კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 არ ენდო ქალს

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

რექს სტაუტი

ქალს ბევრი შეუძლია, მით უფრო, როცა კაცისთვის თავის შეყვარებას ახერხებს. თითქოს არაფერს აკეთებს საამისოდ, მაგრამ ყველაფერი გამოსდის, ყველაფერი, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მისტერ დევიდ სტოუნს ოფისი უილიამ-სთრითზე ჰქონდა და ნიუ-იორკში შეუდარებელი რეპუტაციით სარგებლობდა. მისი კლიენტები ყოველთვის პოულობდნენ სიმართლეს და ყველამ იცოდა – თუ სტოუნი საქმეს ხელს მოჰკიდებდა, წარმატება გარანტირებული ჰქონდა. დევიდი მუშაობდა პრინციპით – ჯერ თავად უნდა დარწმუნებულიყო კლიენტის სიმართლეში. ამიტომ, კლიენტს ყველაფერს გამოჰკითხავდა და მინი გამოძიებას ატარებდა. გამომძიებლის იშვიათი ალღო ჰქონდა. შეცდომა არასდროს მოსვლია.
ქალიშვილი დამფრთხალ შველს ჰგავდა, თან საოცრად ლამაზი იყო. დევიდი მერე დიდხანს იყო შთაბეჭდილების ქვეშ. ქალიშვილმა მასზე წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა. ისე მიაპყრო დიდრონი, მგრძნობიარე, ცრემლით სველი თვალები, რომ სტოუნს გული შეუქანდა.
– გისმენთ, მის. რით შემიძლია გემსახუროთ?
– მისტერ სტოუნ, იმდენი მსმენია თქვენ შესახებ... მხოლოდ თქვენ მიშველით. ჩემი პატიოსანი სახელი საფრთხეშია. დამდევენ. ჩემს ყველა ნაბიჯს ამოწმებენ და ვშიშობ, ამას დასასრული არ ექნება.
– დამშვიდდით და მომიყევით, რა ხდება. თუკი შემიძლია...
– ო, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, – ქალიშვილმა ხელი დაადო ხელზე. სტოუნს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ასეთი რამ ადრე არასდროს განუცდია. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ მის წინ ანგელოზის ფრთებიანი, ზეციური არსება იჯდა, უნაზესი და უსაყვარლესი.
– მისტერ სტოუნ, ჩემი უბედურება იმ დღიდან დაიწყო, რაც ბიძაჩემი დაიჭირეს. ლილიან მარკტონი ვარ. ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ბიძაჩემთან, უილიამ მარკტონთან და მის გარდა არავინ მყავს. ბანკში მუშაობდა ფინანსისტად.
– რომელ ბანკში, მის?
– მონტეგიეს ბანკში. ჩვენ მისტერ მონტეგიესთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. მის ქალიშვილთან გულითადი მეგობრობა მაკავშირებს. როცა ფული – 100 000 დოლარი დაიკარგა, ჩვენთან პოლიციელები მოვიდნენ და ბიძაჩემი ქურდობაში დაადანაშაულეს. სახლი გაჩხრიკეს, მაგრამ ფული ვერსად იპოვეს.
– და... ბიძათქვენი გამოუშვეს?
– საქმეც ისაა, რომ არა. მან აღიარა, რომ ფული მოიპარა და ახლა უმძიმეს მდგომარეობაში ვარ. ფულს ყველგან ეძებენ. პოლიცია მითვალთვალებს. მისტერ მონტეგიემ კერძო დეტექტივი აიყვანა... დამეხმარეთ, მისტერ სტოუნ, გემუდარებით...
დევიდს თითები დაუწვა სიგარეტმა. ქალიშვილით აღფრთოვანებულმა ვერც იგრძნო, როგორ იქცა ფერფლად. როცა სიმხურვალე აუტანელი აღმოჩნდა, წამოხტა და საფერფლესთან მიირბინა. ის ცოტა ხნით ზურგით აღმოჩნდა ქალიშვილთან, მაგრამ თითქოს კიდევ გრძნობდა მისი თვალების მომაჯადოებელ ხიბლს.
– კარგი. მის ლილიან, ვეცდები, დაგეხმაროთ. ბიძათქვენი სახლში დააკავეს?
– არა. სადგურში, როცა ჩიკაგოსკენ მიმავალ მატარებელს ელოდებოდა. დილით რომ გავიღვიძე, ის უკვე არ იყო სახლში. ნახევარი საათი დაველოდე. ვიფიქრე, პარკში გაისერნა-მეთქი, მაგრამ მერე პოლიცია მოვიდა. მთელი სახლი გაჩხრიკეს, თავდაყირა დააყენეს. ფული არსად არის, არც სეიფში, არც არსად...
– ბიძათქვენი რას ამობს?
– მან მხოლოდ აღიარა, რომ მოიპარა ფული, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, სახლის სეიფიდან სად უნდა გამქრალიყო. ახლა ხომ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვარ. ეჭვი ჩემზეა.
