კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რის გამო მოკლა 19 წლის გოგომ საკუთარი ბაბუა და რატომ მიაყენა მისმა მეგობარმა ორმოცი ჭრილობა გარდაცვლილს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


19 წლის გოგოს სასამართლომ, საკუთარი ბაბუის მკვლელობისთვის, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოკლულს ორმოცი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
2018 წლის 7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს, 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 წარდგენილი ბრალის თანახმად, მარიამ კ-ს ბრალად ედებოდა ოჯახური დანაშაული, ესე იგი: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით; გიორგი გ-ს კი, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით. ასევე, ორივე ბრალდებულს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას (ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) ედავებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მარიამ კ., საკუთარი ბაბუის განზრახ მკვლელობისა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, რომელიც მის საცხოვრებელ ბინაში ეგულებოდა, გიორგი გ-სთან ერთად, ჯუმბერ კ-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა. ბაბუასთან, რომელთანაც მარიამ კ-ს წლების განმავლობაში არ ჰქონდა ურთიერთობა, ბრალდებული თავდაპირველად მარტო შევიდა. მოგვიანებით კი, გიორგი გ. ჩუმად შეიპარა და სამზარეულოში დაიმალა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მარიამ კ-მ ბაბუა კორიდორში გამოიყვანა სასაუბროდ, რა დროსაც გიორგი გ-მ  დანით რომელიც თან ჰქონდა, ხოლო მარიამ კ-მ, სამზარეულოს დანით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც სახლში თანხა არ დახვდათ, გარდაცვლილის საფულიდან ამოიღეს 335 ლარი,  სახლში გააჩინეს ხანძარი და დატოვეს შემთხვევის ადგილი.
9 აპრილს მეზობლებმა ნახეს, რომ ჯუმბერ კუპრეიშვილის ბინიდან ცეცხლის კვამლი გამოდიოდა და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მისულ მაშველებს სახლში მოხუცი მამაკაცის დასახიჩრებული ცხედარი დახვდათ, რომელსაც სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა. როგორც ჩანდა, დამნაშავეებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ,  კვალის წაშლის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდეს.
დანაშაულის ჩადენიდან ერთი თვის შემდეგ, სამართალდამცველებმა მოკლულის შვილიშვილი,  მარიამ კუპრეიშვილი, დააკავეს, მეორე დღეს კი – მისი მეგობარი, 20 წლის გიორგი გვარამია აიყვანეს. მარიამმა პირველი დაკითხვისას დეტალურად აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა, მისი მეგობარი დუმილის უფლებას იყენებდა. მოგვიანებით, მარიამმაც უარყო ბაბუის მკვლელობაში მონაწილეობა და ამბობდა, რომ ეს ძალადობით მიღებული ჩვენება იყო. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მასში წერია, რომ ჯუმბერ კუპრეიშვილს სხეულზე დანით 40 დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
კუპრეიშვილის მკვლელობის დღეს ერთ-ერთი საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათთან ახალგაზრდა მამაკაცი, ხელზე მყესების დაზიანებებით იყო მოთავსებული. სამართალდამცველებს საავადმყოფოში გიორგი გვარამია დახვდათ, რომელსაც მარჯვენა ხელის თითებზე მყესები ჰქონდა დაზიანებული. ის ამბობდა, რომ „შანხაიას” ქუჩაზე დაყაჩაღება დაუპირეს და თავდაცვისას, მყესები გადაეჭრა. ბოლოს გიორგიმ გამომძიებელს უთხრა, რომ თითები სახლში, დანით დაიზიანა და ყაჩაღობის ვერსია, უბრალოდ, მოიგონა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მოკლული კუპრეიშვილი მეორედ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანის ქალიშვილი გახლავთ მარიამი.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს – როგორც ირკვევა, მოკლულმა მთელი ქონება, მათ შორის, ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე ბინა და ავტომობილი, მეორე ცოლის ოჯახს დაუტოვა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა მარიამი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯუმბერ კუპრეიშვილი შეძლებულად ცხოვრობდა. მოკლული მევახშეობით იყო დაკავებული და სახლშიც სოლიდურ თანხას ინახავდა, რაც მისმა შვილიშვილმა კარგად იცოდა.
