კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-10(897)



ისტორია ოცდამეთხუთმეტე

ფული და ჩარაზული კარი
(მოქმედი პირები: ჯამლეთა, ქეთა და უცნობები)

ჯამლეთა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, საზურგეს მიეყრდნო და სიგარეტს დასწვდა. საფიქრალი, ვაი რომ, დაუგროვდა. ასე როგორ მოიხერხა, რომ ერთბაშად გაება რამდენიმე მახეში?! არადა, თავი სხვაზე ჭკვიანი და საზრიანი ეგონა სულ. სადაც სხვა დაკეტილ კარს თავს ახლიდა, ჯამლეთა გვერდს უვლიდა და მშვიდად შედიოდა. ერთი კარი დარჩა მხოლოდ გაუხსნელი და აი, ზუსტად ამ კარის ავლის გვერდითი მოვლენები დაატყდა ახლა თავს.
ეს ქალი შემომაკვდება მე, –  გაიფიქრა, ტვინარეულმა და ისევ თეოზე გამწარებულმა. მაგრამ მალევე უკუაგდო ამ მიმართულებით ფიქრი და მარინას საქმეს დაუბრუნდა.
ახლა ფული ნაღდად არ აწყენდა. მაგრამ რამდენად სანდოა ეს ბოზანდარა მარინა?! რომ გადააგდოს? როგორ? ფულს თვითონ აიღებს და იქით გადააგდებს. აი, ეს კარგი აზრია! არა, არ ვარგა. ახლა მარინას შნირების აკიდებაღა აკლია! ჯობია, თავისი წილი აიღოს და დანარჩენი მიუტანოს. მართალია, არ დააკონკრეტა, რა წილია და საერთოდაც, რამდენია ასაღები. მაგრამ ამას ჯამლეთა გაარკვევს. აი, ეგღა აკლია, ქალებმა დააგოიმონ. ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო, ნომერი აკრიფა და ზარის გასვლას დაელოდა. პირველ ჯერზე არავინ უპასუხა. ისევ დარეკა –  დილა კი იყო, მაგრამ საქმე არ ითმენდა.
– დილა და მშვიდობა, ლამაზო! დამაცადე სათქმელი და მერე გაგიცნობ, აბა, რას ვიზამ! დამაცადე, გოგო, ვიცი, ვინც ხარ და რაც მინდა, ისიც! ვაჟასგან მოკითხვა, ეს ერთი და ვალის დაბრუნების დროც დადგა. სამ დღეში უნდა გავსწორდეთ. აკი გითხარი –  მე ვინ ვარ, გამიცნობ. ან, არც გამიცნობ, გააჩნია, როგორი გოგო ხარ?! გირეკავ სამ დღეში... აბა, რამდენში? და რამდენია, რომ ვერ მოასწრებ? ბევრი გავიგე და ზუსტად... ჰო, ვიცი, უბრალოდ, შენ შეგახსენე... კარგი, ხუთი იყოს. მაგრამ ეს ბოლო ვადაა. შენი მევალე არ დაიცდის და თან, ისე მოენატრე... –  ჯამლეთამ იმპროვიზაცია სცადა. ამ მოენატრეს გაგონებაზე ქეთამ  შეიკურთხა და ტელეფონი გათიშა.
