კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რატომ ცდილობს აზერბაიჯანი საქართველოსთან რუსული პოლიტიკის იარაღის, გაზით შანტაჟის, გამოყენებას და რატომ ეცდება მოსკოვი სირიიდან ყურადღების კავკასიაზე გადმოტანას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავის პარტიულ ყრილობაზე: არც მეტი, არც ნაკლები, ისტორიული აზერბაიჯანული ქალაქ ერევნის დაბრუნების პირობა დადო. დღესავით ნათელია, რომ ეს უფრო რუსულ ბოსტანში გოროხის სროლას ჰგავდა (არადა ვიცით, რომ ბაქო დაბალანსების პოლიტიკის მიმდევარია, რუსეთთანაც თბილად ურთიერთობს და დასავლეთთანაც ახერხებს ენერგოპროექტებით თანამშრომლობას) და ისიც, რომ მსგავსი განცხადება თურქეთის ყურსაც ეამებოდა (თუმცა ერდოღანი და პუტინი თითქოს ერთმანეთს დაუტკბნენ). მეორე მხრივ, მართალია, საქმე ოფიციალურ განცხადებებამდე არ მისულა, მაგრამ ბაქოს საზოგადოების მხრიდან (მათ შორის, პოლიტოლოგთა და ჟურნალისტების წრიდან) სულ უფრო აქტიურად გვესმის საყვედურები (აქეთ –  იმის გამო, თუ როგორ ვბედავთ, ნუ იტყვით და,  ისტორიული თურქული ტოპონიმების ქართული სახელწოდებებით შეცვლას და იქით –  დავით გარეჯის არდათმობას მისი ნამდვილი მეპატრონე, ალბანეთის პირდაპირი მემკვიდრე აზერბაიჯანისთვის) და გაზით შანტაჟის მცდელობასაც ვხედავთ (რომ, თუ გონს არ მოვეგებით, გაზი ან საერთოდაც უნდა შეგვიწყვიტონ, ან მაღალ ფასად მოგვაწოდონ). იმის გათვალისწინებით, რომ გაზით შანტაჟის ენა აქამდე ექსკლუზიურად რუსული იყო და ჩვენც გამოგვიცდია, უცნაურია მსგავის იმპლუსებისთვის თვალის დევნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აზერბაიჯანისგან (იმას გარდა, რომ გროშია აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის ფასი საქართველოს გზის გარეშე, მაგრამ ეს ოდნავ სხვა თემაა). სავსებით ცხადია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს წაკიდება ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტის ინტერესიცაა, ოღონდ ისიც ვიცით, რომ აზერბაიჯანში მედია და პოლიტოლოგიური წრეები, ხელისუფლების უსიტყვო თანხმობის გარეშე, გაზით მუქარას ვერ გაბედავდნენ. რა ხდება ჩვენს მეზობელ ბაქოში, –  ამ საკითხს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ.

ზაალ კასრელიშვილი: სიმართლე გითხრათ, თქვენ მიერ დასმული საკითხებიდან დაზუსტებით ვიცით მხოლოდ ერევანთან დაკავშირებული განცხადება, ყველა სხვა საკითხი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ კითხვებში, ვიცით თითო-ოროლა განცხადების სახით, რომლებსაც აკეთებენ ცალკეული პიროვნებები ან არასამთავრობო ორგანიზაციები. ისევე, როგორც ჩვენთან აკეთებენ მსგავსი პათოსის განცხადებებს ცალკეული ორგანიზაციები და პირები ტაო-კლარჯეთის შესახებ.
– მაგრამ ჩვენთან და აზერბაიჯანში თქმული განსხვავდება იმით, რომ ჩვენთან ყველა იმას ამბობს, რაც უნდა, ხოლო ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანში არ მგონია, მედიაში იბეჭდებოდეს ის, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ოფიციალური ბაქო.
– გეთანხმებით, საქართველოშიც, აზერბაიჯანსა და სომხეთში არიან ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან და ამ ტიპის რიტორიკა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაა ხელსაყრელი, მას შემდეგ, რაც თურქეთთან ურთიერთობა უფუჭდებათ სირიაში. რაც შეეხება ალიევის განცხადებას ერევნის შესახებ: ჩვენი აზრით, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რამაც მნიშვნელოვანი ეფექტი გამოიღო როგორც აზერბაიჯანის მოსახლეობაში, ისე რუსეთის პოლიტიკურ წრეებში, რადგან, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა არ აპირებს, დაელოდოს რუსეთის სამშვიდობო მისიასა და „სამართლიან“ გადაწყვეტილებებს და ამას ისევ და ისევ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში დაძაბულობას ვუკავშირებთ.
