კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რას სწერენ ცნობილი ცოლიანი კაცები ემილია სისაურს და სთავაზობენ თუ არა მას ფულს სექსის სანაცვლოდ

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


ფოტომოდელი ემილია სისაური ამბობს, რომ მას ხშირად სწერენ ცნობილი ცოლიანი კაცები, ცნობილი ცოლებით. ბევრი მათგანი ეუბნება, რომ ცოლი არ უყვარს და სხვა მიზეზების გამოა მასთან. ემილია შეყვარებულია და ცხოვრების სტილიც შეიცვალა. აღარ იღებს და აქვეყნებს  ვულგარულ ფოტოებს, რადგან ეს არც მის შეყვარებულს მოსწონს და უკვე – არც თავად.

ემილია სისაური: ძალიან ხშირად მწერენ ცნობილი კაცები. თან, ისეთები, ცნობილი ცოლები რომ ჰყავთ, რომლებიც გადაცემებში გამოდიან  და ყვებიან: მე ასეთი ქმარი მყავს, როგორ მიყვარსო და ამაყობენ ამით. და ამასობაში, ჩემთან მოწერილი აქვთ საოცრად დიდი ტექსტები, კომპლიმენტები. ზოგი მეუბნება: ქონების გაყოფა არ მინდა ცოლთან და ამიტომ ვერ ვშორდებიო, ქონებას ვერ ვუყოფ და ამის გამო ოფიციალურად ცოლქმრად ვითვლებით, მაგრამ არ მიყვარსო. შეყვარებული მყავს და ისინი არ მაინტერესებს, არც უცოლოებს ვპასუხობ. მესმის, ისეთმა მოგწეროს, ვინც პოპულარული არ არის. არ ეშინიათ, რომ ვთქვა? იციან, რომ, ასეთი რამ არ მახასიათებს და არ ვიტყვი.
– რას გეუბნებიან?
– რატომღაც ჰგონიათ, რომ აქვთ შანსი, მაგრამ არც ვპასუხობ. თუ ტელეფონზე დამირეკეს, მათ ცოლებს მოვიკითხავ, ჩამიკოცნე-მეთქი, –  ვეუბნები. ერთმა საშინელება მითხრა. მე ვუთხარი: რას ლაპარაკობ, ხომ ვიცი, რომ ცოლი გყავს და ბედნიერად გრძნობთ თავს ერთად, რამდენი ფოტო გიდევთ-მეთქი და მიპასუხა: ჩემს ცოლს უნდა, რომ ბედნიერი ვიყოო, ფაქტობრივად, მითხრა, ჩემს ცოლს ისე უნდა ბედნიერი ვიყო, თანახმაა, რომ სხვასთანაც წავიდეო. მე ასეთი ქალების არ მესმის, მაგრამ უფრო მგონია, რომ კაცები იტყუებიან...  ვერ წარმომიდგენია, იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, როგორ უნდა დავეთანხმო ჩემს შეყვარებულს ან ქმარს, სხვასთან წავიდეს და მე სახლში ვიჯდე – ეს არ არის სიყვარული. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთჯერადად მიღალატებს კაცი თუ რომანს გააბამს. შეიძლება, ვაპატიო, მაგრამ უნდობლობა და ზიზღი გამიჩნდება. როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ და ფიქრობ, რომ არ იმსახურებ ღალატს, არ უნდა აპატიო.
– დაფიქრებულხარ იმაზე, რომ მათი ცოლებისთვის გეთქვა?
