კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ გადაურჩა რევაზ ნასიძე ნარკოტიკების გამო დაპატიმრებას და რის შემდეგ თქვა მან კლუბურ ნარკოტიკებზე უარი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ნარკოდამოკიდებულება და „ჩადება-არჩადება“ –  ყველა საკითხი, რომელიც ამ თემას უკავშირდება, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ამ თემაზე მსახიობ რევაზ ნასიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარების გამო სამართალდამცველებთან პრობლემები არაერთხელ ჰქონია.

– რევაზ, ადამიანები, რომლებიც საწინააღმდეგოს ფიქრობენ, ამბობენ, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია პირველი ნაბიჯია მძიმე ნარკოტიკისკენ.
– ყველა ასეთ ადამიანს ვუპასუხებდი, უპირველესად, ნივთიერება, რომელიც სიმთვრალეს იწვევს ალკოჰოლია. მაშინ ესეც აღარ დალიონ. ამ პოზიციაზე, ძირითადად, ლოთები არიან. კი, არსებობს მოსაზრება, რომ, როცა მარიხუანას მოწევ, შეიძლება, სხვა რაღაცის ინტერესიც გაგიჩნდეს. ეს ნამდვილად არის, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან რომ გავაკეთოთ შედარება, ვნახავთ, რომ მათ ეს ეტაპები ჩვეულებრივად გაიარეს. მთავარია, ქვეყანაში ადამიანს ალტერნატივა ჰქონდეს, რაც 90-იანებში არ გახლდათ. ამიტომაც იყო, რომ მარიხუანის შემდეგ, ვიღაცებმა „ჰეროინი“ გასინჯეს. იმ თაობაში ეს პოპულარულიც იყო, გოგოებს ასეთი ბიჭები მოსწონდათ. ქვეყანა საშინელ დღეში იყო და ყველაფერმა ერთად, გამოიწვია ნარკომანია. ამიტომაც ეშინია დღეს იმ თაობას.
– დღეს რა გვიცავს იმისგან, რომ მარიხუანას მძიმე ნარკოტიკისადმი ინტერესი არ მოჰყვეს?
– ვიღაც ყოველთვის აღმოჩნდება არაადეკვატური საფრთხის წინაშე, მაგრამ ერთეულები, მარიხუანას რომ მოწევენ და მერე „წამალს“ გაიკეთებენ, როგორც არ უნდა ავკრძალოთ, ამას ვერ ავცდებით. ეს წლები იყო აკრძალული, მაგრამ ნარკომანები მაინც არსებობდნენ. ნარკომანიისგან მთავარი დაზღვევაა – სხვა, ცხოვრებისეული ალტერნატივა. თუმცა, ეს მარიხუანას არ ეხება. ყველა ჩემი საყვარელი მეცნიერი, სპორტსმენი თუ ხელოვანი, რაღაც ნარკოტიკს და მით უმეტეს, მარიხუანას მოიხმარს. ამაზე ისინი ლაპარაკობენ, ვინც არც მედიცინა იცის, არც მარიხუანა გაუსინჯავს და შესაბამისად, არც მისი შედეგები იცის. მგონია, რომ ნელ-ნელა, თუ ერთმანეთს მოვუსმენთ და ერთმანეთის აზრს გავითვალისწინებთ, ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება შეიცვლება. ჩემი ნება რომ იყოს, აბსოლუტურად ყველაფერს ლეგალურს გავხდიდი. სპორტისკენ წავიყვანდი ადამიანებს და ბევრ სხვა ალტერნატივას შევუქმნიდი. რაღაც ასაკში ნარკოტიკებიასდმი დიდი ინტერესი არსებობს, მაგრამ ეს მუდმივად არ გრძელდება. ასე იყო ჩემს ცხოვრებაშიც. რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან მიზიდავდა კლუბური ცხოვრება, კლუბური ნარკოტიკები და გართობა. მაგრამ, ერთ დღეს მომბეზრდა, მივხვდი, რომ დავიღალე ამით და თავი დავანებე. კლუბური ნარკოტიკები შეჩვევას არ იწვევს. ის ნარკოტიკები, მიჩვევას რომ იწვევს, ქვეყნიდან გაქრა და თავი დაანებეს მის მოხმარებას ნაციონალების დროს. ეს ხალხი უსაფუძვლოდ გაჰკიოდა, რომ დეკრიმინალიზაცია არ უნდა მომხდარიყო. სამი თვის წინ მოხდა ეს და რამე შეიცვალა ცუდისკენ? ამბობდნენ, დავიღუპებითო, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა.