– ანუ თურქეთის გავლენით, თურქული ინტერესის გათვალისწინებითაც თქვა ეს ილჰამ ალიევმა?
– აზერბაიჯანი და თურქეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები, ერთი ჯიშის ხალხია, ერთ ენაზე მოლაპარაკე და ეს არის ორი ქვეყანა, რომელთა შუაშია საქართველო და რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ საქართველოს მეშვეობით. აზერბაიჯანს უფრო ძლიერი, მნიშვნელოვანი და ახლობელი სტრატეგიული პარტნიორი არ ჰყავს. თან, თურქეთი „ნატოს“ წევრიცაა და ბაქოსთვის ყველანაირად მომგებიანია თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. წლების განმავლობაში, თურქეთსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობის გამო, აზერბაიჯანი იმედოვნებდა, რომ რუსეთი კეთილგონიერებას გამოიჩენდა და მიიღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ყარაბაღზე. მაგრამ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანში რუსეთის მიმართ ნდობა იწურება. ალიევის ეს განცხადება მიმართული იყო ამომრჩევლისადმი, რომ აზერბაიჯანი აღარ აპირებს, უსასრულოდ დაელოდოს და ისტორიული სამართლიანობის ფარგლებში იმოქმედებს. და არა მხოლოდ ყარაბაღთან, არამედ იმ ლოგიკით, რომ ერევნის სახანო მათი იყო.
– უფრო შორს თუ წავალთ, სომხეთის ტერიტორია ერთიანი საქართველოს ფარგლებში იყო, ამ ლოგიკით.
– ჩვენ ვინ დაგვიშალა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა?! როდესაც ერეკლე გაამეფა, შაჰ ნადირმა ერევნის სახანო დაუქვემდებარა და როდესაც ერეკლესა და შაჰ ნადირს გაუფუჭდათ ურთიერთობა, ერევნის ხანი აუჯანყდა, მაგრამ ერეკლემ დანაყა და დაიმორჩილა. მაგრამ ჩვენ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ. ასევე, არც იმაზე, თუ ვინ განსაზღვრა კავკასიის ბედი, და ვინ შექმნა კავკასიაში პირველი სახელმწიფო და ვისი პროტექტორატის ქვეშ იყო კავკასია. მეთერთმეტე საუკუნეში კავკასიაში საქართველოს გარდა სახელმწიფო არ არსებობდა. ამდენად, მინდა, საყვედური ვუთხრა ყველას, ვინც ხელისუფლებაში იყო და არის და არასდროს კრინტიც კი არ დაუძრავს მსგავს თემებზე. არავინ ელაპარაკება მსოფლიოს კავკასიოლოგებს. ამიტომაც ხან ხაჭაპურს მიითვისებენ, ხან პეტრეს და ხან პავლეს. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ უნდა ავყვეთ რუსეთის სპეცსამსახურის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს, არამედ უბრალოდ, ვილაპარაკოთ ამაზე მსოფლიოს კავკასიოლოგებთან ერთად. წელიწადში ერთხელ მაინც გავმართოთ ხოლმე მსოფლიოს კავკასიოლოგთა კონგრესი, სადაც ვილაპარაკებთ ისტორიულ ფაქტებსა და გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების საფუძველზე?! და ეს მსჯელობა უნდა დაიწყოს ძველი წელთაღრიცხვიდან. დოკუმენტურადაა დადგენილი, ვინ როდის მოვიდა კავკასიაში, უბრალოდ ამას პიარი სჭირდება, რასაც არავინ აკეთებს: არცერთი ხელისუფლება ამით არ ინტერესდებოდა. განსაკუთრებით, სააკაშვილის ხელისუფლებას არ აინტერესებდა, ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ისინი თავს ქართული სახელმწიფოს შემქმნელებად წარმოაჩენენ.
– ისევ ალიევის განცხადებას დავუბრუნდებით: თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ შიდა მომხრეების განცხადებაა?
