კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ შეხვდა დასისხლიანებული სიყვარულის დღეს ხატია სიჭინავა და რა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა მან ცხოვრებაში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ხატია სიჭინავა და მისი მეუღლე რამაზ ნოზაძე, სიყვარულის დღეს, 14 თებერვალს, სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. ავარიის დროს, მართალია, მანქანა საკმაოდ დაზიანდა, მაგრამ თავად გადარჩნენ. როგორც ხატია ამბობს, ბედი წყალობს და ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა, რადგან ცხოვებაში ბევრ ხიფათს აცდა და მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ძალიან გაუმართლა.

ხატია სიჭინავა: ანანურიდან, გადაღებიდან მოვდიოდით მე და რამაზი, სიყვარულის დღეს. საჭესთან მე ვიჯექი, მაგრამ რამაზმა მთხოვა, მე დავჯდებიო და ადგილები გავცვალეთ. ძალიან ცუდი მოსახვევია, კლდიდან ჩამოშლილია ქვები, მანქანა მოსრიალდა და სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ. რამაზმა, ხელით გაიტანა მანქანის წინა მინა, შიგნით შემოიყარა ნამსხვრევები, სახეზე შემომეყარა და დამეკაწრა. რამაზს ხელი გაეჭრა. ასე რომ, სიყვარულის დღე ასე დასახიჩრებულებმა, ორიგინალურად აღვნიშნეთ. წარმოიდგინეთ, კლდეს პირდაპირ ვასკდებოდით და ღმერთის წყალობით, გადავრჩით.
– წარმომიდგენია, იმწუთას როგორ შეგეშინდა და რა იგრძენი...
–  მაქვს ასეთი ოქროს წესი: რაც არ უნდა ხდებოდეს, წამის მეასედში ვფიქრობ, ღირს თუ არა ნერვიულობად. წივილ-კივილი და ნერვიულობა ვერაფერს შეცვლიდა და რა აზრი ჰქონდა? ამ დროს, საჭიროა მოქმედება. როგორც კი დავინახე მანქანა მოცურდა, საჭეს ვეცი და რამაზისთან ერთად ვცდილობდი მანქანის დამორჩილებას. ზოგადად, ჩემი ტვინი, ოცდაოთხსაათიან რეჟიმშია, ასე მაქვს მოწყობილი და რაც არ უნდა ხდებოდეს, ვფიქრობ და არ ვპანიკობ. მოკლედ, ასე დამტვრეულ-დამსხვეული მანქანით ჩამოვედით თბილისამდე. ზოგადად, როცა რაღაც უნდა მოხდეს, დილიდან მიფუჭდება ხასიათი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს წინათგრძნობა არ მქონია.
– მახსოვს, წლების წინაც მოჰყევი ავარიაში და მაშინაც სასწაულად გადაურჩი სიკვდილს. მაშინ, საჭესთან შენ იჯექი?
– მაშინ არც რამაზს ვიცნობდი და არც მართვის მოწმობა მქონდა. აღდგომის ღამე იყო, მეგობრის მანქანაზე დავჯექი, საჭესთან ჩამეძინა და ავარია მომივიდა. ისეთი დალეწილი მიგვიყვანეს მე და ჩემი მეგობარი „არამიანცის“ საავადმყოფოში, ეგონათ, უკვე გარდაცვლილები ვიყავით. ადრენალინის ნემსი რომ გამიკეთეს გულში, სიმწრისგან გონზე მოვედი. თვალი რომ გავახილე, რეანიმაციაში, ვიფიქრე, რატომ ვარ ჯოჯოხეთში ნეტავ-მეთქი (იცინის). მეოთხე ხარისხის ტვინის შერყევა მქონდა და სახე – ისეთი დაზიანებული, ვერ მიცნობდით. მართლა ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ გადავრჩით. ავარიაში რომ მოვყევი მეძინა და არ მახსოვს, რა მოხდა. საპირისპირო მხარეს რომ გადავედი რუსთაველის გამზირზე, ჯერ ხეს შევასკდი, წინა მინა სახით გავიტანე, გაიშალა ბალიში და უკან რომ გადამაგდო ინერციით, უკანა მინა თავით გავიტანე. ფაქტობრივად, შუშის თავი მქონდა და სახე არ მიჩანდა. ისეთი აჩეხილი მქონდა სახე, პლასტიკური ოპერაციებიც ვერ მიშველიდა, მაგრამ  ჩემმა მეგობარმა მომიტანა მოხუცებული ქალის მიერ, სოფელში გაკეთებული, უსახელო მაზი და იმან მიშველა. დღეში ორჯერ უნდა წამესვა და მე კი ცხრაჯერ ვისვამდი. მაშინ 26 წლის ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ ავარიის მერე, ცხოვრება თავიდან დავიწყე. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, მაგრამ ღმერთს ვუყვარვარ. მთელი ცხოვრება ვგრძნობ, რომ ხელით დამატარებს, სადმე არ გადავიჩეხო და ფაქტობრივად, რომ არა მისი წყალობა, დღეს წესით, ცოცხალი არ უნდა ვიყო. არ ვიცი, რით დავიმსახურე მისი ასეთი სიყვარული, მაგრამ მფარველი ანგელოზი მუდამ თან დამყვება, მიცავს. მე იმ დღეს დავიბადე, როცა ყველაზე ბედნიერი ვარსკვლავი კაშკაშებდა ცაზე – აღდგომის ღამეს.
