კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ გააოცა ნიკო მუსხელიშვილმა გიმნაზიის ცნობილი ქართველი პედაგოგი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


გენიალური ნიკო მუსხელიშვილი არა მარტო ბრწყინვალე მათემატიკოსი გახლდათ, არამედ სხვა გამორჩეული ნიჭიც ჰქონდა. კერძოდ კი, ბატონმა ნიკომ შეუდარებლად, აბსოლუტურად ზეპირად იცოდა მთელი „ვეფხისტყაოსანი.“  წერტილ-მძიმეც კი არ ეშლებოდა და 1901 წლის გამოცემის წიგნში („ვეფხისტყაოსანში“) ზუსტად იცოდა, რომელი სტროფი რომელ გვერდსა და რიგში იყო.
1905 წელს, 14 წლის ნიკო მუსხელიშვილი თბილისის მეორე გიმნაზიაში სწავლობდა. ქართულს მას ცნობილი პედაგოგი პლატონ ამირეჯიბი ასწავლიდა.  ბატონი პლატონი სიმკაცრით, მომთხოვნელობით გამოირჩეოდა. რასაც მოსწავლეებს დაავალებდა, ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად უნდა შეესრულებინათ. მისი სიტყვის უგულებელყოფას ფრიადოსნებსაც კი არ აპატიებდა და მკაცრად სჯიდა.
ერთხელ ამირეჯიბმა მოსწავლეებს 1901 წლის გამოცემის „ვეფხისტყაოსნის“ შეძენა და გაკვეთილზე მიტანა დაავალა. გაკვეთილი რომ დაიწყო, ბატონმა პლატონმა პატარა ნიკოს უთხრა:
– მუსხელიშვილო, აბრძანდით, „ვეფხისტყაოსანი“ გადაშალეთ და შესავალი წამიკითხეთ ადგილიდანო.
მუსხელიშვილმა ჩანთიდან წიგნი ამოიღო, გადაშალა და შესავალი წაიკითხა. პლატონმა ნიკოს სხვადასხვა გვერდზე გადააშლევინა „ვეფხისტყაოსანი“ და ცალკეულ ეპიზოდებს აკითხებდა, თან, ეუბნებოდა:  მეოცე გვერდის მეორე სტროფიდან მეთორმეტემდე, ოთხმოცდამეათე გვერდის მეცხრე სტროფიდან ბოლომდეო და ასე შემდეგ... ნიკომ ამირეჯიბის მითითება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა და პლატონის ქებაც დაიმსახურა სანიმუშო კითხვისთვის.
– ნიკო, მოდი ჩემთან, დღიური მომიტანე, რომ ფრიადი გაგიფორმო, თან „ვეფხისტყაოსანიც“ გამოაყოლე, რომ საზეპირო ადგილები მოგინიშნოო, – უთხრა პლატონ ამირეჯიბმა ნიკო მუსხელიშვილს, რომელიც მერხს მიყინულიყო და ადგილიდან არ იძროდა.
პლატონმა რომ პატარა ნიკოს თხოვნა გაუმეორა, მუსხელიშვილმა ძლივს ამოილუღლუღა:
– პატივცემულო, წიგნი არ მაქვსო...
– ახლა არ მიკითხავდი წიგნიდან? – გაოცდა ამირეჯიბი. ნიკოს მერხთან მივიდა და წიგნს დახედა, რომელიც მათემატიკის სახელმძღვანელო აღმოჩნდა...
აშკარა იყო, რომ პატარა ნიკო ზეპირად, თანაც აბსოლუტური სიზუსტით კითხულობდა 1901 წლის გამოცემის „ვეფხისტყაოსანს“. ეს კი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ამირეჯიბმა ნიკო უკვე დაფასთან გამოიყვანა.
 თავად კი „ვეფხისტყაოსანი“ გადაშალა და პატარა გენიოსს „ფოკუსი“ გაამეორებინა... როგორც გაირკვა, მუსხელიშვილს უფულობის გამო, წიგნი ვერ შეუძენია, „ვეფხისტყაოსანი“ კი მისი მეზობლის წიგნიდან დაუზეპირებია აბსოლუტური, მათემატიკური სიზუსტით... პლატონ ამირეჯიბი ისე გაოცებული და გახარებული იყო ნიკოს ნიჭით, რომ მას „ვეფხისტყაოსნის“ უძვირფასესი გამოცემა უსახსოვრა საკუთარი ავტოგრაფით.
скачать dle 11.3