–  როცა ვთქვი, ცოლიანი კაცები მწერენ, მაგრამ სახელებს არ ვიტყვი, არ მინდა გახმაურება-მეთქი, ამაშიც ცუდი იპოვეს – რატომ არ ამბობო. რას მიშავებს, იმ ქალს თავის გასაჭირი აქვს, ქმარი არ ჰყავს ერთგული და კიდევ ჩემი დამატება უნდა? მაგრამ, მეორე მხრივ, წარმოიდგინე, ვიღაც გოგომ იცის, შენს ქმარს ან შეყვარებულს ღალატის მცდელობა რომ აქვს, გღალატობს, მაგრამ შენ ამას არ გეუბნება. შენ თვითონაც სურვილი გაგიჩნდება: ნეტავ, მითხრას ვინმემო. ზოგჯერ ძალიან მინდა, თვალები ავუხილო ქალებს. ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა: ფეისკონტროლი ვიყავი ერთ-ერთ კლუბში, სადაც მიმტანად ძალიან ლამაზი გოგო მუშაობდა და ჰყავდა შეყვარებული. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ეს ბიჭი ჩავიდოდა კლუბში, იმას სიყვარულს უხსნიდა და ამოვიდოდა – მე მიხსნიდა სიყვარულს. დაცვა ამ ყველაფრის მოწმე იყო. იმდენად გავბრაზდი, ჩავედი და ვუთხარი იმ გოგოს, მონაწერებიც ვაჩვენე. ორი დაცვა მოწმე მყავდა და ვუთხარი: ასეთია შენი შეყვარებული და რაც გინდა, ის ჰქენი-მეთქი. ეს გოგო ისეთი შტერი აღმოჩნდა, შეყვარებულმა დააჯერა, რომ მე მინდოდა მათი ურთიერთობის დანგრევა. ბოლოს ყველაფერი მე დამაბრალდა. ასე ცუდად შემომიბრუნდა.
–  ფულის სანაცვლოდ, სექსი თუ შემოუთავაზებიათ?
– კაცებისგან კი არა ქალებისგანაც მქონია სექსის შემოთავაზება – ულამაზესი გოგონებისგან. მე ლამაზ ქალს რომ ვუყურებ, მიყვარს. ქალები რომ კომპლიმენტებს მეუბნებიან, თავიდან მიხარია. მერე, მომწონხარ და ისეთ რამებს რომ დამიწყებენ, ვიბნევი. ძალიან პრესტიჟულ ჟურნალებში შემოუთავაზებიათ გადაღება. ფულის სანაცვლოდ გახდას არ ვთანხმდები. პირველ ეტაპზე, პოპულარობის გამო, ქალის ღამის თეთრეულში გადამიღია ფოტოები, მაგრამ არ სიამოვნებს ჩემს შეყვარებულს. არ არის ლამაზი და მისაღები მისთვის, რომ მის შეყვარებულს თუ ცოლს ყველამ უყუროს ფოტოზე ნახევრად შიშველს. მიშლის ძალიან ამოღებულ ტანსაცმელს, „ფეისბუქზე“ ვულგარული ფოტოების დადებას. რომც არ მითხრას, მეც არ მომწონს. ჩემს „ფეისბუქს” თუ გადახედავ, არ მიდევს ასეთი ფოტოები.
– ამ შემთხვევაში, პროტესტის გრძნობა არ გიჩნდება შეყვარებულის მიმართ?