...აქ რაღაც ბნელი ისტორიაა, ეს ქალი, ჯიბიდან გავარდნილი ჩანს, აბა, მარინას ვალი წესიერი ოჯახის ქალს საიდან? ნეტა და, რამდენია, ოხერი?! ვახ, ეს როგორ დამიჭირა, ფულს მთხოვ და ისიც არ გითხრეს, რამდენსო... შნირი ხარო, მითხრა, ფაქტობრივად?! ჰოდა, ვნახოთ ერთი, ვინ იშნირებს აგერ... როგორ მაცოფებენ ეს ბოზანდარა ქალები! იმის მაგივრად, იყუჩოს და დედააფეთქებული სიტუაცია დაალაგოს, აქეთ გედიდგულება, ვითომ უელსის პრინცესაა და ზედ პოლკს არ გაუვლია ოსტატობის გაკვეთილები. ფუი, შენი ბოზი დედა! რა დილა მაქვს?! მაგრამ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და მერე ფულთან ერთად დავიწყებ ახალ ცხოვრებას. თუმცა ძველი კი მაქვს მისახედი. სამსახურში უნდა წავიდე, დავაგვიანე კიდეც.  ეგ არაფერი, ეგეც არის რა, პრემიერის მისაღები! ვერც ვერავინ შეამჩნევს, როდის მივალ. მაგრამ ლევანომ რომ გაიგოს და ამომაკითხოს?! აი, იქ ეგ არ მინდა. მაგრამ რომ არ ავიდე, საქმეც არის და არ მაწყობს ახლა ხელფასიდან დაქვითვა. ან რა ხელფასი ეგაა... კაპიკებია. აი, ავიღებ ფულს... რამდენია, ნეტა? და ეს ვაჟა ვინ ჩემი ფეხებია, საიდან მომაფრინდა?! სად შოულობს სასტავი ამდენ ფულს?! ის ქეთა ისე დაიძაბა და აკივლდა, აშკარად დიდძალ ფარაზეა ბაზარი. არც მარინა დამავალებდა მე რამდენიმე ათასის ამოღებას... ვახ, გავიხედე და მილიონზეა ლაპარაკი?! და ასე, ასი ათასი ჩემია!.. რას გავსწორდები, ჩემი დედა! აი, ეს მესმის, ბოზების შემოსავალი. ალბათ, ეს ვაჟა სუტენიორია და ეს ქალი გაათხოვა. აკი მარინამ მითხრა, ფრთხილად, ქმარი დიდი კაცია გარკვეულ წრეებში და არაფერი მიქაროო. მხოლოდ იმას ეტყვი, რასაც გეტყვიო. ნუ, ახლა ერთი წინადადება დავამატე, დიდი ამბავი, სამაგიეროდ, წყობიდან გამოვიყვანე. აბა, რას მენაგლა, ის წაკლა, ფულის შესტიორკა ხარო...
აი, რას გავაკეთებ ასი ათასით? დოლარშია თუ ევროში, ნეტა? ისე, მარინას უნდა დაველაპარაკო, სანამ ... ჰო, ისედაც მითხრა, შეხვედრას რომ დაგითქვამს, მანამდე ახალ ინსტრუქციას გეტყვი, სად და როგორო. ჰოდა, მაშინ მეტყვის თანხასაც. აბა, ისე, ხომ არ წავალ?! და ამ წაკლამ რომ პოლიცია დამახვედროს? არა! მარინამ იცის, ვისთან აქვს საქმე და რას ითხოვს. ეტყობა, მაგრად ჰყავს დაჭერილი ყურებით... ჰოდა... დაველოდები მოვლენებს. ხუთი დღე  რაღაა, ავიტან ამ უბადრუკ ყოფას და ამ ე. წ. სამსახურს. ახლა მთავარია, ლევანოს ავცდე. არ მაქვს მაგ ტიპთან მუშტი-კრივის სურვილი და მერე ასი ათასით ჯიბეში. მდიოს, რამდენიც გაეხარდება! ჯამლეთა ბიძა აქედან დატყდება!..
მაგრამ ისე მოხდა, რომ ხუთი დღის ლოდინი არ დასჭირვებია ჯამლეთა ბიძას: ლევანოზე ადრე სხვამ მიაგნო და ასი ათასის ჯიბეში ჩადების პერსპექტივა რეალურიც გახდა თუ კიდევ უფრო სახიფათო?! მაგრამ, როცა ერთხელ იგრძნობ ჯოჯოხეთის დაკეტილი კარის სიავეს, მერე უკვე ვეღარ ჩერდები... გინდა, გააღწიო და ყველა ხერხს ხმარობ. სინამდვილეში კი, კიდევ უფრო ღრმად შედიხარ და ერთი კარის ნაცვლად, რამდენიმე იხურება შენივე ზურგს უკან...
...საღამოს სახლში ქურდივით აიძურწა და კარი რომ მიიხურა, მიხვდა, როგორ შინებია ლევანოსთან შეხვედრის. ზურგი სრულად გაუოფლიანდა, ისე, რომ ორი დღის გამოუცვლელი პერანგი დაუსველდა და აუქოთდა. ეგრევე გადაიძრო ტანსაცმელი და აბაზანას მიაშურა. მთელი დღის დაძაბულობა სხეულს უმტვრევდა  და საფიქრალით გადატვირთული თავი უსკდებოდა. შხაპის ქვეშ ჩვეულზე დიდხანს დარჩა. წყლის დიდად მოყვარული არ იყო, მაგრამ ამჯერად ეამა და გაინაბა.  ის იყო გარეთ გამოვიდა პირსახოცით ხელში  და გამშრალება ვერ მოესწრო, რომ კარზე ზარიც დარეკეს.
