კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ჭეშმარიტი რწმენა

                                     სულიერი სიბრმავის შესახებ
ალბათ, გინახავთ ყრუ ადამიანი, რომელსაც, რაც არ უნდა უთხრა, ან აუკრძალო რაიმე – არაფერი ესმის და თავისას აკეთებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სიტყვისა არ ესმის და ბრძანებასა და აკრძალვას ვერ აცნობიერებს. გულისხმა ჰყავ, რომ სატანაც ამგვარადვე უხშობს ადამიანს სულიერ სასმენელს, რათა ის ღვთის სიტყვას ვეღარ ისმენდეს. ამგვარ ადამიანს ყური აქვს, მაგრამ არ ძალუძს, ისმინოს. ეს მის ხორციელი ყურით, მაგრამ სულიერი სასმენელით ყრუა. სიტყვები ფიზიკურ ყურებზე მოქმედებს, მაგრამ სულიერს არ ეხება – ადამიანიც ისეა, როგორც ყრუ, რადგან მასზე ვერ მოქმედებს ღვთის სიტყვა. რასაც ჭეშმარიტება ეუბნება, ვერ აცნობიერებს, რასაც უკრძალავს – არ ესმის. ამგვარი ადამიანისათვის სიტყვა, დარიგება, დარწმუნება, რჩევა ისეა, როგორც – ყრუსთვის მუსიკა. ამიტომაც ამბობს იესო ქრისტე წმიდა სახარებაში: „ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“ ყური ყველას აქვს, მაგრამ ყველა როდი ისმენს. ამის შედეგია ის, რომ ღვთის ტაძარში შეკრებილთ, ყველას როდი ესმის უფლის ხმა და ყველასთვის როდი მოაქვს სარგებელი.
სატირალია ხორციელი სიყრუე, მაგრამ უფრო მეტადაა სატირალი სიყრუე სულიერი, იმიტომ რომ, სული, რომელიც არ ისმენს და არ უსმენს ღვთის სიტყვას, ყველანაირი ცდუნების ტყვეობაშია და საუკუნო დაღუპვისთვისაა განწირული.
ყოველივე ზემოთქმული აღგძრავს ღვთისადმი ლოცვისკენ, რათა მან გახსნას შენი სულიერი სასმენელი, როგორც ერთხელ მიჰმადლა ერთ ყრუ ადამიანს სმენა და მეტყველება და განუხვნა სასმენელნი, რათა ესმინა მისი.

                                                             ნუ განუდგები ქრისტეს სიყვარულს
ცოდვილო! რატომ უდებობ უფლისკენ მიმავალ გზაზე? მის გარდა, ვერავინ გიშველის. იარე მისკენ: ის გელოდება შენ. ვინც არ უნდა იყო შენ, იჩქარე ღვთისკენ. ღარიბი და მდიდარი, ბრძენი და უმეცარი, სწავლული და უსწავლელი, ღარიბულად თუ მდიდრულად შემოსილი – ყველა ერთნაირად უყვარს უფალს, ყველას და ყოველს ერთნაირად მოელის ის: „შემომიდეგით მე და გიხსნით“. განაშორე, ცოდვილო, ამქვეყნიურისაგან გული და თვალი. განეშორე საკუთარ თავს და მიმართე მზერა უფლისკენ, რადგან იგია სწორედ შენი მხსნელი.
უფრო დიდი სიყვარული იესო ქრისტესი შენ მიმართ რა იქნებოდა, თუ არა ის, რომ დედამიწაზე მოვიდა, ტანჯვა დაითმინა და მოკვდა შენი გადარჩენისათვის. მან თვითონ თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე. 15.13). რისთვის გაცვალა მან ზეცა ცოდვილ მიწაზე, ანგელოზთა გალობა ეშმაკის ცდუნებაზე, დიდების ტახტი ვნებასა და ჯვარზე? მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულის გამო. ამ სიყვარულით უყვარხარ მას შენაც. ძმაო ჩემო, მან შენთვისაც გაიღო მსხვერპლი. მისი მოწყალე თვალი გიყურებს შენ და გიხმობს. მიუხედავად შენი შეცოდებებისა, მისი სიყვარული აქამდე გაპატიებდა ყველაფერს, მისი სიყვარული შენს ცოდვებს ითმენდა და ის გევედრება შენ. არ უარყო შენი ცოდვების მიტევება, გამოსყიდული მაცხოვრის სისხლით.
ნუთუ შენ გულგრილი დარჩებოდი ამ ადამიანისადმი, რომელმაც ციხიდან რომ გამოეხსენი, არ დაზოგა თავისი ქონება და საკუთარი თავიც საფრთხეში ჩაიგდო? უფალმა იესო ქრისტემ კი, შეუდარებლად ამაზე მეტი გააკეთა: მან გიხსნა შენ სამუდამო ტანჯვისგან. მან მოგიპოვა შენ საუკუნო ნეტარება და ყოველივე ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა. შეხედე მის ჭრილობებს, გაიგონე მისი ხმა, რომელიც გეუბნება: „აი, თუ როგორ შეგიყვარე, და კვლავაც მიყვარხარ. შემომიდეგი მე! მე განგარიდებ შენ წარწმყმედელ ცოდვასა და ჯოჯოხეთს! ნუ უარყოფ მოწყალე მაცხოვარს! ნუ გათელავ ამ საოცარ სიყვარულს! ირწმუნე მისი! შეიყვარე ის! ის ყოველთვის მზად არის მოწყალებისთვის.
მიმართე უფალს – და შენ ჰპოვებ მასში ნუგეშინისმცემელს, გზათა წინამძღოლს, მფარველს, უერთგულეს მეგობარს. ის დაგიმკვიდრებს შენ ცათა სასუფეველს, საუკუნო ნეტარების სამეფოს.скачать dle 11.3