– გეტყვიან, რომ სამი თვე არ არის შედეგის სანახავად საკმარისი დრო.
– გიჟი ყოველთვის რაღაცას გეტყვის. ფაქტია, რომ არაფერი მომხდარა. სამი თვე არ არის ცოტა იმისთვის, რომ მომხდარიყო ის, რასაც ესენი ამბობდნენ. შეიძლება, თვითონ არ იციან ზომა და წონა, მაგრამ მე გეუბნებით ადამიანებზე, რომლებმაც ეს გზა გამოიარეს, მათ შორის, ვარ მეც. არანორმალური უნდა იყო, რომ ნარკოტიკების მოხმარება მთელი ცხოვრება გააგრძელო. მაშინ, უნდა ცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ნორმალური სამსახურები არ არის და არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. ასეთ ქვეყანაში შეიძლება, მსგავსი რამ მოხდეს.
– საქართველოც ვერ დაიკვეხნის მაინცდამაინც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით.
– თუმცა, 90-იანებთან შედარებით, მეტი ალტერნატივა გვაქვს, თუნდაც სხვაგან წასვლის თვალსაზრისით. ჩემი ნათესავებიც ამბობენ, რომ დეკრიმინალიზაციით დავიღუპებით. ისინი ისეთები არიან, არაფერი რომ არ აქვთ გასინჯული. ამიტომაც იმეორებენ ვიღაც მატყუარა მეცნიერების უსაფუძვლო ნალაპარაკევს. გალილეო გალილეი სხვა მეცნიერებმა დაწვეს, მაგრამ დღეს ის გენიოსად მიიჩნევა. ამიტომ, ყველა მეცნიერს ვერ დავუჯერებთ. მე, ერთი ხელის მოსმით, ყველაფერს დეკრიმინალიზებულს გავხდიდი. მაგრამ, რადგან მოწინააღმდეგეები არსებობენ, გავითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი და ყველაფერი ეტაპობრივად გავაკეთოთ. ცოტა დრო რომ გავა, ლეგალიზაციაზე ფიქრი დავიწყოთ, შემდეგ – კლუბური ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე და ასე, ეტაპობრივად.
– შენს მაგალითზე მომიყევი, პირველად კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელი გახდი?
– ძალიან მაგრად ვერთობოდი კლუბური ნარკოტიკით. მაგრამ, საქართველოში პირველად მარიხუანას უფრო გასინჯავ, ვიდრე კლუბურ ნარკოტიკს. მე რომ პატარა ვიყავი, მაშინ თბილისში „ექსტაზი“ და ამ ტიპის ნარკოტიკები არ იყო. პირველად მეც მარიხუანა მოვწიე, მაგრამ ამის გამო არ გავმხდარვარ კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელი. უბრალოდ, კლუბში რომ მიდიხარ და ერთობი, მერე ინტერნეტში ნახავ, რომ უცხოეთის კლუბებში რაღაც სხვანაირადაა. შენთან, ხედავ, რომ სვამენ, მერე ერთმანეთს ჭრიან და ხოცავენ. სხვაგან კი ასე არაა. მერე ფიქრობ მიზეზზე და იგებ, რომ ამას იწვევს „ექსტაზი“, რომელიც ხუთასჯერ მეტ ენდორფინს გამოყოფს და შენც ბედნიერი ხარ. როცა კარგი კლუბები გაიხსნა, სადაც კარგი მუსიკის მოსმენა შეიძლებოდა და გავიგეთ, რომ ვიღაცას ნარკოტიკი ჰქონდა, რატომაც არა, გავსინჯეთ. ძირითადად, 20-21 წლიდან ხდება ეს ყველაფერი. მე 17 წლის ვიყავი, როცა პირველად გავსინჯე. მარიხუანა რომ მოვწიე, მაშინ უფრო პატარა ვიყავი. 16 წლის ბიჭები ეწეოდნენ და მეც გამასინჯეს. მოვწიე, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მოქეიფე, მსუქანი ტიპები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ბევრი წელი სუფრასთან ჯდომით გაანიავეს, ერთმანეთი დახოცეს და აფხაზეთი დაკარგეს, ეგ თაობა რომ რამეზე ლაპარაკობს, ამაზე ვგიჟდები. საერთოდ, ვინ არიან ეგენი, რომ რამე ილაპარაკონ?!
