კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ ჩაუშალა „კაგებემ“ „ცეერუს“ თბილისში წარმოებული ოპერაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

                                                                     ციმბირელი მაწანწალა

1970 წლის 15 იანვარს თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე (რკინიგზის სადგური) მილიციამ გეგმური რეიდი ჩაატარა და დააკავა ცხრა „ბასიაკი“, იგივე მაწანწალა. რვა მამაკაცი და ერთი ქალი სამართალდამცველებმა ჩიხში მდგომი ვაგონებიდან გადმოიყვანეს, რომ ჯერ სადეზინფექციოდ წაეყვანათ, შემდეგ კი ან გაეშვათ, ან 6 თვით ციხეში ჩაესვათ.  იმ პერიოდში მაწანწალობა კანონით ისჯებოდა. ცხრიდან რვასთან მილიციამ სწრაფად გამონახა საერთო ენა, რადგან ადგილობრივები იყვნენ და მათ კარგად იცნობდნენ. ამიტომ, მაწანწალები სადეზინფექციოდ გაგზავნეს. უცნობი „ბასიაკი“ კი, როგორც თავად აცხადებდა, წარმოშობით ციმბირელი, ირკუტსკში დაბადებული, 39 წლის ვალენტინ პოპოვი იყო. მას არანაირი საიმედო საბუთი არ აღმოაჩნდა, გარდა 1931 წელს გაცემული, შუაზე გახეული დაბადების მოწმობისა. პოპოვს მძაფრი ოდეკოლონისა და ფეკალიების სუნი ასდიოდა. დაჭერის მომენტში „პახმელიაზე“ იყო და აცხადებდა, რომ ოდეკოლონი ჰქონდა გადაკრული. თბილისში კი სოჭიდან ჩამოვიდა მატარებლით. ციმბირელი მაწანწალის გამოკითხვას მილიციის უმცროსი ლეიტენანტი გურამ ფიფია აწარმოებდა. მან ჯერ ოქმი შეადგინა, შემდეგ პოპოვი სადეზინფექციოდ გაუშვა და ის უკვე ჩაცმულ-დაბანილი რომ დაბრუნდა მილიციის „პრიომნიკში“ (მიმღები პუნქტი), ფიფია ცოტა არ იყოს, შეცბა. თუმცა, შემდეგ ოთახიდან გავიდა და ექიმს ელაპარაკა. უკან რომ დაბრუნდა, მაწანწალა შემოწმებაზე წაიყვანა მედპუნქტში.

                                                                        საიდუმლო სამალავი
ციმბირელი მაწანწალა ბანაობა-დეზინფექციისა და სუფთა, იაფფასიან სამოსში გამოწყობის შემდეგ, ნორმალურად გამოიყურებოდა. ის ჯერ ექიმმა შეამოწმა, შემდეგ კვლავ მილიციაში დააბრუნეს. გაესაუბრნენ. აუღეს სოჭის მატარებელზე ბილეთი, რადგან აცხადებდა, სოჭში ქალი მყავსო, ოცი მანეთი საჭმლისთვის მისცეს და თბილისი-სოჭის მატარებელზე დასვეს, რომელიც საღამოს 6 საათზე გადიოდა. პოპოვი ფიფიამ ჩასვა ვაგონში და დამოძღვრა:
– ბილეთისა და საჭმლის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. იცოდე, არ დალიო და სოჭში ჩადი. თუ ისევ მაწანწალობაზე ჩავარდი, უკვე ორწლიანი ციხე  არ აგცდებაო.
პოპოვმა გამოსწორების პირობა დადო და თავის ადგილზე მოკალათდა. მატარებელი რომ დაიძრა, სიგარეტის მოსაწევად ტამბურში გავიდა. გააბოლა. მიმოიხედა და როდესაც შემადგენლობა დიდუბეში ორიოდე წუთით შეჩერდა, ბაქანზე ჩავიდა და ნელ-ნელა გაუყვა ჩაბნელებულ კიბეებს. პოპოვი ფრთხილობდა. სიბნელეს აჩვევდა თვალებს, თან, აქეთ-იქით იყურებოდა – ხომ არავინ მითვალთვალებსო. ბოლოს ქუჩაში გავიდა. ასიოდე მეტრი ფეხით გაიარა დიდუბის მიმართულებით და რომ დარწმუნდა, კუდზე არავინ აჯდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა:
– მთაწმინდაზე წამიყვანე, ფუნიკულიორის ქვედა სადგურთან.
დანიშნულების ადგილზე რომ მივიდა, პოპოვი მანქანის წასვლას დაელოდა. მერე ფეხით დაეშვა ჭონქაძის ქუჩაზე. შემდეგ მარჯვნივ აუხვია, ქვიანი აღმართი აიარა და ტყეში ამოჰყო თავი. შეჩერდა. მიაყურადა. გზა განაგრძო და უზარმაზარ ფიჭვთან რომ მივიდა, იქვე დადებული, ეშმაკურად შენიღბული ლოდი გახსნა, ზურგჩანთა ამოიღო საიდუმლო სამალავიდან  და ქვევით დაეშვა.

