კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რა ძალას იძენს ნიორნაჭამი ადამიანი და რა გიხსნით ღამეული კოშმარებისგან

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ნიორი მაგიური მცენარეა და ეს, მწარე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სანელებელი, განსაკუთრებულ პიკანტურობას რომ ჰმატებს უმეტეს კერძს, ბოროტი სულების, ალქაჯებისა და უწმინდური ძალისგანაც გვიცავს. თვით სისხლისმსმელ ვამპირებსაც კი, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას (ყოველ შემთხვევაში, ჰოლივუდის ფილმებში ნამდვილად ასეა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს  მაყურებელთა შორის), არ ძალუძთ ნივრის წინააღმდეგობის დაძლევა. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ ნივრის მაგიურ ძალას რიტუალებში, სახლის ნეგატიური ენერგიისგან გასაწმენდად, ჯადოსა და ავი თვალისგან დასაცავად. ამ საინტერესო თემაზე, ასევე, უაღრესად საინტერესო რჩევებს შემოგვთავაზებს კვალიფიციური ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი.    
ბავშვობაში, სოფელში რომ ჩავდიოდი, მახსოვს, ბებიაჩემი და მისი ტოლი ტკბილი მოხუცები ერთად რომ შეიკრიბებოდნენ, თან სიმინდს ფშვნიდნენ ან ლობიოს არჩევდნენ და ჩემთვის, როგორც ზღაპრებისა და საიდუმლო ამბების მოყვარულისთვის, ათას საინტერესო რამეს ყვებოდნენ, ნივრის მაგიურობასა და სასწაულმოქმედ ძალაზეც, სწორედ მაშინ მოვისმინე... ყველაფერს ვერა, მაგრამ იმას კი გავიხსენებ, რომ თქვეს, პატარძალს ჩუმად უნდა გაატანო ნიორიო...
– ეგ ერთ-ერთი გავრცელებული რიტუალი გახლდათ ძველად ქორწილებში. მართალია, ახლა ნაკლებად მიმართავენ ამგვარ ხრიკებს, მაგრამ სოფლად ზოგან კიდევაა შემორჩენილი. თქვენ სხვისი მონაყოლიდან გახსოვთ და მე კი, თავად შევესწარი, ოღონდ დიდი ხნის წინ, როცა მეც ბავშვი ვიყავი, ასე 15 წლის. იმ ზაფხულს, ჩვენი მეზობელი გათხოვდა. მოგეხსენებათ, რა დიდი მოვლენაა სოფლად ქორწილი და გასვენება. დიდიან-პატარიანად ყველა ჩაბმულია სამზადისში. ჰოდა, მეც გავერიე მარაქაში, თან ძალიან მომწონდა: საპატარძლო კაბა, აქსესუარები, სიძე, მაყრიონი... აი, გაამოეწყო პატარძალიც, მართლა ულამაზესი იყო (იმ დროს მასზე ლამაზი არავინ მენახა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი), გამოჩნდა სიძეც და უცებ შემოიკრა თავში ხელი სასიდედრომ: არიქა, ჯერ არ შემოუშვათ ნეფე ოთახშიო. მერე ცოლისდამ მე გამიყოლა და არ დაიჯერებთ, მოიტანეს ნივრის ბოლქვი, შეახვიეს თეთრ ტილოში და სიძეს მისცეს, შენს მომავალ ცოლს შეუმჩნევლად ჩაუდე სადმე, ჯიბეშიო. რომ ვიკითხე, რად უნდა-მეთქი, ამიხსნეს, როცა პატარძლის უახლოესი პირი (დედა, და, შვილი) ასეთ თილისმას ქორწილში სასიძოს უჩუმრად ჩაადებინებს პატარძლისთვის, ამით მას ყოველი მოშურნისგან, ავი თავალისა თუ ჯადოსგან დაიცავს. არადა, ქორწილში ამის საშიშროება ყველაზე მეტიაო. არ ვიცი, მართლა იმ ნივრის დამსახურებაა, თუ რა, ის ცოლ-ქმარი დღემდე ისეთივე შეყვარებულია ერთმანეთზე, ქორწილში რომ იყო და ოჯახიც არაჩვეულებრივი შექმნეს.
– სახლშიც გარკვეული ადგილებია, სადაც ნიორი უნდა დაიდოს...
