კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ განახორციელა ლავრენტი ბერიამ სადაზვერვო ოპერაცია „მეტრო“

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას მრავალმხრივ საქმიანობაში, ფაქტობრივად, წვრილმანები არ ყოფილა და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, (ბერია) ზესაიდუმლო ატომურ პროექტს ახორციელებდა თუ ჩაის კულტივაციას საქართველოში. მისადმი მინდობილ ყველა საქმეს ბერია ერთნაირი სერიოზულობითა და გულმოდგინებით უდგებოდა და ამიტომაც აღწევდა ყველგან ასპროცენტიან შედეგს... მიუხედავად ამისა, საგულისხმო ფაქტია, რომ ლავრენტი პავლოვიჩს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა „ჩეკისტური“ საქმიანობისადმი და თავისი უმაღლესი იერარქიის მიუხედავად, აქტიურად მონაწილეობდა ოპერაციების დაგეგმვაში. ბერიას გეგმა ყოველთვის მარტივი და გენიალური იყო. სრულიად შეესაბამებოდა დასახულ მიზანს და მაქსიმალურ ეფექტს აღწევდა. ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითია ოპერაცია „მეტრო“. ის 1947 წელს შემუშავდა, მალევე განხორციელდა და მეტად ეფექტური გამოდგა იმ საქმისთვის, ეს ოპერაცია რომ ემსახურებოდა.
გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ატომური პროექტის განხორციელება ზესაიდუმლოებით იყო შეფუთული, ამერიკულ დაზვერვას გონივრული ეჭვი ჰქონდა, რომ საბჭოეთი ბომბს ქმნიდა. დეზინფორმაციებისა და ცრუ მანევრების მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგე შეცდომაში  შეგვეყვანა, ამერიკელები თავს იზღვევდნენ. აქედან გამომდინარე, პრევენციის მიზნით, შტატებში გადაწყდა, რომ 1948 წლის დასაწყისში, საბჭოეთისთვის ატომური დარტყმა მიეყენებინათ. ეს საიდუმლო ზრახვები, რომელიც უკვე დამტკიცებული გეგმის სახით არსებობდა, მალევე გახდა ცნობილი საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვისთვის და სტალინის მაგიდაზე დაიდო. ბელადმა ბერიას დაავალა სიტუაციის განეიტრალება, თან ატომური ბომბის შექმნის პროცესის დაჩქარებაც უბრძანა. 1947 წლის სექტემბერში (რიცხვი არ მახსოვს), ბერიამ მე და ჩემი უფროსი, პავლე ფიტინი, თავისთან დაგვიბარა და გვითხრა:
– ამხანაგ სტალინის ბრძანებაა, რომ მოსალოდნელი ამერიკული ატომური დარტყმა გავანეიტრალოთ. დრო არ ითმენს. საჭიროა სწრაფი მოქმედება და თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს.
მე და ფიტინმა ბერიას შევთავაზეთ, რომ კარგად მომზადებულმა, თავზეხელაღებულმა საგანგებო-სადაზღვევო ჯგუფებმა ამერიკული ბომბების გაუვნებელყოფა მოახდინონ...
– კონკრეტულად? – მოკლედ ჰკითხა ბერიამ ფიტინს.
– ლავრენტი პავლოვიჩ, ამ მომენტისთვის შეერთებულ შტატებს ოცდაოთხი მზა ბომბი აქვს და ისინი სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. ჩვენ ყველას ადგილმდებარეობა ვიცით. მართალია, ეს იარაღი საგანგებოდაა დაცული, მაგრამ კარგად მომზადებული ჯგუფების მოულოდნელი მოქმედება სახტად დატოვებს ამერიკელებს. ბომბებს ხელთ ვიგდებთ და აგრესიას ამგვარად აღვკვეთავთ.
– ავანტიურისტული ნაბიჯია, – თქვა ბერიამ და დასძინა, – ასეთი ნაბიჯით შეტაკება გარდაუვალია. რა გარანტია გაქვთ, რომ შეტაკებისას ბომბი არ აფეთქდება? ეს კი კატასტროფაა და ვერ დავუშვებთ.
– სხვა გზა რომ არ გაქვს, ლავრენტი პავლოვიჩ? – უთხრა ფიტინმა, რაშიც მეც დავეთანხმე:
– გარწმუნებთ, ლავრენტი პავლოვიჩ, რომ ჩვენები უმაღლეს დონეზე არიან მომზადებულები. შეცდომა არ მოუვათ და ეფექტურად იმოქმედებენ. სხვა გზა კი ნამდვილად არ გვაქვს.