პროკურატურა მათ ანგარებით, ჯგუფურად, სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა, მაგრამ სასამართლომ ყველა ბრალდებაში ისინი დამნაშავედ არ ცნო და მოუხსნა ანგარება და სისასტიკე. თუმცა, ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განადგურებაში. დანაშაულთა ერთობლიობით, თითოეულს სასჯელის ზომად 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გიორგი ბერიძე (მარიამ კუპრეიშვილის ადვოკატი): ამ საქმის გადაწყვეტა არასწორად მოხდა. სასამართლომ გააუქმა ანგარებით მკვლელობის ბრალდება და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაც. რაც შეეხება ჯგუფურს, მეგობრების ირიბ ჩვენებებს დაეყრდნენ, რომელიც არასრულფასოვანი იყო. მეგობარი ხან იმას ყვებოდა, რომ მარიამმა მითხრა, მე მოვკალი ბაბუაო, ხან ერთად მოვკალითო. ამას როგორ უნდა დაეყრდნო?
– თვითონ მარიამი რას ყვება?
– რა თქმა უნდა, გაკვირვებული და გადარეულია. ამბობს, მე რა შუაში ვარო. მოსამართლე ცოტა სხვა შეხედულების აღმოჩნდა. ეს არ არის კანონიერი გადაწყვეტილება.
– მარიამი არცერთ პუნქტში არ აღიარებს ბრალს?
– რაც არ ჩაუდენია, რა უნდა აღიაროს? არავითარი აღიარება არ ყოფილა. ის, რაც თავიდან გამომძიებლის ზემოქმედებით ითქვა, გამომძიებლისვე ფანტაზიის შედეგია, რომელიც მან იძულების შედეგად, ადვოკატის გარეშე მოიპოვა.
– ფაქტია, რომ მოკლულია ადამიანი, რომელსაც ორმოცი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული – მარიამის ბაბუა და დამწვარია სახლი.
– ეს ფაქტია, მაგრამ წარმოშობის კვალია მნიშვნელოვანი. გიორგი გვარამიამ თვითონ თქვა, რომ ბაბუას ჭრილობები მან მიაყენა. აფექტის მდგომარეობაში ადამიანმა ორმოცი კი არა, შეიძლება ორმოცდაათი ჭრილობა მიაყენოს კაცს, ეს არ არის გამორიცხული. შესაბამისად, განაჩენში არც არის დაფიქსირებული, რომ მარიამმა დაარტყა ვინმეს დანა.
– გიორგი გვარამიას რა ინტერესი ჰქონდა ამ საქმეში?
– კონფლიქტი მოხდა და გიორგი გვარამია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გარდაცვლილი ცუდი თვისებების მქონე, აფექტური ადამიანი იყო, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. გიორგი მარიამის ჯგუფელია და ბაბუასთან აჰყვა. იქ გაუგებრობა მოხდა, პირველმა ბაბუამ აიღო დანა და  გიორგის მოსაკლავად გაიწია. გიორგიმ თავი დაიცვა, რასაც ბაბუას სიკვდილი მოჰყვა. ამით გიორგიმ თავი გადაირჩინა. ეს რომ მოხდა, მარიამი საერთოდ არ იყო იმ ოთახში.
– კონფლიქტის მოტივი რა იყო?
– ოჯახური კონფლიქტი, რაც პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს და ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. მარიამს მანამდე არ ჰქონია ბაბუასთან კონფლიქტი. ყველაფერი იქ მოხდა.
რაც შეეხება მოკლულის ქონებას, ბრალდებულ გიორგი გვარამიას ადვოკატი, ბონდო ვათიაშვილი პრესასთან აცხადებს, რომ გარდაცვლილის ანდერძს გარდაცვალების შემდეგ გაეცნენ და ნახეს, რომ მან მთელი ქონება საყვარელს დაუტოვა.
скачать dle 11.3