პირსახოცით ხელში იდგა და ამოსუნთქვას ვერ ბედავდა. კარზე ამჯერად დააკაკუნეს. მერე ქურთუკის ჯიბეში ტელეფონმა დარეკა. ჯამლეთამ  გამწარებულმა ისკუპა იატაკზე მიგდებული ქურთუკისკენ, მაგრამ ზარი მოღალატებრივ აწკრიალდა გრეგორი  ლეპსის ჩახრინწული ხმით -  წ óåჰó æèòü â ლîíჰîí! და კარს მიღმა მდგომმა უცნობმა ხმას აუწია, ისე, რომ ტელეფონი არ გაჩერებულა.
– სახლში ხარ! და კარს გააღებ, სანამ კარი გავაღებინე და სიტუაცია უარესად დაიძაბა, –  ლევანოს ხმას არ ჰგავდა. იქნებ ძმაკაცია? და ასე მშვიდად როგორ მიბრძანებს: კარს გავაღებინებო...  და ჯანდაბას, რაც არის, არის... არა, იქნებ და ვინ არიან და რომ მომკლან? მოიცა, რა დროს სიკვდილია, რას დაპანიკდი, დიდი-დიდი გაილახები. და მერე დედას უტირებ, უჩივლებ და ეგაა. მოიცა, ისევ მარინას აზრებს მივყვები, რას ვუჩივლებ, მერე ირამ რომ ხელი დამადოს?! არა, ჯობია, ერთი გავილახო და დავივიწყო. ახლა ასი ათასია კონზე და სხვა რამეზე...
სანამ ჯამლეთა ტელეფონით ხელში შიშველი იდგა და აწეწილ ფიქრებს იგერიებდა, შემოსასვლელ კარში გასაღები გადატრიალდა და კარიც გაიღო. ოთახში ორნი შემოვიდნენ. არცერთი არ ეცნო. ჯამლეთა გაოცებული და აცახცახებული ვერ ახერხებდა სველ ტანზე არცთუ დიდი პირსახოცის შემოხვევას და ამაზე კიდევ უფრო გაბრაზებული (სასაცილოდ გამოვიყურებიო, ამ ფიქრით გადარეული), ხმას ვერ სცემდა დაუპატიჟებელ სტუმრებს.
ორივე მამაკაცი მშვიდად შემოლაგდა მის სახლში. კარი მიიხურეს და მისაღებისკენ წავიდნენ. მერე ერთი ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადაწია და თითქოს ვიღაც შეათვალიერა. მერე მეორეს გადახედა და თავი თანხმობის ნიშნად დაუკრა. მეორეს, ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცს, ფეხი ფეხზე გადაედო და ზიზღნარევი ირონიით ათვალიერებდა ნახევრად შიშველ ჯამლეთას.
– კაი, გეყოფა პოზირება. აპოლონს ვერ ქაჩავ, დავითზე ლაპარაკი ზედმეტია... ჰოდა, მიდი, ბიჭო, ხალათი მაინც მოიცვი და მოდი აქ...
ეს, „მიდი, ბიჭო“, ჯამლეთას ცუდად მოხვდა ყურში, მაგრამ ზუსტად იგრძნო, რომ ამჯერად სერიოზულად გაება და ახლა აქ წყდება მისი მომავალი. მოულოდნელი სტუმრები სხვა შანსს მას არ დაუტოვებდნენ...

როდესაც ეჭვი კლავს
(მოქმედი პირები: ლაშა, ეკა და ეკას აწ ყოფილი მეგობარი ვაჟა)
ჭიშკარზე ვიღაც აკაკუნებდა. არავის ველოდი. ალბათ, ვინმეს შეეშალა-მეთქი, იმიტომ რომ, ეკა თავისი გასაღებით აღებდა, ამიტომ გასვლას არც ვაპირებდი. მაგრამ კაკუნი არ ჩერდებოდა. ჭიშკართან მივედი და გავაღე. უცხო მამაკაცი იდგა, თავის თავში დარწმუნებული, ზორბა და უსიამოვნო ტიპი: გამარჯობა, შეიძლება?
სახეზე აშკარად მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე, საიდან.
– ვის ეძებთ?
– ეკას მეგობარი ხართ, არა? მეც მისი მეგობარი ვარ.
გულმა რეჩხი მიყო, ეკას ხომ არ შეემთხვა რამე? მობრძანდით, –  ვერაფრით ამოვთქვი, რომ არანაირ ეკას არ ვიცნობდი.