                                                                               შიფროგრამა

საქართველოს უშიშროების კომიტეტის რადიოსამსახურის განყოფილებამ 1970 წლის 16 იანვარს, ღამის 3 საათსა და 45 წუთზე, ეთერში გასული შიფროგრამა დააფიქსირა. კარტოგრაფებმა ერთ საათში გაშიფრეს. შიგ ეწერა: „წარმატებით განხორციელდა ტვირთის ამოღება. ვაგრძელებ დავალების შესრულებას. შეხვედრის ადგილი, დრო და პაროლი იგივეა. ველოდები ძია ვასოს. ნახვამდის. ზორო“.
იმ ღამეს შევჩენკოს ქუჩაზე, სადაც უშიშროების კომიტეტის ცენტრალური შენობა მდებარეობდა, მუშაობა დუღდა და გადმოდუღდა. ფეხზე იდგა მთელი პირადი შემადგენლობა. ადგილზე იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ინაური და ყველა მისი მოადგილე. კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი სოსო ჭელიძე კი რადიოკვანძში, „ონლაინ რეჟიმში“ აძლევდა მითითებებს თავის ხელქვეითებს, რომლებიც ყურადღებით უთვალთვალებდნენ მატარებლიდან ჩამოსულ პოპოვს. ის ტყის სამალავიდან ამოღებული ზურგჩანთით რუსთაველის გამზირისკენ დაეშვა და ფეხით გაუყვა დაცარიელებულ ღამის ქუჩებს. პოპოვი ავლაბრისკენ მიდიოდა კონსპირაციულ ბინაში, რითაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა ესარგებლა. სწორედ ასეთი უკიდურესი მდგომარეობა შეიქმნა მას მერე, რის ვაი-ვაგლახით რომ გამოაღწია სომხეთიდან. იქ მას ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში ნიადაგისა და წყლის სინჯები უნდა აეღო და ამ პროცესის დროს ლამის ჩავარდა. თავზე შეიარაღებული გუშაგი წამოადგა, რომელიც პოპოვმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისში მატარებლით ჩამოვიდა და საქართველოს დედაქალაქში მაწანწალის ნიღაბი მოირგო. იცოდა, რომ უშიშროება უკვე ეძებდა და ამგვარად არჩია გაუჩინარება. ალბათ, გამოუვიდოდა კიდეც, რომ არა მილიციელი ფიფია, რომელიც „ციმბირელმა მაწანწალამ“ დააეჭვა.

                                                                                ჯაშუში „ზორო“
უმცროსი ლეიტენანტი, 22 წლის გურამ ფიფია მართალია, მილიციაში მუშაობდა, მაგრამ კონტრმზვერავობაზე ოცნებობდა. მას იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და მილიციაში ოთხი თვის მისული იყო. პარალელურად, „კაგებეში“ განცხადება ჰქონდა შეტანილი მუშაობის თაობაზე. საიდუმლო გასაუბრებაზე კონტრდაზვერვაში, მას უთხრეს: გამოსაცდელ, ექვსთვიან ვადას გინიშნავთ და დაგაკვირდებით. შენ კი ისე უნდა იმუშაო მილიციაში, თითქოს უკვე კონტრმზვერავი ხარ. ყველფერს დააკვირდები შიგნითაც და გარეთაც. ანალიტიკურად იაზროვნე და ყველა საეჭვო ფაქტი შეგვატყობინეო. კონტრდაზვერვაში დამოძღვრილმა ფიფიამ ახლებურად, „უშიშროების თვალით“, დაუწყო ყველაფერს ყურება. სწორედ ამ თვალმა დააეჭვა, როდესაც სადეზინფექციოდ გაგზავნილი პოპოვის შიშველ, ნავარჯიშევ სხეულს დააკვირდა. მაშინვე გაიფიქრა, რომ მაწანწალას ასეთი აღნაგობა არ უნდა ჰქონოდა. დანარჩენი უკვე „ტექნიკის საქმე“ იყო. როდესაც კონტრდაზვერვამ გურამისგან საეჭვო სიგნალი მიიღო, პოპოვს კუდზე დაასხდნენ. ჯერ ექიმმა რომ გასინჯა და მის ნაოპერაციებ ბრმა ნაწლავის ნაკერს დახედა, მიხვდა, რომ ასეთ ნაკერებს საბჭოთა ექიმები არ ადებდნენ. მილიციიდან წამოსულ პოპოვს „კაგებე“ უკვე ყოველ ნაბიჯს უკონტროლებდა და ის ალექსანდრეს ქვემო ბაღში მაშინ აიყვანა კონტრდაზვერვამ, ამერიკელი რეზიდენტისგან უახლესი ელექტრომოწყობილობა რომ მიიღო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ნაწილის სიახლოვეს უნდა დაემონტაჟებინა. ვალენტინ პოპოვი, სინამდვილეში, ევგენი ლოსინი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო დაბადებული, „ცეერუში“ მუშაობდა და „ზოროს“ მეტსახელით იყო ცნობილი. „ზორო“  გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, 3 წლის შემდეგ საბჭოთა მზვერავში გაცვალეს. ფიფია კი კონტრმზვერავი გახდა. დღესაც ცოცხალია და მოსკოვში ცხოვრობს.
скачать dle 11.3