– მე და ჩემი მეგობარი, ერთ ზაფხულს ზღვაზე ვისვენებდით. ოთახი ვიქირავეთ და ვერაფრით მოვისვენე. ღამით ჩემი საწოლის მოპირდაპირე კუთხიდან რაღაც ფაჩუნი მესმოდა. 2-3 ღამე თეთრად რომ გავათენე, დიასახლისს შევჩივლე ჩემი გასაჭირის შესახებ. დამაიმედა, ახლავე მივხედავ მაგასო. გამოიტანა ერთი თავი კარგი, საღი ნიორი და ხსენებულ კუთხეში დადო. იმ საღამოდან მშვიდად მეძინა, აღარაფერს შევუწუხებივარ. ოღონდ, ეს იყო, სამი დღე-ღამის შემდეგ ის ნიორი, რომელმაც, როგორც დიასახლისმა აგვიხსნა, იქაურობა კი გაწმინდა უწმინდურებისგან, მაგრამ ის ცუდი ენერგეტიკა თვითონ შეისრუტა, ამიტომ მიწაში ჩაფლა. თუმცა, მდინარეში გადააგებაც შეიძლებაო. მანვე გვასწავლა, რომ ბავშვის მშვიდი ძილისთვის, საკმარისია, მას ბალიშის ქვეშ ნივრის კბილი ამოუდოთ. ხოლო თუ უფროსს აწუხებს ღამეული კოშმარები, საწოლის თავთან ნივრის 7 ბოლქვისგან შეკრული გვირგვინი უნდა  დაკიდოსო. თუ ვინმეს ცუდი განზრახვა აქვს და თქვენთვის რამის დაშავებას აპირებს, ამ ძლიერმოქმედი სანელებლის მკვეთრი სუნი მას ბნელი ძალების კონცენტრირების საშუალებას აღარ მისცემს და ისიც ვერაფერს დაგაკლებთო. ნიორნაჭამი ადამიანი კი, გარდა იმისა, რომ მძაფრი სუნის ფრქვევით, დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს აფრთხობს, ნეგატიურ ენერგიასაც სათოფეზე არ იკარებსო. მეურნისთვის კი, ნივრის კარგი მოსავალი იმის გარანტიაა, რომ იმ წელს მარცვლეული, მათ შორის, სიმინდიც, უხვად მოვიდესო. ლეგენდის თანახმად, ნიორი ყანიდან დევნის უწმინდურ ძალას, რაც ნათეს მარცვლეულს საშუალებას აძლევს, კარგად გაიხაროს.
– ვიცი, რომ ნივრის თილისმა ბევრნაირია...
– ჩემმა ნაცნობმა მედდამ, 2008 წლის ომის დროს, თვითონ ნახა, დაჭრილს ბაწარზე შებმული ნივრის მთლიანი თავი რომ ეკიდა გულზე. თურმე ადრე, ასეთი თილისმით იცავდა თავს ჩვენი მეომარი წინაპარი სისხლისმღვრელ ომებში ჭრილობებისა და იარებისგან. სხვათა შორის, ის ჯარისკაციც გადარჩა.  მეზღვაურები კი, ამ „სანელებელთა მეფის“ გალებს გემბანზე ჰკიდებდნენ, რომ ბევრი თევზი დაეჭირათ და შინაც მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. სახლში კი, იგივე ნივრის გალა, დერეფანში, გასასვლელ კართან ახლოს უნდა დაკიდოთ, რითაც თქვენს საცხოვრებელში ბნელი ძალებისა და სტუმრის მიერ უარყოფითი ენერგიის შემოდინებას შეუშლით ხელს. ასევე, სანამ ახალშობილს სახლიდან პირველად გაიყვანენ, დედამ აუცილებლად უნდა დანაყოს ნიორი და მისი სურნელი ბავშვს შეაფრქვიოს. ბავშვი და მით უმეტეს, ახალშობილი ხომ ყველაზე კარგი სამიზნეა ბნელი ძალებისთვის. ასე კი, დედა ჩვილს ავი თვალისა და ჯადოსგან დაიცავს.  
– ნივრის ამულეტს როგორ ამზადებენ?
– ნივრისგან იღბლიანი ამულეტის დამზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. აიღეთ თეთრი ქსოვილის პატარა ტოპრაკი, რომელშიც სურნელოვანი ოხრახუშის ერთ ღერთან ერთად, ერთ კბილ ნიორსაც ჩადებთ. მერე გაავლეთ ნაკურთხ წყალში, გააშრეთ და ჯიბით სულ თან ატარეთ ან საწოლის თავთან დაიკიდეთ. კიდევ ერთი, ძალიან საჭირო და აქტუალური რჩევა. ჰეპატიტების ეპოქაში სწორედ მისწრებაა იმის ცოდნა, როგორ ავარიდოთ თავი ამ მძიმე პრობლემას. ამისთვის საჭიროა, ყელზე დაიკიდოთ და 13 დღე-ღამის განმავლობაში ატაროთ 13 კბილი ნივრისგან შემდგარი აცმა. იგივე რეცეპტი ეფექტურია ნაწლავთა ჰელმითების წინააღმდეგაც. ძველთაგან მოდის ისიც, რომ გამომშრალი ნივრის კბილებისგან ასხმული მძივის ტარება ამძაფრებს სექსუალური თამაშებისადმი ლტოლვას და ასტიმულირებს გრძნობათა ტკბობის განცდას
скачать dle 11.3