– არა მარტო, ეს იყო გზავნილი იმავე თურქეთისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა ყარაბაღის კონფლიქტზე. თურქეთის გასაგონადაც ითქვა და თურქეთის სასარგებლოდაც. იმიტომ რომ, რამდენიმე ქვეყანამ აღიარა სომეხთა გენოციდი. ჩვენთვის კი მთავარია, გავარკვიოთ საერთაშორისო სამართლიანობა: კავკასიის რესპუბლიკების სტატუსისა და ტერიტორიული კუთვნილების ათვლის წერტილი სად არის: 1918 წლის თუ 1991 წლის დამოუკიდებლობა?!
– გაერომ გვცნო საბჭოთა კავშირის დაშლისას არსებულ საზღვრებში.
– მაგრამ ერთა ლიგამ რომ 1918 წლის საზღვრებში გვცნო?! რასაც მოჰყვა ოკუპაცია. არ გვაქვს იურიდიული უფლება, ვილაპარაკოთ ამ თემაზე?! მაგრამ ამოუღია ამაზე ხმა ვინმეს 1992 წლიდან დღემდე?! არა და აი, ესაა ჩვენი უბედურება. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის ხელისუფლება განაგრძობს ამ რიტორიკას და იმიტომ რომ, აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა ლაგდება.
– ტილერსონის ვიზიტს გულისხმობთ?
– ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი თურქეთში და მისი ერდოღანთან ერთი ერთზე პირისპირ საუბარი, წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ თურქეთმა წინდაუხედავი განცხადებები აღარ გააკეთოს და არ გადადგას ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, როგორიც „ნატოს“ წევრ ქვეყანას არ ეკადრება. ყოველ შემთხვევაში, თურქეთის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ მოუგვარებელი პრობლემები აშშ-სა და თურქეთს შორის არ არსებობს. იგივე განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმაც, როდესაც თქვა, რომ თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ყველა საკითხს გასცა პასუხი. ამას მოჰყვა რუსეთის აღშფოთება და ასადის არმია შეიჭრა თურქეთის ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებდა თურქეთი, ძირითადად, თურქმანებით დასახლებულზე. რასაც მოჰყვა თურქეთის განცხადება, რომ ამის გამო, სირიის ხელმძღვანელობას მოუწევს სერიოზული საფასურის გადახდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული ანტიდასავლური კოალიცია: თურქეთი-რუსეთი-ჩრდილო კორეა და ირანი ნელ-ნელა იშლება. მოგეხსენებათ, ჩრდილო კორეამ აშკარად დაიწყო დიალოგი სამხრეთ კორეასთან და მზადყოფნა გამოაცხადა აშშ-თან სალაპარაკოდ.
– ირანი?
–  თქვენთან ინტერვიუში არაერთხელ გვითქვამს, რომ სპარსული დიპლომატია არასდროს მისცემს საშუალებას რუსეთს, რომ მის გამო ვინმეს დაუპირისპირდეს. თეირანის მიზანია, დასავლეთისთვის საინტერესო გახდეს და, ამდენად, უახლოეს ხანში, ირანის ხელმძღვანელობისგან უნდა ველოდოთ ისეთი ტიპის განცხადებებს, როგორიც მოვისმინეთ ჩრდილო კორეის ლიდერისა და თურქეთის ხელმძღვანელობისგან დასავლეთთან დიალოგისა და მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების შესახებ. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, მარტო რჩება თავისი იარაღის ამარა მთელი დასავლეთის წინააღმდეგ და მან აუცილებლად უნდა გადაიტანოს ყურადღება სირიიდან სხვა რეგიონზე. მართალია, დღეს გაჩუმებულია, მაგრამ მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროცესები დაიძვრება.
– სად ვარაუდობთ კონფლიქტის კერის გადატანას?  
– ვვარაუდობთ, რომ კლანური დაპირისპირების პროვოცირებას მოახდენენ დაღესტანში, რაც დაძაბავს ურთიერთობას სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებას შორის. იცით, რომ დაღესტანში 30-მდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. გარდა ამისა, რუსეთი შეეცდება, დაძაბოს ვითარება სამხრეთ კავკასიაში. უპირველესად, ყარაბაღში, იმიტომ რომ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვით, არაპირდაპირ დარტყმას მიაყენებს თურქეთსაც და მის ავტორიტეტს, როგორც აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორს. ასევე, რუსეთი ეცდება, საქართველოში პრორუსი ძალების ხელით თურქეთსა და საქართველოს შორის გაამწვავოს რიტორიკა და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება მართული ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საიდანაც კიდევ უფრო მეტ პროვოკაციას უნდა ველოდოთ, ვიდრე ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ტრაგედიებია.
