კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა შემთხვევაში შეიძლება მიიყვანოს გამოუცდელმა მოძღვარმა ადამიანი მძიმე ცოდვამდე და რატომ არ არის ქრისტიანული სარწმუნოება მხოლოდ ხატები და სანთლები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ადამიანებს ვერ გაუგიათ, უნდა ჰქონდეთ თუ არა ღმერთის შიში ან, ზოგადად, რას წარმოადგენს ეს შიში. ჩვენი საუბარი ხშირად არაერთი მკრეხელური ფრაზისგან შედგება, რასაც საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას და ჩვევაში მყარად გვაქვს გამჯდარი. ამ ორი საკითხის შესახებ, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ქართველებს ასეთი გამოთქმაც გვაქვს: „რაღაც არსებობს”. ეს ყველაზე დიდი მკრეხელობაა. არ შეიძლება, თქვა: რაღაცა არსებობს, რაღაცის მწამს. ოცდამეერთე საუკუნეში მაინც ნუ იტყვით ამას, უამრავი რამ შეგიძლიათ, მოისმინოთ ინტერნეტში, წიგნი წაიკითხოთ. ჩვენი სარწმუნოება სანთლები და ხატები არ არის.  ვისაც უნდა, რომ ქრისტე მიიღოს, მან უნდა აღიაროს, რომ ცოდვილია, დაზიანებული, დაცემული ბუნება აქვს. დღეს ძალიან ბევრი უკეთური სწავლება გაჩნდა. დღესაც არიან ფარისევლები და მწიგნობრები, ისინი, ვინც თავის დროზე არ იღებდნენ ქრისტეს, ეკამათებოდნენ. დღეს კი ჭეშმარიტ სარწმუნოებას ამახინჯებენ და მკრეხელობას ამბობენ. როგორც კი გათენდება, ადგებიან, მიდიან ეკლესიაში ან სამსახურში და მაშინვე იმაზე იწყებენ საუბარს: იმას რა აცვია, ის როგორ გამოიყურება, ის როგორ იქცევა ან იქცეოდა და არ უნდათ, იმის აღიარება, რომ იმათ შორის, თავად არიან ყველაზე ცოდვილები. პავლე მოციქული, რა თქმა უნდა, არ იყო პირველი ცოდვილთა შორის, მაგრამ ის ამას განიცდიდა. ყველამ უნდა განიცადოს თავისი ცოდვილი მდგომარეობა.  უნდა ირწმუნო და დაიჯერო, რომ შენც პოტენციურად ყველა ცოდვას ატარებ. შანსი რომ მოგეცეს, შეიძლება, იმრუშო კიდეც, მოიპარო, ადამიანი მოკლა. აღსარებაში ხშირად, საკუთარი თავის მაგივრად, მხოლოდ სხვებზე საუბრობენ. რა მდგომარეობაშიც ვართ: საპყრობილეში, გაჭირვებაში, შიმშილში, ეს ჩვენი ბრალია – რაც დავთესეთ, ის მოვიმკეთ. ღმერთმა ავაზაკი შეიყვანა ყველაზე წინ სამოთხეში. ამიტომ არის ქრისტიანობა უნივერსალური და მოერგება ყველა რჯულის ადამიანს. ამიტომაც ადამიანზე არაფერი თქვათ ცუდი – ავაზაკი სიკვდილამდე ხუთი წუთით  ადრე ცხონდა. რადგან სასულიერო პირი ვარ და გულზე ჯვარს ვატარებ, ეს არ ნიშნავს, რომ განწმენდილი ვარ და არ მჭირდება ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. მოძღვარიც უნდა ეცადოს, სანამ ადამიანისგან აღსარებას ჩაიბარებს, გაიცნოს ის: ფრთხილად გამოჰკითხოს ოჯახის, წინაპრების შესახებ, რას საქმიანობს... მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლა, ეზიარე და კარგად იყავი, არ არის მთავარი.
– ზოგჯერ ეუბნებიან,  ილოცეო. თუ არ იცის ლოცვა, როგორ უნდა ილოცოს? ამის სურვილი ხომ უნდა გაუჩნდეს ან თუნდაც, დახმარების სურვილი?
– ადამიანს ჯერ უნდა გაუჩინო შენი დახმარების რწმენა და ცივად არ უთხრა: „ილოცე, აღსარება ჩააბარე, ეზიარე...” – ამ ყველაფერის მიმართ მაგიური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს – საჭიროა დიალოგი, მასთან დაჯდომა, გასაუბრება. როცა ადამიანი ჩვენთან მოდის, უცნაურად იქცევა, უცნაურად აცვია, უცნაურად ლაპარაკობს, არაადეკვატურია, პრეტენზიული და უმადური – იქნებ დავფიქრდეთ იმაზე, რატომ სჭირს მას ეს? გამოუცდელმა მოძღვარმა შეიძლება, დაუსვას დიაგნოზი, რომ ის შეპყრობილია, მას სჭირდება ეგზორციზმი. ყველა ადამიანი შეპყრობილი ჰგონია, არადა, შესაძლოა, სულ სხვა პრობლემა იყოს. შეიძლება, მას საერთოდ არ სჭირდებოდეს კვეთებულის ლოცვა და უარეს მდგომარეობაში ჩავარდეს, თავიც კი მოიკლას. რომელ ეკლესიაში ტარდება კვეთებულის ლოცვა, რომელ საათზე – ასეთი სწავლება ეკლესიაში არ არსებობს. მართლმადიდებელი მამა თავად იტყვის: მე მჭირდება ეგზორციზმი, მე თავად ვარ ცოდვილი, ეშმაკეული. ქალბატონებს ხშირად შვილების, ქმრების პერანგები მიაქვთ ეკლესიაში და იმაზე ლოცულობენ – არა მგონია,  ეს ჯანსაღი მდგომარეობა იყოს. ბიბლიაში წერია: თუ გინდათ ეშმაკისგან განშორება, დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმაკს და ის თქვენგან გაიქცევა.
