ, უარი ვთქვა. ასეთი ადამიანები რატომ უნდა არსებობდნენ, ვერ ვხვდები. ან შვილის ბედნიერება შეირგე, ან აცადე, ახალგაზრდებს სიხარული და სიყვარული. ანდა, ბოლოს და ბოლოს, გაჩუმდი და თუ რამე არ მოგწონს, უკმაყოფილო ხარ, გულში ჩაიკალი, ისევ და ისევ შენი შვილის ხათრით. მოკლედ, არ ვიცი, რატომ ხდებიან რძლების მიმართ ასეთი მონსტრები. ახალი რძალი რომ ვიყავი, მეპირფერებოდა, შვილო-შვილოს – დამძახოდა და რამდენჯერ ჩემი ყურით მოვისმინე, ტელეფონით ნათესავებს რომ ეჭორავებოდა ჩემზე: ეს ჯოჯო რას შემომითრია სახლში, არაფრის გამკეთებელიო. თუ მეზობელს გამოიჭერდა, ახლა იმას ჩამოუდგებოდა და ჩემზე ჭორაობით „უბურღავდა“ ტვინს. არადა, რას ვაშავებდი, ან ახლა რას ვუშავებ? როგორც შემიძლია, ოჯახს ვუვლი, ვასუფთავებ, ვალაგებ, ვრეცხავ და ვაუთოებ. ჩემს ქმარს და შვილებს ის ხომ არ უვლის? საჭმელს თუ გააკეთებს და ეგაა მაგის მოვალეობა – ისიც, გადაგვაყოლა. ვაღიარებ, არ ვარ კარგი კულინარი, მაგრამ, ხომ შეიძლება, გვერდით დამიყენო და ტკბილი სიტყვით მასწავლო?! არა! ეს არ უნდა. თურმე დედის მუცლიდან უნდა დამყოლოდა, ყველაფერის კეთების უნარი. სხვა რამეთი, ნამდვილად არ წუხდება. იმდენჯერ მომივიდა შეკამათება მასთან, უკვე ვხვდები, ერთ დღესაც ვეღარ მოვითმენ, ფაქტზე დავადგები თავზე, ჩემზე რომ ჭორაობს და ხელით შევეხები. ჩემი ქმარიც მის მხარეს იჭერს. მეუბნება, უფროსია, შენზე მეტი გამოცდილებაც აქვს, შენზე მეტიც იცის და უნდა დაუჯეროო. გასაგებია, რომ ჩემზე გამოცდილი და დიდია, მაგრამ ამის გამო, უნდა მჭოროს დღე და ღამე? თუ დილით ადგომა დამაგვიანდა და ქმარმა დამასწრო, ებუზღუნება, შენი მძინარა ცოლი ადგეს, გაგიმზადოს ჩაი, ვერ უნდა მიხვდეს, რომ სამსახურში წასვლამდე მოგხედოსო. ნეტა, მას ვინ ჰკითხავს? ჩემს ქმარს არ გამოუთქვამს პრეტენზია. თუმცა, ამ ბოლო დროს დაიწყო შენიშვნების მოცემა. დედამისის ენას აჰყვა – ხან დაუთოებული არ მოსწონს და ხან გარეცხილი. ვხვდები, ეს მიზეზია, რომ მაწყენინოს და დედამისის გული ამით მოიგოს. დედისერთა რომ იყოს, ვიტყოდი, დედამისი ეგოისტია და ეჭვიანობს-მეთქი, მაგრამ, მეორე ბიჭიც ჰყავს. თუმცა, იმის ცოლთან პრეტენზიები არ აქვს. ზუსტად ვიცი, რატომაც – ჯერ ერთი, ცალკე ცხოვრობენ, მეორეც, თავის პირად ცხოვრებაში ცხვირს არ აყოფინებენ, თან, ფინანსურადაც არ უჭირთ და საჩუქრებით ანებივრებენ. საჩუქრებსა და ყურადღებას არც მე ვაკლებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, მისგან სიცივეს. მაგრამ, რომ მივხვდი, რა გველი ენის პატრონიც იყო, ავკრძალე. მეტი საქმე არ მაქვს, იმან მლანძღოს და მე ფეხქვეშ გავეგო – რაც ესიამოვნება ის საჩუქარი მივართვა. ახლაც წუწუნებდა, დედის დღე და ქალთა დღე მოდის, ვნახო, აბა, რას მომართმევენ ჩემი რძლებიო. ვითომ არც გამიგია. მომქცეოდა დედასავით, კარგი ქალივით და მეც დავაფასებდი. ახლა, იჯდეს და მელოდოს. მისმა შვილმა მიურბენინოს დედამისს, რაც უნდა, არ მაინტერესებს.
ნინო, 32 წლის.скачать dle 11.3