– ფიქრობთ, ილჰამ ალიევი ვერ აკონტროლებს გაზით შანტაჟის შემცველ განცხადებებს აზერბაიჯანიდან საქართველოს მისამართით?
– ალიევის ინტერესი არ არის საქართველოსთან შანტაჟის ენით ლაპარკი, უბრალოდ, ამ რიტორიკას აზერბაიჯანში აღვივებენ რუსეთის სპეცსამსახურები, რომ დაძაბონ ურთიერთობა ბაქოსა და თბილისს, ანკარასა და თბილისს შორის. მოტივაცია მარტივია, ვერა და ვერ განაახლა რუსეთის სპეცსამსახურებმა სცენარები: თუ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება, კრემლის გათვლებით, ერთმორწმუნე რუსეთი დახმარების ხელს გამოგვიწვდის. მაგრამ ამას საქართველოში აღარავინ „ჭამს“, ისევე, როგორც სააკაშვილის დაბრუნებას. პოლიტიკა ძალიან პრაგმატული მეცნიერებაა. მადლობა ღმერთს, პროცესები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მიდის და ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, თუ გვინდა, რომ მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამა და დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია, დავეხმაროთ უანგაროდ. აზერბაიჯანმა იცის, რომ სომხეთთან დაპირისპირების ფონზე, შავ ზღვაზე გასასვლელი საქართველოს გავლით მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ხოლო, თუ ვინმეს შანტაჟის ენით უნდა ლაპარაკი, მაშინ საქართველოში სომხეთის გავლით შემოვა ირანული გაზი, რომელიც წავა დასავლეთისკენ. მაგრამ აქამდე არ მივალთ.
– უცნაური პირობაა: დავით გარეჯი უნდა დაითმოს გაზის სანაცვლოთ, თურმე. მე არ ვიცი, ვინ რის გავლენით ამბობს ამას, მაგრამ დავით გარეჯი არ ითმობა არაფერში და აქ არ მუშაობს პროვოკაციის არაყოლის თემა.
– გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ სამეზობლო პოლიტიკის პროგრამას, ვერ ვხედავთ დინამიკას. 1992 წლის სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე არ არსებობს სახელმწიფოს დონეზე კავკასიური პოლიტიკა, ვგულისხმობ, შავი და კასპიის ზღვების ქვეყნებს შორის კავშირურთიერთობებს, რაც მოიცავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეს სამუშაოა. რას ჰქვია, გაიცვალოს?! ამას ვერაფერში გავცვლით და თუ ვინმეს აინტერესებს, შემოვუხაზავთ, სად იყო საქართველოს ტერიტორია ბოლშევიკურ ოკუპაციამდე. თუმცა დღეს იმდენადაა განვითარებული მეცნიერება, რომ დასავლეთში ჩატარდა გენეტიკური ანალიზი, იმის დასადგენად, ვინ ვინ არის და დადასტურებულია დოკუმენტურად, ვინ საიდან და როდის მოვიდა; რას ნიშნავს სუფთა კავკასიური გენი და რას ნიშნავს ქართველი. მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ჩატარებული კვლევა და დადასტურდა ყველაფერი, რაც ქართველ მეცნიერებს საუკუნეების განმავლობაში ვარაუდებით უთქვამთ. ყველანაირი საშუალებით შეგვიძლია, დავამტკიცოთ, ვინ არის კავკასიელი და ვინ იყო კავკასიაში აბორიგენი, მმართველი და გამგებელი. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება უნდა. საგანგაშო მდგომარეობა არ არის, თუ გვინდა გამოვიყენებთ არსებულ მასალებს. ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თორემ ძალიან უმტკივნეულოდ გავაკეთებდით ისე, რომ სამეზობლოც კმაყოფილი დარჩებოდა და ვერც პროვოკატორი მტრები შეძლებდნენ „გათიშე და იბატონე“ პოლიტიკის გატარებას.
скачать dle 11.3