– ერთ დღესაც გადავწყვიტე, უარი მეთქვაო. არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების შესრულება?
– ერთ დღეს სხვა რაღაცამ დამაინტერესა. ახლა კრივზე დავდივარ და სიგარეტსაც თავი დავანებე. ორ წელზე მეტია, ნარკოტიკებზე უარი ვთქვი და აღარც კლუბებში დავდივარ. ვინც ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიჩვევას და დამოკიდებულებას იწვევს, მატყუარაა. არის ნარკოტიკები, მიჩვევას რომ იწვევს, მაგრამ ეს არა. ესენი  კი ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავენ. თუმცა, ჩემ ირგვლივ ის ნარკოტიკებიც ბევრს გაუსინჯავს, მაგრამ ყველაფერი გასინჯვით დამთავრებულა.
– მაშინ რა არის ნარკომანიაში პრობლემა?
– ის ვიღაც არანორმალურები, ზომიერების დაცვას რომ ვერ ახერხებენ. ღვინოზე ვგიჟდები, მაგრამ ლოთი არ ვარ, ვიღაცები კი არიან. ამაზრზენია მთავრობის პოლიტიკა. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი დაიჭირეს. „ჰაშიში“ გამოუგზავნეს, ფოსტაში მივიდა აიღო და ეგრევე დაიჭირეს. აქ ხომ არ არის საუბარი კილოგრამებზე, 25 გრამ „ჰაშიშს“ ეხება საქმე. ხომ შეიძლება, საზღვარზე გააჩერონ ის? ერთი პერიოდი ხალხი „ბიოებს“ იწერდა, მერე შემოსავლების სამსახურმა უცებ გააჩერა „ბიოები“. საბაჟოზე დააკავეს ტვირთი და ხალხთან აღარ მივიდა. ხომ შეიძლება, ასე გაეკეთებინათ, მაგრამ არა. მიიყვანეს, აცადეს, სანამ არ აიღო და მერე დააკავეს.
– შენ არ შეგქმნია პრობლემები?
– ძალიან ბევრჯერ გადავრჩი. ჩემი მეგობარი მსახიობები დააკავეს და ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პარასკევს სადღაც გართობა გვინდოდა. ძალიან დიდი ხანი მითვალთვალებდნენ და მისმენდნენ. ერთხელ დაპატიმრებას გადავურჩი, იმიტომ რომ, სადღაც ხუთი წუთით გვიან მივედი. ზუსტად იმ პერიოდში დავანებე თავი ყველანაირ ნარკოტიკს. შეშინებუილი ხალხისგან ცუდი სიტუაცია შეიქმნა. ხალხი გაბოროტდა, ყველა თავის თავზე ფიქრობდა. ერთმა მეგობარმა მეორე ჩაუშვა და ასე შემდეგ. ვიღაცას რომ დაიჭერდნენ, ეუბნებოდნენ: ან ამას დამაჭერინებ, ან რვა წელს მოგცემ. ამით პრემიებს იწერდნენ, თორემ, თუ მთავრობას ნარკოტიკების გასაღება არ უნდა, საზღვარი გააკონტროლოს და მორჩა. ისეთ ნარკოტიკებს ვგულისხმობ, რომელიც ქვეყანაში არ კეთდება. მარიხუანას გაზრდი, მაგრამ „ექსტაზი“  საქართველოში არ კეთდება. ეკომონიკა და მათემატიკა არ იციან, თორემ, სხვა ქვეყნების მსგავსად, შეუძლიათ, მარიხუანის ლეგალიზაციით ბიუჯეტი შეავსონ.
скачать dle 11.3