– მამაო, ღმერთის შიში რამდენად სწორია?
– რატომ უნდა მეშინოდეს ღმერთის, მე ის მიყვარს, – ამას ბევრი ამბობს. ძველ აღთქმაში სიბრძნე ეწოდება იესო ქრისტეს, ეს იგივე ჭეშმარიტებაა, სიცოცხლეა. ბრძენი ადამიანი ყველაფრისგან სასარგებლოს იღებს, ხოლო უგუნური – სიამოვნებას. თანამედროვე ცხოვრებაში ხომ ასეა – ყველგან მოგვიწოდებენ: „მიიღე სიამოვნება!” ბრძენი კი ამ დროს რას აკეთებს? – ყველაფრისგან სასარგებლოს იღებს. პავლე მოციქული ამბობს: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ მარგებსო. ბრძენია ის, ვინც დაცემულ სამყაროში, ეკლესიაში იქნება თუ მის გარეთ, ვიღაცას უსმენს ან თავად საუბრობს, სასარგებლოა მისთვის. თუმცა, ჯერ შენ უნდა იცოდე, რა არის სასარგებლო და მერე უთხრა სხვას. სასარგებლოს კი, ყოველთვის ეძებს ბრძენი ადამიანი. საკუთარ თავთან, ეშმაკთან პაექრობაში ღვთის შიშითა და სიბრძნით უნდა დავბრუნდეთ სამოთხეში. თუ ადამიანს არ გააჩნია ღვთის შიში და სიბრძნე, ის არ არის ქრისტიანი, ეკლესიური და მას არაფრის ეშინია.  ადამიანი ხშირად ყოყმანობს, ეს გააკეთოს თუ არა:  არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა მოჰყვება ჩემს ქმედებას. თუ ვერ მივხვდები, რა უნდა გავაკეთო, სახარების კითხვას ვიწყებ.  თუ მაინც ვერ მივხვდები, მერე მამების სწავლებას ვკითხულობ ან დავურეკავ მოძღვარს და რჩევას ვკითხავ.  ბევრ ადამიანს ეშინია იმის, რომ გაჰკიცხავენ  და ამის შიშით არ აკეთებს.  სირცხვილის გრძნობა რომ ეუფლებათ, რა თქმა უნდა, კარგია,  ესე იგი, მათში სინდისია შემორჩენილი. მაგრამ, ზოგჯერ არის მდგომარეობა, როცა ადამიანი სირცხვილის გრძნობას კარგავს. ადამიანები როცა რაღაცის ძალიან ეშინიათ,  ხშირად ამბობენ: ასეთ დროს ყველაფერი დამავიწყდა და შევცოდეო. კი არ უნდა შესცოდო, უნდა გაგახსენდეს იესოს ლოცვა. გადაიწერო პირჯვარი, მოძებნო სახარება, ფსალმუნები და ლოცვები წაიკითხო – ნუგეში მაშინვე მოვა, რადგან ღმერთი შენთან იქნება. ღმერთი ვისთან არის? ვინც ყველაზე შეშინებული, ყველაზე დამფრთხალია და ყველაზე მეტად საჭიროებს მის დახმარებას. ისე მოვა ამ ადამიანების აღსასრული, რომ მთელ ცხოვრებას აგონიაში, ყოყმანსა და ჭოჭმანში გაატარებენ. ვერ გამოიტანენ დასკვნას – რა გააკეთონ. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, თქვი: „იყოს ნება შენი, უფალო!” ბევრი მოძღვარი ამბობს: „დღეს ბოლო ჟამია, ქრისტე ხვალ მოვა ან ზეგ; აღარ ჭამო, აღარ დალიო, ცოლი აღარ მოიყვანო, შვილები არ გააჩინო,“ – ეს არის სისულელე და ვინც ამას ამბობს, მას ბიბლია არ აქვს წაკითხული. პირველივე საუკუნეში ამბობს პავლე მოციქული: შვილებო, უკანასკნელი ჟამია. რადგან, ვინც გარდაიცვლება, მისთვის უკანასკნელი ჟამია და, არავინ იცის, ეს როდის დადგება. როდის მოვა ქრისტე – ეს არავინ იცის, ქრისტეს გარდა. ყოყმანი – არ გავთხოვდე, არ მოვიყვანო ცოლი, არ ვიყოლიო შვილები – ეს ეშმაკისგან მოვლენილი შიშია.  ღმერთის ჭეშმარიტი შიში რომ არ გაქვს, ამიტომ ისჯები და სხვადასხვა რაღაცის შიში გეუფლება.
скачать dle 11.3