კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 ნიკა არაბიძის ანეკდოტები


იმერელი მივიდა უროლოგთან და ეუბნება:
– ექიმო, ვკვდები კაცი, მიჭირს, ნელ–ნელა ვშარდავ.
ექიმმა გასინჯა და პროსტატის წამლები გამოუწერა.
მივიდა გურული აფთიაქში, დაუანგარიშა თანხა ფარმაცევტმა და უთხრა:
– ბატონო, 130 ლარისაა თქვენი წამლები.
– რა ამბავია 130 ლარი? მომე, ჩემო დაია, მაგ რეცეპტი და წავალ სახლში, ნელ–ნელა მოვფსამ, არსად მეჩქარება მე!

                                                                ***
ბახმაროში, დასასვენებლად ჩავიდა „პრონწკი“ ქალბატონი. კოტეჯიდან ისე არ გავიდოდა, ძვირფასეულობა არ გაეკეთებინა. ტყეში, სასეირნოდ გასულს ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა და მინდორში, მოშორებით მდგარ ფიცრულ ტუალეტს მიაშურა. ტუალეტების კარი შიგნიდან არ იკეტებოდა, ამიტომ, შევიდა და კარი შიგნიდან, ბეჭდებით დახუნძლული ხელით დაიჭირა. მიადგა ვიღაც, ორი ბრილიანტისა და სამი ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი მოხსნა და სანამ ქალი მოწესრიგდებოდა, გარეთ გამოვიდოდა, ბანდიტს ჩოხატაურის მთები გადავლილი ჰქონდა. დაიწყო ყვირილი და შეჰყარა მთელი ბახმარო. ყველას უყვებოდა ტუალეტში შესულს როგორ წაგლიჯეს ძვირფასეულობა ხელიდან. გურულ ჟორასაც რომ მოუყვა ეს ამბავი, მან სერიოზული სახით უთხრა ქალს:
– შე ქალო, მაგდენი ბეჭდები თუ გეკეთა, ეგ ხელი გქონოდა შიგნით და საჯდომი გამოგეყო გარეთ, არ გერჩია?

                                                                ***
გურული გასაუბრებაზე:
– თქვენი საქმიანობის სფერო...
– აფერისტი!
– კი, მაგრამ რას აკეთებთ ასეთს?
– აფერს!

                                                                ***
მიხო შედის აფთიაქში და გამყიდველს ეკითხება:
–  ჯოუ, ანკესი გაქვთ?
–  არა, კაცო, ანკესს აქ რა უნდა, საიდან უნდა გვქონდეს, მეთევზეები ხომ არ ვართ?
–  მა, პრეზერვატივები რომ გაქვთ, რათ გინდათ, ყ...ეები ხართ?

                                                                ***
სომეხმა ოქროს თევზი დაიჭირა და მოაშენა.

                                                                ***
– ძვირფასო, ნახე, რა წერია ჟურნალში?
–  რაო?
–  რაო და... ქალი რომ გათხოვდება,  ფრენის პერიოდი ეწყებაო.
–   ცოცხით თუ ფრთებით?

                                                               ***
კატაფალკის მძღოლს მაშინ დაარტყა წნევამ, როცა სიტყვა – „გამრეცხე“, მანქანაში შიგნიდან ამოიკითხა.
                          
                                                               ***

სვანმა სარკე იყიდა. მიიტანა სახლში, დაკიდა კედელზე და ცოლს ეძახის:
–  მოდი, მოდი, ჩემი ძმა ჩამოვიდა.
მივიდა ცოლი, ჩაიხედა სარკეში და ჩაილაპარაკა:
–  თვითონ ჩამოვიდა, ჩამოვიდა... ცოლს რაღას მოათრევდა...

                                                               ***
გურული ქალი ეუბნება ქმარს:
– ანზორიე, ბიჭო, მგონი, ვირუსი შემეყარა.
–  არა უშავს, აცადე, ორი დღე, ნახავს ვინცხა ხარ და გაგეყრება თავისით.скачать dle 11.3