შემოვუძეხი, ოღონდ სახლში არ შემიპატიჟებია. ამ არსაიდან მოსულ ტიპს იქვე, ეზოში მდგარი სკამისკენ მივუთითე.
– გისმენთ. რამ შეგაწუხათ?
– ვერ მიცანით?
– ვერა.
– არა უშავს, ხდება ხოლმე. მე ეკას დიდი ხნის მეგობარი ვარ. ძალიან დიდი ხნის და ძალიან ახლო, –  ნელა ლაპარაკობდა და თავის თევზივით და ჭროღა თვალებს არ მაშორებდა. თან, მათვალიერებდა, –  დავინახე შემთხვევით, რომ ამ სახლისკენ მოდიოდა და დამაინტერესა, ვისთან.
– გეკითხათ, თუ ასეთი ახლო მეგობრები ხართ.
– არა, რა საჭიროა, კი არ ვამოწმებ ან ვუთვალთვალებ, მე ეკას ვენდობი და ძალიან დიდ პატივსაც ვცემ. ამიტომ თქვენი გაცნობა გადავწყვიტე, რაკი თქვენც ეკას მეგობარი ყოფილხართ, –  უცებ მივხვდი, ვინ მეჯდა წინ ან აქამდე რამ დამაქლიავა?!
– ვაჟა ანუ?
– დიახ, დიახ...
– ეკას ყველა მეგობარს იცნობთ? –  ვკითხე გაღიზიანებულმა.
– დიახ, ყველას.
– ხომ გამიცანით უკვე? უკაცრავად, საქმე მაქვს და ბევრ დროს ვერ დაგითმობთ, –  ეს კაცი ჩემს სიმშვიდეს არღვევდა და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ქეჩოში არ ვწვდომოდი.
– არც მე წაგართმევთ ბევრ დროს. ეკა ძალიან კარგი გოგოა, ცოტა უცნაურია ოღონდ. შეიძლება, თქვენ არ იცით, მაგრამ, როგორც მეგობარმა მეგობარი, უნდა გაგაფრთხილოთ მეგობარზე, რა იცით, რა ხდება: სექსზეა გაგიჟებული. ყველასთან წვება, ვინც კი თვალში მოუვა, –  სიმწრის ოფლმა დამასხა და ვიგრძენი, რომ თვალები ჩამისისხლიანდა, მაგრამ ეს ძალად დამპატიჟე მშვიდად განაგრძობდა თავის სათქმელს: ჩემი დაცვის ბიჭებიც მოსწონს ძალიან. გესმით, ალბათ, რომ ეს მისი ბრალი არ არის, ფიზიოლოგიურია და მერე ძალიან ნანობს ხოლმე, რცხვენია. ასე ნუ ღელავთ, მესმის თქვენი… –  ტიპს წყობიდან შეგნებულად გამოვყავდი.
–  დაახვიე აქედან, სანამ გაგიგდე წიხლქვეშ და ისე დაგნაყე, რომ შენივე დაცვამ ვერ გიცნოს, –  ეტყობა, ისე შემეშალა სახე, რომ დამპატიჟე ნაჩქარევად ადგა.
– მესმის თქვენი, ჩემთვისაც შოკი იყო, როდესაც გავიგე ამის შესახებ. მე თქვენ უბრალოდ გაგაფრთხილეთ. დანარჩენი თქვენი საქმეა, –  და ისეთი სისწრაფით წავიდა ჭიშკრისკენ, რომ მეც კი სირბილით თუ დავეწეოდი. ადგილიდან არ გავნძრეულვარ, რომ არ შემომკვდომოდა. არაადამიანურ ძალისხმევად მიჯდებოდა ერთ ადგილას გაჩერება.
ჭიშკართან მობრუნდა და დამცინავად მკითხა: მარჯვენა ძუძუს ქვეშ ისევ აქვს ნაიარევი? მოაყოლეთ ეს ისტორია, ბევრს იხალისებთ, –  თითქოს საკონტროლოც დამახალა იმ ნაბიჭვარმა და ჭიშკარი მიიკეტა.
ვიცოდი, რომ უნდოდა, ავეგდე; ვიცოდი, რომ განზრახ მითხრა, რაც მითხრა; ვიცოდი, რომ ბინძური ნაბიჭვარი იყო; ვიცოდი, რომ მისთვის ენა უნდა ამომეგლიჯა; ვიცოდი, რომ უნდა მომეკლა და მისი სისხლი გადამევლო ხელებზე, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ყველაზე სწორი მისი ნათქვამის დავიწყება იქნებოდა.