კიდევ თხუთმეტი წუთი ეკითხებოდა მის მარკტონს დეტალებს, უფრო იმიტომ, რომ დამტკბარიყო მისი სილამაზით... მეორე დღეს კი ბინისკენ გაემართა.
ბანკის მფლობელი, მისტერ მონტეგიე თავის კაბინეტში ელოდა. დევიდმა შეხვედრისთანავე იგრძნო, რომ მისმა სახელმა მონტეგიეზე შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, არც თავისი გაოცება დაუმალავს.
– ეს საქმე გახსნილია, მისტერ სტოუნ. ფული კი უნდა ვიპოვოთ. შესაბამისი ღონისძიებებიც ამიტომ ტარდება.
– ჰო, მაგრამ ეს ყველაფერი საშინელ მდგომარეობაში აგდებს მის მარკტონს. ის უდანაშაულოა. თქვენი ქალიშვილის მეგობარი იყო და უნდა იცნობდეთ.
– რას ითხოვთ ჩემგან? – ბანკირი შეიჭმუხნა, – ხვდებით, რომ თუკი ფული ვერ ვიპოვეთ, ქურდი ციხიდან გამოვა, მიუხედავად მისი აღიარებისა.
– დიახ. მე მესმის ეს ყველაფერი. მაგრამ, ქალიშვილი უდანაშაულოა და თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს. სრულიად დათრგუნულია იმ დევნით, რომელიც მასზე გამოაცხადეთ. მოუხსენით დევნა.
– რის საფუძველზე? მარტო იმიტომ, რომ თქვენ ხართ მის უდანაშაულობაში დარწმუნებული?
– არა მხოლოდ... გულის სიღრმეში თქვენც ხომ იგივეს გრძნობთ, რასაც მე? გარდა ამისა, მზად ვარ, სასწორზე ჩემი პატიოსანი სახელი და რეპუტაცია დავდო, ისე ვარ დარწმუნებული მის უდანაშაულობაში.
– ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ბანკირმა თავი დაუქნია.
– კარგი, მისტერ სტოუნ, თქვენი რეპუტაცია ნამდვილად ღირებულია...
მის ლილიანმა აღფრთოვანებით შეჰყვირა და დევიდს კისერზე ჩამოეკიდა. კაცმა მისი სხეულის სითბო იგრძნო და შეაჟრჟოლა.
– ო, მისტერ სტოუნ, თქვენ მე სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეთ. რა შემიძლია, გავაკეთო თქვენთვის?
– ცოლად გამომყევით, ლილიან, ჩემო ანგელოზო. არასდროს მინახავს შენი მსგავსი არსება. პირველივე დანახვისას შემიყვარდი და ვხვდები, რომ ეს გრძნობა სერიოზულია. დღეიდან მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ბედნიერებას გაჩუქებ, ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებ.
ქალიშვილმა სათნოდ გაუღიმა და თავისი თბილი ხელისგული მხარზე დაადო.
– ძვირფასო დევიდ, ახლა მხოლოდ დასვენება მჭირდება. ემოციებმა გადამღალა. შეიძლება, პასუხი ხვალ, თქვენს კაბინეტში გითხრათ. თქვენი ეს სიტყვები მინდა, კიდევ ერთხელ მოვისმინო, ოღონდ თქვენთან. შეიძლება, ახირებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ეს მჭირდება.
– რა თქმა უნდა, ლილიან. მოუთმენლად გელოდები ჩემთან.
მეორე დღეს, ლილიანის მისვლამდე დევიდმა ნახევარი კოლოფი სიგარეტი მოწია. არ უნდოდა, ნერვიულობა შემჩნეოდა. ქალიშვილმაც კარი შეაღო და დევიდი გაოცდა, – ერთ ღამეში მის მარკტონი შეცვლილიყო. მის წინ ამაყად თავაწეული, სულ სხვანაირად მომზირალი ქალი იდგა.
– მისტერ დევიდ, პირობა მომეცით, რომ სანამ საუბარს არ დავასრულებ, ჩუმად იქნებით, შევთანხმდით?
დევიდმა მონუსხულივით დაუქნია თავი.
ლილიანმა გაიღიმა.
– თქვენ შეუდარებელი ხართ, მისტერ სტოუნ და ვწუხვარ, რომ გატყუებდით. დიახ, მე თქვენ ანკესზე წამოგაგეთ. დიდი ძალისხმევა არც დამჭირვებია. სულ ცოტა არტისტიზმი და შეგიყვარდით. ალბათ, მკითხავთ, რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი. აი, ამისთვის, – ლილიანი ადგა, კედელზე ჩამოკიდებულ ნახატთან მივიდა და ჩარჩოს ქვემოდან რაღაც შეხვეული გამოიღო, – ეს ის ასი ათასი დოლარია, მისტერ სტოუნ, რომელიც ბიძაჩემმა მოიპარა. თქვენს ოფისში რომ შემოვირბინე, ფული თან მქონდა. პოლიცია კი ფეხდაფეხ მომდევდა. დიახ, მე თქვენი სახელითა და რეპუტაციით ვისარგებლე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე ამ ფულით ახალ ცხოვრებას დავიწყებ. სამი საათის შემდეგ აქაურობას სამუდამოდ დავტოვებ. იმედია, გამიგებთ და მაპატიებთ. თქვენ ხომ გიყვარვართ.

скачать dle 11.3