– ძალიან შეცვლილი ხარ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ხატია, რომელსაც წლების წინ ვხედავდით, დღეს ასეთი დედა, ცოლი და მეოჯახე იქნებოდა...
– რასაკვირველია, გეთანხმებით. წლების მატებასთან ერთად, ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად ამოტრიალდა. ჩემი მეგობრები კი არიან უკმაყოფილო, რომ ხშირად ვეღარ ვკონტაქტობ მათთან, მაგრამ ცხოვრების სხვა რიტმი მაქვს. სოციოპათი გავხდი-მეთქი, ვხუმრობ. ყავის დასალევად, გასართობად და საჭორაოდ, აღარ მცალია (იცინის). უფრო სწორად, არ მცალია თუ სურვილი არ მაქვს, ამას ვერ ვხვდები. ჩემი ცხოვრება გადაფასდა და იმ ხატიასგან, რომელსაც მხოლოდ ჩაცმა, გართობა და დროსტარება აინტერესებდა, აღარაფერი დარჩა. ახლა ცხოვრების ყველაზე დინჯი ეტაპი დადგა. თავადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი „გიჟი“ დედა და დამთმობი ცოლი ვიქნებოდი (იცინის). სულ ტონუსში ვარ და ღამეც ვერ ვიძინებ ფიქრით, გონებას ვერ ვთიშავ.
– ყველაზე მეტად რას ნანობ განვლილ ცხოვრებაში?
– იმას, რომ ჩემს ქმარს არ შევხვდი 16 წლის ასაკში, ერთად გავივლიდით იმ ბავშვურ რომანტიკას. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, 16 წლისას რომ გაგვეცნო ერთმანეთი მე და რამაზს, შესაძლოა, დღემდე ერთად ვერ მოვსულიყავით. სულ იმას ვეუბნები, რომ მცოდნოდა წლების წინ შენი ცოლი ვიქნებოდი, მოვიდოდი და გეტყოდი, ნუ დაკარგავ დროს სხვა გოგონებთან სიარულში-მეთქი (იცინის). მოკლედ, იმ დაკარგულ წლებს ვნანობ, როცა მას არ ვიცნობდი. 28 წლის ვიყავი, რომ გავიცანი, აღდგომის მარხვა იყო. სხვათა შორის, ახლახან ვისხედით და ვსაუბრობდით. უცბად, აიღო ტელეფონი რამაზმა და ტურისტულ სააგენტოში გადარეკა. იკითხა, ისრაელის ბილეთები მინდა და თუ გაქვთო. ვიფიქრე, საქმეზე მიდის-მეთქი, არ მივაქციე ყურადღება. ორი ბილეთი დაჯავშნა, მომიბრუნდა და მითხრა, აღდგომის მარხვაა, ჩვენ ამ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი და ეს ჩემი სიურპრიზია, მაცხოვრის საფლავი მოვილოცოთო. ეს სააღდგომო საჩუქარია ქმრისგან, მეც აღდგომა დღეს ვარ დაბადებული, რამაზიც აღდგომის დღეებში გავიცანი და აღდგომის ღამეს მოვყევი ავარიაში, მაგრამ გადავრჩი – ამას ვუკავშირებ ჩემს იღბლიანობას.
– რატომ გააუქმე სოციალური ქსელები?
– ზოგადად, არავის ვუყვები ჩემი ოჯახის არც ცუდ და არც კარგ ამბებს. ამას უახლოეს მეგობრებთანაც არ განვიხილავ. მიმაჩნია, რომ არ უნდა ატლიკინო წინ და უკან ენა შენს ოჯახზე.
– მაგრამ, შენი ოჯახის ამბები სოციალური ქსელით მთელმა საქართველომ რომ იცოდა?
– მართლია, მაგრამ, ამაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია. ვაღიარებ, შეცდომა იყო და მე ეს არ უნდა მომსვლოდა, რადგან მგონია, ჭკვიანი ქალი ვარ, მაგრამ დამემართა. რატომ მომინდა გულის გადაშლა სოციალურ ქსელში ყველასთვის, ახლაც ვერ ვხვდები. გავაუქმე სოციალური ქსელები და მშვიდად ვცხოვრობ, არც არავის ჭორაობას ვიგებ და ვერც ჩემი ოჯახის ამბებს იგებენ. არ მინდა, მსოფლიომ იცოდეს, როგორ ვცხოვრობ, რას ვჭამ, რას ვსვამ და ასე შემდეგ... თან ათასი ბოროტი თვალი და აზრია. მირჩევნია, ჩემთვის, ჩუმად ვიცხოვრო და მთელმა საზოგადოებამ არ იცოდეს, რას ვაკეთებ და რით ვცხოვრობ. ამიტომ, საერთოდ აღარ მახსოვს სოციალური ქსელი თუ არსებობს, აღარც ჭორები მოდის ჩემამდე და ამისგანაც იზოლირებული ვარ.
скачать dle 11.3