– პროტესტის გრძნობა არ მქონია, რადგან მის გამო კი არ შემიცვლია, თვითონაც აღარ მომწონს. ქართველები ვერ იგებენ, რომ ეს ჩემი პროფესიაა და პოზებში ფოტოები უნდა მედოს. მაგრამ არ მიღირს  ეს ფოტოები იმად, ჩემი რეპუტაცია შეილახოს. მე თუ გადაღება მინდა, გადავიღებ კიდეც და ფულსაც ავიღებ ისე, რომ არ გამოქვეყნდეს. ზოგი ფოტოგრაფი საერთოდ არ აქვეყნებს და თავისთვის იღებს. მხიბლავს ის იმიტომ, რომ ძალიან პირდაპირია, რამე თუ არ მოსწონს, პირში მოგახლის, რომ ეს არ ვარგა, ეს არ გიხდება და გამოიცვალეო. მაგრამ, ყველა კაცი ამას არ გეტყვის. რა შენიშვნებსაც მაძლევს, ვეთანხმები. თუმცა, მთლად ყველაფერში – ვერა. ზოგჯერ აზვიადებს, ეგოისტია და მეც ძალიან ეგოისტი ვარ. ძმაკაცებთან რომ მიდის, იმაზეც ვეგოისტობ, მე მაკლებს იმ დროს-მეთქი. ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. ეჭვიან ქალებს ვერ ვიტან. ძალიან რთული ხასიათი გვაქვს ორივეს. ხშირად ვჩხუბობთ, რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მაგრამ, მალევე ვრიგდებით. ყოველდღე ვჩხუბობთ ჩემს ფოტოებზე. რაღაც ფოტოს იპოვის, ეს რა არისო,  მეუბნება. იმაზე მეჩხუბება ვულგარულ ფოტოებს რომ ვიღებდი და მეუბნება: ამდენი ხალხი რად გინდა „ფეისბუქზე“, ოცი ათასი გამომწერი რატომ უნდა გყავდეს და უყუროს ხალხმა შენს ქმედებასო.
– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
– ერთი წელია და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, მის ოჯახთან. ბარში გავიცანი, გამომელაპარაკა და მითხრა: ფოტოებში უფრო დიდი შეხედულება გაქვს, ვიდრე პირისპირ. მსუბუქი მაკიაჟით ბევრად უკეთ გამოიყურებიო. ისე წარიმართა ჩვენი ურთიერთობა, ისიც ალაპარაკდა თავის გრძნობებზე და მეც ჩემს გრძნობებზე. ძალიან მენდობა. დედამისთანაც საუკეთესო  ურთიერთობა მაქვს და მის შვილთანაც – 11 წლის ბიჭი ჰყავს. ჩემი შეყვარებული ჩემზე უფროსია. მე 21 წლის ვარ, ის – 30 წლის. მამაჩემი დედაჩემზე ზუსტად ცხრა წლით დიდი იყო. ასაკით უმცროს ბიჭებთან ურთიერთობა არ შემიძლია. სერიოზულად ვერ შევხედავ. რომ დავფიქრებულვარ, მთელი ცხოვრება ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემხელა მამაკაცი გვერდით არ მეყოლებოდა.
– შენ შესახებ უამრავი ჭორი გავრცელებულა. რა რეაქცია აქვს ამაზე შენს შეყვარებულს?
– ჩემზე იმდენ რაღაცას ლაპარაკობენ, გადამიარეს ჭორებით. ვისი საყვარელი აღარ ვიყავი, ხან – მასტერის, ხან – ანრი ბიბინეიშვილის. ორივე ჩემი მეგობარია. რაღაც რომ ხდება, მე მაწმენდენ ხელებს. ეს რთულია ჩემი შეყვარებულისთვის. ის ვერავისგან ვერ აიტანს ჩემზე ცუდის მოსმენას და ისეთია, ვერც გაუბედავენ რამის თქმას. მან ზეპირად იცის ჩემი ცხოვრება და რაც არ უნდა უთხრან, ახალი არაფერი იქნება.
– საჩუქრებითა და სიურპრიზებით განებივრებს?
– ხომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე. ჩვენთვის ყოველი დღე სიყვარულისაა:  ყოველთვის ვუმეორებთ ერთმანეთს სასიყვარულო სიტყვებს. იცის, რომ არ იმიყვარს ყვავილები – მოჭრილ ყვავილებს ვეძახი, რადგან მეორე დღეს ჭკნება. ეტყობა, ბევრი იფიქრა და მომიტანა ქოთნის დიდი, ულამაზესი ყვავილი, რომელსაც ძალიან ვუვლი. იცის, რომ მიყვარს კოსმეტიკა და სულ მასაჩუქრებს.
скачать dle 11.3