და ეს ყველაზე სწორი იყო ყველაზე რთული შესასრულებელი. რამდენ ხანს ვიჯექი იმ სკამზე, არ მახსოვს, მაგრამ სულ ნაიარევზე ვფიქრობდი. ეკა რომ მოვიდა, უკვე ბინდდებოდა. მანქანა ეზოში შემოიყვანა. ჭიშკარი საგულდაგულოდ დაკეტა: რატომ არის ღია ჭიშკარი? რატომ იქცევი ასე წინდაუხედავად? გინდა, ლანამ მომკლას? ნახე, რა გამომატანა? და კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს: გინდა, ამაღამ დავრჩე?! –  ეკა კარგ ხასიათზე იყო და თვალები უციმციმებდა.
შევეცადე, გამეღიმა მისთვის, მაგრამ, ეტყობა, არ გამომივიდა, იმიტომ რომ, მკითხა: რამე მოხდა?
– არაფერი, რაღაცაზე ვფიქრობდი. შენ რას აკეთებდი დღეს?
– ისეთს არაფერს. საქმეები მოვაგვარე, რაღაცები მივიტან-მოვიტანე. რაც შენ მთხოვე, ისიც გავაკეთე. მოდი, გარეთ ბუხარი დავანთოთ? ისე მომწონს ეს ადგილი...
– არა, შიგნით შევიდეთ, –  მისი ნაიარევის ნახვა მინდოდა.
– არ მომეხმარები? –  პარკები გადმოვატანინე მანქანიდან და სახლში შევედით.
სახლის კარი ფეხით მივკეტე. პარკები იატაკზე დავყარე და მაგიდასთან მდგარ ეკას ხელი წავავლე. ღილებიანი ზედატანი ეცვა, მე იმ ღილების გახსნას ვერ დაველოდებოდი. საკმაოდ უხეშად, ასე გამოვიდა, თორემ არ მინდოდა, გავხადე და ლიფი ავუწიე: მკრთალი ნაიარევი ემჩნეოდა იქ, სადაც იმ ნაბიჭვარმა მითხრა: ეს საიდან გაქვს?
– ბავშვობიდან, დავეცი, ვიტკინე და დამრჩა. რამ გაგახსენა ან როდის დაინახე? –  მომეჩვენა, რომ იქედნურად ჩაიცინა.
ტვინში უროსავით მირტყამდა: „მარჯვენა ძუძუს ქვეშ ისევ აქვს ნაიარევი“. ამას მოჰყვებოდა სავსებით ნათელი კადრები, როგორ ეხებოდა ის ხელები ან ის ტუჩები ამ ნაიარევსაც და ყველაფერ დანარჩენსაც. იმ სხეულს, რომელიც ჩემთვის ასეთი ძვირფასი იყო.
ეკა მკვეთრად მოვატრიალე, წელზე მარცხენა ხელით ჩემკენ მოვქაჩე და, იმავდროულად, მარჯვენა ხელის ხერხემალზე მკვეთრი დაწოლით, წინ გადავხარე. ავტომატურად დავუხვედრე სახესთან მარჯვენა ხელისგული, თორემ თავს დაარტყამდა მაგიდას.
–  მეტკინა, –  მითხრა ჩუმად.
–  უნდა მოითმინო.
წინააღმდეგობას არ მიწევდა. უფრო ზუსტად, ვერ მიწევდა. რომ განძრეულიყო, შეიძლებოდა, მისთვის ძვლებიც კი დამემსხვრია. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მე ასეთ რამეს ჩავიდენდი. უკანასკნელ იაფფასიან მეძავს თუ მოექცეოდა ასე უკანასკნელი ვიგინდარა... არც წამომიყენებია. ისე გამოვეცალე. ხმა არ ამოუღია. წელი მძიმედ აითრია მაგიდიდან და ისე, რომ სახე ჩემკენ არ შემოუტრიალებია, ჩაცმა დაიწყო. საკუთარი თავი შემეზიზღა, მაგრამ ის ფრაზა ისევ ისეთივე სიმძაფრით მიხვრეტდა ტვინს.
– ხმა ამოიღე? ჩუმად რატომ ხარ?