ბერიამ გამომცდელად შეგვათვალიერა მე და ფიტინი და თქვა:
– ესე იგი, ამტკიცებთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს?
– დიახ. სწორედ ასეა, – ერთხმად მივუგეთ ბერიას, რომელიც მცირე ხნით ჩაფიქრდა და გვითხრა:
– მოდი, ასე ვქნათ, – ახლა წადით და სხვა გზაზე იფიქრეთ. ვიფიქრებ მეც. ხვალ დილით, ცხრაზე გელოდებით და ბჭობა გავაგრძელოთ...
მეორე დილით მე და ფიტინმა ბერიას იგივე გავუმეორეთ. მან კი გვითხრა:
– მე მგონი, სხვა გზა მოვნახე და ვფიქრობ, ეფექტურად უნდა იმუშაოს. ოპერაციას შესაბამისი სახელწოდებაც შევურჩიე – „მეტრო.“ მოკლედ, ეს მარტივი სქემა ასეთია: ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლონდონში ჩვენ მეტროსადგურების ოცდახუთ-ოცდახუთ პროცენტს დავნაღმავთ. შემდეგ ამ ამბავს ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მთავრობებს ვაცნობებთ და მოვთხოვთ, რომ ხელი აიღონ საბჭოეთზე ატომური თავდასხმისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი აფეთქებებით დავემუქრებით. ეს კი დიდად ეფექტური აქცია იქნება. რას იტყვით?
– შანტაჟი შანტაჟზე, – ვთქვი მე.
– დიახ. სწორედაც, – დამეთანხმა ბერია.
იქვე, ბერიას კაბინეტში, ეს მარტივი გეგმა კიდევ უფრო დავხვეწეთ და ყველაფერი რომ მზად იყო, მის განხორციელებას შევუდექით...“
ოპერაცია „მეტრო“ მხოლოდ ერთი შეხედვით იყო მარტივი. სინამდვილეში კი, მის განხორციელებას უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ხუთი ათასი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება და ცხრა მილიონი მანეთი დასჭირდა, რომ არაფერი ვთქვათ, იმ იუველირულ „ჩეკისტურ“ სამუშაოზე, რომელიც 600-მა ადამიანმა განახორციელა. დაინაღმა მხოლოდ მეტროსადგურები. თუმცა, ანგლო-ამერიკულ მთავრობებს შეატყობინეს, რომ დანაღმული იყო სხვა სტრატეგიული ობიექტებიც. თვალსაჩინოებისთვის კი, ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ლონდონში ღამით მძლავრი „საცდელი“ აფეთქებები განხორციელდა, რასაც ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, უდიდესი ეფექტი ჰქონდა და ამერიკელებმე ხელი აიღეს საბჭოეთის ატომური დაბომბვის განზრახვაზე.
მართალია, ანგლო-ამერიკული სპეცსამსახურები გაცხოველებით ამუშავდნენ, ტოტალური განაღმვის პროცესი დაიწყეს და მეტროსადგურები თითქმის სრულიად „გაასუფთავეს“, თუმცა, მათ სხვა ობიექტებს ვერაფერი მოუხერხეს და საბჭოთა მთავრობას მოსთხოვეს, დანაღმული ობიექტების სრული სია გადაეცათ მათთვის. მხოლოდ მას მერე გაამხილა საბჭოთა დაზვერვამ ბლეფი, რომ საბჭოეთს უკვე ატომური ბომბები გააჩნდა და ამერიკული ატომური აგრესია რეალურად განეიტრალებული იყო...
პავლე ფიტინი წერდა: „დაზვერვაში ბლეფი ჩვეულებრივი ამბავია და მოწინააღმდეგის დეზორიენტაციისთვის ეფექტურად გამოიყენება. ლავრენტი ბერია კი სადაზვერვო ბლეფის გამორჩეული ოსტატი გახლდათ. მის მიერ მოფიქრებული ბლეფი ყოველთვის აღწევდა მიზანს. მის მიერ დაგებულ ხაფანგში კი, ყოველთვის მსხვილი მხეცი ებმებოდა.“
საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი აბსოლუტურად ზუსტად აფასებს ბერიას ღირსებებს. უშიშროების მარშალი ყოველთვის ეფექტურად აგებდა ხაფანგებს, გარდა ერთი შემთხვევისა. როდესაც მას დაუგეს ხაფანგი. ის გაება და ვერაგულად მოკლეს კიდეც.
скачать dle 11.3