მისი ეს სიჩუმე უფრო მაცოფებდა. მინდოდა, კიდევ მეტკინა მისთვის, რომ დატანჯულიყო, ეწვალა, ვერ ესუნთქა…
ხმას მაინც არ იღებდა და ისიც მაღიზიანებდა, რომ ვერა და ვერ ჩაიცვა და შეიკრა ეს შარვალი. მასთან მივედი და სახე მოვუტრიალე: თვალებს რატომ მარიდებ?! ყელზე ჩემი ხუთივე თითი წითლად ემჩნეოდა და ორივე თვალიდან მდუღარე ცრემლები ჩამოსდიოდა. იმდენად ცხელი, რომ მათ სიმხურვალეს მეც ვგრძნობდი.
–  მე შენთვის არაფერი დამიმალავს და არც მითხოვია. სულერთია, რამდენთან იწექიო, –  ამოღერღა…
– ეგ სიტყვა აღარ გაიმეორო! –  ისევ უხეშად შევაწყვეტინე.
მივხვდი, რომ წასვლას აპირებდა: და არსად წახვალ! აქ დაეგდები!
– ძალიან მატკინე.
– გაგივლის, არა უშავს.
ყველაზე დიდი შარი ის იყო, რომ ეს ქალი, მგონი, მიყვარდებოდა: ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე. ერთი კვირაც არ იყო, ვიცნობდი, მაგრამ ისეთი ძვირფასი იყო ჩემთვის, როგორც არავინ და არასდროს. ვერ ვპატიობდი, რომ ვიღაც ეხებოდა ჩემამდე, რომ ვიღაცას უცინოდა ჩემამდე, ვიღაცას კოცნიდა და ვიღაც ეფერებოდა ჩემამდე. ამაზე ფიქრი ჭკუიდან მშლიდა.
– შენ თუ ამას ახლავე არ გამოასწორებ, მე ამ კარიდან გავალ და ვეღარასდროს მნახავ, –  ეკა აღარ ტიროდა, სავარძელზე დაჯდა და ცდილობდა, მშვიდად ელაპარაკა, –  შენ მე უნდა დამიჯერო და არა ვინმე სხვას და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდებოდა შენამდე. რომ მცოდნოდა, რომ შენ შეგხვდებოდი, ძმას გეფიცები, არავის ერთ მეტრზეც არ მივუახლოვდებოდი. იმიტომ კი არა, რომ შენ არ გაბრაზებულიყავი, მე მინდა, რომ ასე ყოფილიყო. მე შენ ვერც დაგეწევი რაოდენობაში, მეც ვიცნობ შენს… და მეც მაქვს ფანტაზია. და მეც ზუსტად ისევე მტკივა, როგორც შენ. ქალები საროსკიპოებიდან გამოჰყავდათ და არაფერს ახსენებდნენ და შენ… –  ეკას ხმა ჩაუვარდა…
პაუზა გაიწელა და ჰაერში დაეკიდა. ეკამ თითქმის დაიჩურჩულა, მაგრამ ის ჩურჩული ყვირილს უფრო ჰგავდა: როგორ გაბედა აქ მოსვლა?! ძმრად ამოვადენ!
– არ გაბედო მისი ნახვა! მისი ნომერი დაბლოკე! მე თვითონ გავარკვევ.
– შენ არ იცი, რის მკადრებელია…
– მერე ასეთთან რა გინდოდა?! სად მოთხარე?! ცოტა ვწყნარდები და ნუ შემიბრუნებ. ჩუმად იჯექი!
ეკა გაჩუმდა: მასთან მივედი, მუხლებზე დავდექი, ღილები გავუხსენი, ნაიარევზე ვაკოცე და თავი კალთაში ჩავუდე. დაიხარა და გავარვარებული ტუჩები საფეთქელზე შემახო. მისი ცრემლები სახეს მიმდუღრავდა. მერე ყელში ვაკოცე, სიწითლე კიდევ ეტყობოდა. ისევ ტიროდა. რაც მეტს ვეფერებოდი, გული კიდევ უფრო ამოუჯდა: იცი, რა ლამაზი ხარ, როცა ტირი?
– კაი, აწი სულ ვიტირებ მაშინ...
– ხომ მაპატიებ?
ეკას არაფერი უპასუხია. მისი დაწითლებული სხეულის შეხედვა  მანადგურებდა. მაგრამ ჩემი ჩემთვის უკვე ყოფილი ცოლისადმი მადლიერებაც კი ვიგრძენი –  ის რომ ასეთი ჯიბიდან გავარდნილი არ ყოფილიყო, შეიძლებოდა, მე ეკა ვერასდროს მეპოვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3